იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა იყო ერთი პატარა გოგონა, რომელიც სამყაროს არსს – ბავშვობიდან უნატიფესი სხივით იყო გამობმული.
გოგონას ნი ერქვა.
გოგონა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს, ზოგჯერ ეგონა რომ მეორე სამყაროში ცხოვრობდა, სამყაროში რომელსაც მხოლოდ ის ხედავდა, მაგრამ მეორემხრივ იცოდა რომ რეალურად – სამყარო რომელსაც ის ხედავდა იგივე სამყარო იყო, რომელშიც სხვა ადამიანები ცხოვრობდნენ. იმდენად პატარა იყო, რომ ჯერ ვერ ხვდებოდა, რომ უბრალოდ სამყაროს მისი ხედვა იყო განსაკუთრებული. ან როგორ იქნებოდა ჩვეულებრივი? ის ხომ სიცოცხლის არსს – გადაბმოდა ძაფით, რომელიც მის სულში აღწევდა.
გოგონას ძალიან უკვირდა ადამიანების სიბრმავე. უკვირდა როგორ შეეძლოთ ადამიანებს ასე ეტკინათ ერთმანეთისთვის, რატომ იყვნენ ისინი სიყვარულისგან დაცლილები, რატომ ყვიროდნენ, რატომ ჩხუბობდნენ – ვერ ხედავდნენ რომ ამ დროს სულში – უმშვენიერესი ყვავილები უჭკნებოდათ?..
უკვირდა რატომ არასოდეს ამბობდნენ ისინი სიმართლეს და ყოველთვის სხვა რამეს ამბობდნენ და არა იმას რაც მათ გულში ყვაოდა სიყვარულად.

ერთხელ გოგონამ მთვარეს კითხა :
ამ სიტყვების გაგონებისას გოგონას აეტირა. ტკიოდა რომ ადამიანები ასე დაბრმავდნენ, ტკიოდა რომ ასე ტკენდნენ ერთმანეთს და უსიყვარულობისგან იტანჯებოდნენ. ძალიან ტკიოდა მათი უსიყვარულობისგან დამჭკნარი ყვავილები. თავის გულში კი ამ დროს მისი ცრემლებით ინამებოდა იასამნისფერი ყვავილი და უფრო მეტად იფურჩქნებოდა, სხივებიც უფრო მეტად ბევრდებოდა და უფრო მეტად ანათებდა. გოგონა გრძნობდა როგორ იღვრებოდა სითბო მის გულში და მიხვდა ! – მას შეეძლო, თუკი უფრო მეტ სიყვარულს შეძლებდა, უფრო მეტად გაზრდიდა ყვავილს და მას შეეძლო მისთვის – ცოტა სხივები მიეცა, ამ სხივებს კი – გოგონა სიყვარულის სიტყვებად აქცევდა და როცა ამ სიტყვებს ადამიანებს ეტყოდა – მათში არსებული გამხმარი ყვავილი გამოიღვიძებდა და აყვავებას დაიწყებდა. გოგონას ძალიან ძალიან უხაროდა და სიხარულის ცრემლებად ენამებოდა თვალები, როცა თავის გეგმაზე ფიქრობდა.

როცა დილამ მხის სხივი შემოაჭყიტა ნის ფანჯარაში, გოგონამ გაიღვიძა. როცა იცი-ნი-ს ნი, მზე უფრო მეტად ანათებს. გოგონას გაახსენდა ღამის გეგმები და სასწრაფოდ გადაწყვიტა საქმეს შედგომოდა. მაგიდაზე იასამნისფერი ფურცლები მოძებნა, პატარა ბარათები გააკეთა მათგან და დაიწყო ბარათებზე წერა –
‘ შენს გულში იასამნისფერი ყვავილი გათბობს ადამიანო , რატომ ვერ ხედავ მას? ‘
‘ სიყვარული გჭირდება რომ ყვავილმა გაიხაროს – აჰა ჩემი სხივი აიღე და ჩაეჭიდა მას, რომ შენშიც გამოიღვიძოს სინათლემ’
უამრავი მსგავსი შინაარსის ბარათი დაწერა. თავის საყვარელი ჩანთა გაავსო ბარათებით, ზურგზე მოიკიდა და ქუჩაში გავიდა. მიიმღეროდა და ცეკვავდა გზაზე, პატარა შველს გავდა კუნტრუშით რომ მიიჩქარის წყაროსკენ და თან ბალახებში ყვავილებს ეალერსებაგზადაგზა ფანჯრებზე ბარათებს ტოვებდა, ზოგი ქუჩაში გამოსაჩენ ადგილას დააგდო , ზოგს ბაღებში სკამებზე დებდა. გოგონას თვალები ვარსკვლავებად უციმციმებდა და მისი გავლისას ნის ნაფეხურებიდან – სულის ლურჯი ყვავილები იზრდებოდა, რომელსაც ვერ ხედავდნენ ადამიანები, რადგან – საკუთარი ხელით დაიბრმავეს თვალები.. მაგრამ ცხოველები ამჩნევდნენ გოგონას – ნაფეხურებზე ამოსულ ყვავილს და მისგან წამოსულ სინათლეს, ამიტომ – გოგონას უამრავი ძაღლი, კატა, და ჩიტები მისდევდნენ უკან. თითქოს ტყის ფერია იყო.

ნის უხაროდა რომ მიაგნო იმ გზას, რა გზითაც ადამიანებში არსებულ ყვავილს გამოაცოცხლებდა და ააყვავებდა. თუ ყვავილი გაცოცხლდებოდა ადამიანები მიხვდებოდნენ რომ სიყვარულით უნდა ავსებულიყვნენ და აღარასოდეს ატკენდნენ ერთმანეთს.
ნეტავ თუ შეძლებს…ნეტავ…როგორი სუსტია, როგორი ნატიფია, და ამავდროულად როგორი ძლიერი და მოხუცი სული – ჩაწნილა მასში. ვარსკვლავები ამ ღამეს უფრო მეტად ანათებდნენ და ოცნებობდნენ რომ გოგონას არასოდეს შეეწყვიტა სიყვარულის სიტყვების გავრცელება და ცდილობდნენ – ძაფს რომლითაც დაკავშირებული იყო ნი ზეცასთან – შემოხვეოდნენ და უფრო მეტად დაეცვათ მისი სინათლე.
ძაფი უმტკიცეს სხივად იქცა და სამყაროს არსს მაგრად გამოება,
ახლა გოგონა – უფრო მეტად იყო დაკავშირებული ზეცას,