';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

7 კოსმიური კანონი ატლანტების მიხედვით

7 კოსმიური კანონი ატლანტების მიხედვით

აჩქარება ყოველთვის მცდარი გზაა. ჭეშმარიტებას არსად ეჩქარება — ის მარადიულია და უცვლელი. ის, რასაც ჰერმეტიკის შვიდ პრინციპს ვუწოდებთ, ატლანტების მიერ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენებული კოსმიური კანონებია.

 

1. მენტალიზმის პრინციპი:  

ყველაფერი არის აზრი. 

სამყარო წარმოადგენს აზრობრივ სურათს. თუ გავიგებთ პრინციპის არსს, შეგვექმნება წარმოდგენა ადამიანის შექმნის თაობაზეც. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც სამყაროს საკუთარ აზრებში მატერიალიზაციისათვის იყენებს ‘ყველა’ (ანუ ღმერთი). აქედან გამომდინარე, ადამიანი საკუთარი სამყაროს ღმერთია. 

მატერიალურ სხეულში, უმეტესობა ივიწყებს, რომ ადამიანი საკკუთარი აზრებით ქმნის რეალობას. ადამიანი წუხს საკუთარი მერკანტილური აზრებიდან გამომდინარე შედეგების გამო. ამ გზით ინდივიდს მსხვერპლის ცნობიერება უყალიბდება. თითქოს ყველაფერი ხდება მისი ნების საწინააღმდგოდ. თითქოს მასში არ იბადება და იზრდება სამყარო, არამედ პირიქით, ის იბადება და იზრდება სამყაროში.

 

2. ანალოგიის პრინციპი: 

 როგორც ზევით, ისე ქვევით. 

როგორც ქვევით, ისე ზევით. რაც შიგნიდან, ის გარედან. რაც გარედან, ის შიგნიდან. ეს პრინციპი ეხება სხვადასხვა ვიბრაციული დონის მსგავსებასა და სამყაროს წესრიგის კლასიფიკაციას. სიცოცხლის დიდი სკალა სულს დედიდან მიყვება და არსებობს უსასრულო ვიბრაციულ სიხშირეებში. სულიერი სამყაროც იმ კანონებს ექვემდებარება, რომლებიც მატერიალურ პლანზე მოქმედებს. ყველა კოსმიურ მოვლენას შორის არსებობს მსგავსება. ამ ანალოგიის შესწავლამ ატლანტებს საშუალება მისცა შეეცნოთ უცნობი საიდუმლოებები, მათთვის ცნობილი პრინციპების გამოყენებით. მაგალითად ტოლტეკების ასტროლოგია ჩამოყალიბებული იყო შემდეგ ჰიპოთეზებზე:  

ადამიანი მიკროკოსმოსია, რომელიც სამყაროს ანალოგიურ კოპიას წარმოადგენს. სხეულის ატომების ბირთვები წარმოადგენენ მზეებს ხოლო მათ გარშემო მბრუნავი ელექტრონები არის პლანეტები. დნმ-ს სპირალები წარმოადგენენ გალაქტიკების ‘სახელოებს’ სიცოცხლის დიაგრამის მეშვეობით ატლანტები მზის სისტემის პლანეტებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მათზე ზემოქმედებდნენ. 

პლანეტები სხეულის იმ ნაწილებზე ახდენენ გავლენას, რომელსაც შეესაბამებიან. ვერძი კავშირში იყო თავთან, თევზები — ფეხებთან. თილისმის საშუალებით ატლანტი მაგიურ კავშირს ამყარებდა კოსმიურ ძალებთან. კოსმოსი ზემოქმედებდა ადამიანზე, მაგრამ ადამიანიც თავის მხრივ ზემოქმედებდა მასზე. ატლანტებს სჯეროდათ, რომ ტბაში ქვის ჩაგდება, ადრე თუ გვიან აისახებოდა სამყაროზე და მოახდენდა გავლენას, რადგან ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ვინმეს მიმართ სიძულვილის გრძნობით, ადამიანი საკუთარ თავს ანადგურებს. 

