2020 წლის 21 ივნისის მზის წრიული დაბნელება განსაკუთრებული ასტრონომიული მოვლენაა. ის ზაფხულის ბუნიობის დროს ხდება, როცა მზე, ჩრდილოეთის ნახევარსფეროდან, ამაღლების მაქსიმალურ წერტილს აღწევს. მაგრამ, პირველ ყოვლისა, მზის დაბნელებას იმ პერიოდის ბოლოს აქვს ადგილი, როცა ზაფხულის ბუნიობის დღეს, მზე ციურ ჯვარს უსწორდება. ციური ჯვარი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ციური რგოლის გადაკვეთაა, პირველი რგოლი ეკლიპტიკაა: მკაფიო გზა, რომელსაც მზე გადის წელიწადის განმავლობაში – ხაზი, რომელიც ზოდიაქოს თორმეტ თანავასრკვლავედს კვეთს და ციურ სფეროს ორ ნაწილად ჰყოფს. მეორე რგოლი “მილკი ვეია” – გალაქტიკის დისკოს ულუფა, რომელიც დედამიწიდან ჩანს, აქვს ალმასის ნაკვალევის ფორმა და მილიარდობით ვარსკვლავისგანაა შექმნილი. ზაფხულის ბუნიობისა და ციური ჯვრის გათანაბრება არის ფენომენი, რომელიც ბუნიობათა პრეცესიასთან არის კავშირში – ნელ ბრუნვად მოძრაობასთან, რომელიც დედამიწის ღერძის ორიენტაციის ცვლილებას იწვევს საუკუნეების მანძილზე და ციური სფეროს თავზე წრიულ ტრაექტორიას ასახავს, რომელიც სადღაც 26,000 წლის მანძილზე მიმდინარეობს. პრეცესიის შედეგად, მზის პოზიცია გაზაფხულის ბუნიობაზე, სახელად ,,საგაზაფხულო წერტილი” ან ,,ვერძის პირველი წერტილი,” ნელა მოძრაობს ეკლიპტიკაზე და ზოდიაქოს ყველა თანავარსკვლავედს კვეთს. ,,საგაზაფხულო წერტილის” პოზიცია ამჟამინდელ ,,ასტროლოგიურ ხანას” განსაზღვრავს – 2.160 წელიწადის თორმეტიდან ერთ პერიოდს, რომლითაც ძველი ხალხი პრეცესიულ ციკლს ჰყოფდა. ეკლიპტიკაზე ბუნიობის წერტილებიც მოძრაობენ: თუ გასულ საუკუნეებში ბუნიობისას ვხედავდით მზეს, ატმოსფეროს არარსებობის პირობებში, ჩვენ შევამჩნევთ, რომ ჩვენი ვარსკვლავი კიდევ უფრო ახლოა ციურ ჯვართან და იდეალური გადაფარვის ეტაპს აღწევს 2000 წლისთვის. გათანაბრება მყისიერი როდი იყო: მზის დისკოს ბუნიობის ზემდგომარეობა, გადაკვეთის წერტილითურთ, 1980-ში დაიწყო, პიკს 1998-ში მიაღწია და ახლა ნელ-ნელა სუსტდება.
2020-ის 21 ივნისის უნიკალური მოვლენა, ამ ფენომენის დასრულებას განასახიერებს. მზე, მთვარე და დედამიწა ერთ ხაზზე გასწორდებიან, რაც, როგორც ყოველთვის, ეკლიპტურ სიბრტყეზე ხდება, რომელიც დედამიწის ორბიტას მოიცავს. რამდენადაც მზის დაბნელებას 21 ივნისს აქვს ადგილი, ეს ხაზიც ბუნიობის სიბრტყეზე განთავსდება, რომელიც დედამიწის ღერძს მოიცავს. მაგრამ ამ მოვლენის უნიკალურობა ისაა, რომ ეს ხაზი პირდაპირ ციურ ჯვარზე მიიტანს ,,იერიშს.”
ასტრონომია ანტიკური მეცნიერებაა. მრავალ ანტიკურ ცივილიზაციას გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა ცის დაკვირვებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ ამას შიშველი თვალით აკეთებდნენ. მუდმივმა და საფუძვლიანმა რეგისტრირებამ და კატალოგურმა აქტივობამ, რასაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ, უაღრესად კომპლექსური ფენომენების აღმოჩენამდე და გაზომვამდე მიგვიყვანა. ოფიციალური ჩანაწერების თანახმად, ანაქსაგორასი, ქრისტეშობამდე 500 წელს, თვლიდა, რომ მზე თეთრად გავარვარებული მასა იყო, მთვარე კი კლდოვანი ბურთი. თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგ, ერატოსთენემ დედამიწის დიამეტრი გაზომა ისე, რომ მისი ცდომილება 2%-ზე ნაკლები იყო. ქრისტეშობამდე მე-2 საუკუნეში, ჰიპარქემ დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული მანძილი გაზომა და ბუნიობათა პრეცესია აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ პრეცესია იმ ცივილიზაციებისთვისაც იყო უცხო, ვინც ჰიპარქემდე დიდი ხნით ადრე არსებობდნენ, მაგალითად, ქალდეელებისთვის, ეგვიპტელებისა და შუმერებისთვის. მათი კულტურებისთვის დამახასიათებელი სიმბოლიზმი, ზოდიაქოსა და ასტროლოგიურ ხანებთან არის ერთგვარად ასოცირებული.
