30,00 ₾
..და კიდევ გახსოვდეს,რომ ერთ-ერთი უმაღლესი ცეცხლი არის გულის ცეცხლი, ხოლო ის, რაც შეგიძლია ამ ცეცხლით შესწირო არის შენი სიყვარული. ესაა უმაღლესი ბმა სულიერ არსებასთან, სულიერ იერარქებთან და მათთვის უმაღლესი ნეტარების მომტანია…”
“გნოზისი, ანუ ანგელოზის გული” ატარებს იმ იშვიათ სულიერ ინფორმაციას, რომელიც რთულად თუ გაენდობა ადამიანს. წიგნი დაწერილია მიქაელ მთავარანგელოზთან ტელეპატიური კავშირისა და სიზმართხილვის მეთოდით. გნოზისის პირველი წიგნი 4 ნაწილისგან შედგება – მოგონებები; ხიდს აქეთ; ხიდს იქით; შეჯამება.
წიგნს ავტორი იწყებს საკუთარი ისტორიის გაზიარებით, იმმას ბავშვობიდან ჰქონდა სულიერი კავშირი იერარქიასთან, “უხილავ სულიერ მასწავლებლებთან”.
ამ კავშირის გაძლიერებასთან ერთად ღრმავდება მიღებული ინფორმაციის საკრალურობა- 666 – მხეცის რიცხვი; “მე ვარ” ცნობიერება; “ღმერთის წინაშე სიარულის პრაქტიკა”; ბოროტებასთან ბრძოლის ჭეშმარიტი არსი;
ნახევრადსიმართლეებითა და ტყუილებით სავსე დღევანდელობაში “გნოზისი, ანუ ანგელოზის გული” არის მთავარანგელოზი მიქაელის გულის ცეცხლით გაწმენდილი ცოდნა❤️🔥