ასტეროიდი კარმა
ჩემს სიყვარულს ასტოერიდების მიმართ ჩემს წინა სტატიებიდანაც მიხვდებოდით : ) დღეს ასტეროიდ კარმაზე მინდა მოგიყვეთ. მზე, მერკური, ვენერა, მთვარე და მარსი პიროვნულ პლანეტებად არიან მიჩნეულნი, ვინაიდან ისინი იდენტობის, ინტელექტის, ღირებულებების, ემოციებისა და სწრაფვების პიროვნულ ასპექტებს მართავენ – იუპიტერი და სატურნი სოციალური პლანეტების სახით მოქმედებენ და განასახიერებენ იმ ეთიკასა და კანონებს, რომლითაც საზოგადოება ოპერირებს. ურანი, ნეპტუნი და პლუტონი გალაქტიკის უნივერსალური პლანეტები არიან და ფართომასშტაბიანი კოსმოსური ძალების მიმართ ვიბრირებენ. ასტეროიდები კი მეტწილად, მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ სარტყელს იკავებენ, რითაც ფიზიკურ და სულიერ ხიდს ქმნიან, რომელიც პიროვნულს და სოციალურს – კოსმიურ ცნობიერებასთან აკავშირებს.
სანამ ასტეროიდ კარმას ასტროლოგიურად გავარჩვდე მინდა მის ზოგად მნიშვნელობას შევეხო – სიტყვა კარმა სანსკრიტიდან მოდის და მოქმედებას, სამუშაოს აღნიშნავს, მიზეზ-შედეგობრიობის კანონის მიხედვით, ადამიანთა ბედის მნიშვნელოვან ნაწილს კარმა განაპირობებს. კარმის დაბალანსება, ანუ კარმული ვალებისაგან განთავისუფლება არსებობის ერთ-ერთი დანიშნულებაა. ამისთვის ცოდვებისაგან განწმენდა, კეთილი უანგარო საქმეები, ცხოვრებისეული გამოცდების ღირსეულად ჩაბარება, სულიერი განვითარებაა საჭირო.
ანგელოზებიც კი არ ერევიან კარმაში, მაგრამ ადამიანს, თავისი თავისუფალი ნების წყალობით, შეუძლია მისი კორექცია: დამძიმება ან განეიტრალება. დღევანდელი დღე გუშინდელის შედეგია, ხვალინდელი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია დღეს აზრები, ემოციები, ქმედებები, სიტყვები, არჩევანი და ა.შ. კარმას განსაზღვრავს წინა ცხორებისეული გამოცდილებაც, ანუ ძველი ინკარნაციები. როდესაც ადამიანი იცვლება, იცვლება კარმაც.
კარმის კანონის მიხედვით, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც სულიერ განვითარებას ეწინააღმდეგება და რომელიც ანაზღაურებას მოელის ან პირადი სარგებლობისთვისაა, ქმნის კარმულ დავალიანებას. ამასთანავე, კარმა არ ნიშნავს მხოლოდ წარსულის შედეგს, ზოგჯერ ის მომავალი ბედნიერების საზღაურია. ზეციურ მფარველებს შეუძლიათ ადამიანთა დაცვა, სწორი გზის მითითება, მაგრამ კარმულ ვალებს მათ ნაცვლად ვერ გამოისყიდიან. კარმა ნაკლებად უწყობს ხელს განვითარებას, მაგრამ იცავს ცოდვებისგან. კარმა ძლიერდება, როდესაც ადამიანი პასიურია, ღალატობს თავის კოსმიურ მისიას ან კარგავს ზეციურ იერარქიასთან კავშირს.
კარმაზე მეტია სულიერი მისია და ამაღლებული სიყვარული. მათ შეუძლიათ კარმის შეცვლა ისევე, როგორც აქტიურობასა და მოქმედებას. კარმის გაცვლა ხდება სექსის დროსაც. რაც მეტი პარტნიორი ჰყავდა ადამიანს, მით დაბინძურებულია მისი კარმა.
სამყაროში ნებისმიერი მოქმედება, აზრი, ემოცია, სიტყვა ბადებს ენერგიას, რომელიც ოდესმე ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება მის ავტორს და მის შთამომავლობას. რაც უფრო იგვიანებს სასჯელი, მით მკაცრია. რაც უფრო დაბალია ადამიანის და მისი გარემოს ენერგიის ვიბრაციები, მით ძლიერად მოქმედებს კარმის კანონი. ზეენერგიებში მისი ძალა შესუსტებულია.
