33,00 ₾
მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში:
_ მაშინ, როდესაც მარტო ხარ, არავინ გიყურებს, არც აპლოდისმენტები ისმის, არც კრიტიკა, სამყარო დუმს და შენც დუმხარ, აქ მხოლოდ შენ ხარ და შენი საკუთარი თავი, როგორია ის? რაშია ძლიერი? რაშია სუსტი? დამნაშავეა? ღირსეულია? როდესაც ათვალიერებ საკუთარ თავს, როგორც მოგონებების რუკას, როგორც ფილმს, შენი ფიქრებითა და ემოციებით აკინძულ კადრებს, ყველას აკვირდები? იქნებ ზოგიერთს თვალს არიდებ? იქნებ ზოგიერთს წინა პლანზე გამოიტან და გინდა მთელი სამყაროს წინაშე იამაყო, აი შეხედეთ, ეს მე ვარ!
და როგორია ერთიანი სურათი? _ გრძნობებს, რომლებსაც დაკვირვების ამ მომენტში განიცდი, იწვევს თვითშეფასება.
ის გიბიძგებს გადადგა ნაბიჯი, ან არ გადადგა, ის გაშინებს, ან სიმამაცეს გმატებს, ის არის რასაც მოჰყავხარ მოძრაობაში, ან უძრაობაში გტოვებს, ის რაც განსაზღვავს შენს გუნება-განწყობას, ყველაფერს, შენი ხმის ინტონაციიდან, დგომის, სიარულის მანერიდან დაწყებული რეალურ ქმედებებამდე, ურთიერთობებისა და შენი მიზნების განხორციელებისათვის საჭირო უნარჩვევების ჩათვლით.
და რამდენად რეალურიცაა შენი აღქმა საკუთარი თავის შესახებ, იმდენად ჯანსაღია თვითშეფასება.
სინამდვილეში, ძლიერი, პროდუქტიული და ცნობიერი თვითშეფასება წარმოადგენს საკუთარი თავის აღქმის სიზუსტეს. თვითშეფასება არ არის ის, რაც უნდა გამოიგონო, არამედ ჯანსაღი აღქმა რეალისტური სურათისა საკუთარი თავის შესახებ. თვითშეფასება, რომელიც არარეალისტურად ნეგატიური ან პოზიტიურია, აბრკოლებს ადამიანს საკუთარ ცხოვრებაში.
იმისათვის, რომ ვიმუშაოთ საკუთარ თვითშეფასებასთან და ვაქციოთ ის ჩვენი თვითგანვითარებისა და ზრდის ბერკეტად, უნდა გავიგოთ საიდან იბადება თვითშეფასება, როდის ყალიბდება პირველი აღქმები საკუთარი თავის შესახებ, რა გავლენა შეუძლია მოახდინოს გარემოს, მშობელსა და ტრავმებს თვითშეფასებაზე, როგორ უნდა მოვახდინოთ თვითშეფასების ტრანსფორმაცია ისე, რომ დაბრკოლების ნაცვლად ის გადაიქცეს ჩვენს მთავარ იარაღად ჩვენი ცხოვრების წარმართვის გზაზე.
აზროვნების აკადემიის აღნიშნული ნაშრომი, ლექციათა კრებული თვითშეფასების შესახებ, საშუალებას გაძლევთ ძალიან ღრმა და ზუსტი წარმოდგენა შეიქმნათ იმაზე, თუ როგორ ყალიბდება თვითშეფასება და როგორ უნდა ვიმუშაოთ მასზე.