October 27, 2023
ჰათჰა იოგა არის იოგის ტრადიციული მიდგომა, რომელიც ფიზიკური ასანების, სუნთქვის კონტროლის (პრანაიამა) და კონცენტრაციის საშუალებით სხეულში კონცენტრაციის ჩატრიალებისკენ და ღრმა მედიტაციისკენაა მიმართული. ჰათჰა ნიშნავს „მზის და მთვარის გაერთიანებას“ — ძალისა და სიმშვიდის ბალანსს. ეს პრაქტიკა აუმჯობესებს მოქნილობას, ამაგრებს სხეულს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მაისორის სტილი ტრადიციულად აშტანგა იოგასთან ასოცირდება, თუმცა დოვიდასი მის პრინციპებს ჰათჰა იოგას ადაპტირებულ ვერსიაში იყენებს — რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკა მიმდინარეობს ინდივიდუალურ ტემპში, თითოეული მონაწილე მუშაობს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ხოლო მასწავლებელი, პერსონალურად აკორექტირებს და ერთვება საჭიროებისამებრ. ეს სტილი აძლევს პრაქტიკოსს შესაძლებლობას:
•ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი და სტაბილური პრაქტიკა
•შეისწავლოს მოძრაობების ზუსტი ფორმა საკუთარი სხეულებრივი ინდივიდუალიზმის პირობებში
•განავითაროს სუნთქვისა და მოძრაობის სინქრონიზაცია (ვინიასა)
•ღრმად მიჰყვეს საკუთარ შინაგან პროცესს შეჯიბრის ან შედარების გარეშე ვისთვის არის ეს პრაქტიკა:
•დამწყებთათვის, ვინც იოგას ფუნდამენტის სიღრმისეულად სწავლას ეძებს
•მათთვის, ვისაც სურს სხეულთან მუშაობის ინდივიდუალური გზა პროფესიონალის მხარდაჭერით
•მათთვის, ვინც უკვე ასრულებს პრაქტიკას და სურს მისი გაღრმავება და სტაბილიზაცია
სესიის ხანგრძლივობა: 40–120 წუთი,
ინდივიდუალურად დონე: ღიაა ყველასთვის ფორმატი: სიჩუმე, თანმიმდევრული პრაქტიკა, პერსონალური კორექცია მასწავლებლის მხრიდან.
განრიგი: ორშაბათი | ოთხშაბათი | პარასკევი – 10:00-12:00
თუ ეძებ პრაქტიკას, რომელიც გეხმარება სიღრმისეულად შეისწავლო პრაქტიკა საკუთარი რიტმით და ქმნის პირობებს პირადი პროგრესისთვის — შემოგვიერთდი.