ადამიანი არც ტანჯვისათვის იბადება და არც ბედნიერებისათვის – ის მოდის განვითარებისა და მოქმედებისათვის, ანუ “ტალანტების” გასამრავლებლად. ვინც საკუთარი ნებით ცდილობს სრულყოფას, მისი დასჯის საჭიროება აღარ ჩნდება. ტანჯვის მოთმენა არ უშველის ადამიანს, თუ ჭეშმარიტების შეცნობაზე, თავის განვითარებაზე არ იზრუნა.
უკვე რამოდენიმე წელია ვაკვირდები ასტეროიდ კარმას (3811) და რაც უფრო მეტ რუკას ვეცნობი უფრო ვრწმუნდები რომ ეს ასტეროიდი მართლაც ემანირებს კარმულ ნარატივს ჩვენს რუკაში. ნუმეროლოგიურად იგი 11(3+8):11 ვიბრაციებს ატარებს რაც ბედისწერის კიდევ ერთი მანიშნებელი ვიბრაციაა, ეს ასტეროიდი ეხება როგოც ჩვენს წარსულ ინკარნაციებს ასევე ახლანდელ ცხოვრებისეულ მოვალეობასაც და სამომავლო ჯილდოებს.
იგი ჩვენს რუკაში, სახლების და ზოდიაქოს არქეტიპული ენერგიებით, გვამცნობს თუ რა კარმული ვალები გადმოვიტანეთ წინა ცხოვრებიდან და რაზე უნდა ვიმუშავოთ ამ ინკარნაციაში. ასტროლოგიური სახლები აღნიშნავენ ჩვენ როლს ვინ ვიყავით და ნიშნები – აღნიშნავენ იმას თუ რამ შეგვიშალა ხელი კარმული მისიის შესრულებაში.
მაგალითად კარმა 4 სახლში, მშვილდოსანში აღნიშნავს რომ ადამიანის კარმა იყო ყოფილიყო ოჯახის მოყვარული, პატრიოტი, მგრძნობიარე პერსონაჟი, მან კი ეს გარემოება მიატოვა მოგზაურობის, თავგადასავლების ან შესაძლებელია რელიგიის გამო, ამ ცხოვრებაში მისი კარმული ვალია დაუბრუნდეს საკუთარ ფესვებს, ოჯახს და რა მიზეზითაც მიატოვა ეს გარემოება, იმ სფეროში შეძენილი უნარით და გამოცდილებით უნდა გამოისყიდოს კარმა – ამ შემთხვევაში ეს პიროვნება შეიძლება გახდეს ასკეტი, მოგზაური, მწერალი, რომელიც შეიგრძნობს ყველა ემოციას რაც მის ოჯახთან გააერთიანებს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ასტეროიდი კარმა სინასტრიაში, როდესაც ერთი ადამიანის კარმა უერთდება მეორე ადამიანის კარმას ეს აღნიშნავს რომ მათ ერთიდაიგივე კარმული მისია აქვთ, როდესაც თქვენი კარმა უერთდება მის დესცედენტს ეს აღნიშნავს რომ თქვენ აღასრულებთ თქვენ კარმულ მისიას მასთან ურთიერთობის მეშვეობით.
ასევე საყურადღებოა ასტეროიდ კარმის შეერთება ანგულარულ სახლებთან და პერსონალურ პლანეტებთან. რეტროგრადული კარმა ნიშნავს, რომ აღნიშნულ სფეროებში უფრო მეტი ნეგატიური კარმა გვაქვს გაცემული, ვიდრე პოზიტიური. კარმის კვადრატი მარსთან, სატურნთან ან პლუტონთან ნეგატიური კარმის ტიპური ინდიკატორია. კარმის „ტრინი“ იუპიტერთან, ვენერასთან ან მზესთან პოზიტიური კარმის ტიპურ ინდიკატორად გვევლინება.
რათა გავიგოთ, რა ადგილი უჭირავს ამ ყველაფერს თქვენს ნატალურ ან სინასტრიულ რუკაში, ეწვიეთ ვებგვერდს astro.com და შეიყვანეთ თქვენი დაბადების დეტალები. შემდეგ, Free horoscopes რომ ჩამოშლით შეხვალთ Extended chart selection, გვერდის სულ ბოლოში, additional objects -ის ქვეშ მარჯვენა მხარეს manual entry-ს ფანჯარაში ჩაწერთ 3811. როცა ამ რიცხვს შეიყვანთ, შეგიძლიათ რუკა დააგენერიროთ! გადახედეთ რა კარმული მისია გაქვთ ამ ცხოვრებაში, მომწერეთ კომენტარებში და ერთად განვიხილოთ
© SHEN
გამოყენებული მასალები: Asteroid Karma in Signs and Houses: Why You Are Here!
ნაწყვეტი წიგნიდან “სიყვარული და ყოველდღური მაგია”