ანტიკურ დროს, ასტრონომია და ასტროლოგია ერთი დისციპლინა იყო და ორივე მათგანი რელიგიის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. ეგვიპტეში, ისევე როგორც შუმერებთან, ღვთაებები, გარკვეულწილად, ციური სხეულების მახასიათებლებს გამოხატავდნენ, ხოლო მათი ქმედებები ხშირად ციურ სხეულთა მოძრაობის სიმბოლურ გამოვლინებას წარმოადგენდნენ. ქრისტიანობა, როგორც წესი, უარს ამბობს ციურ სიმბოლოებთან ასოცირებაზე, თუმცა იესოს ცხოვრების აღწერა, როგორც ეს სახარებაშია მოცემული, მდიდარია ცასთან დაკავშირებული ელემენტებით. იესოს დაბადების ადგილი, ბეთლემი, რაც ,,პურის სახლს” ნიშნავს, ანტიკური მინიშნებაა ქალწულის ნიშანსა და მის ხანაზე, რომელიც სადღაც 13,000 წლის წინ დასრულდა. მომდევნო, ლომის ხანის დროს ,,საგაზაფხულო წერტილი” ,,რეგულუსის” ვარსკვლავთან გაერთიანდა, რაც ლათინურად ,,ბავშვ მეფეს” ნიშნავს. ქრისტეს მსგავსად, მზეც ბაგაში ჩაესვენა – ზუსტად კირჩხიბის ხანაში, როცა ,,საგაზაფხულო წერტილმა” ,,სკის კლასტერი” გადაკვეთა, ცნობილი, ასევე, როგორც Praesepe, რაც ლათინურად ,,ბაგას” ნიშნავს. რაც შეეხება აკვანს, ორი ცხოველი, რომელიც ახალშობილ იესოს უყურებდა, არაა ქადაგებაში ნახსენები, ისინი მხოლოდ ვარსკვლავებს შორის არსებობენ. ,,დაბადების კლასტერის” გარდა, კირჩხიბის ორი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი არსებობს: Asellus Australis-ი, რაც ,,სამხრეთულ ვირს” ნიშნავს, და Asellus Borealis-ი – ,,ჩრდილოური ვირი.” ამ უკანასკნელის სახელი ლათინურ Asellus et Bovis-ს – ,,ვირს და ხარს” – ჰგავს. ბევრი სხვა მინიშნების პოვნაა შესაძლებელი, განსაკუთრებით, სახარების ყველაზე ძველ ნაწილში: მარკოზის სახარების პირველ თავში. ყოველი ასეთი ტექსტი აძლიერებს კავშირს იესოს ფიგურასა და პრეცესიურ ციკლს შორის და მივყავართ ეჭვამდე, რომ ქრისტიანობის ერთ-ერთი ფარული მნიშვნელობა, სიმბოლური თვალსაზრისით, ასტრონომიული ცოდნის გამოხატვაა, რომელიც კლასიკურ ეპოქაში იქნა ათვისებული. ეს მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ იესო მზის სიმბოლოა, არამედ იმასაც, რომ ქრისტიანობამ მიიღო და გაითავისა ჰერმეს ტრისმეგისტუსის სწავლებანი, ,,რაც არის ზემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ქვემოთ” ვინაიდან როგორც ადამიანი, ისე სამყარო, სამოთხის სახე-ხატში შეიქმნა, ის, რასაც ადამიანი რწმენაში და, შესაბამისად, საკუთარ გულში, პოულობს, პირდაპირ ეხმიანება ბუნებრივ რეალობას.
