';
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_portfolio-list/templates/parts/lightbox.php on line 9
zoom

Editorial

21/12/2020 – სინათლის დაბრუნება

21/12/2020 – სინათლის დაბრუნება

2020 წლის 21 დეკემბერის კოსმოგრამას წელიწადზე მეტია ვაკვირდები და რაც უფრო ახლოვდება ეს დღე უფრო და უფრო მეტი ჯადოსნობა მეხსნება✨  ჩემი უდიდესი სიყვარული ასტროლოგიის, სიმბოლოზმის და მითოლოგიის მიმართ, ჩემს სამყაროს აღქმის პალიტრას უფრო და უფრო მეტ ფერს სძენს. როდესაც მას არა მხოლოდ ერთი ჭრილიდან უყურებ არამედ რამოდენიმე დისციპლინის დახმარებით სინთეზურად აღიქვავ, გეხსნება შრე სადაც სინქრონულობა ყოველდღიური მოვლენა ხდება და თვით სამყარო ხდება შენი მასწავლებელი. 

21 დეკემბრის გარშემო უკვე ძალიან ბევრი ინფორმაციაა ზოგი რას ამტკიცებს ზოგი რას, მე წინასწარმეტყველებისაგან თავს შევიკავებ და მხოლოდ ჩემს დაკვირვებებზე მოგიყვებით, გაჩვენებთ სურათს, რაც სხვადასხვა წერტილების შეერთებით მივიღე და ვთვლი რომ ამ ჭრილში დანახული ეს მოვლენა ძალიან საინტერესოა.

მზებუდობას უძველესი დროიდან მისტიური მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამ დღეს ზღვარი განზომილებებს შორის ყველაზე დათხელებულია, ადამიანები ბევრად გახსნილები ვართ და ვგრძნობთ კავშირს დედა გაიასთან(დედამიწასთან). ამ დღეს ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამეა, ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყება ზამთრის ათვლა, როდესაც „კვდება“ მზე ხოლო სამი დღის შემდეგ განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული იბადება. წლევანდელი მზებუდობა ჩვენს ცხოვრებაში ალბათ უმნიშვნელოვანესი დღე იქნება რადაგნ მომსწრენი ვხდებით კოსმიური დრამის კულმინაციის – ეპოქალური კარიბჭეს გაღების 👁

2020 წლის 21 დეკენბერის უიშვიათესი პლანეტარული წყობაა კოსმოსში, რომელსაც “დიად შეერთბას” უწოდებენ. ჩვენს მზის სისტემაში, ორი უდიდესი პლანეტა სატურნი და იუპიტერი მერწყულის 0° გრადუსზე ერთდებიან, უძველესი დროიდან ამ პლანეტების შეერთება კოლექტიურ მოვლენებს მოასწავლებდა. ამავდროულად მზე და მერკური ასევე ერთდებიან 0° გრადუსზე თხის რქაში,ამ დროს მარსი კი 22° გრადუსზე იმყოფება ვერძის ნიშანში – ვინც ქირომანტია იცით დამეთანხმებით ეს პლანეტარული კონფიგურაცია ზუსტად შეესაბამება – “კოჰანიმს” (ცნობილი როგორც ღვთიური კურთხევა) თორას მიხედვით, როდესაც აარონმა (მოსეს ძმამ) დალოცა თავის ხალხი მათ გადასცა ღმერთის დაპირება ” მე ჩემს სახელს მათ ხელებზე ავღბეჭდავ და დავლოცავ მათ”.

 

“კოჰანიმი” ასევე ცნობილია იუდაიზმში როგორც სამღვდელო კურთხევა და დღემდე გამოიყენება სინაგოგებში მსახურების დროს. ასევე ხელის ეს სიმბოლო ებრაულ ასო ש “შინს” აღნიშნავს (ვისაც უფრო სიღრმისეული კავშირების დანახვა დააინტერესებს ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ)

მოკლედ რომ ავღწერო ש შინი კაბალისტური ანბანის 21 ასოა. შინის რიცხვით ღირებულებას 300 წარმოადგენს. 21-ის ციფრებს თუ ერთმანეთს დავუმატებთ, სამს მივიღებთ (2+1). 300-იც, თავის მხრივ, სამს უდრის (3+0+0=3). ასე რომ, ასო ש შინის ფარული ციფრი სამია, რაც როგორც ამას შინის გამოსახულებაშიც ვხედავთ, ასო ש შინის შვერილებს უკავშირდება. შინის სამი შვერელი სამი ალის სიმბოლოს განასახიარებსასო შინი ש ცეცხლის სიმბოლოა

ეს ფორმაარაერთ ტრადიციაში,ნეპტუნის(პოსეიდონის)სამკაპითა და შივას ტრიშულათი (სამკბილათიარის ცნობილიესღმერთების იარაღია. ש შინიც სამ მთავარ ძალასთან არის დაკავშირებული, რასაც, ქრისტიანობაში მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ეწოდებათ. ასევე, ინდუიზმში, სამი ღვთაებრივი საწყისი – ბრაჰმა, ვიშნუ და შივას სახელით არის ცნობილი.

ქირომანტიაში ყველა თითი პლანეტას უკავშირდება როგორც ხედავთ ზემოთ ფოტოზე – მარსი ცერა თითს დასაწყისშია, საჩვენებელი თითი იუპიტერია, შუა თითი სატურნი, არა თითი მზეს ეკუთვნის და ნეკა თითი მერკურს. ეხლა გავაკეთოთ შინის სიმბოლო და დავაკვირდეთ რა ხდება – იუპიტერი და სატურნი ერთდება და მზე და მერკური ერთდება ქვემოთ კი მარსია, ეხლა შევხედოთ კოსმოგრამას – სატურნი და იუპიტერი მერწყულის 0 გრადუსზე ერთდებიან, მზე და მერკური კი თხის რქის 0 გრადუსზე ამ დროს მარსი 22 გრადუსზე,    ვერძში იმყოფება 😳 

ამ ყველაფერს კიდევ ერთი ჩემი საყვარელი სფერო- ტაროლოგია უნდა დავუკავშირო რომელიც უფრო მეტ სიღრმეს სძენს ამ საოცარ დღეს. ტარო ერთ-ერთი ლეგენდით პალესტინაში მოსემ შემოიტანა, როდესაც მან თავისი ხალხი ეგვიპტიდან წაიყვანა (მოსე ხელდასხმული გახლდათ ეგვიპტურ მისტერიებში). პალესტინაში მათ დაემატა კაბალა, საიდუმლო ცოდნა, რომელიც დაფუძნებული იყო ივრითული ანბანის 22 ასოზე. ამის მნიშვნელოვან მტკიცებულებად ითვლება ამ ასოების და მაღალი არკანების რაოდენობის დამთხვევა. ასევე მაღალ არკანებთან აკავშირებენ იოანეს სახარებას, რომელშიც 22 თავია. ივრითული ანბანის 21 ასო შინი ש – არკან “სამჯავროს” უკავშირდება, ამ არკანს ძალიან საინტერესოდ ხსნის ჰაიო ბანცჰაფი წიგნში -“ტარო და გმირის მოგზაურობა” 

“ახლა, როცა ყველა პირობა, როგორც იქნა შესრულებულია, გარდასახვის სასწაულის განხორციელება უკვე შესაძლებელია. როგორც პარსიფალის შესახებ ლეგენდაშია ნათქვამი, ადგილი, სადაც ხსნის გმირობა უნდა განხორციელდეს, მხოლოდ სუფთა გულის ადამიანს გაეხსნება. ესაა გრაალის ციხე-სიმაგრე, ზეციური იერუსალიმი, “შამბალა, “შენი ოცნების ქალაქი”, ამიტაბის ბუდისტური ქალაქი ან ნებისმიერი იმ მრავალრიცხოვან მეტაფორათაგან, რომლებიც უმაღლეს კეთილ მიზანს განასახიერებენ სხვადასხვა წიგნებსა და კულტურებში. ახლა განძი, რომელიც გმირმა ჩრდილების სამეფოში მოიპოვა, სიცოცხლის ელექსირი, ცოცხალი წყალი, ალისფერი ყვავილი ან რაიმე სხვა საშუალება განკურნების მომტანი ხდება. მოქმედება, რომელიც ამისთვის უნდა შესრულდეს, ყველა წიგნში აღწერილია, როგორც განსაკუთრებულად მარტივი: გოგოს კოცნა, ნიშნის მიცემა, ან უბრალოდ საჭირო სიტყვების წარმოთქმა, და გარდასახვის სასწაულიც ხდება. მოჯადოებული სიმახინჯე მშვენიერ პრინცად ან პრინცესად იქცევა. პარსიფალის ლეგენდაში ესაა განუკურნებელი ავადმყოფობით დაავადებული მეფე ამფორტასი, რომელიც მაშინვე ინკურნება, როგორც კი პარსოფალი ერთადერთი საჭირო კითხვით მიმართავს: “ბიძია, ცუდად ხარ?” საქმე, როგორც ვხედავთ, არც ისე რთული აღმოჩნდება, მხოლოდ მისი განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ყველა აუცილებელი წინაპირობაა შესრულებული. სასწაულის აზრი კი ყოველთვის მხოლოდ ერთია: განკურნება და მთლიანობის აღდგენა.

სამსჯავროს კარტზე სასწაულის ქმნის ეს წამი გამოხატულია მკვდრების აღდგომის სცენით. კარტის აზრი სწორედ ამაშია და არა დასახელებაში. “სამსჯავროსთან”, როგორც სამართლის მიწიერ ინსტიტუტთან, ეს ალეგორიაა, რომლის მიღმაც, რა თქმა უნდა, იმალება “მსჯავრის გამოტანის” რეალური ფაქტი: ვიღაცა მარადიულ სიცოცხლეს იმსახურებს, ვიღაცას კი მარადიული ტანჯვა შეხვდება. იმიტომ, რომ სწორედ აქ, მოგზაურობის ამ ეტაპზე, როგორც იქნა გაირკვა, ვინაა ჭეშმარიტი გმირი, და ვინ აჩვენებს თავს, რომ გმირია, და თუ ზღაპრებს გავიხსენებთ, მის მიერ მოპოვებულ განძსაც იტაცებს. რამეთუ, როგორც ძველი ჩინური სიბრძნე ამბობს, “როცა სწორ საშუალებებს არასწორი ადამიანები იყენებენ, სწორი საშუალებაც არასწორად იმოქმედებს”.

სწორედ აქ მოეღება ბოლო ყველა შარლატანს, რადგანაც ხსნის გმირობის ჩადენა მხოლოდ ჭეშმარიტ გმირს ძალუძს, ზღაპრებში ამას შეესაბამება მოჯადოებული პრინცის ან პრინცესას მიერ თავისი ნამდვილი სახის დაბრუნება, ცრუ, მახინჯი სახისგან, ყოველდღიური ნიღბებისგან განთავისუფლება. პირველსაწყისი, ნათელი და მბრწყინავი ზეციური ბუნების გამოვლინება. 

ნუმეროლოგიური ჯამით სამსჯავროს 20 არკანა ქურუმი ქალის 2 არკანას უკავშირდება, რომელთანაც ასევე დაკავშირებულია 11არკანთან ძალა (სამართლიანობა). ეს ურთიერთკავშირი აჩვენებს, რომ განთავისუფლებისთვის ანუ განკურნებისთვის (სამსჯავრო) აუცილებელია მიზანმიმართული სურვილი, აქტიური მოქმედება(ძლა) და გულწრფელობა (სამართლიანობა), მაგრამ ესენიც არაა საკმარისი, თუკი არ არსებობს ზეციური განაჩენი, ანუ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ, როცა ყველა მოცემული დავალება შევასრულეთ და ინტუიტიურად მოვიპოვეთ სასწაულის განხორციელებისთვის საჭირო დროის მომენტი (ქურუმი ქალი).

საკვანძო სიტყვები სამსჯავროს არკანისთვის:

არქეტიპი — გარდასახვის სასწაული;
ამოცანა — განკურნება, განთავისუფლება;
მიზანი — ხსნა;
რისკი — აღმოჩნდე შარლატანი;
ცხოვრებისეული შეგრძნება — თავისუფლება, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, სიმშვიდე სულში.”

 

ნახატი ტაროზე, აღდგომის სცენას განასახიერებს სადაც  მთავარანგელოზ მიქაელის საყვირზე მიბმული თანაბარ გვერდებიანი დროშა აღნიშნავს სტიქიების ჯვარს, ანუ ჩვენს სამყაროს, საყვირი ნიშანია რომელიც ტანჯვის პერიოდის დასასრულს აღნიშნავს, ხოლო სამი ადამიანი, რომლებიც ოთხკუთხა კუბოდან ღდგებიან, განასახიერებენ ფემინურ და მასკულინურ პრინციპებს – აისისს და ოსირისს და შუაში მესამე მათი ერთიანობის ნაყოფს ჰოროსს. მოდით კიდევ ერთხელ ავხედოთ კოსმოგრამას და დავაკვირდეთ მერწყულის ნიშანში 3° გრადუსზე აისის და ოსირისის ზუსტი შეერთებაა და იქვე ასტეროიდი ჰოროსი 3° გრადუისიანი ორბით 6°გრადუსზე უერთდება მშობლებს 😳

