ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმდენად ჩაძირული ვართ მომავალზე ფიქრში და ნერვიულობაში ან წარსულზე განცდაში რომ გვავიწყდება რომ სიცოცხლე აქ არის ამ მომენტში და მეტი არსად, ისე გადის წუთები საათები დღეები ვერ შევიგრძნობთ არსებობას რადგან ჩვენი ტვინი მუდმივად რაღაცით უკმაყოფილოა, მუდმივი უკმარისობის შეგრძნება ახალ ახალი დაკმაყოფილებების ძიების ლუპში გვაგდებს. ჩვენ მუდმივად გავურბივართ მარტო დარჩენას და საკუთარ თავზე დაკვირვებას, რადგან გვეშინია შინაგანი ხმის რომელსაც, სხვადასხვა საშუალებებით უკვე დიდი ხანია ვცდილობთ რომ ჩავაჩუმოთ. თუკი შევჩერდებით ცოტა ხნით მაინც და დავიწყებთ ჩვენს გარემოზე დაკვირვებას, უბრალოდ გავაჩუმებთ ტვინს და საგნების არსში დავიწყებთ ჭვრეტას დავინახავთ რომ ყველაფერი სიმბოლოებია და სამყარო გველაპარაკება ამ სიმბოლოების ენით.
როდესაც გამთლიანების გზაზე ვდგებით,აუცილებელია ინტელექტთან ერთად ინტუიციის და საკუთარი თავის მიმართ ნდობის განვითარება. ეს პროცესი ბნელ გვირაბში ჩაყვინთვას ჰგავს, სადაც სინთეზური აზროვნება და ზემგრძნობელონბის განვითარება გჭირდება რომ სიბნელეში ვისწავლოთ ხედვა და გადაადგილება. ამსათანავე ეს ყველაფერი ითხოვს ძალიან დახვეწილ ნერვულ სისტემას. ამიტომაც თუ ვინმეს ჰგონია რომ ნებისმიერი სახის ნერვულ გამაღიზიანებლებთან (ალკოჰოლი,სიგარეტი, კოფეინი,ყველა სახის ნარკოტიკი upper თუ downer) ერთად სულიერ გზაზე განვითარდება ძალიან დიდ ილუზიაშია.
რა იგულისხმება სინთეზურ აზროვნებაში, როდესაც მხოლოდ ინტელექტუალურ ცოდნას და გამოცდილებას კი არ ეყრდნობი არამედ ზეცნობიერიდან ჩამოგაქვს ცონდა და უმაღლესი გონებიდან უმდაბლეს ინსტიქტებით შეიგრძნობ, აქ უკვე სწავლობ კითხვების დასმას და სამყაროში გაშვებას და პასუხებს იღებ სხვადასხვა გამოვლინებებით: მუსიკით, თითქოს ტექსტები პირდაპირ შენ გველაპარაკება ამ დროს გრძნობ რომ ფაქიზი გზავნილია რადგან ამ შეგრძნებას მუდმივად თან ახლავს იდუმალი ბიძგი რომ დეტალებს მიაქციო ყურადღება, ციფრული კოდებით, ცოხოველთა ტოტემით, სიზმრებით და აშ.
როდესაც გონება, გული და სხეული ჰარმონიაშია და არ არის მუდმივი შინაგანი კონფლიქტი დაფრაგმენტების გამო, ჩვენი შინაგანი ხმა ძლიერდება და უკვე მედიტაცია კი არღარ გჭირდება რომ მას მოვუსმინოთ, მისი ხმა ყველაგან და ყოველთვის გვესმის. თუკი შევძლებთ და მის მოსმენას დავიწყებთ ცხოვრება არამარტო გაგვიადვილდება, არამედ ერთ დიდ თავგადასავალად და ჯადოსნობად გვექცევა, მაგრამ ამ ყველაფერს უდიდესი გამბედაობა სჭირდება რადგან ტვინი ათასი უაზრო მორალით და პროგრამებით გვაქვს გამოტენილი.
თუკი ჩვენ შინაგან ხმას მუდმივად ვაჩუმებთ, ისე რომ მისი უკვე აღარც კი გვესმის, თვალებში ცეცხლი ჩაგვიქვრა და ბიორობოტად ვიქეცით, ჩვენი აუსრულებელი და რეპრესებული სურვილები კი დემონებათ იქცნენ რომლებსაც მთელი ცხოვრება გავურბივართ, უბრალოდ უნდა შევჩერდეთ, შემოვბრუნდეთ, თვალებში ჩავხედოთ და გავიცნოთ ისინი : ) დავაკვირდეთ რატომ გაჩნდენ ეს დემონები ჩვენს ცხოვრებაში ჩავყვეთ ძირეულ მიზეზებს, ვის მივყიდეთ საკუთარი სულის ნაწილი? საზოგადოების აზრს? კარგ სამსახურს? მშობლებს?
მაგალითად მე მთელი ცხოვრება ვებროძოდი სიგარეტს რომელიც ძალიან პატარა ასაკიდან შემიყვარდა, ის ჩემთან ერთად იყო როცა სევდიანი ვიყავი, როცა მიხაროდა როცა მიმძაფრებდა არასიფხიზლეს, მაგრამ ამასთანავე ვგრძნობდი რომ საშინლად მინგრევდა ჯანმრთელობას და ვცდილობდი მომეშორებინა ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ რაც უფრო ვებრძოდი უფრო ძლიერდებოდა სურვილი, ათასი სტრატეგია და ტექნიკა მოვიფიქრე მის დასავიწყებლად მაგრამ არაფერმა არ იმუშავა ყოველი შებრძოლების მერე უფრო და უფრო ძლიერდებოდა ჩემი სიყვარული მის მიმართ : ) ამ თემაზე ცალკე დავწერ უფრო ვრცალდ მაგრამ აქ მოკლედ გეტყვით როგორ დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა : ) ის თითონ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან როდესაც შევწყვიტე ზოგადად ჩემ თავთან ბრძოლა, როდესაც უბრალოდ დავიწყე ამ ჩვევაზე დაკვირვება რა იყო, რისგან შედგებოდა როგორ მუშაობდა და ზოგადათ როგორ მოქმედებდა ჩემს ცნობიერებაზე, სწორედ ეს არის პროგრამის დანგრევა ან დამუშავება ასევე ძაან მომწონს ტერმინი გადახარშვა რადგან პირდაპირ გამოხატავს ამ პროცესს.
სწორედ ამიტომაა ყველაზე მთავარი ცეცხლის ელემენტთან (შესაბამისად გონებასთან) მუშაობა. იოგა და ნებისმიერი სხვა ფსიქიკური ტრეინინგები, ფსიქოტექნიკები ან სულიერი პრაქტიკები საბოლოოდ მიმართულია იმაზე, რომ ეს ელემენტი განავითაროს ადამიანში. ეს ძალიან მნიშვნელობანი ელემენტია, რომელიც ეხმარება ადამიანს, გადახარშოს ყველაფერი რაც მის თავს ხდება. თუ გონება ძლიერი მაქვს, შხამი არ დაგროვდება. პირიქით, რაც განვიცადე ენერგიად და ძალად გარდაიქმნება. მოგცემს შესაძლებლობას რომ წინ იარო. ყველაფერი ‘ცუდის’ მიზეზი ადამიანის სუსტი გონებაა და ამ ‘ცუდის’ მონელების შეუძლებლობაა. თუ სწორად გადავხარშავ, რაც არ უნდა შეგემთხვეს, შენთვის საბოლოოდ სასარგებლო გახდება.
ავტორი: ნინო ტოგონიძე