‘სიმპატიის მაგია’ — ადამიანსა და ცვილის ფიგურას შორის კავშირის დამყარების ხელოვნება — აგებულია ურთიერთშეთანხმების პრინციპზე, რომლის დროსაც ცვილის ფიგურის მიერ მიღებული ზემოქმედება ადამიანის მიმართ იქნება მიმართული, რომელიც ამ დროს მოდელის ფუნქციას ასრულებს. ანალოგიური პრინციპთ შესაძლებელია ადამიანის ხესთან კავშირი, მასზე საკუთარი დაავადების გადატანა და ამ გზით განკურნება. ანალოგიურად ხდებოდა ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედება: გარემო, ამინდი იწვევდა ცვლილებებს ადამიანში და ახდენდა გავლენას ყოველდღიურ ყოფაზე. მეორე მხრივ, ადამიანის ფსიქოლოგიური და სულიერი მდგომარეობა ზემოქმედებდა ამინდზე და გარემოზე. 

ყოველმა ატლანტმა იცოდა რომ კანონების უგულვებელყოფა, ურთიერთშეთანხმების პრინციპით მკაცრად ისჯება ყოფის ასტრალურ, მენტალურ და მიზეზობრივ დონეზე. სწორედ ამ მიზეზით, გვიანდელი ატლანტიდის პერიოდში, შავი მაგები რიტუალის წინ იმეორებდნენ ლოცვას: ‘ვათავისუფლებ საკუთარ თავს ადამიანური კანონებისგან და გადავცემ მას ღვთიურ მართლმსაჯულებას’. ურთიერთშეთანხმების პრინციპიდან გამომდინარე, ტოლტეკი ქურუმები ამბობდნენ, რომ ოქროს ხანა, ისევე როგორც რკინის ხანა, მხოლოდ ადამიანის სულში არსებობს. გარე სამყარო კი მხოლოდ ინდივიდის შინაგანი სამყაროს ანარეკლია. გამომდინარე აქედან, შინაგანი სამყაროს შეცვლისას, ადამიანს ძალუძს გარემოს შეცვლა. ნივთები და მოვლენები ნეიტრალურია. ყველაფერი თქვენი სულის ფერზეა დამოკიდებული, რომლიდანაც, როგორც გამადიდებელი შუშიდან, უყურებთ ამ სამყაროს.

ატლანტიდელი ქურუმები ამბობდნენ: როგორც არ უნდა ეცადოთ სხვების შეყვარებას, არ გამოგივათ ეს, ვიდრე არ ისწავლით საკუთარი თავის, ანუ ღმერთის სიყვარულს, რომელიც თქვენ სხეულში იმყოფება. და როდესაც შეიყვარებთ საკუთარ თავს, მიხვდებით, რომ არ არის აუცილებელი შეიყვაროთ სხვები, რადგან ისინი ხართ თქვენ და ამით ხართ ერთი მთლიანი. 

 

3. ვიბრაციის პრინციპი: 

არაფერია უძრავად. ყველაფერი მოძრაობს და განუწყვეტლად ვიბრირებს. 

ეს კანონი მოწმობს იმას, რომ არაფერია ბუნებაში უმოძრაო. მატერია, ენერგია და სული წარმოადგენს ვიბრაციულ ერთობლიობას. სული, ყველაზე სწრაფი ვიბრაციის უკიდურესი პოლუსია, რომლის სიხშირეც იმდენად მაღალია, რომ პოლუსი უმოძრაო ჩანს. საწინააღმდეგო პოლუსი მხოლოდ მკვრივი მატერიისგან შედგება. შუქი, სითბო, მაგნეტიზმი, ელექტროობა — ვიბრაციის სხვადასხვა ფორმებია. აზრები, გრძნობა, იმპულსი — მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ვიბრაციული მდგომარეობებია. ფიზიკური სხეული იმ სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც ერთ სიხშირეზე ვიბრირებს. 

ავადმყოფობები — ვიბრაციული დისჰარმონიის შედეგია. როდესაც ადამიანი ბედნიერია, ეს დადებითი ვიბრაციის შედეგია. აზრები, ვიბრაციიდან გამომდინარე, ხდიან ადამიანს კულტურულს ან ამორალურს, ბედნიერს, მხიარულს ან დამწუხრებულს და უბედურს. მენტალური ტალღების სახესხვაობის გამო, ადამიანები ურთიერთობისას ხშირად უთანხმოებას განიცდიან, რის გამოც ოდესღაც საზოგადოების კასტებად დაყოფა მოხდა. ქურუმები, ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობისას სპეციალური სუნთქვების, მანტრების და კრისტალების საშუალებით ახერხებდნენ მენტალური ტალღების სიხშირის დადაბლებას. ვიბრაციის პრინციპით ხდება ჰიპნოზი, ტელეპატია, ზომბირება. 

ატლანტები ველურ ადამიანებსა და ცხოველებს მათ მენტალურ ტალღებზე გადაწყობის მეშვეობით მართავდნენ. ტოლტეკები ინფრაბგერას მატერიის გასანადგურებლად იყენებდნენ, ხოლო ულტრაბგერითი ვიბრაციები განკურნების მიზნებით გამოიყენებოდა. ატლანტების მაღალი ვიბრაციების ბგერებისგან შემდგარ სიმღერებს განკურნების ძალა ქონდა. მათი მუსიკალური ინსტრუმენტები გამოსცემდნენ ბგერებს, რომლის აღქმაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია. 

ვიბრაციის პრინციპი, წყევლის არსის ამოხსნის საშუალებას იძლევა. წყევლაში არაფერია ზებუნებრივი, არამედ ეს მხოლოდ გამანადგურებელი ვიბრაციების ერთობლიობაა, რომელიც გარკვეული ობიექტის მიმართ იგზავნება. ანალოგიური შემთხვევაა დალოცვა, სადაც წყევლის საპირისპირო სახის, დადებითი ვიბრაციის მიმართვა ხდება ობიექტზე. ტოლტეკები მაგიურ სიტყვებს და მათ კომბინაციებს ფლობდნენ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებოდა. ლოცვები შეიცავდა სიტყვებს, რომლებიც ბგერების გარკვეული კომბინაციის მეშვეობით მიიმართებოდა ამა თუ იმ ობიექტისკენ და ამ მეთოდით ხდებოდა ბუნების ძალების გამოძახება და მათი მართვა. 

4. პოლარულობის კანონი: 

 ყველაფერი ორმხრივია და აქვს პოლუსები.

ყველაფერ არსებულს გააჩნია ანტიპოდი. საპირისპირო ცნებები იდენტურია. განსხვავება მხოლოდ საფეხურშია. ყველა ჭეშმარიტება, მხოლოდ ნახევრად არის ჭეშმარიტება. ყველა პარადოქსის შეთანხმებაა შესაძლებელი. უკიდურესობები ერთმანეთთან კონტაქტშია. ყველაფერი ორმხრივია: მატერია — ანტიმატერია, სამყარო — ანტისამყარო საპირისპირო პოლუსების არარსებობის შემთხვევაში, სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. ყოველ ელემენტში მოიპოვება საპირისპირო. ეს კანონი არ ვრცელდება განსხვავებული სახის ელემენტებზე.

