“პლატონის მიხედვით, სული არის უზენაესი გონიერი საწყისი, რომელიც შეიცნობა ინტუიცით – სამყაროს გრანდიოზული სხეული ცოცხალი ორგანიზმია, ხოლო მისი სიცოცხლის ერთადერთი მიზეზი არის სამყაროს სული. ამ თვალსაზრისით სამყარო (მაკროკოსმოსი) არის ზუსტი ანალოგი ადამიანის (მიკროკოსმის) სულისა და სხეულის ერთობლიობისა.”
ეს ბოლო დღეებია მეფიქრება პლატონის სულის ალეგორიაზე რომელსაც იგი განიხილავს როგორც ეტლს რომელშიც შებმულია მფრინავი შავი და თეთრი ცხენები სადაც მეეტლე წამოადგენს უმაღლეს მეს ანუ ზეცნობიერებას, შავი ცხენი ინსტიქტებს, ემოციებს და სურვილებს ხოლო თეთრი ცხენი კი რაციონალურ ცნობიერ მხარეს. იუნგის ტერმინებით რო ავხსნათ ეს არის თვითობის მოდელი – სადაც მეეტლე გადის გზას ინდივიდუაციისკენ.
წლების წინ ამ ყველაფრის შესახებ არც ვიცოდი მაგრამ სულ მიყვარდა ჩემი და ჩემი მეგობრების თვითკონტროლის საკითხებში ამ ალეგორიის გამოყენება – ცხენი არ გაგეგცეს : ) Hold your horses : )) ხოარ ავიწყვიტოთ ? და აშ ☺️
მოგვიანებით როდესაც უკვე ტაროს შესწავლა დავიწყე მაღალ არკანებში მე-7არკანა ჩემთვის ერთერთი საყვარელი არკანა გახდა სადაც სწორედ ადამიანის გამთლიანების არქეტიპია გამოსახული.
ჩემი აზრით სულიერ გზაზე მყოფი ადამიანისთვის უმნიშვნელოვამესია ამ არქეტიპის სიღრმისეულად გააზრება, ჩვენ ხშირად გვგონია რომ გამთლიანება ეს რაღაც მოვლენაა რასაც უნდა მივაღწიოთ, სინამდცილეში კი ეს პროცესია, გზაა სადაც მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებებისა მეეტლემ მუდმივი წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს. არის მომენტები როდესაც გვგონია რომ დავამყარეთ კავშირი ჩვენს მაღალ მესთნ და ცხენების სადავეებიც ჩვენს ხელშია და შეგვიძლია მოვეშვათ, ამდროს სულიერი ეგოც ნელნელა ძლიერდება და როდესაც მშვიდათ ეტლის სავარძლეში ჩაშვებულებს გზაზე მგელი გადმოგვიხტება და ცხენებს დაგვიფრთხობს სწორედ მაშინ ვხვდებით რომ თუ გვსურს გზის ბოლომდე გავლა მუდმივ სიფხიზლეში უნდა ვიყოთ.
თუმცა ისიც მინდა ავღნიშნო რომ თუკი ცხენი არ გაგქცევია და ბოლომდე არ შეგიგრძვნია დაკარგულობის ტკივილი ვერც მთლიანობას შეიცნობ და დააფასებ, როგორც მათეს სახარებაშია – “For whosoever may wish to save his soul, shall lose it” მაგრამ სანამ საერთოდ მთლიანობამდე მივალთ და შევიგრძნობთ მეეტლეს მანამდე დაფრაგმენტულობის და გაურკვევლობის უდიდესი ლაბერინთი გვაქვს გასავლელი სადაც ერთიანობის ილუზიაში ვართ რადგან ერთ პოლუსისკენ ანუ ერთი ცხენისკენ ვართ გადახრილი.
თქვენ ალბათ გაგიჩნედებათ კითხვა – კარგი ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ როგორ გავმთლიანდეთ? როგორ დავამყაროთ კავშირი მეეტლესთან და ვიპოვოთ ჩვენი მეწყვილე შავი ან თეთრი ცხენი? – გააჩნია რომელი პოლუსისკენ ხართ გადახრილი? ბოლომდე სურვილებში ხართ ჩაძირული? ემოციები განაპირობებენ თქვენ ცხოვრებას? ჭამასმის და სხვადასხვა ხელოვნური სიამოვნებების მონები ხართ? – მაშინ გილოცავთ თქვენ შავ ცხენს მიაჭენებთ : ))
თუ ინტელექტული ხართ რომელიც თქვენდაუნდებურად ამ “ფსევდო-თავისუფალ” ადამიანებს ირონიით ზემოდან გადაჰყურებს, საუკეთესო უნივერსიტეტის და კურსების დიპლომებით გაქვთ გადაჭედილი ოთახი და დიდი “ლამაზი” ოჯახიც გაქვთ? ბავშვებს საღამოობით მორალისტური იდეებით უჭედავთ თავს და ეკლესიებს აშენებთ იმის შიშით რომ ღამე როდესაც მარტო რჩებით, რბილად რომ ვქთვათ ისეთი ამორალური სურვილები გიპყრობთ გეშინიათ არ დაისაჯოთ ისევე დაუნდობლად როგორც თქვენს საკუთარ თავს და შვილებს სჯით. – დიახ გამოიცანით თქვენ თეთრ ცხენს აჭენებთ და წარმოდგენაც არ გაქვთ რომ ის შავი ცხენი რომლის მიმართ დაუოკებელი ზიზღს განიცდით თქვენი ცნობიერების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
პირველ რიგში რათქმაუნდა აუცილებელია იმის ამოცნობა რომელ ცხენს მივაჭენებთ, ეს ყველაფერი თვითშეცნობით და საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებით იწყება, ჩვენს რეალობაში ყველაფერი პოლარობებით შეიცნობა ასერომ დაიწყეთ საკუთარ თავში ძიება რისი მიუღებლობაც გაქვთ მაგალითად თუკი თავი ძალიან მშრომელ ადამიანად მიგაჩნიათ აღმოაჩენთ რომ გაღიზიანებთ ადამიანები ვისაც თვისუფალი ცხოვრების სტილი აქვთ, ან ძალიან კარგი გემოვნება გაქვთ და ჩაცმას დიდ ყურადღებას უთმობთ, აღმოაჩენთ რომ ჩაცინით ადამიანებს ვისაც თქვენი აზრით უგემოვნოდ აცვია.
