მითი აისისის და ოსირისი შესახებ კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი უძველესია, იგი მოგვითხრობს ერთგული აისისის შესახებ რომელმაც მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის ოსირისის სხეულის ნაწილები.
აისისი და ოსირისი ტყუპი სულები არიან, რაც მითოლოგიურად იმითაა გამოხატული, რომ ისინი ცოლ–ქმარიც არიან და და–ძმაც და, ამდენად, სულის საერთო დნმ–ს ატარებენ. აისისის და ოსირისის მითის თანახმად, ოსირისს მისი მრისხანე ძმა, სეთი, კლავს და ცხედარს ანაწევრებს. ამ მკვლელობით განრისხებული აისისი მიდის ოსირისის ცხედრის მოსაძებნად, ის პოულობს ყველა ნაწილს და მაგიური კავშირის მეშვეობით შეეცდება მკვდრეთით აღადგინოს. იგი 13-ივე ნაწილის მოძებნას მოახერხებს, მაგრამ ვერ იპოვის მეთოთხმეტე ნაწილს – ფალოსს. მეთოთხმეტე ნაწილს, მაგიის საშუალებით ოქროსგან აღადგენს თოთი. აისისი დაამყარებს მაგიურ კავშირს ოსირისთან და ამგვარად წარმოიშვება შემოქმედებითი ენერგიის ნაკადი, რომელიც ოსირისის მკვდრეთით აღადგენს და მას უკვდავებას მიანიჭებს. ეგვიპტური თვალთახედვით, უკვდავების მიღწევა სწორედ სექსუალური ენერგიის მეშვეობით ხდება. ამ ალქიმიური კავშირის შედეგად იბადება ჰოროსი.
ოსირისის დანაწევრება ჩვენი სულის ფრაგმენტაციის მეტაფორაა. როდესაც გამთლიანების გზაზე ვდგებით, და ნათლად ვხედავთ საკუთარი არსების გახლეჩილობას, ამ პროცესში ამაღლებული ღვთაებრივი ფემინური ენერგია გვეხმარება რომელიც ამ ნაწილებს უპირობო სიყვარულით კურნავს და აერთიანებს – ზუსტად ისე, როგორც აისისმა განკურნა ოსირისის დანაწევრება და, როგორც მისი სულის მეორე ნაწილი, მას შეუერთდა და გამთლიანდა.
სულიერი გამთლიანება ჩვენი შეხედულებების და რწმენათა სისტემის ცვლილებას მოითხოვს, რათა პირველ რიგში შევძლოთ საკუთარი თავის შეყვარება, თანაგრძნობა და პატიება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ სხვების შეყვარებას და შიშზე დაფუძნებული, პოლარული აზროვნებიდან გამოსვლას და სულიერ ამაღლებას.
იმ ადამიანებს, ვინც მიიღეს ინიციაცია ან მიაღწიეს სულიერი განვითარების შესაბამის დონეს (განკურნეს სულიერი დანაწევრება და სოციალური პოგრამირება) მათ აისისი და ოსირისის განღმრთობის გზა ერთობისკენ მიუძღვით. ეს არა მხოლოდ შინაგანი ღვთაებრივი ფემინური და მასკულინური ენერგიების დაბალანსებული მდგომარეობაა, არამედ პოლარობის ინტეგრაციაც.
მათთვის, ვინც “ტყუპი სულის” გზას ადგას, ეს პროცესი წარმოადგენს ჩვენი პოლარული ნახევრის და ჩვენი ენერგიების ინტეგრირებას და ურთიერთგადაბმას. ეს მოვლენა პირველ რიგში ხდება შიდა პლანზე რის შემდეგაც აღარ არსებობს განცალკევების შეგრძნება, სწორედ ეს წარმოადგენს გამთლიანებას აქ და ახლა! ეს იმას არ ნიშნავს რომ აუცილებად სტერეოტიპული ურთიერთობა მაშინვე მატერიალიზდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ცნობიერებაში და წარმოადგენს პორტალს ჩვენს უმაღლეს მესთან დასაკავშირებლად.