სინათლე და სიბნელე — ერთიდაიგივე მოვლენის ორი საპირისპირო პოლუსია.  სიყვარული და ზიზღი — ერთი მთლიანის ორი პოლუსი. სული და მატერია ფაქტიურად ერთია, მხოლოდ მათი გამოვლინება ხდება საპირისპირო ვიბრაციებში.  ანალოგიური შეიძლება ითქვას სიცოცხლესა და სიკვდილზე; სიკეთესა და ბოროტებაზე. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, აბსოლუტური ცნება არ არსებობს. არავის შეუძლია განსაზღვროს როგორია აბსოლუტური სიცხე და აბსოლუტური სიცივე. ამ ყველაფრის შეცნობა შედარების საშუალებით ხდება. ამ კანონის ძალით ატლანტებმა შეიმუშავეს ტრანსმუტაციის პრინციპი, რომლის დროსაც ობიექტი გადაიქმნებოდა მის საწინააღმდეგო ცნებად.  ტყვია გარდაიქმნებოდა ოქროდ. გრაფიტი ალმასად. მოხუცი ახალგაზრდად. ამ ყველაფერს დღეს ალქიმია ეწოდება. ატლანტებთან კი მას შვიდი პრინციპის მეცნიერება ერქვა. საკუთარი შინაგანი ვიბრაციების ტრანსფორმაციის შედეგად, ზიზღს გარდაქმნიდნენ სიყვარულად. სიბნელეს — სინათლედ. ავადმყოფობა შეიძლება განიკურნოს თუ მენტალური ძალით მის პოლარულობას შევცვლით.

ამ ყველაფრის აღსანიშნავად ატლანტებს გააჩნდათ გველის სიმბოლო, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა. ორი უკიდურესი წერტილის მიერ ერთიმეორის შთანთქმის მცდელობა, რაც სინამდვილეში არასოდეს ხდება. ამ პრინციპიდან გამომდინარე ატლანტები უარყოფდნენ ჭეშმარიტების ფიზიკურ, ასტრალურ და მენტალურ სამყაროებში არსებობას. მათთვის ყველა ჭეშმარიტება წარმოადგენდა ნახევრადჭეშმარიტებას, ხოლო აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობა მხოლოდ პოლარულობის პრინციპზე ამაღლების და მიზეზების სამყაროს მიღწევისას ხდებოდა. პოლარულობის პრინციპიდან გამომდინარე, არც სიკეთეს, არც ბოროტებას, განცალკევებულად გამარჯვება არ შეუძლია. ტოლტეკებს ესმოდათ, რომ ეს ორი ცნება ფარდობითია. ყველაფერი ნეიტრალურია, ხოლო სახელებს მათ ადამიანის ეგო არქმევს. ხელსაყრელს უწოდებს სიკეთეს, ხოლო არახელსაყრელს ბოროტებას. თუ მელია შეაღწევს საქათმეში და მოახერხებს ქათმის მოტაცებას, ეს ქათმისთვის და მისი პატრონისთვის ცუდია, ხოლო კარგია პატარა მელიებისთვის, რომლებიც გადარჩენას ცდილობენ. ბოროტება ყოველთვის სიკეთისთვის მოქმედებს, ხოლო სიკეთე ბოროტებისთვის. სიკეთე იკვებება ბოროტებით ზუსტად ისევე, როგორც ლომი იკვებება ნადავლით. იანი იზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ინი. სიცოცხლე მუშაობს სიკვდილზე, რადგან დაბადებისთანავე ვიწყებთ კვდომას.  რა ბედი ეწეოდა სინათლეს თუ არ იარსებებდა სიბნელე? პოლარულობაა მიზეზი იმისა, რომ ქალი და კაცი მიისწრაფვიან შერწყმისკენ.

