';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

სულელი

სულელი

რამოდენიმე ხნის წინ ესეთი იგავი წავიკითხე: პროფესორი ესტუმრა ზენის ოსტატს და სანამ ბერი ჩაის უსხავდა, სტუმარს, პროფესორი ზენის შესახებ ესაუბრებოდა. ოსტატმა სტუმრის ფინჯანი კიდემდე აავსო და განაგრძო დასხმა, პროფესორი გაკვირვებული უყურებდა როგორ გადმოდიოდა ფინჯანიდან ჩაი, ბოლოს ვეღარ მოითმინა და შესძახა – ‘კმარა, სავსეა, მეტი აღარ ჩადის’. ოსტატმა კი უპასუხა – ‘ეს ფინჯანი თქვენ ხართ, როგორ შემიძლია მე რაიმე გასწავლოთ სანამ თქვენი ფინჯანი ცარიელი არ იქნება?’
ხოდა ამ იგავმა გამახსენა და დამაფიქრა რამდენად მნიშვნელოვანია სამყაროსადმი გახსნილი, ბავშური ცნობისმოყვარეობითი დამოკიდებულება და 22-ე არკანი.

Arcanum ლათინური სიტყვაა და საიდუმლოს ნიშნავს. არკანები – ესაა ენერგო-ინფორმაციული არხები, რომლის შედარებაც ყველაზე ადვილია რადიო-ტალღასთან. ხოლო ჩვენი ცნობიერება, ესაა მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გადაეწყოს მასზე, როგორც ანტენას. და მაშინ ადამიანი შედის ენერგიის გარკვეულ დიაპაზონში და იწყებს სამყაროს ხედვას გარკვეული არკანის პოზიციიდან, რომლებიც 22-ია.ეს მოდელი ჩვენთვის ცნობილი გახდა ეგვიპტელი ქურუმების მეშვეობით, რომლებმაც ტაროს კარტის დასტა შექმნეს. ლეგენდის თანახმად, როდესაც ეგვიპტის ქურუმება იგრძნეს ეგვიპტური ცივილიზაციის აღსასრულის მოახლოება, ქურუმების საბჭო მოიწვიეს. ქურუმებს ეშინოდათ იმ ცოდნის დაკარგვის, რომელსაც ასწლეულობის განმავლობაში ნამცეც-ნამცეც აგროვებდნენ, და რომელიც წარსული ცივილიზაციებისგან ერგოთ მემკვიდრეობად. ისინი გრძნობდნენ, რომ მალე ეგვიპტე ველურების და ბარბაროსების ხელით დაეცემოდა, რომლებსაც ფეხებზე ეკიდათ ეს ყველაფერი. და ამიტომ საბჭოზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ცოდნის შენახვის მიზნით.

