04 Jul Easy Riders
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
როგორ შეიძლება ბოლომდე აღვიქვათ წამი აქ და ახლა..
შევიგრძნოთ და მივყვეთ ენერგიის დინებას რომელსაც გავყავართ ჩვენი თავის მიღმა სადაც ვეხებით თავისუფლებას..
ეს არის წამი როდესაც თავს ვკარგავთ მუსიკაში..ცეკვაში..ეს არის წამი როდესაც ვერთიანედებით ბუნებასთან წყალთან.. ჰაერთან..
https://www.facebook.com/TAMRAskateboards/videos/440246039859098/
ხიდი რებელის მორიგი ივენტი, საქართველოში სკეიტკულტურის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ეხმიანება
თამრა სკეიდბორდი ხიდი რებალთან და მანგო სკეტშოპთან წარმოგიდგენთ ივეტების სერიას Easy Riders
სკეიდბორდინგი არ არის უბრალოდ სპორტი ეს არის ხასიათის წვრთნის ერთერთი საუკეთესო საშუალება. როგორც სამურაებისთვის უმნიშვნელოვანესია კონცენტრაციის, წონასწორობის და განზრარახვის უნარებიში დაოსტატება ასევე სკეიდბორდინგი მოიცავს არამარტო ფიზიკურ არამედ ფსიქიკურ წრთვნასაც.
50-იანი წლებში, კალიფორნიაში როდესაც სერფერებმა ტალღების არყოფნის გამო პირველად შექმნეს სკეიტ დაფა ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ რომ უზარმაზარ სუბკულტურას უყრიდნენ საფუძველს. ისინი სკეიდბორდინგს ‘ტროტუარების სერფინგს’ ეძახდნენ : )
საბჭოთა ქვეყნებში სკეიტბორდის სუბკულტურა 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. პირველი სკეიტ-დაფები ხელნაკეთი იყო. ჯერ კიდევ 1978 წელს თინეიჯერების საყვარელ ჟურნალში – “ახალგაზრდა ტექნიკოსში” გამოქვეყნდა სკეიტბორდის სახლის პირობებში დამზადების სქემა. სხვადასხვა მედიაგამოცემები დასავლეთიდან შემოსულ ტრენდულ სპორტზე სტატიებს წერდნენ. სკეიტბორდს იმდროინდელი მასმედია ‘გორგოლაჭიან სკუტერს’ უწოდებდა. საქართველოში სკეიტბორდინგი 80-იან წლებში გაჩნდა. ქართველ სკეიტერებს მოუწიათ ძალიან რთული გზის გამოვლა, რადგან ყოველთვის ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მათ წინააღმდეგ მიდიოდნენ და უშლიდნენ ხელს. მაგრამ დღესდღეობით ეს რეალობა ნელნელა იცვლება. სკეიტერების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება გაჩნდა პირველი ქართული სკეიტ ბრენდი და სკეიტ მაღაზია.
ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ციფურლ სამყაროზე დამოკიდებულება უფრო და უფრო რთული სამართავი ხდება. სახლიდან გასვლა აღარ არის საჭირო შეგიძლია ნებისმიერი სპორტით playstation-ზე, 8K რეზოლუციით ისიამოვნო : ) VR სათვალეები, გაფართოვებული რეალობა, მართლა ძაან მაგარია <3 მაგრამ რა ვქნათ მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ზღვარს ცდება? როდესაც გაჯეტებს უკვე ჩვენ კი აღარ ვფლობთ ისინი გვფლობენ? როდესაც დაზომბებულები ავტოპილოტზე დავდივართ და ვერც ვხვდებით რასაც ვგრძნობთ ნამდვილად ჩვენი შეგრძნებებია თუ რაიმე სერიალის, თამაშის ან ტელეშოუს გავლენის ქვეშ ვართ.
დღევანდელ რეალობაში უმნიშვნელოვანესია მსგავსი სუბკულტურების მხარდაჭერა, განსაკუთრებით მოზარდების სწორი განვითარებისთვის. სკეიტბორდინგი არა მხოლოდ სპორტი და გართობაა, არამედ ცხოვრების სტილია. სკეიტბორდინგი ყოველთვის იყო და არის თავისუფლების და თვითგამოხატვის საშუალება. მას არ აქვს არც ასაკობრივი, არც გენდერული, არც რელიგიური თუ რასობრივი ბარიერები.
საქართველოში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სკეიტბორდინგი შედის დახურულ სივრცეში და იღებს ივენთის სახეს.
ივენთზე არ არის ასაკობრივი შეზღუდვა.
ეს არის ივენთი ყველასთვის ვისაც უყვარს კარგი მუსიკა, გართობა და ცხადია სკეიტბორდინგი!
აქ შეძლებთ მოუსმინოთ ქართველ არტისტებს: DRO (and special guests), Kordz, Nikakoi, Toyshen და Aghnie.
სპეციალურად ამ დღისთვის ხიდში აიწყობა სკეიტ რამპა, რომელზეც სრიალი ყველა სკეიტით მოსულ ადამიანს შეეძლება.
ასევე ჩატარდება შეჯიბრი და გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან TAMRA skateboards – ის და Margo Skate Shop – ისგან.
4 ივლისი | 20 საათი | KHIDI
ბილეთები : rebels.ge/easy-riders
ონლაინ – 15 ლარი
კარზე – 20 ლარი
სკეიტით მოსული ადამიანები, კარზე 50 % – იანი ფასდაკლებით შეძლებენ ბილეთის ყიდვას – 10 ლარი
No Comments