ეს ასტროლოგიური პოზიციები ჩვენი სულიერი ამაღლებისა და მანიფესტაციის უნარების მზარდ დონეებს გამოხატავს. სინათლესა და სიყვარულში გაფართოებასთან ერთად, ჩვენ ვრზდით ჩვენს შემოქმედების უნარს. ტომ კენიონი ჰოროსს ალქიმიურ გასაღებად აღწერს: „ჰოროსი მტაცებელი ფრინველის თავიანი კაცის სახითაა წარმოჩენილი. როგორც აისისის და ოსირისის ვაჟი, ის, სიმბოლურად, სულისა და მატერიის შეერთებას განასახიერებს. არაერთ ანტიკურ კულტურაში, ფემინური პრინციპი (დედა) მატერიად იყო განხილული ხოლო მასკულინური პრინციპი (მამა) სულად განიხილებოდა. ამრიგად, სიმბოლურ დონეზე, ჰოროსი სულისა და მატერიის შეერთების შედეგს წარმოადგენს.“ სული და მატერია ერთიანდებიან, რათა უმაღლეს მეს შეასხან ხორცი.

 

 

ქრისტეს შობის ღამესაც “დიადი შეერთება” იყო მოგვებმა სწორედაც იუპიტერის და სატურნის ერთობლივი სინათლით გაიკვლიეს გზა.იგი ტექსტებში მოიხსენიებოდა როგორც”ბეთლემის ვარსკვლავი”. ქრისტიანულ ხატებში ასევე ხშირად ვხდებით თითთა წყობის სიმბოლიკას – რაც უკვე ჩვენთვის კარგად ცნობილ სატურნის და იუპიტერის შეერთებას განასახიერებს. 

ზოგადად უდიდესი პლანეტების 0 გრადუსზე შეერთება კოლოსალური ენერგიაა ახალი ცხოვრების დასაწყებად. ამ პერიოდისთვის უამრავი სული განსხეულდა რაგდან შანსი ეძლეოდა ამ უძლიერეს ენერგეტიკულ ტალღას ცნობიერების მაღალ განზომილებაში აყოლოდა. ეს შეერთება ანეიტრალებს სატურნის და იუპიტერის პრინციპებს (შეზღუდვა – გაფართოებას) და მოცემული ასპექტის მნიშვნელობა – წონასწორობა, საღი აზრი, თვითკონტროლი და თვითგანმტკიცება ხდება, ასევე მზე ასხივებს თავის უძლიერეს ენერგიას მერკურს და გონება ხდება უფრო ნათელი და დაწმენდილი და ფაქიზ სამყაროებთან კომუნიკაცია კი უფრო აღქმადი.

როდესაც სხვადასხვა დისციპლინის დახმარებით სურათს ერთიანობაში აღიქვავ, კოსმიური გონის მიმართ აღტაცება განუზომელია, როგორ შეიძლება ასეთ ჯადოსნობაში ვცხოვრობდეთ და სულიერად გვეძინოს 🙆‍♀️  შემოგვიერთდი 21 დეკემბერს 22 საათსა და 22 წუთზე ერთობლივ მედიტაციაზე! ეს არის უდიდესი გარდაქმნების დასაწყისი ყველა სფეროში – ძველი სისტემის დანგრევა და ახლის შემოსვლა. ეს ტრანსფორმაცია იწყება ადამიანთა ცნობიერებიდან და ვრცელდება და ვლინდება შემდეგ ცხოვრების ყველა სფეროში.

ახალი რეალობა ნატიფ პლანებზე უკვე არსებობს, და საჭიროებს მის გამოვლენას ადამიანთა სიყვარულით აღსავსე ერთიანი ცნობიერების ძალით. ერთადერთი ძალა, რომელიც მართავს დედამიწას და მის მომავალს, არის – ადამიანების გაერთიანებული ცნობიერება, გაერთიანებული გული. ერთობლივი მედიტაციის დროს ჩვენი გულებიდან გადმოსული სინათლე ერთიანდება ერთ უდიდეს ველად, რომელიც სრულიად გარდაქმნის არსებულ რეალობას და თანდათან გამოავლენს, რასაც დავბადებთ ჩევნი გულწრფელი სურვილით და წარმოსახვით. 🖖🏻 

 

ავტორი: ნინო ტოგონიძე

 

 

 

admin
admin@shen.ge
No Comments

Post A Comment