მოკლედ ბევრი როარ გავაგრძელო ალბათ მიხვდით ამ სავარჯიშოს აზრს. აქ ჩემი საყვარელი მწერალი ჰერმან ჰესე რომ მოვიშველიო – “If you hate a person, you hate something in him that is part of yourself. What isn’t part of ourselves doesn’t disturb us.”- ო, ხოდა ჩამოვწეროთ ის თვისებები რაც გვეზიზღება და გვაღიზიანებს სხვა ადამიანებში სწორედ აქედან იწყება ჩვენი მეეტლესთან კავშირის აღდგენის პირველი ნაბიჯები, გადავიხილოთ და განვთავისუფლდეთ რაც შეიძლება მეტი შემოტენილი შეხედულებებისგან, რწმენის სისტემებისგან, ვეცადოთ რომ მაქსიმალურად გამოვიდეთ ეგოს პერსპექტივიდან და დამკვირვებლის პერსპექტივა დავამუღამოთ ; ) რაცმთავარია ვეცადოთ რომ შინაგანი დაპირისპირებები მაქსიმალურად შევათანხმოთ, რაშიც ჩემი საკუთარი გამოცდილებით ფასდაუდებელი ხელსაწყოა ასტროლოგია <3
წორედ ამ პროცესში როდესაც გავეხსნებით სამყაროს და დავიწყებთ საკუთარი თავის გამთლიანების გზაზე სიარულს ჰორიზონტზე გამოჩნდება ჩვენი საპირისპირო ცხენი (სხვადასხვა ადამიანების სახით,ახალი მეგობრების ან საპირისპირო სქესის სახით) რომელიც იქნება ჩვენი უდიდესი მასწავლებელი და მისი მეშვეობით მისი მიღებით და შეყვარებით დავიწყებთ საკუთარი თავის მიღებას და შეყვარებას, და როდესაც ნელნელა აღმოვაჩენთ რომ ის თვისებები თუ შეხედულებები რაც ცოტახნის წინ გვაღიზიანებდა მათ მიმართ აბსოლიტური მიმღებლობა გვაქვს, სწორედ ამ დროს გავიგებთ მეეტლის ხმას : )
როდესაც მე-7 არკანის სიმბოლიკას დავაკვირდებით ვნახავთ რომ მეეტლეს თავზე ვასრკვლავი აქვს რაც მის სრულყოფილებაზე მეტყველებს, მას მეომრის სამოსი აცვია და მარჯვენა ხელში შუბი უჭირავს ანუ იგი შემეცნების ანუ სინათლის გზაზე დგას, ქამარზე ასტროლოგიური გლიფები მის ოკულტურ ცოდნას აღნიშნავს, შავი და თეთრი სფინქსები სწორედ ის მხარეებია რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ რომელიც მას ჰარმონიაში აქვს, ხოლო ეტლზე სფინქსებს შორის ლინგამის და იონის ერთიანობა მის შინაგან ერთიანობაზე მიგვითითებს ანუ მისი ფემინური და მასკულინური ენერგიები ბალანსშია ხოლო მათ ზემოთ კი ამაღლებული კუნდალინის ფრთებია.
ჩვენ რომ მეეტლედ გარდავისახოთ მას უნდა დავემსგავსოთ. როგორია კარგი მეეტლე? რა თვისებები აქვს მას? მას ძლიერი ნება გააჩნია, ძლიერი ნებისყოფის გარეშე შავი ცხენის მართვა წარმოუდგენელია, მან ასევე კარგად იცის რომ გონებამ და ინტელექტმა შეიძლება ტირანად გვაქციოს თუ გული და ინტუიცია დახშული გვაქვს, იგი კარგად იცნობს ემოციებს და აფასებს მათ როგორც სულის მესინჯერებს და იცის რომ ის შემცნების გზაზეა და აქ გონიერება წონასწორობაშია საკუთარი ცენტრის პოვნაში და მის სიმყარეშია, როგორც ჩემი ბრაზა ბუდა გვასწავლიდა – The middle way 🙏
ავტორი: ნინო ტოგონიძე