 

5. რითმის კანონი: 

ყველაფერი მიმოქცევისგან შედგება;

ყველაფერი მაღლდება და დაბლდება; ყველაფერი შეედინება და გამოედინება.  ყველაფერს თან ახლავს რხევა. მარცხინვ გადახრა, მარჯვნივ გადახრის ტოლფასია. რითმი კომპენსაციაა. ყველაფერი რითმულ რხევას ექვემდებარება, რომელიც ორ პოლუსს შორის გაედინება. ქმედება და უკუქმედება. პროგრესი და რეგრესი. აღმასვლა და დაღმასვლა. ეს დამახასიათებელია ყველაფერ არსებულისთვის.  რითმის პრინციპი, ქანქარის რხევის სიმბოლიზირებას ახდენს. სამყაროს შექმნა ხსენებული კანონით შედგა. შექმნის დრო, მისივე კვლავ შეერთების დროის ტოლფასია. ამ გზით ყალიბდებიან ერები, აღწევენ პიკს, ხოლო შემდეგ იწყება რეგრესი. გულისა და ღვიძლის მოქმედება, ძილი და სიფხიზლე — ქანქარის რხევის კანონს ექვემდებარებიან.  ქანქარას კანონის დაძლევა შესაძლებელია პოლარულობის პრინციპის გამოყენებით — თუ ნეგატიური ტალღის ტრანსმუტაციას შევძლებთ დადებითით. ეწ. კომპენსაციის კანონს ბევრი საერთო აქვს რითმის კანონთან, რადგან კომპენსაცია წინასწორობას და ბალანსს ნიშნავს.  ადამიანი გაცნობიერებულად ამბობს უარს გარკვეული რაოდენობის ნივთზე, რომელიც შეიძლება მას ეკუთვნოდეს მომავალში. ამის გამო, ქანქარის საპირისპირო მხარე არ ართმევს იმას, რაც უკვე აქვს.

ტოლტეკებს ჯეროდათ, რომ ყველა იბადება თანაბარი რაოდენობის შესაძლებლობებით, მაგრამ შემდეგ ხდება მათი სხვადასხვანაირად გადანაწილება. ერთი მხარე მთელ ძალებს მატერიალურ უზრუნველყოფაზე ხარჯავს და აღარ იტოვებს სულიერი განვითარების და ჯანმრთელობისთვის საჭირო ენერგიას. მეორე მხარე ასევე დიდ ენერგიას ახმარს შინაგან სიყვარულს და ასევე სულიერი და ფიზიკური ავადმყოფობების მსხვერპლი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ყოველ ცოცხალ არსებას, დაბადებისას ერთი კილოგრამი ჯადოსნური თიხა ეძლევა. ერთი, ამ თიხისგან ძერწავს მანქანას, აგარაკს, სახლს და ჯანმრთელობისთვის იტოვებს 10 გრამს. მეორე კი მთელ თიხას ახმარს ხელოვნების ნიმუშების შექმნას, ხოლო ოჯახისთვის აღარაფერს იტოვებს.

 

6. კარმის კანონი:

ყოველ მიზეზს, მოჰყვება მისივე შედეგი;

ყველა შედეგს აქვს თავისი მიზეზი; ყველაფერი ექვემდებარება ამ კანონს. შემთხვევითობა არის ის, რაც ადამიანებმა კარმის კანონს უწოდეს. მიზეზებისა და შედეგების კავშირის მრავალი საფეხური არსებობს, მაგრამ მოცემული კანონის გვერდის ავლა არც ერთ მათგანზე არ ხდება. სამყაროში არაფერია შემთხვევითი. ყველაფერს, რაც ხდება, აქვს მიზეზი. კარმის კანონს, რითმის კანონს თუ შევუსადაგებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ ყოველი შედეგის მნიშვნელობა, მისივე მიზეზის ტოლფასია. ადამიანები, მხოლოდ შედეგების სამყაროში ცხოვრობდნენ, ხოლო მოვლენების მიზეზები მხოლოდ ატლანტიდელი ქურუმებისთვის იყო ცნობილი. მიზეზების სამყაროს გამოვლენა მენტალურ, ასტრალურ და ფიზიკურ სამყაროებში ხდება. კარმის კანონი მჭიდრო კავშირშია კვლავ დაბადებასთან ის იძლევა ‘უსამართლობების’ ლოგიკურ ახსნას, გვეხმარება გავერკვეთ თუ რატომ იბადება ზოგიერთი ბავშვი ავადმყოფი ან სწრაფად კვდება, რატომ ცხოვრობს ზოგიერთი ნატიფი სულის მქონე ადამიანი გაჭირვებაში, ხოლო სხვები განცხრომაში. ეს კანონი ხსნის ზოგიერთი ბავშვის ზებუნებრივ ნიჭს და ასევე გამართლების ან არგამართლების ფაქტორს.

