თუგინდა წახვიდე სწრაფად იადრე მარტო, თუ გინდა წახვიდე შორს ვიაროთ ერთად
პრაქტიკები
ციგუნი, აგნი იოგა, ჰათჰა იოგა, აშთანგა იოგა, ოშოს აქტიური მედიტაციები — ამ პრაქტიკების საშუალებით აღიდგენ ენერგიის ბალანსს, გააუმჯობესებ შინაგან ჰარმონიას, რაც დაგეხმარება თვითშემეცნების გზაზე.
მიიღე ახალი ცოდნა და გაიმდიდრე უნარები, აქ აღმოაჩენ ახალ გზებს თვითგამოხატვისთვის, განკურნებისთვის და ენერგიის თავისუფლად მიმოქცევისათვის. ჯგუფური დრამინგი,ნათელ ბნელი მედიტაცია, ჰენდფენის კურსი, “თეთრი და შავი მთვარის განკურნების” კურსი დაგეხმარება სამყაროსთან ღრმა კავშირის დამყარებაში და მოგცემს შესაძლებლობას ეზიარო სულიერ ცოდნას.
თუ შაბათ-კვირაა, „შენ სივრცეში“ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლად ხდება.ეს ის დღეებია, როცა კაკაოს ცერემონიები, ვორქშოფები, კინოჩვენებები, საინტერესო ლექციები და უბრალოდ მაგიური შეკრებები გელოდება, რომლებიც ბუნიობებს, დაბნელებებსა და სხვა სიმბოლურ პერიოდებს ემთხვევა. ივენთები, რომლებსაც ვატარებთ, გვეხმარება საკუთარ თავთან დაბრუნებაში, რაღაც ახლის გაგებაში ან დამუშავებაში.