მარკოზის სახარების თანახმად, იესოს არასდროს გაუმრავლებია პური და თევზი. მართლაც, იესო მხოლოდ ხუთ პურსა და ორ თევზს ერთი, პირდაპირი გაჭრით ჭრიდა. ამავენაირად, მზე აკეთებს ხაზს ქალწულის – “პურის სახლის”, და თევზების – ორი თევზის, თანავარსკვლავედებს შორის. ბალახზე დამსხდარი 5,000 მსმენელი კი ვარასკვლავებს წარმოადგენენ, რომელთაც ღამის ცაზე განსხვავებული მდებარეობები უკავიათ. პურისა და თევზის დაჭრით, იესო კაცობრიობას ასწავლის იმ საშუალების შესახებ, რომლითაც ,,ვარსკვლავების გამოკვებაა” შესაძლებელი, ანუ გვასწავლის გზას, მივანიჭოთ საზრისი იმას, რაც ქაოტურად გამოიყურება. ამ შედეგის მისაღწევად, საკმარისია 50 ან ასი ელემენტის მქონე ჯგუფებში არსებულ ვარსკვლავებს მოვუყაროთ თავი და, მზის – ხაზის პირველი გამკვალავის – მიბაძვით, ყველაზე კაშკაშა წერტილები ხაზებით დავაკავშიროთ. წარმოსახვა, შედეგად მიღებული გლიფების მეშვეობით, გონებას დაეხმარება, დაინახოს ზღაპრებისა და ისტორიების პერსონაჟები, რასაც ადამიანთა გულებში გრძნობების გაღვივება შეუძლია.
თუ იესოსა და პრეცესიულ ციკლს შორის კავშირი არსებობს, 2020 წლის მზის დაბნელება სახარებაში უნდა იყოს ასახული. გზა კვეთს აფრიკას, არაბეთის ნახევარკუნძულს, შემდეგ აზიაში იჭრება, აღწევს ტაივანში და წყნარ ოკეანეში უჩინარდება. ეს გზა ეთიოპიის წმინდა ქალაქ ლალიბელასაც გადაკვეთს. მე-12 და მე-13 საუკუნეებში ანტიკურ ქალაქ როჰას ნანგრევებზე აშენებული ლალიბელა დღეს UNESCO-ს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული იქ არსებული კლდეში გათხრილი 11 მონოლითური ტაძრის გამო. ლალიბელა აშენდა განზრახვით, ეთიოპიელი ქრისტიანები წმინდა ქალაქით უზრუნველეყოთ, სადაც პილიგრიმები მოხვდებოდნენ ისე, რომ არ მოუწევდათ გრძელი და სახიფათო მოგზაურობა იერუსალიმში. ლეგენდის თანახმად, ეთიოპიელი იმპერატორის, გებრე მესკელ ლალიბელას მიერ დაარსებული ქალაქის სამშენებლო სამუშაოები ჯვაროსნების ხელშეწყობით ტარდებოდა. მიზანთან თანხვედრაში, რომ ლალიბელა ახალ იერუსალიმად ქცეულიყო, მეფემ 11 ეკლესია შედარებით ვიწრო ტერიტორიაზე ააშენა, რომელიც გვერდებიდან კლდოვანი საფეხმავლო გზით – ,,იორდანიის მდინარით” – იყო გარშემორტყმული. NASA-ს მოდელში ხაზგასმულია, რომ 2020-ის მზის დაბნელება ლალიბელას სწორედ იორდანიის გზის კვალდაკვალ გადაკვეთს!
2020 წლის 21 ივნისს, მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, პლანეტა ვენერა ლალიბელას ცაში გამოჩნდება. დაახლოებით დილის 5 საათისთვის, მზის კაშკაშა დისკო გამოჩნდება ჰორიზონტზე, რაც ციური ჯვრის მაფორმირებელ უხილავ ხაზებს დაემთხვევა. მზე ამოვა და ცისკენ აიწევს, ხოლო მთვარე ნელა გაუთანაბრდება მზის დისკოს. სრულ ურთიერთგადაფარვას დაახლოებით დილის 7 საათზე ექნება ადგილი. როცა მთვარე მზეს შეურთდება ციური ჯვრის გასწვრივ, ცა ვარდისფერი შარავანდედით შეიღებება, ხოლო მზის გვირგვინი მზის დისკოს გარშემოერტყმება. გარკვეული წუთების მანძილზე, დედამიწისკენ მომზირალი პლანეტები, ვენერა და მერკური კვლავ ხილულები გახდებიან ნაწილობრივ იმ სინათლის წყალობით, რომელიც მზისგან მიიღეს. დილის 9 საათზე, მზის დაბნელება დასრულდება, ხოლო მზე და ციური ჯვარი განაგრძნობენ ცისკენ აწევას და უმაღლეს ნიშნულს მიაღწევენ.
