დიდი ცვლილება
წინასწარმეტყველთა და სამყაროს მკვიდრი მოსახლეების უმრავლესობა ,,დიდ ცვლილებას“ ხედავს, რომელიც დედამიწასა და კაცობრიობას უახლოვდება. ამ ცვლილებას, საბოლოო ჯამში, კონკრეტულად განვიცდით: აღვიქვამთ მას, როგორც პლანეტარულ განზომილებრივ ცვლილებას ყოფიერების ახალი ეტაპისკენ, რომელიც ქრისტეს ცნობიერების ან ერთიანი ცნობიერების ცვლილებასთან არის ასოცირებული. ამ სტატიაში განზომილებრივი ცვლილების ბუნებას ავხდით ფარდას, რათა ვიპოვოთ სიბრძნე, რომლითაც აქ, დედამიწაზე ცხოვრება და ამ ცვლილებათა დაბალანსებაა შესაძლებელი. განზომილებრივი ცვლილების ბუნების წვდომა არის გზა, დავაჩქაროთ ჩვენი სულიერი ზრდის პროცესი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ამ ლამაზ პლანეტაზე დაგვრჩენია.
განზომილებრივ ცვლილებას მაშინ აქვს ადგილი, როცა პლანეტა ან ნებისმიერი ციური სხეული ერთი განზომილებიდან მეორეში ინაცვლებს. ჩვენს შემთხვევაში, ეს მესამედან მეოთხე განზომილებაში გადასვლა იქნება. მთელი პლანეტა და ყველა, ვინც კი მასზე ცხოვრობს, პირადად გახდება ერთიდან მეორე განზომილებაში გარდაქმნის მოწმე. მკვიდრი ამერიკელები თვლიან, რომ ჩვენ სულ მალე მეოთხე სამყაროდან მეხუთეში გადავინაცვლებთ, ამ ცვლილებს კი წინ გაუძღვება დღე, რომელსაც ისინი განწმენდის დღეს უწოდებენ. სხვაობა ციფრებში იმიტომაა, რომ ეს ხალხი ე.წ. სიცარიელეს (ვოიდს) სამყაროდ მიიჩნევს და მისგან იწყებს ათვლას. ამდენად, მელქისდეკის მესამე განზომილება და მკვიდრი ამერიკელების მეოთხე სამყარო ერთი და იგივეა. სურვილის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ, გაიგოთ, როგორ ხდება ეს ტრანსფორმაცია მომდევნო განზომილებრივი დონის ან მომდევნო სამყაროს მიმართულებით. მართალია, ეს სავარაუდოდ, ძალიან სწრაფი ტრანსფორმაცია იქნება, ჩვენ შეგვიძლია მისი ბუნების აღქმა და იმის გაგება, თუ რა არის ის ცვლილებები, რაც უნდა განვახორციელოთ. ეს ტრანსფორმაცია, ასევე, ფარდას ხდის ამ სამყაროს მოვლენებს და ხსნის, თუ რატომ აქვს ამ მოვლენებს ადგილი, ეს კი გონებასა და გულს სიცხადეს სძენს ამ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით მისი გავლის პროცესში.
განზომილებრივი ცვლილების მიმოხილვა
ჩვენი გალაქტიკის პლანეტებზე არსებული გეომაგნიტური ველები, როგორც წესი, ჯერ შესუსტებას იწყებს, მერე კი არაპგნოზირებადი ხდება. ცივილიზაცია პლანეტაზე ჯერ დაშლას იწყებს და მერე, რაღაც მომენტში, ბოლო ფაზა დგება. ეს ბოლო ფაზა, ჩვეულებრივ, ორ წელზე მეტ ხანს არ გრძელდება, მაგრამ თითქმის ყოველთვის, სულ ცოტა, სამ თვეს მაინც გასტანს. ამ ფაზაში, ცივილიზაცია ირღვევა და ცოცხლად ყოფნაც კი უკიდურესად სახიფათო ხდება. ყველა სისტემა, რაც ცივილიზაციის წესრიგს განაპირობებს, დეზინტეგრირდება და ქაოსი ისადგურებს. ეს ის პერიოდია, რომლისთვისაც უმეტესი რელიგიები, მაგალითად, მორმონების რელიგია, ემზადებიან. ეს არის პერიოდი, როცა დედამიწაზე ჯერ კიდევ მესამე განზომილებაში ვართ, ვიდრე მეოთხე განზომილებაში მოვახდენდეთ ტრანზიციას. მერე კი, განზომილებრივი ცვლილების დადგომამდე, ხუთ– ან ექვს–საათიანი პერიოდი დგება. ეს ძალიან უცნაურია დროა – დრო, როცა მეოთხე განზომილება მესამეში იწყებს გაჟონვას. ამდენად, ძალიან სასარგებლოა იმის ცოდნა, როდის დგება ეს დრო. და როცა ცვლილება რეალურად დადგება, ამის მიხვედრა იოლი იქნება.ამ პერიოდში ფერისა და ფორმის კონკრეტულ ცვლილებებს აქვს ადგილი, რაც ადამიანთა უმეტესობის ცნობიერების მიღმაა. ამ მომენტიდან, ჩვენ უკვე დატოვებული გვაქვს დედამიწის მესამე განზომილება. ჩვეულებრივ, პლანეტის ღერძი, ამ დროს, ტრანზიციას განიცდის, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავიგებთ, რადგან ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, დრო–სივრცის ახალ განზომილებაში ვიქნებით. ყოველთვის არსებობს სხვა შესაძლებლობები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, ეს მოხდეს, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ეს ნორმალური კურსია. ე.წ. სიცარიელის გავლით, ჩვენ დედამიწის მეოთხე განზომილებაში შევადგამთ ფეხს. ცხოვრება დრამატულად შეიცვლება. აღზევებას, აღდგომასა და საბოლოო სიკვდილს სწორედ ამ ფაზამდე ექნება ადგილი. დაიწყება დაბადება ახალ სამყაროში.
ქვემოთ წარმოდგენილი სცენარი დეტალურად აღწერს, თუ როგორ ხდება, ზოგადად, სამყაროში განზომილებრივი ცვლილება, მაგრამ დედამიწა გამონაკლისს წარმოადგენს. პირველ რიგში, ნორმალურ ტრანზიციაზე ვილაპარაკებ, ისე თითქოს ეს ის იყოს, რაც უნდა მოხდეს, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენს ტრანზიციას შესწევს ძალა, რაღაც უფრო ანომალიური შედეგი გამოიღოის, და უდიდეს ალბათობით, ასეც იქნება. ისტორიამ, შესაძლოა, სრულიად სხვა გეზი აიღოს – განსხვავებული იმისგან, რასაც ახლა გეტყვით. ეს იმ სიყვარულზეა დამოკიდებული, რასაც ერთმანეთისადმი, როგორც პლანეტარული რასის წარმომადგენლებისადმი, ვგრძნობთ.
პირველი ნიშნები
პლანეტის განზომილებრივი ცვლილების პირველი ნიშანი გეომაგნიტური ველის მკვეთრი შესუსტებაა, რომელიც, მეცნიერთა თანახმად, დედამიწაზე ბოლო 2000 წელია კლებულობს – მას მერე, რაც იუპიტერი გამოჩნდა. უკანასკნელ 500 წელიწადში, გეომაგნიტური ველი კიდევ უფრო დრამატულად სუსტდება. ახლა, რაც უფრო ვუახლოვდებით განზომილებრივ ცვლილებას, გეომაგნიტური ველი სულ უფრო გაგიჟდება, რასაც უკვე აქვს კიდეც ადგილი. მსოფლიოს აეროპორტებს უწევთ, ხშირად აკორექტირონ ჩრდილოეთ პოლუსი საკუთარ მაგნიტურ რუკებზე, რათა ავტომატური ინსტრუმენტები გამოყენონ. ბოლო ოცდაათი წელია, მაგნიტური ველის ერთობ თავისებური ცვლილებების მოწმენი ვართ. ფრინველები ჩვეულ დანიშნულების ადგილებში აღარ მიფრინავენ. ისინი მაგნიტურ ხაზებს იყენებენ, რათა საკუთარი მიგრაციული მარშრუტების ნავიგაცია მოახდინონ, ეს ხაზები კი, თავის მხრივ, დრამატულად იცვლება. ჩემი აზრით, ესაა მიზეზი, რატომაც გამოდია ნაპირებზე ვეშაპები და დელფინები: ისინიც ამ ხაზებს იყენებენ მიგრაციისთვის. არაერთი მაგნიტური ხაზი, რომელიც მუდამ მიყვებოდა სანაპირო ზოლს, ახლა ხმელეთზეა გადანაცვლებული. როცა ვეშაპისნაირთა ოჯახის ცხოველები მას მიყვებიან, ისინი მიწაზე ხვდებიან. რაღაც მომენტში, სავარაუდოდ, გეომაგნიტური ველი კოლაფსს განიცდის და ნულზე ჩამოვა. დედამიწის ისტორიაში ეს არაერთხელ მომხდარა. თუ კვლავ მოხდება, რამდენიმე სცენარი შეიძლება განვითარდეს.
ველმა, შესაძლოა, რევერსირება მოახდინოს და პოლუსებმა ადგილები გაცვალონ. შესაძლებელია ისიც, რომ ნულის მიღწევის შემდეგ, ველი იმავე პოლარულ კონფიგურაციას დაუბრუნდეს, მაგრამ სრულიად სხვა ღერძით. მისი მოძრაობა მრავალგვარადაა შესაძლებელი, თუმცა ეს ჩვენ და ჩვენს აღზევებას, რეალურად, არ შეეხება. ჩვენ დედმაიწის განზომილების ამ დონეზე აქ არ ვიქნებით, ასე რომ, უშუალოდ ვერ შევძლებთ ამ ცვლილების განცდას. კიდევ სხვა უფრო ფაქიზი ენერგეტიკული ცვლილება არსებობს, მაგალითად, შუმანის სიხშირე (ჩვენი პლანეტის ფუნდამენტური რეზონირებადი სიხშირე), რომელიც განზომილებრივ ცვლილებამდე განიცდის ცვლილებას, მაგრამ გეომაგნიტური ცვლილება ყველაზე მასშტაბურია. აქ არ ვაპირებ შუმანის სიხშირიზე ლაპარაკს, ვინაიდან შეერთებული შტატების მთავრობა უზომოდ გაისარჯა იმის უარსაყოფად, რომ ეს ცვლილება რეალურად ხდება. თუ გსურთ სიმართლის გაგება, გერმანიასა და რუსეთს დაეკითხეთ – ორივე ქვეყანა ფლობს ამ საკითხზე ინფორმაციას, რომელიც სერიოზულ კონფლიქტში მოდის ჩვენი მთავრობის პოზიციასთან. შეგიძლიათ, გრეგ ბრეიდენის შრომებსაც გაეცნოთ. ეს შრომები გაცილებით საგანმანათლებლო და გულწრფელია.
ცვლილებამდელი ფაზა
ეს პერიოდი, როგორც წესი, სამი თვიდან ორ წლამდე გრძელდება და, მეტწილად, გამოწვეულია იმით, რომ გეომაგნეტიკა ხალხს აგიჟებს. სწორედ ეს იწვევს სოციალური სისტემების კოლაფსს მსოფლიოში. საფონდო ბირჟები კოტრდება, მთავრობები არაფუნქციური ხდება და ცხადდება სამხედრო მდგომარეობა, თუმცა ეს უკანასკნელი არ მუშაობს, რადგანაც სამხედრო სფეროც იგივე პრობლემებს განიცდის. ამას მოყვება საკვებისა და სხვა მარაგების დეფიციტი და დახმარების არარსებობა. და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ადამიანთა უმეტესობა პარანოიდულ მდგომარეობაში ვარდება და იარღისკენ გაურბის ხელი. დედამიწის არც ერთი კუთხე–კუნჭული არაა უსაფრთხო.
მიუხედავად ამისა, ჩვენი სპირიტუალური ძმების – უცხოპლანეტელების – განუზომელი დახმარებისა და ჩვენ მიერ მიღწეული დრამატული ცნობიერებრივი ცვლილებების გამო, არაჩვეულებრივი შანსი არსებობს, რომ ამ დრამატული პერიოდის გავლა არ მოგვიწიოს ან თუ მოგვიწევს, ეს ძალიან ხანმოკლე იქნება. მეტიც, არც კი გამიკვირდება, არავითარი გაფრთხილება რომ არ მივიღოთ, იმ ხუთი–ექვსი საათის გარდა, რაზეც ქვემოთ ვილაპარაკებ. თუ ამ ფაზისთვის ფიზიკურ დონეზე მოვემზადებით, საკვებს და სხვა სათადარიგო პროდუქტები მიწურში მოვათავსებთ და ამ მიწისქვეშა ციხე–სიმაგრეში ცვლილების დადგომამდე შევალთ, ვეღარ შევძლებთ გამოსვლას. რატომ? იმიტომ რომ, განზომილებრივი ცვლილება დედამიწის ცნობიერების ახალ განზომილებაში წაგვიყვანს – ადგილას, სადაც მესამე განზომილება, ჩვენი ნორმალური სამყარო, აღარ იარსებებს. როცა კი დაიწყება ცვლილება, მესამე განზომილების სამყარო დასრულდება, ამდენად, არაგონივრულია, მიწაში საკვებისა და მარაგების მოთავსება და იმის მოლოდინი, რომ ყველაფრის დამთავრების შემდეგ ჩვეულ ცვოვრებას გავაგრძელებთ. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ბოლო პერიოდში, ეს უკვე გაუკეთებია – 2000 წლის დადგომის შიშით. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ეს ვერ გადაგვარჩენს. ვერავითარი ფიზიკური მომზადება ვერ დაგვეხმარება უფრო მაღალ განზომილებრივ დონეებზე. წარმატება, ამ შემთხვევაში, ჩვენს სულიერ განვითარებასა და მეტწილად, ჩვენს ხასიათზეა დამოკიდებული. დიახ, ხასიათზე. ამას მალე აგიხსნით.
ხუთი–ექვსი საათით ადრე ცვლილებამდე
ეს პირველი ფაზა საკმაოდ უცნაურია – ადამიანური თვალსაზრისით. მკვიდრი ამერიკელები იმ ტომისა, რომელშიც პირველად დავიბადე დედამიწაზე მოვლენილი, – ტაოს პუებლო, – ამბობენ, რომ პუებლოში უნდა შევიდეთ, ფარდები ჩამოვწიოთ, გარეთ არ გავიხედოთ და ვილოცოთ. გარე სამყაროში გახედვა მხოლოდ შიშს გამოიწვევს, რაც უკანასკნელი რამაა, რაც ასეთ დროს გვჭირდება. ამ სტადიაზე ერთი უცნაური ფენომენი იწყება. ორი განზომილება ერთი მეორის გადაფარვას იწყებს. შესაძლოა, ოთახში იჯდეთ და ამ დროს, უცებ, არსაიდან გაჩნდება რაღაც ისეთი, რაც თქვენი გონებისთვის აუხსნელი იქნება.
ეს მეოთხე განზომილების ობიექტია, რომელიც რეალობის თქვენეულ გაგებას ვერ მოერგება. დაინახავთ ფერებს, რომელიც ცხოვრებაში აქამდე არასდროს გინახავთ. ეს ფერები უკიდურესად მკვეთრი იქნება და ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებს, თითქოს საკუთარი სინათლის წყარო ჰქონდესო. ფერი თითქოს უფრო გამოასხივებს, ვიდრე აირეკლავს. და ისეთი ფორმა ექნება, რომ თქვენი გონება ვერ შეძლებს ახსნას. ეს ობიექტები ყველაზე უცნაური რამეებია, რაც კი ოდესმე გინახავთ. მაგრამ ყველაფერი რიგზეა – ეს მხოლოდ ბუნებრივი ფენომენია. დაჟინებით გირჩვეთ, არ შეეხოთ არც ერთ ამ ობიექტს. თუ შეეხებით, ობიექტი უმალ გადაგიყვანთ მეოთხე განზომილებაში დაჩქარებული ტემპით. უფრო ადვილიცაა და სრულიად სასურველიც, რომ ასეთ სწრაფ გადაადგილებას მოერიდოთ. თუმცა თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ღმერთის ნებასთან გვაქვს საქმე.
სინთეტური ობიექტები და სამ–განზომილებიანი რეალობის აზროვნების ფორმები
კიდევ ერთი ფენომენი, რომელიც თითქმის ნამდვილად მოხდება, იმ რეალობის ბუნებას ბუნებას უკავშირდება, რომელიც მესამე გაზნომილებამ შექმნა და რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საწყისი რეალობა იმგვარად იქმნება, რომ ყველაფერი ყველაფერთან ღვთაებრივ წესრიგში მოდიოდეს. მაგრამ სამ–განზომილებიან რეალობაში, ტექნოლოგია სინთეტურ მასალებს ქმნის. ეს მასალები, რომელთაც ბუნებაში არ ვხვდებით, ვერ შეძლებენ მეოთხე განზომილებაში გადასვლას. ისინი იმ ელემენტებს დაუბრუნდებიან, რომლებიდანაც შეიქმნენ. სინთეტური მასალის მომდევნო განზომილებაში გაგზავნა შესაძლებელია, მაგრამ საგანგებო ენერგოველი სჭირდება, რომ არ დაზიანდეს. ამასთან, ამ სინთეტურ მასალებს სტაბილურობის სპექტრი აქვთ. ზოგი მათგანი, მაგალითად, მინა, ბუნებას ძალიან მოწყვეტილი არ არის. მინა უბრალოდ გამდნარი ქვიშაა. მაგრამ სხვა მასალები ძალიან არიან მოწყვეტილები და, შესაბამისად, გაცილებით არასტაბილურები არიან, მაგალითად, თანამედროვე პლასტიკატის საგნები. ეს ნიშნავს, რომ ზოგი სინთეტური ობიექტი, იმისდა მიხედვით, თუ როგორი სტაბილურობა აქვს, უფრო სწრაფად დადნება ან დაიშლება ამ ხუთ–ექვს საათიან პერიოდში. ჩვენი მანქანები პლასტიკატისა და სხვა უაღრესად არასტაბილური მასალებისგანაა დამზადებული, ამდენად, ის ცალსახად აღარ გამოგვადგება. სავარაუდოდ, თქვენი სახლიც ბევრი არასტაბილური მასალისგანაა შექმნილი, რაც ნიშნავს, რომ, დიდწილად, დაიშლება და, ნაწილობრივ, დეზინტეგრირდება. თანამედროვე სახლების უმეტესობა ამ ფაზაში არ იქნება უსაფრთხო.
რადგან ტაოს პუებლომ იცოდა, რომ ეს დრო დადგებოდა და ისიც იცოდა, რა მოხდებოდა მისი დადგომისას, მან დიდი ხანია, უკანონოდ აქცია თანამედროვე შენობების აშენება პუებლოში. ტაოსის ხალხი საზაფხულო სახლებს სინთეტური მასალებისგან აშენებს, მაგრამ პუბლოსგან მოშორებით, და იციან, რომ როცა განწმენდის დღე მოვა, პუებლოში უნდა დაბრუნდნენ, თავიანთ ძველ სახლებში. ხანდახან, პუებლოს ნაგებობზე ფანჯრებსაც აკეთებენ, მაგრამ რადგან მინას არ იყენებენ, ფანჯრის დაზიანება დიდი დანაკარგი არ იქნება. მეტიც, მათი ძველი სახლები მხოლოდ ტალახისგან, თივისგან, ქვიშისგან, ქვებისა და ხეებისგან შენდება. ასე რომ, აღნიშნული პრობლემა არ შეაწუხებთ. აქედან გამომდინარე, საუკეთესო ადგილი, სადაც ამ დროს შეგვიძლია, ვიყოთ, ბუნებაა, თუმცა თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ღმერთის ნებაა. მე ამაზე არ ვინერვიულებდი. მე მხოლოდ ინფორმაციას გაწვდით, რათა გააცნობიეროთ ცვლილების დადგომა. ამას ცოტა უკეთ ავხსნი. სინთეტური ობიექტები, რეალურად, მხოლოდ აზრებია შექმნილი სამ–განზომილებიანი ექსპერიმენტის მიერ და მისი მეშვეობით. ისინი საწყის რეალობაში არ არსებობენ. შესაძლოა, რთული იყოს იმის გაგება, რომ ისინი მხოლოდ აზრებს წარმოადგენენ. ,,აზროვნების ფორმები” ალბათ უკეთესი ტერმინია. მათი წარმოშობის ადგილი მენტალური რეგიონია, როგორც ამას ინდუისტები უწოდებენ: ეს ობიექტები უფრო მაღალი დონის განზომილებიდან მოდიან, ნელ–ნელა იფილტრებიან სხვადასხვა განზომილებაში და ბოლოს მესამე განზომილებამდე ჩამოაღწევენ.
ადამიანურ ტერმინებში რომ ავხსნათ, ინდივიდი რაღაცაზე ფიქრობს, მას წარმოისახავს და მერე მის გასაკეთებელ გზებს ეძებს. ადამიანები მას ამა თუ იმ გზით ქმნიან და შესაძლებელს ხდიან, ობიექტი დედამიწაზე იქნას გამოხატული. შესაძლოა, ეს ერთი ინდივიდი იყოს, შესაძლოა – ადამიანთა ჯგუფი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი (ან ადამიანები), ვინც ამ ობიექტს ქმნის, მას არ ფლობს დედამიწაზე, თუნდაც რომ მისი შექმნილი იყოს. ის ჩვენს მესამე განზომილებრივ ადამიანურ ქსელში ინახება პლანეტის მასშტაბით. ეს ამ დონეზე მყოფი ყველა ადამიანის ცნობიერების ქსელია. ეს შეთანხმებული რეალობაა, ქსელში შენახული ისე, რომ თუ ის, ვინც ობიექტი შექმნა, გარდაიცვლება, ობიექტი მაინც აგრძელებს არსებობს. მაგრამ თუ ეს ქსელი დაიშალა, ობიექტი იმ მასალებს დაუბრუნდება, რომლიდანაც წარმოიშვა, და უკვალოდ გაქრება. ეს ქსელი კი განზომილებრივ ცვლილებამდე ან მის დროს დაიშლება. ბუნებრივია, ის ხალხი, ვინც უკვე გაგიჟებულია გეომაგნიტური ველის კოლაფსის გამო, გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როცა კი სამ–განზომილებიანი რეალობის კოლაფსს ნახავს – ნახავს, როგორ იწყებენ ობიექტები რღვევას ან დეზინტეგრაციას. კარგი მხარე ისაა, რომ ეს ექვს საათზე ნაკლები დროით გრძელდება. ედგარ ქეისისა და სხვა ნათელმხილველების თანახმად, დედამიწაზე უწინ არაერთ უკიდურესად წინწასულ ცივილიზაციას უცხოვრია, თუმცა მათი კვალი, ფაქტობრივად, გამქრალია. ამის მიზეზი კი ისაა, რაც ახლა აღვწერეთ. ამ ცივილიზაციათა სინთეტური მასალები ვერ გადაურჩნენ ძველ განზომილებრივ ცვლილებებს ან კი უკანასკნელს, რომელიც 13,000 წლის წინ მოხდა. ღმერთი საწყის რეალობას აღგვის ყოველ ჯერზე, როცა განზომილებრივ ცვლილებას აქვს ადგილი.
თუ აქ უცხოპლანეტელების წინწასული კულტურა გადაწყვეტს დასახლებს და ისეთი ნაგებობის (მაგალითად, პირამიდის მსგავსის) შექმნას მოისურვებს, რომელიც ათობით ათასი წელი გაძლებს, ისინი მას კომპლექსური მასალისგან, მაგალითად, უჟანგავი ფოლადისგან, არ ააშენებენ. ისინი პლანეტის ბუნებრივ მასალებს იყენებენ, რომლებიც ძალიან მყარი და გამძლეა. შესაბამისად, მათ ეცოდინებათ, რომ მათი პირამიდა ყველა იმ ბუნებრივ განზომილებრივ ცვლილებას გაუძლებს, რომელსაც ყოველი პლანეტა განიცდის. ეს ქვის ხანის შეზღუდვა როდია. ეს უბრალოდ ჭკვიანური ნაბიჯია და სხვა არაფერი. ამასთან, უცხოპლანეტელთა ეს წინწასული კულტურები ძალიან ფრთხილობენ, საკუთარი კვალი რომ არ დატოვონ სადმე. მათ საკუთარი სხეულები ან თან მიაქვთ, ან აორთქლებენ მათ, რომ არ დაარღვიონ გალაქტიკის კანონი ჩაურევლობის შესახებ.
პლანეტარული ცვლილებები
ყველა ადამიანს, ვისაც კი დედამიწაზე ოდესმე უცხოვრია, ეს ცვლილება უკვე განუცდია. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რათა აქ, დედამიწაზე მოხვედრილიყვნენ. ეს უბრალოდ კოსმიური ფაქტია. ახლოდან თუ არ მოვდივართ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით დედამიწაზე მოხვედრამდე, ჩვენ აქ მოსახვედრად ე.წ. სიცარიელის გამოვლა მოგვიხდა და, შესაბამისად, განზომილებათა ცვლაც უნდა გამოგვევლო. იმ დღეს, როცა თქვენ დედამიწაზე გაჩნდით, როგორც ჩვილი ბავშვი, თქვენ განზომილებრივი ცვლილება განიცადეთ. თქვენ ერთი სამყაროდან მეორეში გადახვედით. უბრალოდ ეს ჩვენი – ადამიანების – მწირი მეხსიერების გამოა, რომ არ გვახსოვს. ჰოდა, რადგანაც არ გვახსოვს ამქვეყნად მოვლენის (დაბადების) ან სხვა განზომილებებში ყოფნის გამოცდილება, საკუთარ თავებს უამრავ შეზღუდვას ვუწესებთ. სხვა თუ არაფერი, ჩვენ არ შეგვიძლია დიდი მანძილის რეალობის დაძლევა. მანძილები ჩვენს რეალობაში იმხელაა, რომ არ შეგვწევს მათი დაუფლების უნარი. ჩვენ მზის სისტემის დატოვებაც კი არ შეგვიძლია, რადგანაც ცნობიერების ამჟამინდელ მდგომარეობაში, ჩვენ საკუთარი სახლის ტყვეებს წარმოვადგენთ.
ასე არ არის? დიდ მანძილებზე მოგზაურობა კოსმოსური ხომალდით ისე, რომ კონვენციურად აღვიქვათ დრო და მანძილი, შეუძლებელია. მეცნიერები უკვე მივიდნენ ამ დასკვნამდე. მაგრამ, რა თქმა უნდა, პესიმისტურად ჟღერს იდეა, რომ ვერასდროს შევძლებთ ჩვენი მზის სისტემის დატოვებას. უახლოეს ვარსკვლავამდე (ალფა კენტავრამდე, რომელიც დაახლოებით ოთხი სინათლის წლით არის ჩვენგან დაშორებული) მიღწევას სადღაც 115 მილიონი წელი დასჭირდება ჩვენი ამჟამინდელი კოსმოსური ტექნოლოგიის გამოყენებით. ადამიანები ამდენ ხანს არ ცოცხლობენ და, გარდა ამისა, ეს მხოლოდ ყველაზე ახლო ვარსკვლავია. ღრმა კოსმოსში შეღწევა უბრალოდ შეუძლებელია. ეს რომ შესაძლებელი გახდეს, დროისა და სივრცის ჩვენეული გაგება უნდა შევიცვალოთ. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ დროისა და სივრცის შესახებ ვიცით; განზომილების რეალობა, მეტწილად, დაკარგულია. იმის გამო, რომ ყველაფერი სრულყოფილია, ჩვენ ახლა ვიხსენებთ – ზუსტად იმ დროს, როცა გვჭირდება. ჯერ სიზმრებში ვიხსენებთ, შემდეგ – ფილმებში. ფილმები, როგორიცაა ,,ვარსკვლავური გზა,” ,,კონტაქტი,” ,,სფერო” და კიდევ სხვა მრავალი, სწორედ განზომილებასთან დაკავშირებულ იდეებს იკვლევენ. ჰოდა, ჩვენც შევძლებთ გახსენებას, რადგან ღმერთი ჩვენთანაა. ასე რომ, გავაკეთოთ ეს. მე გეტყვით, ჩვეულებრივ, რა ხდება განზომილებრივი ცვლილების დროს. აღგიწერთ ამას ჩემი უშუალო გამოცდილებიდან, თუმცა, ის, რაც მოხდება, შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული იყოს, ვინაიდან სამყარო მუდამ ექსპერიმენტებს ატარებს. ზოგს ალბათ ურჩევნია, ეს მოთხრობის სახით მოვყვე, თუმცა, ვფიქრობ, პირდაპირი პოზიცია აჯობებს.
რეალურად მომხდარი პლანეტარული ცვლილების გამოცდილება
გახსოვდეთ, რომ რის თქმასაც ახლა ვაპირებ, ის არის, რასაც გალაქტიკის სახელმძღვანელო იტყოდა. ეს ტიპური სცენარია. შესაძლოა, ბევრ განსხვავებულ დეტალსაც ჰქონდეს ადგილი, იმიტომ რომ, ცხოვრება მოქნილია, მაგრამ ნორმის ცოდნით, თქვენ განსხვავების წარმოდგენას შეძლებთ. ამ ახალ ათასწლეულში ფეხის შედგმის კვალდაკვალ, აღზევებული მენტორების აზრით, ეს ცვლილება ძალიან ცოტა ძალადობით დახასიათდება, რადგანაც უკვე ბევრი გზა გავიარეთ. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ადამიანის ახალი ცნობიერების დაბადებას დავხმარებოდით! ამდენად, გეტყვით, რომ მოეშვით – არ ინერვიულოთ. ისიამოვნეთ ამ ტრანზიციით. როცა ცხოვრების სრულყოფილების მოწმე გახდებით, შეძლებთ იმ პატარა ბავშვად იქცეთ, რომელთან მიბრუნებაც, შესაძლოა, გინდოდათ კიდეც. იცოდეთ, რომ თქვენზე იზრუნებენ და რომ მოვლენებს წმინდა სიყვარული მართავს. ეს ენერგიის ტალღა თქვენზე იმდენად დიდია, რომ თქვენც ალბათ დანებდებით ცხოვრებას და უბრალოდ იქნებით, როგორც ხართ. ჩვენ, შესაძლოა, ორ–წლიანი ქაოსის შესაძლებლობა სამ–თვიანზე დავიყვანეთ. დღეს, მიიჩნევა, რომ ცვლილებამდელი პერიოდი უაღრესად ხანმოკლე იქნება და, ფაქტობრივად, ყოველგვარ ძირგამომთხრელ პროცესებს მოკლებული. ვარაუდობენ, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები, პრაქტიკულად, არ იქნება, თუ არ ჩავთვლით ხუთ–ექვს საათიან ძვრებს. დიდი ალბათობით, თქვენ ერთ დილასაც გაიღვიძებთ და მზის ჩასვლამდე აღმოაჩენთ, რომ პატარა ბავშვი ხართ სრულიად ახლებურ სამყაროში.
ექვსი საათით ადრე ცვლილებამდე
მოდით, შევხედოთ ცვლილებამდე ექვსი საათით ადრე პერიოდს. თქვენ ნათელ, გრილ დილას იღვიძებთ და შესანიშნავად გრძნობთ თავს. ფეხზე წამომდგარი, აცნობიერებთ, რომ თავს ძალიან მსუბუქად და ოდნავ უცნაურად გრძნობთ. აბაზანის მიღებას გადაწყვეტთ. წყლის შემყურე, თქვენ უკან რაღაცას გრძნობთ. ტრიალდებით და დიდ, მკაფიოდ განათებულ, უცნაური ფერების ობიექტს ხედავთ, რომელიც სადღაც სამი ფუტის მოშორებით დაფარფატებს იატაკზე, კედელთან ახლოს. ცდილობთ, გაარვკიოთ, რა არის ეს, და, ამ დროს, რამდენიმე ფუტის იქით, უფრო პატარა ზომის ობიექტი ჩნდება არსაიდან. ისინი მთელ ოთახში ფარფატს იწყებენ. წამოხტებით და საძინებელში გარბიხართ და იქაურობაც სავსეა ამ უცნაური, წარმოუდგენელი რაღაცებით. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ნერვული კრიზისი გაქვთ ან რომ ტვინის კიბო გიმახინჯებთ აღქმას, მაგრამ არც ერთი შეესაბამება სიმართლეს და არც მეორე. უეცრად იატაკი რღვევას იწყებს და მთელი სახლი სახეს იცვლის. გარეთ, ბუნებაში გარბიხართ, სადაც ყველაფერი თითქოს ნორმაშია, გარდა იმისა, რომ იქაც ბევრ ასეთ უცნაურ რამეს ხედავთ. გადაწყვეტთ, დაჯდეთ გაუნძრევლად. გახსენდებათ მერ–კა–ბა და გაცნობიერებულად იწყებთ სუნთქვას. დუნდებით პრანა–ნაკადში, თქვენს სხეულში რომ მოედინება. დიდმა მბრუნავმა მერ–კა–ბამ თავის სითბოსა და უსაფრთხოებაში მოგიქციათ. თქვენ ცენტრს პოულობთ და იცდით, რადგანაც ის, რაც ის–ისაა, უნდა მოხდეს, ღმერთის მადლია. რეალურად, არსადაა წასასვლელი.
ეს ყველაზე მაგარი მოგზაურობაა, რაც კი რამ შეიძლება, წარმოიდგინოთ. თან ანტიკურია, თან – სრულიად ახალი. ლამაზია და თქვენ ფანტასტიკურად გრძნობთ თავს. გაცილებით ცოცხალი ხართ, ვიდრე ოდესმე ყოფილხართ დედამიწის ნორმალურ რეალობაში. ყოველი სუნთქვა სასიამოვნო მღელვარებას იწვევს. მწვანე მდელოს უყურებთ, სადაც წითელი, აკიაფებული ნისლი თქვენ გარშემო არსებულ სივრცეს ნელ–ნელა მთლიანად ედება. მალე თქვენ ამ წითელი ნისლით ხართ გარშემორტყმული, რომელსაც თითქოს საკუთარი სინათლის წყარო აქვს. ეს ნისლია, თუმცა არც ერთ იმ ნისლს არ ჰგავს, რაც აქამდე გინახავთ. ის თითქოს ახლა ყველგანაა. თქვენ მას სუნთქავთ კიდეც. თქვენს სხეულს უცნაური შეგრძება ეპატრონება. ეს არაა ცუდი, უბრალოდ უცნაურია. ამჩნევთ, რომ წითელი ნისლი თანდათან ფორთოხლისფერი ხდება. ვერც კი ასწრებთ მის ფორთოხლისფრად აღქმას, რომ ყვითლად გარდაიქმნება. ყვითელი მალევე მწვანედ იქცევა, შემდეგ – ცისფრად, ალისფრად, იასამნისფრად და ულტრაიასამნისფრად. მერე სუფთა თეთრის მძლავრი ნათება იჭრება თქვენს ცნობიერებაში. თქვენ არა მხოლოდ ამ განათებით ხართ გარშემორტყმული, არამედ თითქოს თავად ხართ ეს განათება. თქვენთვის ყოფიერებაში სხვა აღარაფერი არსებობს.
ეს ბოლო შეგრძნება თითქოს დიდ ხანს გასტანს. ნელა, ძალიან ნელა, თეთრი განათება მკაფიო განათებად გარდაიქმნება და ადგილი, სადაც ზიხართ, კვლავ ხილული ხდება. ოღონდ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ყველაფერი მეტალისაა და წმინდა ოქროსგან დამზადებული – ხეები, ღრუბლები, ცხოველები, სახლები, სხვა ადამიანები… თქვენი სხეულის გარდა, რომელიც შესაძლოა, არ გამოიყურებოდეს (ან გამოიყურებოდეს) ოქროსავით. თითქმის შეუმჩნევლად, ოქროს, მეტალის რეალობა გამჭვირვალე ხდება. ნელ–ნელა ყველაფერი ოქროს შუშას ემსგავსება. თქვენ შეძლებთ პირდაპირ კედლებს მიღმა ხედვას. იმასაც კი დაინახავთ, როგორ დადის ხალხი კედლების უკან.
სიცარიელე – სამი შავი დღე
საბოლოოდ, ოქროს, მეტალის რეალობა გაფერმკრთალებასა და გაუჩინარებას იწყებს. კაშკაშა ოქრო უფერულდება და განაგრძობს სინათლისგან დაცლას – იქამდე, ვიდრე მთელი თქვენი სამყარო ბნელი და შავი არ ხდება. თქვენ სიშავე მოგიცავთ და თქვენი ძველი სამყარო სამუდამოდ იკარგება. თქვენ ახლა ვერაფერს ხედავთ, ვერც საკუთარ სხეულს. აცნობიერებთ საკუთარ სტაბილურობას, მაგრამ, ამავე დროს, თითქოს ტივტივებთ. თქვენთვის ნაცნობი სამყარო აღარაა. ნუ შეგეშიდებათ. არაფერია საშიში. ეს ყოვლად ბუნებრივი პროცესია. თქვენ სიცარიელეში შეხვედით მესამე და მეოთხე განზომილებებს შორის – სიცარიელეში, რომლიდანაც ყოველივე იღებს სათავეს და რომელიც ყველამ უნდა გაიაროს კვლავ. თქვენ კორიდორში ხართ სამყაროებს შორის. არც ხმაა და არც სინათლე. სენოსრულ განცდებს აბსოლუტურად მოკლებული ხართ. აქ არაფერია გასაკეთებელი, მხოლოდ უნდა დაიცადოთ და იგრძნოთ მადლიერება ღმერთთან კავშირის გამო. თქვენ ალბათ ამ მომენტში სიზმარს ხედავთ. ეს ნორმალურია. თუ არ ხედავთ სიზმარს, მოგეჩვენებათ, რომ ძალიან, ძალიან ბევრი დრო გადის. სინამდვილეში, მხოლოდ სამ დღეზეა ლაპარაკი. რომ დავაზუსტოთ, ამ პერიოდმა შეიძლება ორი და მეოთხედი დღიდან (ყველაზე ხანომოკლე დრო, რაც კი ცნობილია) სადღაც ოთხ დღემდე (ყველაზე ხანგრძლივად განცდილი დრო) გასტანოს. ტიპურად, სამიდან სამ–ნახევარ დღემდე მერყეობს. ეს, რა თქმა უნდა, დედამიწის დღეებია და ეს დრო განცდისეულია და არა რეალური, რადგან დრო, როგორადაც მას ჩვენ ვიცნობთ, აქ არ არსებობს. თქვენ ახლა ,,დროის დასასრულს” მიაღწიეთ, რომელზეც მაიას და სხვა რელიგიები თუ სპირიტუალური ადამიანები ლაპარაკობენ.
ახალი დაბადება
მომდევნო გამოცდილება საკმაოდ შოკისმომგვარელია. სიცარიელესა და წყვდიადში სადღაც სამ–დღიანი ტივტივის შემდეგ, თქვენი ყოფიერების ერთ დონეზე, შესაძლოა, ისე ჩანდეს, თითქოს ათასი წელი გავიდა. მერე კი, სრუილიად მოულოდნელად და წამიერად, თქვენი მთელი სამყარო ბრწყინვალე თეთრი სინათლით აფეთქდება. ეს თვალებს დაგიბრმავებთ. ეს ყველაზე კაშკაშა სინათლე იქნება, რაც კი ოდესმე გინახავთ, და დიდი დრო დაგჭირდებათ, სანამ ამ ახალი სინათლის ინტენსიურობას მოურგებთ თვალებს და შეძლებთ მასთან გამკლავებას. დიდი ალბათობით, ეს გამოცდილება ყოვლად ახლებური იქნება თქვენთვის, ვინაიდან თქვენ, ის–ისაა, პატარა ბავშვად მოევლინეთ ახალ რეალობას. თქვენ პატარა ბავშვი ხართ. ზუსტად ისევე, როგორც დედამიწაზე დაბადებისას ძალიან ბნელი ადგილიდან უცებ ძალიან ნათელ ადგილას გაჩნდით, ასეა ახლაც; მაშინაც ერთგვარად დაბრმავებული იყავით და არ იცოდით რა ჯანდაბა ხდებოდა ირგვლივ. ეს ორი გამოცდილება მართლაც გავს ერთმანეთს მრავალნაირად. გილოცავთ! თქვენ, ის–ისაა, ბრწყინვალე ახალ სამყაროში დაიბადეთ!