ადამიანების კოლექტიურ კარმას არხონტები მართავენ. მათ კონტროლშია ინდივიდუალური კარმა. არხონტები გეგმავენ და დგავენ ინსცენირებებს, რათა ადამიანმა მიღებული გაკვეთილებიდან გამოცდილება მიიღოს. მდიდარი იბადება ღარიბად, ხოლო ის ვინც ადამიანებს წამებაში ამყოფებდა, თვითონ დაიბადება მონად. კარმის პრინციპის ერთ ერთი ყველაზე სახიფათო თვისება არის ის, რომ ‘გადამტანის’ მიერ ამოქმედებული კარმის შედეგი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებზე, რომელთაც არანაირი შეხება არ გააჩნიათ მის მიზეზთან. არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც, ის, ვინც უარყოფითი კარმის მქონეს დახმარებას აღმოუჩენს, საკუთარ თავზე მიიღებს მოსალოდნელ დარტყმას. გამომდინარე აქედან, ატლანტები ერიდებოდნენ მეზობელ კონტინენტებზე მცხოვრები ველური ადამიანების დახმარებას. ქურუმები ამბობდნენ, რომ დახმარება მხოლოდ სულიერ პლანზეა შესაძლებელი, ისიც მაშინ, თუ ადამიანს თავად აქვს ამის მოთხოვნილება. კონკრეტული მდგომარეობის შეცვლით, ინდივიდის ტანჯვის შემსუბუქება, იგივე გაკვეთილის გათავისების საშუალების წართმევაა. სხვა სიტყვებით, ვინც სვამს, ბოლომდე უნდა დალიოს, რათა წყურვილი მოიკლას, ვინც ავადმყოფობს, ბოლომდე უნდა იავადმყოფოს, ღარიბი კი იქამდე უნდა ცხოვრობდეს სიღარიბეში, ვიდრე მიღებული გაკვეთილით გარემოებების შეცვლას არ ისწავლის.

ყოველ ატლანტს შეეძლო დიდი ძალისხმევის შედეგად შედეგების სამყაროს დატოვება და მიზეზად ტრანსფორმაცია. მიზეზების სამყაროში ატლანტებს საუთარი ცხოვრების მართვა შეეძლოთ და მათ მიერ მოქმედებაში მოყვანილი მიზეზები, ადრე თუ გვიან აუცილებლად ახდენდნენ კონკრეტულ შედეგში მატერიალიზაციას.

 

7. წარმოქმნის კანონი

ქალური და მამაკაცური ენერგიები.

