Shop

შეცვლის ნება : კაცები, მასკულინობა და სიყვარული

27,00 

კატეგორია:
აღწერა
“ბელ ჰუკსის “შეცვლის ნება” ერთ-ერთი პირველი მანიფესტია, რომელმაც ფემინიზმი განძარცვა კაცთმოძულეობისგან და შეეცადა ქალებსა და კაცებს შორის მარადიულად ჩატეხილი ხიდის აღდგენა. უკიდურესი გულწრფელობითა და მგრძნობიარედ დაწერილი ტექსტი იმ აღსარებას წარმოადგენს, რომლისაც, განურჩევლად სქესისა, ყველას ეშინია.
“არავის სწყურია კაცის სიყვარული ისე, როგორც პატარა გოგოს ან ბიჭს, რომელიც ეძიებს კუთვნილ სიყვარულს მამისგან. მამა შეიძლება იყოს წასული, მკვდარი, ფიზიკურად გვერდით, მაგრამ ემოციურად გადაკარგული. ყოველღამე მილიონობით ბავშვი იძინებს დამშეული — მამის უყურადღებობისგან. რთულია, დედობრივმა ალერსმა მამობრივი სიყვარულის ნაკლებობა ამოავსოს. რაღა გასაკვირია, რომ უკვე გაზრდილი ეს გოგოები და ბიჭები გულით კაცებისადმი ბრაზს დაატარებენ — რომ არა და არ ეღირსათ სიყვარული, რომელიც თავს სრულყოფილად, ღირებულად, მიღებულად აგრძნობინებდა. ისინი სწავლობენ სიყვარულის მოთხოვნილების დათრგუნვას, სწავლობენ მცირედით დაკმაყოფილებას, სწავლობენ, თავი მოიტყუონ, თითქოს ეს იყოს სიყვარული, სწავლობენ, როგორ იცხოვრონ ტყუილში.”
ფემინიზმი მუდმივად კონცენტრირდება ქალების უფლებებსა და გრძნობებზე, მაგრამ არის თუ არა ესეც ერთგვარი დისკრიმინაცია მამაკაცების მიმართ? რატომაა მამაკაცების გრძნობები უგულებელყოფილი?
ჩვენ მოვითხოვთ სიყვარულს, ემოციურობას მამაკაცისგან, მაგრამ შეუძლია კი მას, ვისაც დათრგუნული აქვს გრძნობები, გამოხატოს ისინი? როგორ შეძლებს მამაკაცი სიყვარულს, თუკი მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ზედმეტი ემოციები ქალური საქმიანობაა და მამაკაცს არ შეშვენის? ზუსტად ამიტომ, ისინი გაუცხოებულნი არიან არა მხოლოდ ქალებისგან, არამედ საკუთარი თავისგანაც. სანამ ქალები მიჩვეულნი არიან ისაუბრონ საკუთარ შეგრძნებებზე, ფიქრებზე თუ ემოციებზე ყველგან — მათ შორის უცხო ადამიანებთანაც კი — მამაკაცებისთვის ეს ყოველივე ტაბუირებულია.
ბელ ჰუკსი მოუწოდებს თანამედროვე საზოგადოებას, მისცეს მამაკაცს საკუთარი თავის აღმოჩენის, გამოხატვისა და შეცვლის ნება. ეს არის ფემინიზმი მამაკაცების გადასარჩენად — იმ გაუცხოებული, მარტოსული, ჩაკეტილი წრიდან განსათავისუფლებლად, რომელშიც პატრიარქატმა გამოკეტა ისინი, აუკრძალა იგრძნოს, უყვარდეს, ეტკინოს და უბრალოდ იყოს სრულფასოვანი ადამიანი.” – თამთა დიდებაშვილი
წიგნის შესაძენად გვეწვიეთ, ან შეუკვეთეთ ონლაინ.