Shop

როდესაც ნიცშე ატირდა

35,00 

რომანში ერთმანეთს ერწყმის ფაქტები და მხატვრული გამონაგონი. პერსონაჟებად გვევლინებიან კაშკაშა ისტორიული ფიგურები: ფროიდი, ლუ სალომე… „როდესაც ნიცშე ატირდა“ არ არის მხოლოდ რომანი – ეს არის მოგზაურობა ადამიანის ცნობიერების სიღრმეებში, სადაც ერთმანეთს ხელს უწვდიან მონათესავე სულები, სადაც ერთმანეთს ხვდება ფილოსოფია და ფსიქოლოგია, ხილული და უხილავი „მე“, რათა პასუხი გაეცეს შეკითხვას: როგორ ვიყოთ მიმღები იმისა, რასაც ცხოვრება ჰქვია?

კატეგორია:
აღწერა

სინამდვილეში, ეს ამბავი არასოდეს მომხდარა, მაგრამ ირვინ იალომი ქმნის ალტერნატიულ რეალობას, სადაც ფრიდრიხ ნიცშე, რომელიც იტანჯება სუიციდური აზრებითა და შეუცნობელი ღრმა მწუხარებით, გვევლინება იოზეფ ბროიერის, ფროიდის მასწავლებლის პაციენტად, თუმცა ისინი მუდმივად უცვლიან ერთმანეთს როლებს, აქ რთულია გაარჩიო, ამჯერად ვინ ვის მკურნალობს? ხოლო მთელი ამ პროცესის მთავარ დამკვირვებლად გვევლინება თავად ზიგმუნდ ფროიდი. ამბავი წარმოადგენს ცოცხალ პროცესს, თქვენ გაქვთ პატივი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ ფსიქოანალიტიკურ მკურნალობის ციკლს, არა რიგით მკურნალსა და პაციენტს, არამედ კაცობრიობის აზრის რეფორმატორებს, თანამედროვე აზრის ორ უდიდეს იდეას, ფსიქოანალიზსა და ზეკაცის ფილოსოფიას შორის. ორივე გმირი სიღრმისეულ ტრანსფორმაციას გადის, ორივე იდეა იხვეწება გზადაგზა, სინამდვილეში ხომ ფსიქოანალიზი ორმხრივი პროცესია. ისმის ძალიან უხეში და პირდაპირი კითხვები: რამდენად გულწრფელია ნების თავისუფლება, თუ ნება განპირობებულია? როგორ განთავისუფლდეს ის, ვინც გაურბის საკუთარ დამალულ სურვილებსა და ემოციებს? რა ფასი აქვს მორალურ ჩარჩოს, თუკი დახშულია ადამიანის თავისუფლება? და რა ფასი აქვს თავისუფლებას, რომელმაც არ იცის საკუთარი თავი? მიზანი უფრო მნიშვნელოვანია თუ შეცნობა? შეუძლია იყოს თავისუფალი მას, ვისაც ტყვეობაში ჰყავს საკუთარი თავი? თავისუფლება შეუცნობელი ნების ძალაუფლება კი არა, საკუთარი სისუსტეების აღიარებითა და თვითშეცნობით მოპოვებული სიმსუბუქეა, ტკივილი, რომელიც არ შეიცნობს საკუთარ თავს, ვერასოდეს გახდება იარაღი, ხოლო ის, ვინც გარბის საკუთარი თავისაგან, ვერასდროს მიაღწევს თავისუფლებას. დიახ, ეს არის ამბავი თავისუფლებაზე, რომელიც თვითშეცნობის იმ ურთულესი და უკიდურესად მტკივნეული პროცესიდან იბადება, სადაც ნიცშეებიც კი ტირიან.