ამ ეპიზოდში საუბარია ბოლო მოვლენების შესახებ, თუ როგორ ლაკმუსის ქაღალდივით გამოაშკარავა და ზედაპირზე ამოატივტივა საზოგადოების უამრავი მანკიერი მხარე, რომელიც აქამდე, ასე თუ ისე ინიღბებოდა გარეგნულად მოწესრიგებული ფორმებით.
იმა ამ ვიდეოში მაქსიმალურად ეხება ამ საკითხის ყველა საჭირბოროტო მხარეს და მსჯელობაში აერთიანებს მის პროფესიული ცოდნას (მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა) იმ სულიერ ცოდნასთან, რომელსაც ნათელი იერარქია გვაწვდის და რომელთანაც შეხება აქვს პირადი მისტიკური გამოცდილებით (წიგნი „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“). ასე რომ, აქ გაიჟღერებს როგორც უშუალოდ მისი აზრი, ასევე ნათელი მეუფეების იდეები.
აქ მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ იმას, რომ ნათელი იერარქები არასდროს გვაძლევენ კონკრეტულ მითითებებს, მაგალითად, როგორი კანონები უნდა მივიღოთ ან როგორ მოვიმოქმედოთ კონკრეტულ სიტუაციაში. ისინი უფრო ზოგად სულიერ ორიენტირებს გვაწვდიან, რომლიდან გამომდინარე უკვე ჩვენ თვითონ უნდა განვსაზღვროთ, რა და როგორ მოვიმოქმედოთ ჩვენი ყოველდღიურობის დონეზე. ასე იყო ყოველთვის. განსხვავებით მანიპულატორი ძალებისგან ნათელი იერარქები სულიერი წინამძღოლები არიან, ამიტომ შუქურასავით გვინთებენ ფუნდამენტალურ სულიერ კანონებს, ხოლო არჩევანის უფლებას უტოვებენ ჩვენს თავისუფალ ნებას.
მოდის ახალი ეპოქა, რომლისთვისაც მათ ძალიან მაღალი სულიერი თამასა დაგვიწესეს. დიდი ნდობა იყო გამოცხადებული ქართველი ხალხის მიმართ, თუნდაც ეს ხალხი პატარა ჯგუფით ყოფილიყო წარმოდგენილი (მათი გზავნილების მკითხველები). მათი მხრიდან მიდის დაკვირვება იმასთან, რამდენად სინქრონიზირდება მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან (მათ გზავნილებს, ანუ „ანგელოზის გულს“ ვგულისხმობ) იმ ადამიანთა ცნობიერება, რომლებიც სხვადასხვა კარმული მიზეზებით მოიზიდნენ მათ ინფორმაციულ ველში. არაფერი ხდება შემთხვევით.
სულიერი თვალსაზრისით უმრავლესობის ბედს წყვეტს უმცირესობა, ის უმცირესობა, რომელიც სულიერად და მენტალურად ყველაზე ქმედითი და ძლიერია. შეძლებს ეს პატარა ჯგუფი „კეთილი გულის“ და შესაბამისად „თეთრი მზის მეომრის“ პრინციპების გატარებას? სწორედ გაიგეს მათ „სიყვარულით, თანაგრძნობით და პატიებით“ სიბნელესთან ბრძოლის სწავლება? რამდენად გაითავისეს მიქაელის სიტყვები „თქვენ არა გაქვთ სხვა იარაღი, გარდა კეთილი გულისა“? მოდის დიდი გამოცდების და სულთა გადარჩევის პერიოდი, რომელიც დიდი განსაცდელის ფონზე განვითარდება, ხოლო ვისაც მეტი ცოდნა აქვს, მათზე მეტი პასუხისმგებლობაა.
P.S. ერთი ჩასწორება ვიდეოში: როდესაც საუბარია მამათმავლობაზე ციხეებში და ჯარებში, არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება ჩვენი ჯარი, ან რამე კონკრეტულ ჯარი, აქ ისტორიულ კონტექსტშია მოხსენიებული, ანუ სპარტის და ძველბერძნული ჯარები. უბრალოდ გამოგვრჩა ამის დაკონკრეტება. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, არავინ მიიღოს შეურაცხყოფად.
*****************************
შემეცნებითი პლათფორმა SHEN.GE წარმოგიდგენთ, ექსპერიმენტალურ პროექტს – ვიდეობითების სერიას ”შენთან” .
‘შენ’ – კონცეფცია უძველესი ფილოსოფიური სწავლებებიდან მრავალ კულტურაში იკვეთება.
SHEN (神) პირდაპირი თარგმანი სულს, უმაღლეს ცნობიერებას ნიშნავს.
”შენ” კონცეფცია მოიცავს პიროვნების ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ ასპექტებს. გზა შენამდე.. ანუ გონების გულის და სხეულის გამთლიანებამდე პროექტის
ავტორი და რეჟისორი: ნინო ტოგონიძე
პროექტის წამყვანი: იმმა
https://shen.ge/