დჯედი ანტიკური ეგვიპტური სიმბოლოა, სვეტის ფორმის, რომელიც ოსირისის ხერხემალს განასახიერებს.(რატომღაც მგონია რომ ჯორჯ ლუკასმა ჯედაის ინსპირაცია სწორედ აქედან მიიღო : ) დჯედი მთავარი ენერგეტიკული არხია ე.წ. ფუძის ჩაკრადან ე.წ. გვირგვინოვან –ჩაკრამდე. ეს კუნდალინის გზაა. ოსირისი დჯედის სვეტია, აისისი კი გამააქტიურებელი ენერგია. ღვთაებრივი ფემინური და ღვთაებრივი მასკულინური ენერგიების გაერთიანება დჯედში კარიბჭეს გვიხსნის უფრო მაღალი განზომილებებისკენ, ააქტიურებს ჩვენს სინათლის სხეულებს და აფართოვებს და ამაღლებს ჩვენს ცნობიერებას. სინათლის ეს გაფართოება კი უმაღლეს მეს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად შეერწყას ფიზიკურ სხეულს. განწმენდის ინტენსიური პროცესი, ხელსუწყობს და აჩქარებს ამ გარდასახვას, რათა სხეულს შესაძლებლობა მიეცეს,უფრო მეტი სულის სინათლე დაიჭიროს.
ასტროლოგიურად ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესია ეცადეთ თქვენი ცხოვრება, სხეული და გონება გაწმინდოთ ყველაფერი იმისგან რაც აღარ ემსახურება თქვენს განვითარებას. 2020 წლის 21დეკემბერს მერწყულის ნიშანში 3° გრადუსზე აისის და ოსირისის ზუსტი შეერთებაა ეს ენერგია უფრო ინტენსიურდება იმის გათვალისწინებით, რომ იქვე ასტეროიდი ჰოროსი 3° გრადუისიანი ორბით 6°გრადუსზე უერთდება მშობლებს, ეს კი ადასტურებს, რომ კოლექტიური ცნობიერების ამაღლებას ექნება ადგილი. ეს შეერთება ნამდვილად საოცარი მოვლენაა რადგანაც აისისის და ოსირისის ღვთიური კავშირი მესამე ენერგიას წარმოშობს, რაც მითში, ჰოროსის დაბადებით აღინიშნება.
ეს ასტროლოგიური პოზიციები ჩვენი სულიერი ამაღლებისა და მანიფესტაციის უნარების მზარდ დონეებს გამოხატავს. სინათლესა და სიყვარულში გაფართოებასთან ერთად, ჩვენ ვრზდით ჩვენს შემოქმედების უნარს. ტომ კენიონი ჰოროსს ალქიმიურ გასაღებად აღწერს: „ჰოროსი მტაცებელი ფრინველის თავიანი კაცის სახითაა წარმოჩენილი. როგორც აისისის და ოსირისის ვაჟი, ის, სიმბოლურად, სულისა და მატერიის შეერთებას განასახიერებს. არაერთ ანტიკურ კულტურაში, ფემინური პრინციპი (დედა) მატერიად იყო განხილული… მასკულინური პრინციპი (მამა) სულად განიხილებოდა. ამრიგად, სიმბოლურ დონეზე, ჰოროსი სულისა და მატერიის შეერთების შედეგს წარმოადგენს.“ სული და მატერია ერთიანდებიან, რათა უმაღლეს მეს შეასხან ხორცი და ჩვენი ოცნებები რეალობაში გადმოიტანონ.
ასტეროიდ აისისის მნიშვნელობას რამდენიმე შრე აქვს, რაც ადამიანის კარმულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ზოგადად ასტეროიდები ნატალურ რუკაში, მხოლოდ მას შემდეგ მუშაობს, როდესაც ადამიანი სულიერი განვითარების გარვეულ დონეს მიაღწევს, სულიერად მთვლემარე და პასიური ადამიანები იშვიათად განიცდიან ოკულტური თემების ასტეროიდთა ეფექტებს თავიანთ რუკებში (ძალიან ძლიერ ტრანზიტებს ზოგჯერ შეუძლიათ ცნობიერების პროვოცირება, რომ ადამიანმა სულიერი თემების ასტეროიდთა ეფექტების შეგრძნება დაიწყოს).