რატომ სწორედ კარტები? არ შეიძლებოდა, პირდაპირ წიგნი დაეწერათ? გააკეთე ასე და ასე, და გექნებათ ესა და ეს. მაგრამ ეგვიპტელებმა კარგად ისწავლეს ატლანტების გაკვეთილი. საქმე იმაშა, რომ ატლანტების განდადგურების შემდეგ დარჩა რაღაც წერილობრივი წყაროები, მაგრამ მათი წაკითხვა არავის შეეძლო. ენა მკვდარი იყო. და რამდენადაც ეგვიპტის მაგები შპარგალკას იკეთებდნენ მომავლისთვის, მათ გადაწყვიტეს გრაფიკული დამწერლობა გამოეყენებინათ.არსებობს ენის ორი სახე: ფონეტიკური და გრაფიკული. ფონეტიკურ ენაში ასოს ენიჭება ბგერა, და რამდენიმე ასოს ერთობლიობით ფორმირდება სიტყვა, რომელიც აზრს ატარებს. გრაფიკული ენა – ესაა რაღაც იეროგლიფების მაგვარი, სადაც ერთ სიმბოლოს შეუძლია მთელ წინადადებას აღნიშნავდეს. მაგრამ ქურუმები კარტის შექმნისას იყენებდნენ სიმბოლოებს, რომლებიც მიბმულნი იყვნენ ტვინის ქერქ-ქვეშა სტრუქტურებზე (ქვეცნობიერეზე). სხვა სიტყვებით, ისინი იყენებდნენ სიმბოლოებს, რომლებიც დროში არ ბერდებოდნენ. მაგალითად, ქალი ათასი წლის შემდეგაც ქალს აღნიშნავს, მამაკაცი – მამაკაცს, ხოლო ჩიტი – ჩიტს. ამრიგად, ტაროს დასტა წარმოადგენს არა აზარტულ თამაშს ან სამკითხაო ინსტრუმენტს, არამედ დაშიფრულ წიგნს, სადაც 22 დიდი კარტი აღწერს სამყაროს ვერტიკალში (სიხშირეებისა და განზომილებების რაოდენობის ზრდას), ხოლო 56 მცირე კარტი აღწერს სამყაროს წყობას ჰორიზონტალურ სიბრტყეზე. თავად გამოსახულებები წარმოადგენენ განწყობით დაფებს, რომლებშიც დაშიფრულია ცნობიერების სამუშაო.

საერთოდ, რატომაა საჭირო მათში შესვლა და ამ ენერგიებთან მუშაობა? საქმე იმაშია, რომ ესაა პლანეტარული ენერგია, და თუ თქვენი ცნობიერება შეძლებს ამ ნაკადის შენარჩუნებას და თავის თავში გატარებას, მაშინ თქვენ მოიპოვებთ ამ არკანის ზებუნებრივ უნარს. არკანში შესვლა წააგავს რადიომიმღებზე ტიუნერის ტრიალს, რათა თანდათანობით სიგნალის მაქსიმალურ ამპლიტუდაში შევიდეთ. ანუ ყველაზე ცენტრში – ყველაზე მძლავრი, სუფთა სიგნალია. და თუ თქვენ აღწევთ ამ ცენტრამდე, მაშინ თქვენ ამოიცანით ეს საიდუმლო (Arcanum), ანუ თქვენ შეიცანით სამყაროს 22 წახნაგიდან ერთ-ერთი. სიგნალის ცენტრის მიღწევით თქვენ ღებულობთ შესაძლებლობას, რომ მართოთ ეს სიგნალი. ეს კი რაღაც რადიო-გადაცემა კი არა, სამყაროს წახნაგია. და ახლა იგი გემორჩილებათ.
ამრიგად, 22 არკანი. სამყაროს 22 წახნაგი, 22 მდგომარეობა.
ეხლა კი დაუბრუნდეთ 22-ე არკანს. თუკი ამ სამყაროში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი განვითარებაა მაშინ ეს არკანი ერთერთი მნიშვნელოვანია რადგან სწავლისადმი აბსოლიტურ გახსნილობას გვასწავლის. 22-ე არკანი – სულელი, იგივე ნულოვანი არკანია. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიყოთ სულელები და ასეთები ვართ ბუნებით, მაგრამ ვინაა სულელი? ეს შეურაცხყოფა კი არა, ცნობიერების მდგომარეობაა. იყო სულელი – ნიშნავს იყო შინაგანად ცარიელი. სულელი – ესაა ადამიანი, რომელიც სუფთა ფურცელს ჰგავს. მასზე ყველაფერი შეგვიძლია დავწეროთ. ესაა ადამიანი ინფორმაციის გარეშე. და თუ ის ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ნებისმიერი ინფორმაციით შეივსოს. აქედან მოდის ამ არკანის ძალა – შესწავლის უნარი.
კარტზე გამოსახულია მამაკაცი, რომელიც უფსკრულისკენ მიდის. ის მეოცნებედ იყურება ზემოთ, ლამაზი, მაგრამ დახეული ტანსაცმელი აცვია, მხარზე კვერთხი აქვს, რაღაც პატარა ტომრით, მარცხენა ხელში კი ყვავილი უკავია. უკან ძაღლი მისდევს. ზემოთ მზე ანათებს. კარტის ფონი – ყვითელია.