ეს უნიკალური მზის დაბნელება ძალიან ძველ ისტორიას ეხმიანება, ისტორიას კაცისა, რომელსაც ,,სამყაროს სინათლე” ეწოდა. როცა ყველაზე ბნელ წუთებში მას ეკლის გვირგვინი დაადგეს, რომელიც მისი თავიდან ისე ანათებდა, როგორც სხივები ანათებენ მზის დისკოდან. მან მიიღო მეწამული მანტიაც, რომელიც, დაბნელების დროს, ვარდისფერი შარავანდედის სახით დაიხატება ცაზე. ადრიან დილას მსჯავრდებული, იძულებელი გახადეს, თავისი ჯვარი უდაბური, მრგვალი მთის კენწერომდე ეზიდა ისე, რომ მისი სიკვდილით დასჯა შუადღისთვის ყოფილიყო შესაძლებელი. მთვარე, ამ დიდებულ შოუში, სიმონის ინტერპრეტაციას წარმოადგენს – კაცისა, რომელიც რაღაც დრო იესოს ჯვრის ტარებაში დაეხმარა. ეს ფიგურა, შესაძლოა, ერატოსთენეს გვახსენებდნეს, მის თანამოქალაქეს. მისი ვაჟის სახელები – ალექსანდრე და რუფუსი, იმ ქალაქებს უკავშირდება, სადაც ეს მეცნიერი ცხოვრობდა და სწავლობდა ციურ სხეულებს: ალექსანდრიას, სადაც მან განთქმული ბიბლიოთეკის გამო მიაშურა, და, სავარაუდოდ, როჰას – ლალიბელას ანტიკურ სახელს. როცა მზის დაბნელება დასრულდება, ვარდისფერი შარავანდედი ცაში გაქრება, მზის გვირგვინი კი კვლავ უხილავი გახდება. სახარების თანახმად, ჯარისკაცებმა იესოს მეწამული მანტია წაართვეს, ეკლის გვირგვინი კი აღარაა მეტჯერ ნახსენები. შუადღეზე, მზე ზენიტშია, დამკვირვებელთა თავებს ზემოთ. მარკოზის სახარებაში დაზუსტებულია, რომ იესო გოლგოთას მთაზე გააკრეს ჯვარს, ეს სახელი კი ებრაულად ,,თავის ქალის ადგილს” ნიშნავს. ატმოსფეროს არარსებობის პირობებში ან მზე რომ გამუქებულიყო, ვენერა და მერკური მზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს აღმოჩნდებოდნენ, რაც ორ ქურდს განასახიერებს. რადგანაც ვენერა და მერკური პლანეტებია, ისინი ვერ ანათებენ ვარსკვლავებივით, ხოლო ხილულებად რომ იქცნენ, მათ მზის სინათლის გარკვეული ნაწილი უნდა მოიპარონ. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, გოლგოთას მთაზე სამი ჯვარია წარმოდგენილი, მაგრამ, ცხადია, ეს დასკვნა სახარებიდან ვერ იქნება გამოტანილი. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, მარკოზის სახარებაში, დავინახოთ, რომ ორი პლანეტა, ერთ ჯვარზე განთავსებული, ის ადგილია, სადაც მზე მდებარეობს. მაგრამ არც ერთ ქადაგებაში ჯვარი აღწერილი არაა. არაა მოცემული ინფორმაცია მისი ფორმის, ზომის, წონისა თუ მასალის შესახებ. შესაძლოა, მზის დისკოს გამოსახულებას აღწერდეს – ჯვარცმულს რამდენიმე უხილავი ხაზით, რომელიც 62 გრადუსზე კუთხეს ქმნის.
ცნობილ ნახატზე, ,,ვიტრუვიუსის ადამიანი,” ლეონარდო და ვინჩი აჩვენებს, რომ ჯვარცმის ეს ხედვა არაა კონვენციურ ვერსიასთან შეუთავსებელი, არამედ ის სისრულეში მოჰყავს – სისრულეში მოჰყავს მისი ციური ანალოგი. კვადრატში მოცემული ფიგურა, რომელსაც ფეხები და ხელები ორთოგონალურად აქვს განლაგებული, – ანუ ისე, როგორც ჯვარცმაა ხშირად ეკლესიებში გამოსახული, – ადამიანის მიწიერ ბუნებას წარმოადგენს, ოთხ ელემენტში – ჰაერში, წყალში, მიწასა და ცეცხლში – მოქცეულს. მეორე მხრივ, წრეში მოქცეული ფიგურა ადამიანის ზეციური ბუნების ამსახველია – ციური ჯვარცმისა, რომელიც ფეხებით 62 გრადუსის მქონე წმინდა კუთხეს ქმნის, იგივეს, რასაც ეკლიპტიკა და გალაქტიკური ეკვატორი ქმნიან. ფიგურის ხელები დამატებით 158 გრადუსიან კუთხეს ქმნის.
ყოველ ადამიანს აქვს როგორც მიწიერი, ისე ზეციური ბუნება, მაგრამ ეს ორი ელემენტი მხოლოდ ქრისტეშია იდეალურად ინტეგრირებული. ლეონარდოს ნახატი მაკავშირებულ რგოლს წარმოადგენს ჯვარცმულსა და დაბნელებულ მზეს და ღვთის ვნებას შორის, როგორც ეს სახარებაშია აღწერილი.
წყარო: Arcana Ricordo
© SHEN