მათთვის, ვინც ანტიკური ეგვიპტის ხანიდან მოყოლებული , განმეორებითი ინკარნაციების მქონე სულებს წარმოადგენენ, აისისი წარსული ცხოვრების კარმული ვალების დასტურს უზრუნველყოფს ანტიკურ ეგვიპტეში, რასაც საქმე აქვს სამეფო კართან, მისტერიის სკოლებთან და ჰერმეტულ სიბრძნესთან; აისისზე ამბობენ, რომ იგი მისტერიების ინიციაციებზე პასუხისმგებელი ქალღმერთია.
მათთვის, ვისი ინკარნაციები უფრო რენესანსიდან ან მოდერნული ხანიდან იღებს სათავეს, აისისი მათ სულიერ გამოღვიძებას განასახიერებს „ღვთიური ფემინური“ენერგიის მეშვეობით – მათ მიერ ხელოვნების ფორმის, სიმბოლიზმისა და იმის აღმოჩენას, თუ როგორაა მათში ღმერთის შეცნობის წყურვილი გამოხატული. აქ პირდაპირი კორელაცია გვაქვს „კუნდალინის“ ვედურ ეზოთერულ კონცეფციასთან, სადაც შაქტი კაცობრიობაში ლატენტურად არსებულ ღვთაებრივ ფემინურ ძალას წარმოადგენს, რომელიც, როცა ღმერთის მარადიული სული სწყურია, მაღლდება, რათა „შივას“ ცენტრს (ოსირისი) შეხვდეს ჰიპოფიზთან.
მათთვის, ვისი სულებიც ატლანტიდანაა, აისისი იმ სულების მფარველია, რომლის დახმარებითაც ატლანტიდას განადგურების შემდეგ სხვადასხვა კონტინენტზე გადარჩენილთა რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია მოხდა. ამ შემთხვევაში, აისისი, ქალღმერთია სირიუსის ვარსკვლავთა სისტემიდან.
ინკარნაციის ისტორიისა თუ გეოგრაფიისგან განურჩევლად, ყველა ადამიანისთვის ასტეროიდი აისისი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს საუკეთესო თვისებებს განასახიერებს – თანაგრძნობას, იტუიციას, შინაგან ცნოდნას და რაც მთავარია, გნოზის/თვით–რეალიზების შესახებ.
აისისი ჩვენი ღვთაებრივი ფეინური არქეტიპის ენერგიებს წარმოადგენს – ოსირისი კი ღვთაებრივ მასკულინურ სიბრძნეს. მათი შეერთება ნატალურ რუკაში, ფემინური და მასკულინური ენერგიების ბალანსის თვალსაზირისით, უაღრესად განვითარებულ სულზე მეტყველებს.
აისისი და ოსირისის კავშირი სინასტრიაში, შესაძლოა, იმას მიანიშნებდეს, რომ, დიდი ალბათობით, თქვენ ტყუპი სულები ხართ და ამ ინკარნაციაში სულის გამთლიანების შესაძლებლობა გეძლევათ.
ნატალურ რუკაში ამ წყვილი ასტეროიდების, შეერთება, პრაქტიკულად, 99%-იანი გარანტიაა, რომ ამ იკნარნაციაში, სულ მცირე, ერთ სულიერი დონის ურთიერთობას ექნება ადგილი. ასე რომ, აისისის და ოსირისის, ეროსისა და ფსიქეას, შივასა და პარვატის შეერთების ნებისმიერი ასპექტი ინდივიდისთვის ძალიან პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენს.
რათა გავიგოთ, რა ადგილი უჭირავს ამ ყველაფერს თქვენს ნატალურ რუკაში, ეწვიეთ ვებგვერდს astro.com და შეიყვანეთ თქვენი დაბადების დეტალები. შემდეგ, Free horoscopes რომ ჩამოშლით შეხვალთ Extended chart selection, გვერდის სულ ბოლოში, additional objects -ის ქვეშ მარჯვენა მხარეს manual entry-ს ფანჯარაში ჩაწერთ აისისისთვის 42, ოსირისისთვის კი 1923. როცა ამ რიცხვებს შეიყვანთ, შეგიშლიათ რუკა დააგენერიროთ! გადახედეთ თქვენი ცხოვრების რა ასპექტებზე მოქმედებენ აისისი და ოსირისი? მომწერეთ კომენტარებში და ერთად განვიხილოთ ☯︎⚕︎
© SHEN