აგნი იოგა – ცეცხლოვანი სწავლება

Date
Category
პრაქტიკები
Tags
შენი სივრცე

აგნი იოგა – ცეცხლოვანი სწავლება, ექსკლუზიურად შენ სივრცეში.

 

საქართველოში გვაქვს შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოვცადოთ XX საუკუნეში, რერიხების მიერ მიღებული ცოდნა ,, ცეცხლოვანი სწავლების შესახებ ‘’. როგორც ელენა რერიხი განმარტავდა, – ,,აგნი იოგა არის სინთეზი ყველა იოგის რადგან ახლოვდება ცეცხლოვანი ეპოქა, როდესაც აგნი ანუ ცეცხლი სულ უფრო ძლიერად განმსჭვალავს ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს.”

 

აგნი იოგა ფოკუსირდება ადამიანის შინაგან ცეცხლზე და სინათლის სხეულზე, ის არ გაურბის ყველაზე ინერტულ მატერიას. მისი სამუშაო არეალი მდებარეობს მატერიალურ გეგმილზე – ადამიანის ფიზიკურ სხეულში. მას შემდეგ, რაც პრაქტიკოსი აღმოაჩენს უამრავ გათიშულ უბანს მის სხეულში, ნელ-ნელა ავსებს მას მაცოცხლებელი ცეცხლით.

 

ჩვენი დაკვირვებით, შინაგანი მუშაობის პარალელურად, სინათლის სხეულის კულტივირებით, ჩვენს ფიზიოლოგიაში მუშავდება უამრავი რეინკარნაციის განმავლობაში დალექილი კარმული კვანძები, რასაც საინტერესო შედგებამდე მივყავართ:

 

1. სხეული იბრუნებს ახალგაზრდობის ცეცხლს.

 

2. იწყება სულის სხეულში გამოღვიძება, რაც აჩქარებს ევოლუციის პროცესს და ხდება კარმული სიტუაციების შინაგანი ცეცხლით დამუშავება.

 

3.პრაქტიკოსი ზემოქმედებს სივრცეზე და იღებს უკუკავშირს, ანუ ხდება გაცნობიერება, რომ სივრცე სადაც ის ცხოვრობს, ცოცხალია და სავსეა ცნობიერებით.

 

ეს ეხმარება მას, უკეთ დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და გააცნობიეროს მისი პასუხისმგებლობა, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს მის შიგნით მიმდინარე პროცესები გარე სამყაროზე.

 

განრიგი: სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი – 20:00

 

ხელმძღვანელი: ზაზა ტატინაშვილი