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რას ნიშნავს ცნობიერებაზე მუშაობა. დახეული ტანსაცმლის ჩაცმა და უფსკრულში გადაჩეხვა არაა საჭირო. საჭიროა უბრალოდ მდგომარეობაში შესვლა. თუ გვეცოდინება გლიფების (კარტებზე დახატული ობიექტების) გაშიფვრა, მაშინ მდგომარეობაში შესვლა ნებისმიერ დროს შეიძლება.

მამაკაცი მიდის უფსკრულისკენ, მაგრამ ამასთანავე დაბლა არ იყურება. ანუ მას არ აინტერესებს, ჩავარდება თუ არა. აქ ლაპარაკია მდგომარეობაზე, რომლის დროსაც არ უნდა გვაღელვებდეს მომავალი, მომდევნო წამიც კი. ვიყო აქ და ახლა, ხოლო რა იქნება შემდეგ, ან ვინ რას იფიქრებს ჩემზე – სულერთია.
დახეული ტანსაცმელი. ტანსაცმელი ტაროში აღნიშნავს სხეულს, ან სხეულებს (ფიზიკურ და ნატიფ გარსებს). თუ ტანსაცმელი დახეულია, ეს ნიშნავს, რომ რაღაცის შესწავლის პროცესში შეგვიძლია ტრამვები მივიღოთ. მაგალითად, მოგინდათ, რომ სნოუბორდით სრიალი ისწავლოთ? ხოდა ვარდნის გარეშე ვერ ისწავლით ანუ გეტკინებათ, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება სწავლა.
ძაღლი ტაროში – მეგობარია. მამაკაცი მიდის და ძაღლს ყურადღებას არ აქცევს. ანუ თუ გინდათ, რომ რაიმე ისწავლოთ – ძაღლს არ უნდა უსმინოთ. მაშინაც კი, თუ იგი ძალიან გონიერი და შინაურია.
მარჯვენა ხელში მას კვერთხი უჭირავს, რომელიც მხარზე უდევს. ხოლო კვერთხი ტაროში გამოცდილებას აღნიშნავს.ანუ გამოცდილებაზე დაყრდნობა არ შეიძლება, თუკი რაიმეს სწავლა გვინდა. ანუ მოცემულია მკაფიო მითითება: მოაშორეთ თქვენი გამოცდილება და ნუ დაეყრდნობით მას.
ტომარა კვერთხზე. ჩვეულებრივ რა აქვთ ხოლმე ტომარაში მოგზაურებს? ყველაზე საჭირო ნივთები: საკვები, სუფთა ტანსაცმელი, რაიმე ღირებული ნივთები. მაგრამ მამაკაცს დაავიწყდა იგი. იგულისხმება, რომ უნდა გავინთავისუფლოთ ყველანაირი ყოველდღიური საზრუნავისგან და ფიქრისგან.
ხოდა ეს დღეები რატომღაც ამ ყველაფერზე ვფიქრობდი და ეს ფილმიც ხო ვითომ სულელურია მაგრამ ძან მაგრად აღწერს ცხოვრებისადმი გახსნილობას და ბოლო მომენტიც მაგარია რომ რაღაც იდეაზე გაფანატებაც არ მოსულა და მაგრა ჩაცინის ეგეთ ხალხს : )))

ხოდა ესეც საკვები ფიქრებისთვის

ეს კი ფილმის ლინკი : https://www.imovies.cc/movies/1415/Yes-Man

aaand have a nice day*

(ტაროს აღწერა: ალექსი პახაბოვის წიგნიდან: ოთხი კასტა)

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment