ჩვენ დროს ციკლურად აღვიქვავთ. საათი, რომელიც მოძრაობს 12-ობრივი ფრაქტალური პრინციპით (12 საათი დღეში და 12 საათი ღამეში). წელიწადის დრო ასევე წარმოადგენს 12-ობრივი ფრაქტალურ პრინციპს (12 თვე). ეს არის განმეორებადი ციკლები. თითოეულ ციკლურ წრებრუნვას თავისი ცენტრი, თავისი „მზე“ აქვს. დღის და ღამის 12 საათიანი ციკლის ცენტრი დედამიწის გულია (ღერძი), წელიწადის 12 თვის ციკლის ცენტრი თქვენი მზის სისტემის ცენტრი, ანუ მზეა. არსებობს სხვადასხვა სახის მცირე და დიდი ციკლები. არსებობს ციკლები რომლებიც უმჯობესია არა 12-ობრივ, არამედ სხვა რიცხობრივ ფრაქტალში განიხილოთ. მაგალითად კვირები და მთვარის ციკლი. თითოეულ ციკლს თავისი მისია აქვს. ანუ თითოეული ციკლის დროს ერთგვარი დაბადება-განვითარება-მომწიფება-დასრულების მოქმედება უნდა შესრულდეს. მაგალითად წელიწადის ციკლს ემორჩილება ისეთი ბუნების კანონები, როგორიცაა მცენარეების, ცხოველების და ადამიანების სასიცოცხლო განვითარების ციკლები, რომლის დროსაც, მაგალითად ადამიანმა უნდა მოასწროს დათესოს, მოიყვანოს და აიღოს მოსავალი. თუ ეს მოქმედება არ/ვერ ჩაჯდა წელიწადის 12-ობრივ ციკლში (მაგალითად დაგვიანდა დათესვა, ან ვერ მოესწრო მოსავლის აღება), მაშინ მოსავალი არ მიიღება და ადამიანი იშიმშილებს. თუ გადამფრენმა ფრინველმა ვერ მოასწრო შემოდგომაზე დროულად სამხრეთში გაფრენა, მას სიცივით და შიმშილით სიკვდილი ემუქრება. დღე-ღამის 12-ობრივ ციკლში, თუ ადამიანმა დღის განმავლობაში ვერ მოასწრო მუშაობა, ხოლო ღამით დასვენება, მისი ბიოლოგიური რიტმი, რომელიც ამ დღე-ღამის ციკლთანაა შეჭიდული, დაირღვევა და ის დასნეულდება.
გამოვლენილი სამყაროების მატრიცის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ექვემდებარება ციკლების „პრინციპებს“. გარდა მზის გარშემო ციკლური ბრუნვისა, რომელიც თქვენი მცირე დრო/სივრცის ფარგლებში მცხოვრებთათვის მარტივად აღქმადია, არსებობს უფრო დიდი ციკლებიც, რომლებსაც თავის „მისია“ და თავისი ცენტრი (მზე) აქვთ. თქვენი მზის სისტემა თვითონ ბრუნავს თავისი ცენტრის, თავისი ე. წ. „ცენტრალური მზის“ გარშემო და ეს ციკლიც 12-ობრივი ფრაქტალში შეიძლება მოიაზრო. ეს წრე-ბრუნვა თავის მხრივ თვითონაც ტრიალებს საკუთარი ცენტრის გარშემო, უფრო დიდი ფრაქტალური 12-ობრივი ციკლის მიხედვით და ასე შემდეგ… როგორც თქვენი მზის გარშემო პლანეტის შემობრუნებისას, ადამიანმა უნდა მოასწროს დათესოს, მოიყვანოს, აიღოს და გამოიყენოს მოსავალი (12-ში მყოფი 4-ობრივი ფრაქტალი), ასევე თქვენი მზის სისტემის ცენტრალური მზის გარშემო სრული შემობრუნებისას კაცობრიობამ უნდა მოასწროს „დათესოს“, „მოიყვანოს“, „აიღოს“ და „გამოიყენოს“… მაგრამ რა? ეს არ არის ფიზიკური საზრდო! ეს სულიერი საზრდოა – ცნობიერების დონე!
დიდი, ცენტრალური მზის ციკლის დასრულებისას კაცობრიობის ცნობიერება შემდეგ საფეხურზე უნდა გადავიდეს, ცნობიერების შკალის 7-ობრივი ფრაქტალის მიხედვით მე-4 განზომილებიდან (დონიდან) მე-5-ზე! როგორც ფიზიკური საზრდოს მომწიფება/განვითარებას განაგებს მზის სხივები, ასევე ცნობიერების „აწევას“ განაგებს ცენტრალური მზის გამოსხივება. მაღალი სიხშირის დასხივებისას ადამიანი ან რეზონანსში მოვა ამ სიხშირესთან ან ამოვარდება. სწორედ ეს არის „Великая жатва“, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი… Великая жатва душ! როგორც მზის გარშემო დედამიწის ბრუნვისას მზესთან დაახლოების დროს ზაფხული დგება, რომელსაც თავისი ფუნქცია აქვს ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ციკლებში, ხოლო მზესთან დაშორებას, ანუ ზამთარს თავისი, ასევე ცენტრალურ მზესთან დაახლოება მისი სხივების ინტენსივობის ზეგავლენით კაცობრიობის ცნობიერების აწევას იწვევს, ხოლო მისგან დაშორება ცნობიერების დაწევას. მზის გარშემო პლანეტის ბრუნვებში, პლანეტა გადის თავისი „ბავშვობის“, „ყმაწვილობის“, „ზრდასრულობისა“ და „მოხუცებულობის“ ციკლს ანუ იგივე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარის დროებს (4-ობრივი ფრაქტალი, რომელიც თავისმხრივ ასევე 12-ობრივად შეიძლება დიფერენცირდეს)! ამ დროს მოდის და მიდის მოსავალი, რომელიც ადამიანს კვებავს… გადის წლები და ადამიანი იზრდება. ის გადის ბავშვობა, ყმაწვილობა, ზრდასრულობა, მოხუცებულობის 4-ობრივ ციკლს და ასრულებს ერთ სიცოცხლეს. შემდეგ ხელახლა იბადება. პლანეტის მზის გარშემო შემობრუნებისას მისი სიცოცხლის ერთი წელი გადის, ხოლო თავისი სასიცოცხლო ციკლის შემობრუნებისას ერთი ცხოვრება. მზის სისტემის ცენტრალური მზის გარშემო შემობრუნებისას კაცობრიობა მთლიანად, როგორც ერთიანი ორგანიზმი (რადგან აქ უკვე უფრო დიდი „მაკროკოსმულ“ ფრაქტალთან გვაქვს საქმე) თავისი „ბავშვობის“, „ყმაწვილობის“, „ზრდასრულობისა“ და „მოხუცებულობის“ (იგივე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი!) ციკლს გადის, რომლის შემდეგ „კვდება“ და ხელახლა „იბადება“ განახლებული, უფრო ამაღლებული და მეტი და ახალი პოტენციალებითა და შესაძლებლობით! ეს არის სწორედ ის „აღდგომა“ ბოლო ჟამის მერე, რომელსაც ქრისტიანულ ტრადიციაში ელოდებიან! ეხლა სწორედ ეს გარდამტეხი მომენტია, თუმცა ეს მომენტი წლების განმავლობაში გაიწელება, მაგრამ ახლაა მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი სული მოხდეს ცენტრალურ მზესთან რეზონანსში.

