ש შინი – ღვთიური ცეცხლის სიმბოლო

ש შინი – ღვთიური ცეცხლის სიმბოლო

 

ებრაული ასო ש შინი კაბალისტური ანბანის ოცდამეერთე ასოა.

შინის რიცხვით ღირებულებას სამასი წარმოადგენს. ოცდაერთში ციფრებს თუ ერთმანეთს დავუმატებთ, სამს მივიღებთ (2+1). სამასიც, თავის მხრივ, სამს უდრის (3+0+0=3). ასე რომ, ასო  ש შინის ფარული ციფრი სამია, რაცროგორც ამას შინის გამოსახულებაში ვხედავთასო ש შინის შვერილებს უკავშირდება.

ასო შინის მარჯვენა შვერილი ასო נ ნუნის ზედა ნაწილით არის ფორმირებული, ხოლო მარცხენა და შუა შვერილები ასო ז ზაინით და ასო ו უაუს საშუალებით იქმნება, რომლებიც სადღაც 105 გრადუსზე გახსნილი და ღია ასო נ ნუნს ემყარებიან. ეს სამი ასონუნი, ზაინი და უაუქმნიან ასო შინს.

შინის სამი შვერელი სამი ალის სიმბოლოს განასახიარებს. ასო ש ცეცხლის სიმბოლოა. ეს ფორმა, არაერთ ტრადიციაში, ნეპტუნის/პოსეიდონის სამკაპითა და შივას ტრიშულათი (სამკბილათი) არის ცნობილი. ეს ღმერთების იარაღია.           

 

ელემენტები

 

ებრაულად ცეცხლი რომ დაწვროთ, ორი ასო გჭირდება: א ალეფი და ש შინი.

ასო ალეფი სამ პირველად ძალას უკავშირდება. აშკარაა, რომ ש შინიც ამ სამ მთავარ ძალასთან არის დაკავშირებული, რაც სიცოცხლის ხის პირველ სამკუთხედში წარმოდგენილია სეფიროტ კეთერის, ქოხმასა და ბინას სახით, რომლებსაც, თავის მხრივ, ქრისტიანობაში მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ეწოდებათ. ამავე დროს, ინდუიზმში, ცეცხლით წარმოდგენილი სამი ღვთაებრივი საწყისის სამებას ბრაჰმა, ვიშნუ და შივა ჰქვიათ

   

მართლაც, სიცოცხლის ხის პირველი სამკუთხედის სეფიროტი ცენტრალურ სვეტსა და მის პირველ სამ სამკუთხედს უკავშირდება. კაბალაში, ისინი ოთხიდან სამ ელემენტთანაა დაკავშირებული, კერძოდ, ჰაერთან, ცეცხლსა და მიწასთან, რომლებიც ეტაპობრივად უკავშირდებიან სიცოცხლის ხის ყველა სეფიროტსა და მის ყველაზე ქვედა დონეს და ერწყმიან მიქსტურას, მალკუტიგივესამეფოს,” რომელიც მიწის ელემენტის სიმბოლოს წარმოადგენს.     

აღნიშნული სამი ელემენტი სამ დედაასოშია ასახული:

  • ალეფი א: ჰაერი
  • შინი ש: ცეცხლი
  • მემი מ: წყალი

ეს სამი კი თავს იყრის მალკუტშიმიწაში.

 

ასო ש შინის მართლწერაში, სამ ასოს ვხვდებით, კერძოდ, שין შინს, იოდს და საბოლოო ნუნს, რომელიც წაგრძელებულ უაუს გავს. ასო იოდი ზედა ალია, რომელიც, წაგრძელებისას, მიწისკენ ეშვება საბოლოო ნუნის სახით. ასო ნუნი, ჩვეულ ფორმაში, მალკუტმიწასუკავშირდება. არამეულად, ნუნითევზსნიშნავს. ის გვხვდება თესლში, მარილში, სპერმასა და კვერცხუჯერედში, რომელიც წყალში ცურავს.     

ასე რომ, თესლი, სპერმა ან კვერცხუჯრედი, რომელიც წყალში ცურავს, ასო ნუნია, დედამიწის მარილთან დაკავშირებული; მარილი მიწის ელემენტის სიმბოლოა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ჰაერს, ცეცხლსა და წყალს. ამიტომაა, რომ კაბალაში, ხშირად მხოლოდ სამ ელემენტსჰაერს, ცეცხლსა და წყალსვასახელებთ: ფიზიკური თვალსაზრისით, ჩვენ მალკუტ წარმოვადგენთ, მიწას, ვინაიდან ფიზიკური სხეული ნუნის კრისტალიზაციაანუნისა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არამეულად თევზს ნიშნავს. ამგვარად, ნუნი, სპერმა და კვერცხუჯრედი, ზიგოტას სახით, ვითარდება და იქცევა ფიზიკურ სხეულადისეთად, როგორიც ჩვენ გვაქვს.   

ჩვენ სამი ტვინი გვაქვს:

  • ინტელექტუალური ტვინი
  • ემოციური ტვინი
  • მოტორულინსტინქტურსექსუალური ტვინი

ეს სამი ტვინი კი სამ დედაასოსთან კორელირებს: ალეფთან א, შინთან ש, და მემთან מ.

ამას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ეს სამი დედაასო ყოველთვის ურთიერდაკავშირებულია ციფრ სამთან. მაგალითად, ჰაერს (ალეფს) უკავშირდება ცივი ჰაერი და თბილი ჰაერი და, ასევე, მშრალი ჰაერი და ნოტიო ჰაერი. ამ რეგიონში, სადაც ჰაერის მასები სამხრეთიდან მოდის, ცხელა, მაგრამ თუ ჰაერის მასები ჩრდილოეთიდან წამოვა, სიცივე იქნება. ამდენად, ჰაერში დანარჩენი ორი ელემენტიწყალი და ცეცხლიარის შერეული.   

რაც შეეხება სიცოცხლის ხის პირველ სამკუთხედს, ჰაერის ელემენტი სიცოცხლის ხის ცენტრალურ სვეტს უკავშირდება მაშინ, როცა ცეცხლიმარცხენა, ხოლო წყალი მარჯვენა სვეტთან არის დაკავშირებული. სიცოცხლის ხის ყოველ სამკუთხედში ეს ელემენტები მუდამ სხვადასხვგვარად კომბინირებული სახით გვხვდება.

ამრიგად, პირველ სამკუთხედზე (კეთერი, ქოხმა და ბინა: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა), ჩვენ ცეცხლის ვიზუალიზაციას სახით ვახდენთ

უძველეს ებრაულ დამწერლობაში, ხმოვნები არ იყო. ამჟამად, ხმოვნები ასოების გარშემო ხაზებითა და წერტილებით არის წარმოდგენილი. ორიგინალ წმინდა წერილებში, ებრაულ ანბანში ხმოვნები არ გხვდება. იაო შემდეგნაირად იწერება: יהו იოდჰეიუაუ. იოდი გამოითქმის, როგორც.” ებრაული სიტყვის ბოლოში მოცემული ასო ჰეი გამოითქმის, როგორცაჰ.“ ასო უაუს ხმოვანება დამოკიდებულია სიტყვაში მის განლაგებაზე: ის შეიძლება გამოითქვას, როგორცოჰ” „უჰან,” ასე რომ, იაოში ასო უაუოჰ“-ად ჟღერს.       

როცა ვამბობთ יהוה იოდჰეიუაუჰეი, რაც ტეტრაგრამატონია, – ღმერთის წმინდა სახელი, – ვხედავთ, რომ ასოჰეიმეორდება. ამიტომაა, რომ დიოდორე სიცილიელის თანახმად, მოსეს ღმერთი იყო יהו იოდჰეიუაუ, – იაო, – რამდენადაც ასო ჰეი ბოლოში კვლავ გამეორებულია.

თავი

იაო თავს უკავშირდება.

ასო რეში თავს გამოხატავს. ასო რეშის ריש მართლწერა უკავშირდება როშის ראש – „თავის“ – მართლწერას. სახელებში, ראש როში/რეში ר (თავი), ვხვდებით ასოებს, ალეფს א (ჰაერი) და შინს ש (ცეცხლი), რომლებიც ერთობლივად ქმნიან ებრაულ სიტყვა  אש ეშს – „ცეცხლი.” ამდენად, რეშს ר (თავი) + ალეფი א (ჰაერი) + შინი ש (ცეცხლი) = ראשთავი.“

ძველ აღთქმაში სულ ვხვდებით ერთ სახელს: ისრაელს. სიტყვა ისრაელი იწერება იოდით, შინით, რეშით, ალეფით და ლამედით: ישראל ისრაელი

როგორც ხედავთ, ასო შინი ისრაელში გამოითქმის, როგორც და არა როგორც : ასო შინი შეიძლება, წარმოითქვას, როგორც სსსს ან შშშშ.

ისრაელს თუ პირველ და ბოლო ასოებს გამოვაკლებთ, რომელთაც ლამედითა და იოდით (לי) ვწერთ და რომლებიც ებრაულად, „მე მაქვს“- ნიშნავს, მაშინ დარჩენილ ასოებს, კერძოდ, რეშს, ალეფსა და შინს, ჩვენ სიტყვა როშით დავწერთ, რომელიცთავსნიშნავს [ראש როში]. ასე რომ, ლი როშიליראשნიშნავს შემდეგს: „მე მაქვს თავი.“ ამდენად, ისრაელში, ლი როში – „მე მაქვს თავი“ – არის დამალული.     

სიტყვა ראש როშის ბოლოში მოქცეული ასო შინი ცეცხლის სიმბოლოა, ასო ალეფი ჰაერის სიმბოლოს წარმოადგენს, ასო რეში კითავისსიმბოლოს, ხოლო ალეფი და შინი ერთად ებრაულ სიტყვა ეშს – „ცეცხლი“ – ქმნიან. ამრიგად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მე მაქვს אש ეში (ცეცხლი) ჩემს როშში (თავში).” 

შესაბამისად, ראש არისმე მაქვს ცეცხლი თავში,“ რადგანაც რეშში ר (თავში) მე მაქვს אש (ცეცხლი).

אשში შემავალი ყოველი ასო სამ პირველად ძალას განასახიერებს. ჩვენს თავში სამი სპირიტუალური ატომია, რომლებიც სამ პირველად ძალას უკავშირდება. კეთერიმამა ღმერთიცხვირის მაგნიტურ ფესვშია განლაგებული. ქოხმასიბრძნე, ძე ღმერთიჰიპოფიზში გხვდება, ხოლო ბინაშივა, სული წმინდაეპიფიზშია მოთავსებული. ამრიგად, თავში, ჩვენ სამ სუნთქვას ვატარებთ, אש ეშისცეცხლისსამ ალს ალეფისა და შინის ასოებიდან.

ასო შინი სამი პირველადი ძალის ამ სამ ცეცხლოვან ასპექტს განასახიერებს, რომელშიც არა მარტო ცეცხლს, არამედ ჰაერსაც ვპოულობთ, რადგან თუ გაიხსენებთ, ცეცხლი ალეფითა და შინით (ეში אש) იწერება და სწორედ ამაშია მთელი მისი სილამაზე.

დააკვირდით, ასევე, რომ ასო შინის ერთერთი შვერილი, გნებავთ, ალი, ასო უაუს უკავშირდება, რომელიც ასო ქაფის (ჩონჩხი) მარცხენა მხარესაა ასო מ მემის ფორმაში, რომელიც, თავის მხრივ, სამ დედაასოთაგან წყლის სიმბოლოს წარმოადგენს

 

ოთხშვერილიანი შინი და ტფილინი

 

არსებობს ასო შინის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც, სამის ნაცვლად, ოთხი შვერილითაა გამოსახული. ოთხშვერილიანი შინი და სამშვერილიანი შინი ტფილინზეა დატანილი, რასაც კაბალისტები ბიბლიის წასაკითხად იყენებენ. ტფილინი ტყავია და ორი განყოფილებისგან შედგება: ერთი განყოფილება თავთანაა მიმაგრებული, მეორე კი ხელთან. თავთან მიმაგრებული განყოფილება პატარა ზომისაა, რომელზეც ამ ორი ასოს ფორმებია ამოტვიფრული: სამშვერილიანი შინისა და ოთხშვერილიანი შინის ფორმები

რისი სიმბოლოა ეს ორი შინი? ეს შინები სამი პირველადი ძალის ოთხ ძალად გარდაქმნას განასახიერებს. კაბალისტებს თანახმად, ოთხშვერილიანი შინი შინია, იგივე ცეცხლი ჯერ არარსებული სამყაროსიდამდეგი სამყაროსი, რომელიც ჯერ არ გაჩენილა, მაგრამ გაჩნდება ან, შესაძლოა, გაჩნდეს.

თუ, არაერთი ადამიანის მსგავსად, ამას პირდაპირი მნიშვნელობით წავიკითხავთ, მაშინ ინტერპრეტაცია ასეთი იქნება: ოთხშვერილიანი ასო შინი საგანთა თუ ობიექტთა ახალ მდგომარეობას წარმოადგენსმომავლის რასას, რომელშიც ღმერთის მანიფესტაცია მოხდება. რატომ ფიქრობენ ასე? იმიტომ რომ, ოთხი შვერილი განასახიერებს ოთხ ასოს: იოდჰეიუაუჰეი יהוה, რომელიც იოდჰავას სახით იწერება.   

მიუხედავად ამისა, აბსურდულიადამდეგი სამყაროსპირდაპირი მნიშვნელობით ინტერპრეტაცია. ნაცვლად ამისა, „დამდეგ სამყაროსინტერპრეტაციას ჩვენ დაათის, გნოზისის, ალქიმიის მიხედვით ვახდენთ. მისი ინტერპრეტაცია სექსუალური ალქიმიის მეშვეობით უნდა მოხდეს. ასე განსაჯეთ: „დამდეგი სამყაროის სამყაროა, რომელიც მაშინ შეიძლება, გაჩნდეს, თუ ინიციაციას გავივლით; „დამდეგი სამყაროიეჰიდას სინათლეა, რომელიც ჩვენში სინათლედ მაშინ იქცევა, თუ სამების ცეცხლს გავააქტიურებთშინის სამ იოდს, რომელიც აცილუთის სამყაროში ბრდღვიალებს.

 

 

შინი ყველა ჩვენგანშიათხევადი ცეცხლის სახით ჩვენს ცერებროსპინალურ სითხესა და სექსუალურ სითხეში, რაც გამოტოვებული იოდით არის წარმოდგენილი. ჩვენ კაბალისტური სამების ცეცხლი თავში გვაქვს და გვაქვს, ასევე, „ხელსა და მკლავში“ (იოდი), რაც იესოდთან არის დაკავშირებულისიცოცხლის ხის ცენტრალურ სვეტთან, რომელიც, თავის მხრივ, ასო უაუს სახითაა წარმოდგენილიჩვენი ხერხემლის სვეტის სახით. ასო უაუს სულ თავში გვხვდება იოდი, რომელიც ინტელექტუალურ ტვინს განასახიერებს; ასო უაუს შუაში გულიატიპჰერეთი, ემოციური ტვინი; ხოლო უაუას სულ ქვემოთ ან მის საძირკველში იესოდი გვხვდებასექსუალური ტვინი. ეს სამი ტვინი ასო შინის სამ ალს უკავშირდება. ამქვეყნად ყველას აქვს ეს სამი ალი თავის სექსუალურ ორგანოებში, გულსა და თავში.      

 

იმისათვის, რომ ოთხშვერილიანმა შინმა ჩვენს თავში იბრწყინოს, ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ გადადის სამი პირველადი ძალა გენეზისის სამყაროში, რომელსაც ბრია ეწოდება.   

 

კაბალაში, ოთხი სამყარო გვხვდება:

 

  1. აცილუტი: არქეტიპების სამყარო, გარდაქმნის სამყარო; ის ზედა სამკუთხედს უკავშირდება.
  2. ბრია: გენეზისის სამყარო, სადაც, შექმნის მიზნით, ძალები ერთიანდება; ის მეორე სამკუთხედთანაა ასოცირებული.
  3. იეცირა: ჩამოყალიბების სამყარო, სადაც გენეზისის (შექმნის) სრულყოფა ხდება; ის მესამე სამკუთხედს უკავშირდება
  4. ასია: მოქმედების სამყარო; ის სფირა მალხუთთან არის დაკავშირებული.

 

 

ბრიას სამყარო სეფირა დაათს უკავშირდება. ჩვენ ვიცით, რომ დაათი ცოდნას ნიშნავსბერძნულად, გნოზისს. დაათი იდუმალებით მოცული სეფირაა სამი პირველადი ძალის ქვეშსამი სეფიროტის, ასო შინის ქვეშ. სეფირა დაათი ქმნის აცილუტის, გარდაქმნის სამყაროში არსებული ასო შინის მეოთხე შვერილს. სხვა სიტყვებით, ასო შინი პირველადი სამი ძალიდან ცეცხლს წარმოადგენსგანუყოფელ სამებას, ცეცხლს, რომლის დაყოფა შეუძლებელია, იმიტომ რომ, ციფრი სამი არის ციფრი, რომელიც პირველადი ძალების უნისონს ქმნის. იმისათვის, რომ ეს ცეცხლი გავყოთ, იმისათვის, რომ ეს ცეცხლი გაყოფადი გახდეს, ის ოთხად უნდა გარდაიქმნას. სწორედ ამ პროცესს აქვს ადგილი, როცა სამი პირველადი ძალა გამოყოფს მეოთხე შვერილს ბინას მეშვეობით, რომელსაც სული წმინდას ფემინურ ასპექტს ვუწოდებთღვთაებრივ დედა კუნდალინის.     

აცილუტის სამი პირველადი ძალა საკუთარ შემოქმედებით ენერგიას მუდამ ბინასსული წმინდისმეშვეობით გამოხატავს სეფირა დაათში. კაბალაში, მათი მასკულინური და ფემინური შემოქმედებითი ენერგია არის ის, რასაც ჩვენ აბას אב და אימא ამიას ვუწოდებთმამას და დედას.

ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ზოგიერთი კაბალისტის შეცდომა, რომლებიც ამბობენ, რომოხმა მამაა, ბინა კი დედა. ქოხმა მეორე სეფირაა, რომელიც ბრიას სამყაროში მოქმედებს. აცილუტის სამყარო, როგორც გახსოვთ, არქეტიპების სამყაროა, სადაც სამი პირველადი ძალა (კეტერი, ქოხმა, ბინა) გვხვდება, და ის ცეცხლის სამყაროს წარმოადგენს. ეს სამი პირველადი ძალა პოტენციურად იქაა. ეს სამი პირველადი ძალა არის სამი ძალა, რომელსაც შეუძლია, შექმნას, მაგრამ შექმნა მათ მხოლოდ დაათში, გნოზისში, გენეზისის სამყაროში (ბრიაში) შეუძლიათ, რომელიც კაბალას მეორე სამყაროს წარმოადგენს. ბრიას, გენეზისის, სამყაროს მართავს მეორე სფირა, ქოხმა.     

რაც შეეხება სამ დედაასოს, ალეფი კეტერს წარმოადგენს, შინი – ქოხმას, მემი კი ბინას. ასე რომ, როცა ჩვენ შინზეცეცხლზევლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთოხმაზეძე ღმერთზე, ქრისტეზე.

პირველი სამკუთხედის თავზე აინ სოფ აურს ვხვდებით. ეს სინათლე, პირველ სამკუთხედთან ერთად, იოდჰეიუაუჰეია, რომელიც, ასევე, ცეცხლით არის წარმოდგენილი. აინ სოფ აური არამანიფესტირებული სამყაროა, ინდოეთში კი ის ღმერთი აგნით არის წარმოდგენილი. ამიტომაა, რომ ამბობენ, რომ ყველა ღმერთს, მთელ სამყაროს, ყველა არსებას ფესვები აგნიში აქვსიგივე ცეცხლში. ეს აგნი, გნებავთ, ცეცხლი, საკუთარ თავს აცილუტში გამოხატავსკეტერის, ქოხმასა და ბინას მეშვეობით, თუმცა ამ ცეცხლის ყველაზე ლამაზი ატომები მაინც მუდამოხმაში ბრდღვიალებს, ვინაიდანოხმა ასო შინსცეცხლსწარმოადგენს. ქოხმა სიცოცხლის ხის მეორე სამკუთხედს მართავს, რომელიც გენეზისის სამყაროს, ბრიას უკავშირდება.   

აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ გენეზისზე (ქმნაზე) ვლაპარაკობთ, ქოხმაზე უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შინის ეს სამი შვერილი სამივე მათგანს წარმოადგენს, კერძოდ, მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სული წმინდას, ანუ კეტერს, ქოხმასა და ბინას, და არა მხოლოდოხმას. სამივე მათგანი ერთია. მაგრამ როცა ისინი გენეზისში პოულობენ გამოხატულებას, ამას ბინას დუალობის საშუალებით აკეთებენ. და სწორედ ამიტომაა, რომ როცა დაათში, იგივე გნოზისში, ჩავდივართ, აცილუტის სამი ფითილის ალი ოთხი ფითილის ალად იქცევა, რათა შესაძლებელი გახდეს გაყოფა. თავის წიგნშიტარო და კაბალა,“ სამაელ აუნ ვეორი განმარტავს:   

ამ ორის [აბა אב და אימא აიმას], ოსირის და აისისის კავშირიდან იბადება ბავშვი, ჰოროსი [ქოხმა]. მათ [აბას אב და אימא აიმას] უყვართ ერთმანეთი და მათი სიყვარულის შედეგად, აისისში ისახება მეორე ლოგოსის ქრისტე, რომელიც [იეიდადან] ჩადის [ხაიაში] მის ვაგინალურ და უმწიკვლო საშვილოსნოში, რაც სული წმინდას მოქმედებითა და წყალობით ხდება, ანუ მისი მეუღლის [ბინას], მესამე ლოგოსის, მოქმედებითა და წყალობით.    

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ, მართალია, ის მესამე ლოგოსის ცოლია, მესამე ლოგოსში მეორე ლოგოსიცა და პირველი ლოგოსიც გვხვდება, რადგანაც, საბოლოოდ, ლოგოსი განუყოფელია, ის უნიტოტალური და ინტეგრალური სამებაა

ამის გასაგებად დიდი სიფაქიზეა საჭირო, დიდი გამჭრიახობა, სინთეზიზმი და ინტუიცია.

ტრიმურტის დიალოგიერთი მეორესთანმოსწავლეებს შრომად უჯდებათ, მაგრამ თუ ინტუიციას ცოტათი უფრო ბასრს გავიხდით, გავიგებთ.” – სამაელ აუნ ვეორი   

ამის გაგება აცილუტის სამი დედაასოს მეშვეობითაა შესაძლებელი, კერძოდ, א ალეფით (ჰაერით), რომელიც კეთერს წარმოადგენს, ש შინით (ცეცხლით), რომელიცოხმას წარმოადგენს, და םמ მემით (წყლით), რომელიც ბინას წარმოადგენს.     

א ალეფის და ש შინის დუალობა, რომელთა გაერთიანებთ ცეცხლიאש ეშიიწერება, წარმოადგენს איש იშს (მამრობითს) და אשה იშას (მდედრობითს). ეს ორი ცეცხლოვანი პოლუსი გამოხატულია ბინაშიםמ მემში (წყალში), რომელიც არის אלהים יהוה იოდჰავა ელოჰიმი.

ამრიგად, ასო ש შინი (ხოხმა), אשר აშერ אלהים יהוה იოდჰავა ელოჰიმის მეშვეობით, მართავს ბრიასგენეზისის სამყაროს. ამის გაგება უფრო იოლი ხდება, თუ ამ სიმბოლიზმს, ფიზიკური თვალსაზრისით, საკუთარ თავზე გადმოვიტანთ. ჩვენ სქესობრივად დაყოფილები ვართმამრობით და მდედრობით სქესებად, ეს დაყოფა კი სექსუალურ ორგანოებშია გამოხატული. უკვე აღვნიშნეთ, რომ א ალეფი (კეტერი, სუნთქვა) თავშია, ש შინი (ქოხმა, ცეცხლი) – გულში, ხოლო םמ მემი (ბინა, წყალი) – გენიტალიებში.

სექსუალური მაგიის აქტის დროს, წყვილები ერთმანეთს მაგნიტურად (ცეცხლი) მუხტავენ; ისინი ორმხრივად ახდენენ ერთმანეთის მაგნიტიზირებას. ქალში, მენჯი (მემიწყალი) ქალურ ენერგიას გამოყოფს მაშინ, როცა მისი მკერდი (შინიცეცხლი) კაცურზეა პასუხისმგებელი. კაცში, ქალური ენერგია პირიდან (ალეფიჰაერი) გამოდის, ხოლო კაცურიპენისიდან (მემიწყალი). სექსუალური მაგიის დროს, ყველა ეს ორგანო სათანადოდ უნდა იქნას სტიმულირებული, რათა მოხდეს სასიცოცხლო მაგნიტური ძალების (ცეცხლის) გაცემა და მიღება, გადაცემა და აღდგენა, რაც როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად გასაოცრად მზარდია.“     

ამრიგად, ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ფიზიკურ სხეულში ჩვენი ტვინის ამ სამი პირველადი ძალის გამოხტვა სექსუალური ორგანოების მეშვეობით ხდება; ქოხმაბრიაგენეზისი ბინას (სექსის) სახით მუშაობს. სექსის მეშვეობით, სამი პირველადი ძალის შემოქმედებითი ენერგია ერთი მეორეში გამოიხატება, რადგანაც სამი პირველადი ძალა (მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა) დუალობით იქმნება

შესაბამისად, ასო შინის სამ შვერილს გარდაქმნის სამყაროში ასო შინის ოთხ შვერილად შეუძლია, გადაიქცეს, როცა სამი ცეცხლოვანი ატომი ჩვენს თავში (რომლებიც ცხვირის მაგნიტურ ფესვში, ჰიპოფიზსა და ეპიფიზშია მოთავსებული) აღზევებული შეხინათია განათებულიკუნდალინის ცეცხლით, რომელიც გენიტალიიდან თავში მიემართება. ამგვარად, საბოლოოდ, יהיה საკუთარ თავს ყელში (დაათში) გამოხატავს.  

დასაწყისში იყო სიტყვა [კეერი] და სიტყვა [ქოხმა] იყო ღმერთთან [ელოჰიმთან/ბინასთან], და სიტყვა [ბინა] იყო ღმერთი [ელოჰომი]. ის იყო დასაწყისში ღმერთთან [ბერეშით ბერა ელოჰიმთან]. ყოველივე მის [ლოგოსისმიერი სამების] მიერ შეიქმნა და უიმისოდ [ლოგოსისმიერი სამების გარშე] არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილამასში [იეჰიდაში, ლოგოსისმიერ სამებაში] იყო სიცოცხლე [ხაია] და სიცოცხლე [ხაია] იყო ადამიანთა ნათელი [שכינה შეხინა]ნათელი [שכינה შეხინა] ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი.“ – იოანე 1: 1-5

ამრიგად, ლოგოსისმიერი სამება, აბა და აიმა ელოჰიმის, ბინას, მეშვეობით იქმნება დაათშიყელში.

სწორედ ასე იქცევა ჩვენს თავში არსებული სამბუნებოვანი ატომური ცეცხლი ტეტრაატომურ ცეცხლადტფილინის სიმბოლოდ, რომელიც თავშია განთავსებული შინის ორი ასოთი: სამშვერილიანი შინითა და ოთხშვერილიანი შინით. უნდა გვესმოდეს, რომ შინის ეს ორი ასო გაყოფის სიმბოლოალოგოსისმიერი ცეცხლის გადრქმის სომბოლო საწყისში, რომელიც სექსუალური ძალის ტრანსფორმაციას ახდენს.

ეს სამბუნებოვანი ატომური ცეცხლი თავიდან, მეოთხე ძალის სახით, მკლავის მეშვეობით, ხელამდე ჩადის. გავიხსენოთ, რომ მკლავსა და ხელს, ებრაულად, יד იოდი ეწოდება. გავიხსენოთ ისიც, რომ יד იოდი არის სახელი ასოსი, რომელიც მხოლოდ წინწკლია, წერტილი, რომლითაც יהוה იოდჰეიუაუჰეი წერას ვიწყებთ. იოდი ებრაული ანბანის მეათე ასოა და სეფირა მალკუტს შეესაბამება.

ტფილინის მეორე განყოფილება, რომელსაც კაბალისტები ამ ტრადიციის კვალდაკვალ ატარებენ, მკლავზე მაგრდება. პირველ რიგში, გრძელი ტყავის თასმას სამჯერ შემოივლებენ ბიცეპსზე, რაც, იოდჰავას יד იოდის (მკლავის) მეშვეობით, სამი პირველადი ძალის დაათში/ბრიაში ჩასვლას უკავშირდება. შემდეგ, იმავე ტყავის თასმას ისინი მკლავზე შემოირტყამენ შვიდჯერ და, ბოლოს, ტყავის თასმა יד იოდის (ხელის) თითების გარშემო პოულობს ფინალს.

გავიხსენოთ, რომ ებრაულად, მკლავს და ხელს יד იოდი ეწოდება. ამრიგად, ეს შვიდი შემოხვევა დაათის ორმაგი ბუნებით გამოხატული სამი პირველადი ძალის (კეტერის, ქოხმას, ბინას) ჩამოსვლას აღნიშნავს მათ ქვემოთ არსებული სეფიროტის მეშვეობით; ესენია: ქესედი, გებურა, ტიფერეტი, ჰოდი, ნეცახი, იესოდი და, ბოლოს, მეშვიდე  – მალკუტი, იგივე יד იოდი (ხელი), რომელიც იმავე დონეზეა, რა დონეზეც არის יד იოდი (გენიტალია), გამოხატული שבתאי შაბათაის (სატურნის, ბინას) – შუა თითისმეშვეობით.

ტფილინის ტარებისას, კაბალისტები, კითხულობენ თორას, რათა გასხივოსდნენ.

ამავე დროს, კაბალისტები საკუთარი ხელითაც აკეთებენ ასო შინის ფორმას, ამისთვის კი ტყავის თასმებს იყენებენ, რომლებითაც, ცერა თითთან ერთად, ასო შინის ფორმას ქმნიან. უფრო კონკრეტულად, ისინი ნეკა თითს არათითთან ატყუპებენ, შუა თითსსაჩვენებელთან და სწორედ ამ გზით იქმნება ასო შინი. მაშ, ყველაფერი, რაც ტფილინთანაა დაკავშირებული, დაკავშირებულია ცეცხლთან. ეს გახლავთ მისი სიმბოლიზმი. ამას ტრადიციის შესაბამისად აკეთებენ. 

ტფილინი ხსნის გენეზისის სხივის ჩამოსვლას ყველა სეფიროტის გავლით სექსსა და ფიზიკურ სხეულში, რომლის სიმბოლოსაც ხელი წარმოადგენსასო იოდი, მეათე სეფირა, მალკუტი. ტფილინი გვიხსნის, თუ როგორ ჩამოდის ეს ცეცხლი ჩვენს სხეულებში სხვადასხვა სფითორას მეშვეობით. როგორც უკვე ვნახეთ, თასმის შემოვლებაც მკლავზე, ხელზე და თავზე ნიშნავს, რომ თუ გვინდა, გავიგოთ, რა წერია თორაში, შეხინას(კუნდალინის) ცეცხლი უნდა გვქონდეს განვითარებული. როცა გვაქვს ცეცხლი, გვაქვს სიცოცხლე და მასთან ერთადნათელი.

 

ცეცხლის სინათლე

 

მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი [שכינה შეხინა] კაცთა.“ – იოანე 1:4

 

მიუხედავად ამისა, ცეცხლის სხვადასხვა ტიპი არსებობს. ცეცხლი, რომელსაც აქ ვეხებით, ცეცხლის ცეცხლიაისრაელიდან წამოსული ცეცხლის ასტრალური ანაბეჭდი, რომელიც, როგორც აკროსტიქი, „მე მაქვს თავი“- ანმე მაქვს ცეცხლი თავში”- სიმბოლოა. ეს ისრაელის ერთერთი კაბალისტური მნიშვნელობაა. „მე მაქვს ცეცხლი თავშიდამე ამ ცეცხლს ჩემს ქვედა სხეულში ჩავიტან,” რომელიც ჩემი იოდი, ჩემი ხელია, ამას კი იმიტომ გავაკეთებ, რომ ამ ცეცხლში გავიაროსინათლეში, რომელიც საჭიროა იმ გზის, მცნებების, წესების, გაჟღერებული საიდუმლოებების გასაგებად, თორაში რომ წერია. ეს ტფილინის სიმბოლოა. და მაინც, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია, ტფილინის თასმები შემოვირტყათ, კაბალა რომ ვიცოდეთ. ტფილინი სიმბოლურია თავისი არსით. ჩვენ, შესაძლოა, კაბალასა და ასოების შესახებ ამ ყველაფერს ჩავწვდეთ, მაგრამ ტფილინის პრაქტიკას, პირდაპირი მნიშვნელობით, არ ვახორციელებდეთ. როცა ვიგებთ, რისი სიმბოლოა ტფილინი, ვიგებთ იმასაც, რომ ის, რაც გვმართებს, ცეცხლთან ოსტატურად გამკლავებაა (ხელით, იოდით), რათა გასხივოსნებას მივაწღიოთ და გავიგოთ, რა წერია კაბალისტურად, რადგან კაბალისტური ასოები ღმერთის სატურნიული თითით არის დაწერილი. ღმერთის სატურნიული თითი იოდიაბინას, იოდჰავა ელოჰიმის შემოქმედებითი ენერგია

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის ყოვლისმომცველი ცეცხლი, ვინაიდან ცეცხლის სხვადასხვა ტიპი არსებობს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ, საკვების მოსამზადებლად, სამზარეულოში ცეცხლი გვჭირდება. მაგრამ ცეცხლი, რომელზეც აქ ვლაპარაკობთ, ღვთაებრივი ცეცხლია, – იეჰიდა, – ცეცხლის ცეცხლი. იეჰიდას ცეცხლი, რომელიც ჯვარცმული ქრისტეს თავზე ლათინური ასოებით წერია, გახლავთ INRI – Ignis Natura Renovatur Integra, რაც შემდეგს ნიშნავს: ცეცხლი ბუნებას განუწყვეტლივ ანახლებს.“ ღვთაებრივი ცეცხლი, რომელსაც აქ ვეხებით, სულთმოფენობის ცეცხლია, რომელიც დუალობიდან იღებს სათავესაბადან და აიმადან, რომელთა სიმბოლოსაც თავში მდებარე ასო შინის ოთხი შვერილი წარმოადგენს. ამრიგად, თუ გვსურს, ოთხშვერილიან შინს მოვუხმოთ და რადგან ახლა მისი მნიშვნელობა ვიცით, უნდა ვთქვათ შემდეგი: „დაე, მივაგოთ პატივი ჩვენს მამასა და დედას,“ იმიტომ რომ, შინის ოთხი შვერილი წარმოადგენს იოდჰეიუაუჰეის. ეს სახელი ანდროგენულია და ფალოსსა და საშოს, კაცსა და ქალს ან, სხვა სიტყვებით, იაჰჰავასმამადედასნიშნავს. ამიტომაა, რომ ოთხშვერილინი ასო შინი ამგვარად შეგვიძლია, ავხსნათ: აბა ელოჰიმი და აიმა ელოჰიმი. აბა მამაა, აიმა კი დედა.         

ღმერთი, როგორც მამა, სიბრძნეა. ღმერთი, როგორც დედა, სიყვარულია. მამის სახით, ღმერთი სიბრძნის თვალში სახლობს. სიბრძნის თვალი წარბებს შორის არის მოთავსებულია. სიყვარულის სახით, ღმერთის პოვნა გულის ტაძარშია შესაძლებელი. სიბრძნე და სიყვარული დიდი თეთრი ქოხის ორ ძირითად ბოძს წარმოადგენს.“ –სამაელ აუნ ვეორი 

კაბალისტურად, ეს ნიშნავს, რომ ბრიაში, ელოჰიმ ბინა, როგორც მამა, არის სიბრძნეחכמה ქოხმა, ხოლო ელოჰიმ ბინა, როგორც დედა, სიყვარულიაאהבה აჰაბა

ნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ როცა ვამბობთ, რომ მამა სიბრძნეა, ჩვენ არა სეფირაოხმას ვგულისხმობთ აცილტუში, არამედ ბრიას სამყაროში, რომელიც ქმნას ნიშნავს. ბრიას სამყაროში, ელოჰიმ ბინა, როგორც მამა, სიბრძნეა. სწორედ ბრიაში გამოხატავსოხმა საკუთარ ძალას ელოჰიმ ბინას მეშვეობით, რადგან ბრიაშიოხმას მიერაა მართული.

მამა (კეტერი), როგორც შემოქმედებითი ენერგია, გამოიხატება ბინას, შივას, სული წმინდას მეშვეობით. ამიტომაა, რომ ინდუიზმში, შივასული წმინდამუდამ თავისი ცოლის, შაქტის გვერდით გვხვდება. ზოგჯერ ის ერთი ანდროგენული სხეულითაა წარმოჩენილი (ნახევრადმამრობითი და ნახევრადმდედრობითი), როგორც შივაშაქტი.

 

შივას მუდამ უპყრია სამკაპი. ებრაულად, სიტყვა შინი שין ნიშნავს „კბილს” და ასვევე „ჩანგალს.“ სამკაპი, გნებავთ, სამკბილა, ჩანგალია. ასო შინი ჩანგლის სიმბოლოა, ჩანგლის თავი, იწერება, როგორც שין შინი, სამი შვერილი ასევე შივას სამკბილას თავს ქმნის. სამკაპის სიმბოლოს ღმერთი ნეპტუნის/პოსეიდონის ხელშიც ვხვდებით.   

 
ასტროლოგიურად, ეპიფიზი ნეპტუნის მიერაა მართული. ეპიფიზში, სული წმინდას ატომია განთავსებული, რაც კაბალაში, ბინას წარმოადგენს. ბინა – სული წმინდა, შივა/ნეპტუნთანაა დაკავშირებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნეპტუნს, შივას მსგავსად, წყალზე აქვს ძალაუფლება, იმიტომ რომ, წყლის ძალა შექმნის (გენეზისის) ძალაა.
 
შივა, ერთდროულად, შექმნის ძალასაც ფლობს და განადგურებისაც. განადგურების ხსენებისას, უნდა გავიხსენოთ „წიგნი მეორე რჯულისა,” სადაც წერია: „ღმერთი მშთანთქმელი ცეცხლია.“
 
როცა ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ სამკაპის, სამკბილას ან שין შინის ღვთაებრივი ცეცხლი, ღმერთი ყველა ჩვენგანის უწმინდურობებს შთანთქავს მისით.     
 
ეპიფიზში ე.წ. გვირგვინოვანი ჩაკრაა – კეტერი. ღმერთები, ნეპტუნი და შივა, რომელთაც სამკაპი/სამკბილა უჭირავთ, გვაჩვენებენ, რომ ყველა ის ძალა, რაც ხელთ უპყრიათ, მათი გვირგვინოვანი – ჩაკრადან მოდის – იქიდან, სადაც שין შინის (ცეცხლის) სამ პირველად ძალას ვპოულობთ: კეტერს, ქოხმასა და ბინას – მამა ღმერთს, ძე ღმერთსა და სული წმინდას.     

ცეცხლის ენერგია ჩვენ ეპიფიზში გვაქვს ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენ ცეცხლის კონტროლის ძალა გვაქვს ეპიფიზში. როცა ზემოდანჩვენი თავიდანცეცხლი ქვემოთჩვენს ფიზიკურ სხეულშიგარდმოედინება, მისი საბოლოო დანიშნულება ჩვენი ყველა სისხლძარღვია. გაიხსენეთ, რომ სისხლი, – ეს ცეცხლოვანი სითხე, – ერთდროულად, წყალიცაა, ცეცხლიც და ჰაერიც. მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ თხევადი სითხის განკარგვა ქვედა ორგანოებში, კერძოდ, ელენთასა და ღვიძლში, ხდება. უწმინდური სისხლი გულში მიდის, გული კი ის ადგილია, სადაც გვაქვს შინიცეცხლი. გული ამ სისხლს ფილტვებში უშვებს, ფილტვები კი მის განმწმენდას ახდენს ალეფის (ჟანგბადის) მეშვეობით. სხვა სიტყვებით, სისხლში ჩვენ ნათლად ვხედავთ ალეფს (ჰაერს), შინს (ცეცხლს) და მემს (წყალს). ამიტომაა, რომ სისხლი არის სიცოცხლე, სადაც სამი პირველადი ძალა სახლობს, და, ამიტომაა, რომ სისხლი სექსუალურ ორგანოებში მიედინება, რათა შექმნის აქტი განხორციელდეს.   

სისხლი ნებისმიერ ცხოველში ნეფეშის მედიუმს წარმოადგენს. ებრაულად, ნეფეში სულის მთავარი ასპექტის სახელია. ყველა ჩვენგანს სწორედ ცხოველური სული გვაქვს, რომელიც სისხლში განიცდის ცვლილებებს.

მოდით, ვნახოთ, როგორ იწერება სიტყვა ნეფეში נפש: ის ასო ნუნით იწყება, რომელიც თევზს, თესლს ნიშნავს; შემდეგი ასო არის ფე, რომელიც ნიშნავს პირს და უკავშირდება ყელს, არტიკულირებულ სიტყვას, დაათს, სადაც ასო შინის, ნეფეშის, დუალობას ვაწყდებით; ამრიგად, ბოლოში ასო შინია, რომელიც ნიშნავს, რომ ცხოველურ სულს აქვს ცეცხლი. ცეცხლი საკუთარ თავს სექსუალური ორგანოების მეშვეობით გამოხატავს. ჩვენ, როგორც ცხოველები, სწორედ გენიტალიებით ვმრავლდებით. სამეფოს ყველა ცხოველსირაციონალურსა თუ რაციონალურსაქვს ნეფეში, ცხოველური სული. ჩვენ ის იმიტომ გვაქვს, რომ ინტელექტუალური ცხოველები ვართ. ასე რომ, ჩვენ გვიწევს, ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოველი. ჩვენ გვიწევს, ვაკონტროლოთ ცხოველური სული ეპიფიზის საშუალები

 

რენე დეკარტე ეპიფიზს სულის მთავარ სამყოფლად მიიჩნევდა. ეპიფიზში, სული წმინდას ატომი გვხვდება. ეპიფიზს ნეპტუნი აკონტოლებს. ეპიფიზში, შივას სამკბილას ენერგიაა. სწორედ ეპიფიზია ის ადგილი, სადაც ასო შინის ოთხი შვერილის ძალა სახლობს და რომელიც სქესობრივი აქტის დროს უნდა გამოვიყენოთ, ვინაიდან სწორედ სქესობრივ აქტშია მოცემული დაათის იოდჰეიუაუჰეის დუალობა. ამდენად, ნეფეშის ცეცხლისცხოველური სულისკონტროლით, ჩვენ ცეცხლის გაღვივებას ვიწყებთ შიგნით; და სწორედ ამგვარად, თუ უმანკოების გზას გავყვებით, დამდეგი სამყაროს ცეცხლის შვილებად ვიქცევით.   

ის, თუ რამდენად განხორციელდება დამდეგი სამყარო, ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ჩვენ მიღმა არსებულ არც ერთ მოვლენაზე არ არის დამოკიდებული. თუ ჩვენ გვსურს დამდეგი სამყაროსახალი ოქროს ხანისმონაწილეები ვიყოთ, მაშინ ცეცხლი უნდა გავააქტიიუროთ ჩვენში. ეს ერთადერთი გზაა.

რათა ცეცხლის მირონცხება მივიღოთ, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ცხოველური სულის, ნეფეშის, ცეცხლი, რომელიც ჩვენს ძვლებშია, ჩვენი ძვლის ტვინში, ჩვენს სისხლსა და ხორცში, სხვა სიტყვებითჩვენს ფიზიკურ სხეულში.

ამ ცეცხლის საბოლოო გარდმოდინება ზემოდან ჩვენში ასო ნუნითაა წარმოდგენილი სიტყვა ნეფეშში. ნუნის, თევზის, კონტროლისათვის, ჩვენ სული წმინდას დახმარება გვჭირდება, ვინაიდან ცეცხლი ნუნში (ნეფეშში) რუახ ელოჰიმის მიერ კონტროლდებაელოჰიმის სულის მიერ, წყლის ზედაპიზე რომ დალივლივებდა.

ეს წყალი სექსუალური სითხეებია, სადაც ჩვენ ჩვენი საკუთარი ნუნი, თევზი, ნეფეში გვაქვს. სული, რომელიც ამ წყალზე ლივლივებს, რუახ ელოჰიმია, ეპიფიზში მდებარე ღმერთის სული, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბინას მოქმედებას დაათში.

როცა დაათში აბა და აიმა ამყარებენ კონტაქტს, – ისინი რუახ ელოჰიმს შობენ, ჩვენს მონადას, ჩვენს უზენაესს, რომელიც სიცოცხლის ხეში სეფირაესედითაა წარმოდგენილი, გაერთიანებულით სეფიროტ გებურასთან და ტიფერეტთან. რუახ ელოჰიმი (א ალეფი, ჰაერი) სასუფეველსა და დედამიწას შორის ლივლივებს, რადგანაც, თუ გავიხსენებთ, რუახი ნიშნავსქარსდასულს.“ რუახი (ალეფი, ჰაერი) სეფირა ტიფერეტში ლივლივებს, გებურასა (შინი, ცეცხლი) და გედულას (მემი, აირისებრი წყალი) შორის. ჰაერი, რუახი, ქარი, ზუსტად რომ ჩვენი მონადაა, რომელსაც ბიბლია აბრაამს (אברהם) უწოდებს. აბრაამი დაათიდან მოდის და ის თოკავს მემის სინესტესა და შინის ცეცხლს. კაბალაში, აბრაამი სეფირაესედთან არის დაკავშირებული და მის სიმბოლოს წყალი (მემი) წარმოადგენს

 

 

იეცირას სამყაროში, ჰაერისეფირა ნეცახის სახით არის წარმოდგენილი, წყალი სეფირა იესოდის სახით, ხოლო ცეცხლისფირა ჰოდის სახით. ცეცხლი და წყალი ერთმანეთში არ ირევა, რადგანაც ცეცხლს წყლის გაქრობა უნდა, წყალს კი ცეცხლისა, ამდენად, მათ შორის ჩნდება ჰაერი და აზავებს მათ ერთმანეთში

პირველ სამკუთხედში მდებარეოხმას ცეცხლი (შინი) და ბინას წყალი (მემი) მეორე სამკუთხედში ადგილებს იცვლიან, კერძოდ, წყალი (მემი) მარჯვნივ ინაცვლებსსეფირა გებურასკენ, ცეცხლი (შინი) კი მარცხნივსეფირა ქესედისკენ. მიუხედავად ამისა, ალეფი, ჰაერი, ანუ ის, ვინც მათ ერთმანეთთან არიგებს და ამეგობრებს, შუაში რჩება. ბრიას სამყაროში, სეფირაესედი მემიაწყალი, სეფირა გებურაშინი, იგივე ცეცხლი, სეფირა ტიფერეტი კი არწივიაჰაერი. 

ბრიაში, სამი სეფიროტი – ქესედი, გებურა და ტიფერეტიასო შინშია წარმოდგენილი, აცილუტში კი ასო შინის სამი შვერილის სამ პირველად ძალაში, რისი განვითარებაც ბრიაშიგენეზისის სამყაროშიუნდა მოხდეს.

ასო შინი გენეზისის სამყაროში იმიტომ უნდა შევქმნათ, რომ სიცოცლხის ხის მეორე სამკუთხედი – ქესედი, გებურა და ტიფერეტიშექმნის (გენეზისის) სამყაროს გულისხმობს. ასო შინი, რომელიც გულში უნდა მოვითავსოთ, დამდეგი სამყაროდან მოდისინიციაციის მეშვეობით

სიცოცხლის ხის მეორე სამკუთხედის ეს სამი სეფიროტი ბიბლიის პირველ წიგშნი, „წიგნი დაბადებისა,“ სამი პატრიარქითაბრაამით, ისააკითა და იაკობითარის წარმოდგენილი.

  • აბრაამი: ქესედი
  • ისააკი: გებურა
  • იაკობი: ტიფერეტი

ეს სამი ერთად, ჩვენში ასო შინს ქმნის.

ასო შინი სამ პირველად ძალას წარმოადგენს, რომელიც ყველგანაა. თუ ჩვენ გვინდა, თვითრეალიზება მოვახდინოთ, – სრულად უნდა გავუკეთოთ ჩვენში მონადას მანიფესტაცია ან, სხვა სიტყვებით, ღმერთს 100%-ით ვემსახუროთ, – ეს სამი პირველადი ძალა ჩვენს გულში, ჩვენს მკერდში უნდა გამოვლინდეს. მეორე სამკუთხედი სიცოცხლის ხის წარმოსახვითი ადამიანის მკერდს განასახიარებს, ხოლო ეს სამი პატრიარქი ასო შინში ჩვენი მონადას განსახიერებაა

მაშ, მოდით, კარგად გავიაზროთ, რომ როცა სიცოცხლის ხის პირველ სამკუთხედში არსებულ ასო შინზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ჩვენი სამი ტვინის სამ პირველად ძალას ვგულისხმობთ. ხოლო ასო შინის ეს სამი შვერილი ჩვენს მონადაში გახლავთ:

  • სფირაესედი, რომელიც უკავშირდება წყალს
  • სფირა გებურა, რომელიც უკავშირდება ცეცხლს
  • სფირა ტიფერტეი, რომელიც უკავშირდება ჰაერს

ეს სამი სფიროთი ჩვენს მკერდში მდებარე ასო შინის სამ შვერილს უკავშირდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენს მეში სამი ცეცხლის აქტუალიზირებას ვახდენთ.   

 

ცეცხლის განვითარება

 

როგორია სამი ცეცხლის ებრაული მართლწერა? ცეცხლი იწერება, როგორც אש ეში, ალეფშინი. אש ეში მრავლობითში რომ დავწეროთ, ბოლოში ვამატებთ ასო იოდს და ასო მემს, אשים აშიმი, რომელიც მოგვაგონებს სიტყვას אישים აიშიმი, რაც, ებრაულად, „კაცებსნიშნავს. ებრაულში, კაცი იწერება, როგორც איש იში, ხოლო ქალიאשה იშა. ამდენად, „კაცის” – איש იშიმრავლობითი ფორმა არის אישים იშიმი („კაცები“). ამ სიტყვაში, სამ დედაასოს ვხვდებით: ალეფს, შინსა და მემს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, אישים იშიმი სამ კაცს გულისხმობს, კერძოდ, ალეფს (იაკობს), შინს (ისააკს) და მემს (აბარაამს) – სამ პატრიარქს, რომლებიც ჩვენში უნდა ავაგოთ, ჩვენ შიგნით უნდა შევქმნათ, რადგანაც, ამ ეტაპზე, ჩვენ ისინი მხოლოდ არქეტიპების, მონახაზების სახით გვყავს და არა აქტუალიზირებელი, შექმნილი სახით. გავიხსენოთ, რომ არქეტიპები შინის პირველ ასოს, პირველ სამკუთხედს, აცილუტის სამყაროს უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ალეფი (იაკობი), შინი (ისააკი) და მემი (აბრაამი) არიან ელემენტები, რომლებიც ჩვენში ლატენტურად არსებობენ და რომელთა გააქტიურებაა შესაძლებელი, თუ ინიციაციას განვახორციელებთ.        

ინიციაციის შემთხვევაში, ის, ვინც ჩვენში განვითარდება, როგორც ცეცხლი, იქნება მესია აცილუტიდან, სული იეჰიდა. არამეულად, მესია იწერება, როგორც משיחא, მემი შინი იოდი, ხეთი, ალეფი. როგორც ხედავთ, სიტყვა მესიაშიც ვხვდებით სამ დედაასოს, სამ პირველად ძალას. სამ დედაასოს შორის მოთავსებულია ასოები იოდი და ხეთი, რომელთა ერთობლივი მართლწერა გვაძლევს חי ხაისსიცოცხლეს. ასე რომ, მესია, რომელიცმირონცხებულსნიშნავს, ისაა, ვინც ცეცხლში სინთეზირებული სამი ელემენტის მირონცხებას ახდენს ჩვენთვის.

ამგვარიდ მესიას მნიშვნელობა. მესია ის კი არაა, ვინც გარედან მოდის, არამედ მესია მოდის შიგნიდან, ცეცხლის მეშვეობით. ასე, მაგალითად, მოშე (მოსე) ნიშნავსწყლიდან დაბადებულს;“ მის სახელში სამი დედაასოდან მხოლოდ ორია მოცემულიმემი და შინი, ხოლო ბოლოს ვხვდებით ასო ჰეის, משה მოშე. მოსე, ისევე, როგორც იაკობი, ქესედის შვილია, წყლისა და გებურასი, ბრიაში არსებული ნეშამას ცეცხლის. მაგრამ მესია იეჰიდას ცეცხლის შვილია; მესიას აცილუტის სამი ძალა აქვს; მესია ითავსებს მთელ იეჰიდასა და ხაიას ჩვენში, რათა შევძლოთ და, მისი საშუალებით, ეს ელემენტები შევქმნათ, რომლებიც, თავის მხრივ, ცეცხლის შესაქმნელად გვჭირდება.   

ჩვენ არამც და არამც არ უნდა დავუშვათ შეცდომა და ვიფიქროთ, თითქოს მესია გარედან მოდის. უნდა გვახსოვდეს, რომ ორი ათასი წლის წინ, იესო, რომელიც მესიად არის წოდებული, იმისთვის მოგვევლინა, რომ გზა ეჩვენებინა ჩვენთვის. ხალხმა არასწორად გაიგო მისი გზავნილი და იფიქრა, რომ დამდეგ სამყაროში შესვლა ან მეორედ მოსვლა ქრისტეს პიროვნების მეშვეობით იყო შესაძლებელიმისი პიროვნების ერთგულებითა და რწმენით. ამგვარი წარმოდგენა დიდი შეცდომის ტოლფასია, ვინაიდან მესია შეიძლება, ნებისმიერი ავატარი იყოს, ნებისმიერი მაცნე გარდაქმნის სამყაროდან (აცილუტიდან), რომელმაც დიდი საქმე შეასრულა, განივითარა შიგნით იეჰიდას ცეცხლი და, აქედან გამომდინარე, უფლებამოსილია, განმარტოს კანონები და მისცეს ცოდნა მათ, ვისაც კვლავ დაბადება სჭირდება. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი დიდი საქმე, ცეცხლით შესრულებული, კრისტალიზებულ იქნა მოსეში, მუჰამედში, ბუდაში, კრიშნაში, რამაში, იესოში და სხვ

მესიას, ავატარს (მაცნეს) მუდამ მოაქვს ცეცხლის ცოდნა. ამრიგად, ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ცეცხლის ცოდნას და არ ვიფიქროთ ისე, როგორც დღეს ამას მრავალი ადამიანი აკეთებსიმ დროსა და ეპოქაში, სადაც უამრავ ფსევდორელიგიას ვაწყდებთ, რომლებიც აცხადებენ, რომ თუ გვინდა, დამდეგ სამყაროს ვეკუთვნოდეთ, მაშინ მათ სექტებს უნდა ვეკუთვნოდეთ. დღევანდელ დღესა და დროში, ქრისტიანულად მორწმუნე სამყარო მუსლიმების, ინდუსების და სხვათა წინააღმდეგ იბრძვის, მუსლიმები ინდუსებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ იბრძვიან, ხოლო ინდუსებიმუსლიმებისა და სხვათა წინააღმდეგ. ყველა მათგანი ფიქრობს, რომ თუ გვინდა, დამდეგი სამყაროს ნაწილი ვიყოთ, მათ სექტებს უნდა ვეკუთვნოდეთ და ვიბრძოლოთ მათთვის

საქმე ისაა, რომ ცოდნის ყველა ღვთაებრივი ცეცხლოვანი პრინციპი ყველა რელიგიის წმინდა წიგნში წერია და ხორცშესხმულია ნებისმიერ ავატარში, რომელიც არის ან იყო ამ რელიგიათა დამფუძნებელია. რამდენადაც ფანატიკოსები ყოველთვის არასწორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ დოქტრინას და შერყვნიან მას, კაცობრიობას პერიოდულად სჭირდება მზის არსების ინკარნაცია ზეციური მხარეებიდან, რათა მოვიდეს ის და გვასწავლოს კვლავ კანონები, ცხადია, იმ კულტურისა და ცოდნის შესაბამისად, რაც გვაქვს ამ ეტაპზე. აი, სწორედ ეს უნდა გავიაზროთ

ჩვენ სამყარო შიგნიდან უნდა შევქმნათ. განთავისუფლება ჯგუფთან კუთვნილებით არ მიიღწევა. ჯგუფის წევრობა არ ნიშნავს, რომ დამდეგ სამყაროს შიგნიდან შევქმნით. ეს ცეცხლთან მუშაობით მიიღწევა, ეს ცეცხლი კი შიგნითაა და არა გარეთ.

მესია ზუსტად რომ იმ სამუშოს შედეგია, რომელსაც ცეცხლთან და ცეცხლის წვდომით ვაწარმოებთ.

უნდა გვესმოდეს, რომ ცეცხლი ჩვენს თავშია. ლი როშიიგივე ისრაელი (ისრეალი, ლი როში, „მე მაქვს თავი“) მრავალ ნაწილადაა გაყოფილი, ამ ცეცხლის ნაწილები კი ეგოშია გამომწყვდეული და ცეცხლის შერყვნა, მოწამვლა ხდება.

ამრიგად, ცეცხლი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, როგორც ხედავთ, ყველა იმ შთაბეჭდილებასა თუ ელემენტს უკავშირდება, რომელიც გონებაში გვაქვს, სხეულში გვაქვს, ვინაიდან ჩვენ სწორედ ცეცხლით ვართ გარშემოტყმულები. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არასწორად ვახდენთ ღმერთის ცეცხლის ტრანსფორმაციას.

სამაელ აუნ ვეორს ყველა ეს ცეცხლი ორად აქვს სინთეზირებული:

  • ცეცხლი, რომლიც უაყოფითად პოლარიზდება, რადგანაც ის სურვილით არის შერყვნილი; მას კუნდაბუფერი ეწოდება.
  • ცეცხლი, რომელიც თავისუფალია სურვილისგან და, შესაბამისად, თავის ბუნებრივ მდგომარეობას აღიდგენს; მას კუნდალინი ეწოდება

  

გვახსოვდეს, რომ שכינה შეხინა (კუნდალინი) ღვთაებრივი დედაა, რომელიც, ცეცხლის მსგავსად, ხერხემლის სვეტში ვითარდება; ის სამართლის მახვილია, რომელიც შეგვიძლია ეგოსთვის გამოვიყენოთ, რათა გავანადგუროთ ის. ეგო უნდა განადგურდეს. ალქიმიაში, ეგო დარიშხნიანი გოგირდის კრისტალიზაციას წარმოადგენს, ბინძურ ცეცხლს, რომელიც არასწორად გარდავქმენით.როცა ცეცხლის ტრანსფორმაციას არასწორად ვახდენთ, ის ქვემოთკენ ვითარდებაისე, როგორც კუდი კუდუსუნიდან, და მას კუნდაბუფერი ჰქვია

ბოლოს, მთავარი ნივთიერება ცეცხლიაჩვენ კონდენსირებულ ცეცხლს, კონდენსირებულ ენერგიას წარმოვადგენთ. საბოლოოდ, ჩვენ ცეცხლის შვილებად უნდა ვიქცეთ, წმინდა მოჩვენების, ხაიას შვილებად და დამდეგი სამყაროს, იეჰიდას შვილებად.     

 

 © SHEN

წყარო: gnosticteachings.org