October 27, 2023
ვედური ასტროლოგია, ინდური სიბრძნის უძველესი განშტოებაა, რაც სიტყვასიტყვით „ნათელის მეცნიერებას“ ნიშნავს („ჯიოტი“ – სინათლე, „ში“ – ცოდნა). ის ერთდროულად არის როგორც ასტროლოგიური სისტემა, ისე სულიერი და კარმული გზამკვლევი.
ჯიოტიში ეფუძნება სიდერალურ ზოდიაქოს და ახასიათებს პლანეტებისა და ნიშნების ზეგავლენას ადამიანის კარმაზე, ცხოვრებისეულ პერიოდებზე (დაშები), არჩევანსა და ევოლუციაზე.
ჯიოტიში არ არის უბრალოდ პროგნოზირების სისტემა, ეს სიღრმისეული ცოდნაა, რომელიც გეხმარება შენი ცხოვრების მთავარი გზავნილების გაგებაში.მისი მეშვეობით ხდება ადამიანის ხასიათის, ტალანტების, დაბრკოლებების, კარმული ვალების, ცხოვრების ციკლებისა და სულიერი განვითარების გზის დახვეწილი ანალიზი.
ალექსანდრე ჯორჯიკია, ტრანსცენდენტული მედიტაციის მასწავლებელი და ასტროფსიქოლოგია.”შენ სივრცეში” თითოეული კონსულტაცია იქცევა შინაგანი აღმოჩენის პროცესად. ალექსანდრე ეხმარება ადამიანებს არა მხოლოდ საკუთარი ასტროლოგიური რუკის გაგებაში, არამედ მისი ინტეგრირებით, ცხოვრებაში მყარი და ნათელი ნაბიჯების გადადგმაში.
რა საკითხებზე მუშაობს ჯიოტიშის კაბინეტი?
რჩევები თვითშემეცნების და ტრანსფორმაციისგზაზე
როგორ მიმდინარეობს კონსულტაცია?
შეხვედრა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, სანდო და ღრმა კონტექსტში. აუცილებელია წინასწარ მიწოდებული დაბადების ზუსტი დრო, ადგილი და თარიღი. კონსულტაცია გრძელდება დაახლოებით 60–90 წუთი და ხშირად იქცევა მსჯელობის, განცდებისა და კითხვების სივრცედ, სადაც სულიერი ინფორმაცია გადადის პირად, პრაქტიკულ სივრცეში.
ვისთვის არის ჯიოტიშის კაბინეტი?
ვისაც სურს ხედავდეს უფრო ფართო სურათს, ასე ვთქვათ, ზედხედს საკუთარ ცხოვრებაზე, ვისაც აქვს კითხვა „რატომ ვარ აქ?“ და ვინც მზადაა იმუშაოს საკუთარ თავზე — სიღრმისეულად, გაცნობიერებით და სიყვარულით.
ჯიოტიშის კაბინეტი ღიაა ყოველ პარასკევს.
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.