სიცოცხლის ძალას, რომელიც ყველაფერს მოიცავს, მამრობითი და მდედრობითი საწყისი გააჩნია და ის ყოფის ყველა საფეხურზე გამოვლინდება. მეშვიდე პრინციპი ასრულებს ციკლს ბუნების კანონების ცოდნის შესახებ. მისი მეშვეობით ვიგებთ, რომ სიცოცხლის ძალა გამოვლინდება ყველაფერ არსებულში და მას ყოველთვის თან ახლავს მამრობითი და მდედრობითი საწყისი. წარმოქმნა არ უნდა აგვერიოს სქესში, რადგან ეს უკანასკნელი, ორგანოების სტრუქტურას და ქალისა და მამაკაცის ადაპტაციას ეხება. სქესი — წარმოქმნის პრინციპის ერთ ერთი გამოვლინებაა, რომელიც ფიზიკურ პლანს შეესაბამება. მაგრამ ასევე არსებობს საკმაო რაოდენობის მენტალური საფეხური, სადაც წარმოქმნა, აზრების ფორმით ჩნდება. ატლანტების გადმოცემის თანახმად, სიცოცხლის ძალა, მამოძრავაბელ ფუნქციას ასრულებს, რაც თვით ატომშიც გამოვლინდება, სადაც დადებითად და უარყოფითად დამუხტული ელემენტები მოძრაობენ, ხოლო მათი ურთიერთქმედება კი ენერგიას წარმოშობს.  დადებითად და უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების ხსენებისას აუცილებელია გვახსოვდეს რომ: დადებითი მუხტი მამრობითის გამომხატველია. უარყოფითი — მდედრობითის. ქალური ენერგია, ყოველთვის მამაკაცურთან გაერთიანებისკენ ისწრაფვის და მასთან შეერთებით, ახალ ცხოვრების ძალას წარმოქმნის.

ატლანტები ამბობდნენ, რომ გრავიტაცია, მდედრობითი და მამრობითი ნაწილაკების მიზიდვით და განზიდვით არის გამოწვეული. ფიზიკური სხეულის ანალიზისას, ტოლტეკები დიდ ყურადღებას ქალის და მამაკაცის ბიოპოლარულობას უთმობდნენ. ჩასახვის საწყისი, მამაკაცს წარმოსახვაში, ხოლო ქალს საშვილოსნოში აქვს. მამაკაცის სხეულის მარჯვენა ნაწილი მამრობითია, ხოლო მარცხენა — მდედრობითი. ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს დადებითი მუხტი გააჩნია, ხოლო მარცხენას — უაყოფითი. წარმოქმნის კანონი, ლოცვის დროს ხელის გულების წყობის საიდუმლო დანიშნულების გაგების საშუალებას იძლევა: ეს არის ახალი ენერგიის წარმოქმნის პროცესი. სიცოცხლის ძალა ის საიდუმლო კანონია, რომლის მეშვეობითაც ატლანტები ახალი სახის მუტანტ არსებებს ქმნიდნენ, რომელთა შესაძლებლობები ბევრად აღემატებოდა ადამიანისას.

ცხოვრებისეულ პრობლემებში ატლანტები უარყოფით პოლუსს ხედავდნენ, ძალას რომელსაც მისი საპირისპირო დადებითი ენერგია უნდა შეწინააღმდეგებოდა, რათა მიზნისთვის მიეღწიათ და სასურველი შედეგი მიეღოთ. წინააღმდეგობების გარეშე შეუძლებელია ცნობიერების გაფართოება. სწორედ წარმოსახვის კანონით გარდაქმნიდა უმაღლესი იერარქიის ქურუმი მოსწავლეს თიხის ნაჭრიდან ზე-ადამიანად. ატლანტების აზრით, მოსწავლის დედას მისივე წარმომშობის საწყისი წარმოადგენდა. მხარე, რომელიც სულიერი თვალთახედვით ნეგატიურს წარმოადგენდა, ანუ ქალური პოლუსი. გასხივოსნების პროცესში, მოსწავლეზე დიდ გავლენას ქანქარა ახერხებდა, რომლის მოძრაობაც მას ხან მასწავლებელს, ხან კი ცხოველს აახლოებდა. მხოლოდ ქანქარას რხევის თანდათან შესუსტება აძლევდა მას სრული გაცნობიერების საშუალებას. ამ მომენტისთვის, დადებითი პოლუსის როლს მასწავლებელი ასრულებდა. დღევანდელ დღეს, დადებით პოლუსად შესაძლებელია საკუთარი სული აღვიქვათ, რომელიც გარკვეულ დონეზე განვითარებულ ადამიანთან, უმაღლეს ცნობიერებას წარმოადგენს.

 

თარგმანი: მანგალა

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment