ბავშვობიდან მიყვარდა რიცხვები, ქვეცნობიერად რაღაც მისტიკურ ენერგიას ვგრძნობდი მათ მიღმა, მერე ცოტა რო წამოვიზარდე უკვე ცნობიერად დავიწყე გააზრება რომ ეს უბრალოდ ჩემი გატაცება კი არ იყო არამედ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს ემთხვეოდა.. ხო მაშინ ასე ვფიქრობდი რომ რომ რაღაცეები უბრალოდ დამთხვევები იყო.. ადამიანებიც ასევე შემთხვევით ვეკვეთებოდით ერთმანეთს და ცხოვრება ქაოტური მაგრამ ამავდროულად მშვენიერი მეჩვენებოდა : ) დომინანტი რიცხვი რაც სულ თან მდევდა 22 იყო სხვათაშორის არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე რომ 22 ჩემი სახელის ნუმეროლოგიური კოდია : )

ხოდა დღესაც ჩემ ცხოვრებაში კიდევ ერთი ჯადოსნური დამთხვევაა. უკვე თითქმის ერთი წელია ვმუშაობ პროექტზე რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო იწელებოდა. ამ პროცესებზე უკვე აღარ განვიცდი რადგან ზუსტად ვიცი როცა რაღაც არ გამოდის ესეიგი კონფიგურაციაში ერორია და სამყარო მაძლევს დროს რომ დავხვეწო. რათქმაუნდა უკვე დიდი ხანია აღარ ვფიქრობ რომ ცხოვრება ქაუტურია და რაღაც მოვლენები უბრალოდ დამთხვევებია, მაგრამ ის ბავშვური გაოცება არსად წასულა და როცა მივხდი რომ პროექტის ჩაშვება ამ პერიოდს ემთხვეოდა ისევ ის სასიამოვნო აღტაცება ვიგრძენი სამყაროს მიმართ*
დღეს 2020 წლის 22 მაისია ახალი მთვარე ტყუპებში 02° გრადუსზეა, ასევე ტყუპებში მერკური და ვენერას შეერთება ზუსტად 20° გრადუსზეა. ტყუპებს, როგორც მერკურის ნიშანს, უყვარს მოქმედება, ახალი სიტუაციები და ადამიანები. იგი გვკარნახობს, რომ სწავლა ცხოვრებისა და განვითარების თანმდევი, უწყვეტი პროცესია. ტყუპები, როგორც მენტალური ღერძის წარმომადგენელი შეგვახსენებს, რომ რაც უფრო მეტად ცნობიერი და გულწრფელი მიდგომა გვექნება საკუთარი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიმართ, მით უფრო საინტერესო და ბედნიერი ცხოვრება გვექნება.
ექსპერიმენტული პროექტი ”შენთან” წარმოადგენს ვიდეობითების სერიას რომლის მთავარი ლეიტმოტივი თვითშემეცნება, საკუთარი აუთენტური არსის წვდომა და ზეცნობიერის განსხეულებაა. მე და ასტროფსიქოლოგი ნიკოლოზ ნავინი გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ხედვებს ასევე მოვიწვევთ სხვადასხვა დისციპლინის პრაქტიკოსებს. ჩვენი მიზანია ის დრო რასაც ”შენთან” გავატარებთ იყოს ინსპირაცია დაინახო კავშირი შენსა და სამყაროს შორის თუ როგორ შემოდის შენში კოსმიური ენერგიები და აღარასოდეს გტოვებენ მარტო. 🌀
ავტორი: 22 33