როცა ამ სინათლის ინტენსივობასთან ადაპტირებას დაიწყებთ (რასაც შეიძლება, გარკვეული დრო დასჭირდეს), დაიწყებთ ისეთი ფერების დანახვასაც, არასდროს რომ არ გინახავთ და არც კი იცოდით მათი არსებობის შესახებ. ყველაფერი, მთელი ეს კონფიგურაცია, რეალობის მთელი ეს გამოცდილება, უცნაური და უცხო იქნება თქვენთვის, იმ მოკლე დროის გამოკლებით, რომელიც ზუსტად ცვლილების დადგომამდე, მოფარფატე ობიექტების ნახვით გამოცადეთ. სინამდვილეში, ეს უფრო მეორე დაბადებას შეგვიძლია, შევიდაროთ. როცა დედამიწაზე იბადებით, თავიდან პატარა ხართ ზომაში და იქამდე იზრდებით, სანამ ზრდასრულობას არ მიაღწევთ. ხშირად ადამიანის ზრდასრულ ასაკს ზრდის დასრულებად განვიხილავთ. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ (სანამ თავად არ გამოცდით), მაგრამ ზრდასრული სხეული მომდევნო სამყაროში ბავშვია. ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე, ახალ სამყაროშიც იწყებთ ზრდას და მაღლდებით იქამდე, სანამ ზრდასრულობას არ მიაღწევთ. ზრდასრულები ამ ახალ ოთხ–განზომილებიან სამყაროში გასაოცრად უფრო მაღლები არიან, ვიდრე აქ. ზრდასრული კაცი სადღაც 14-16 ფუტის სიმაღლისაა, ზრდასრული ქალი კი 10-12 ფუტისა. საკუთარი სხეულის სიმყარის განცდა გექნებათ, როგორც დედამიწაზე, მაგრამ სამ–განზომილებიან დედამიწასთან შედარებით, ეს სხვანაირია. მეტიც, დედამიწაზე რომ დაბრუნებულიყავით, ვერავინ შეძლებდა თქვენს დანახვას. კვლავაც ატომური აგებულება გაქვთ, მაგრამ ატომები, უმეტესწილად, ენერგიად გარდაიქმნებიან. თქვენ უამრავ ენერგიად და ძალიან მცირე მატერიად იქცევით. დედამიწაზე, მყარ კედელში გავლას შეძლებთ, მაგრამ აქ თქვენ მყარი ხართ. ეს ახალი დაბადება თქვენი უკნაკასკნელი სიცოცხლე იქნება სხეულში, როგორსაც მას იცნობთ. მეხუთე განზომილებაში, რომელიც მალე მოჰყვება მეოთხეს, სიცოცხლის ფორმები არ არსებობს. ეს ცნობიერების უფორმო მდგომარეობაა. თქვენ არ გექნებათ სხეული, მაგრამ ერთდროულად ყველგან შეძლებთ ყოფნას. მეოთხე განზომილებაში დროც უაღრესად განსხავებულია. რამდენიმე წუთი დედამიწაზე რამდენიმე საათს უდრის მეოთხე განზომილებაში, ასე რომ, დროში, რომელიც სადღაც ორ წლად მოგეჩვენებათ, ზრდასრულობის ასაკს მიაღწევთ. მაგრამ უბრალოდ გაზრდა არაა საკმარისი, ზუსტად ისევე, როგორც აქ, დედამიწაზე. არის ცოდნისა და არსებობის იმგვარი დონეები, რომელთა წარმოდგენა გაჭირდება იმ ადგილიდან, სადაც პირველად მოხვდებით მეოთხე განზომილებაში შესვლისას. აქაც დედამიწასთან შეგვიძლია, გავავლოთ პარალელი, სადაც პატარა ბავშვს ასტროფიზიკის გაგება არ შეუძლია.
თქვენი აზრები და გადარჩენა
მაშ, ახალ სამყაროში ხართ, პატარა ბავშვი. მიუხედავად ამისა, ამ ახალ სამყაროში უსუსური როდი ხართ. პირიქით, ძლიერ სულს წარმოადგენთ, რომელსაც თავისი აზრებით მთელი რეალობის კონტროლი შეუძლია. რასაც კი გაიფიქრებთ, ის მყისვე მოხდება! და მაინც, თავიდან ამ კავშირს ვერ აცნობიერებთ. ადამიანთა უმეტესობა ფიქრისა და ხდომილების თანადროულობას რამდენიმე დღის მანძილზე ვერ იაზრებს, ეს რამდენიმე დღე კი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ეს თუ ვერ გაიგეთ, შესაძლოა, გადარჩენაში შეგეშალოთ ხელი. მაშ, აქ ხართ, სულ რამდენიმე წუთის დაბადებული და თქვენი პირველი ცხოვრებისეული გამოცდაც იწყება. როცა მეოთხე განზომილების ფანჯარა იღება, ყველას შეუძლია მასში ფეხის გადაგმა, მაგრამ, როგორც წესი, იქ ყველა ვერ რჩება. როგორც გავარკვიეთ, ამ სტადიაზე სამი ტიპის ადამიანების გამოყოფაა შესაძლებელი. პირველი – ადამიანები, რომლებიც ახერხებენ გადასვლას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ ცხოვრებაში მოემზადდნენ ამისთვის, მოემზადნენ იმ ცხოვრების მეშვეობით, რომელიც იცხოვრეს. მეორე – მოუმზადებელი ადამიანები, რომლებიც იმდენი შიშით არიან შეპყრობილნი, რომ ვერ აძლევენ თავს უფლებას, მესამე განზომილება დატოვონ და სიცარიელეს გაცდნენ; შესაბამისად, მყისვე დედამიწას უბრუნდებიან. და ბოლოს, ადამიანთა მესამე კატეგორია გადადის მეოთხე განზომილებაში, მაგრამ არ არის მზად ამ გამოცდილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტრანიზციისთვის საკმარისად მომზადებულები იყვნენ, არ იყვნენ რეალურად იქ დასარჩენად მომზადებულები. იესო სწორედ ამ ხალხს გულისხმობდა, როცა იგავის დასასრულს თქვა, რომ ,,მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნი.” არის კიდევ ერთი იგავი ხორბალსა და ღვარძლზე: სახლის პატრონთან მონები მივლენ და აუწყებენ, რომ მის ხორბლის ყანებში ბევრი სარეველაა ამოზრდილი და ეკითხებიან, რა უნდა მოიქმედონ. სახლის პატრონი ეტყვის, დააცალეთ, ერთად იზარდოს ხორბალი და სარეველაო, და როცა მკის დრო მოვა, ,,ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთო.” ხორბლის ყანების პატრონი, ჩვეულებრივ, სარეველების თავიდან მოცილებას შეეცდებოდა, მაგრამ მონებს მან სხვაგვარად უბრძანა. რასაც იესო გულისხმობს, ორი განსხვავებული ტიპის ხალხია – ისინი, ვინც მზად არიან, და ისინი, ვინც არა.
როცა ადამიანები არ არიან საკმარისად მზად, ეს ნიშნავს, რომ მათ თან მიაქვთ ყველა თავისი შიში და სიძულვილი. როცა ამ ძალიან უცნაურ სამყაროში აღმოჩნდებიან, მათი შიშები და ბრაზი იღვიძებს. რადგან არ იციან, რომ რაზეც კი გაიფიქრებენ, ის ფორმას მიიღებს მათ ირგვლივ, ამიტომ მათი შიშები გამოვლენას იწყებს. რადგანაც არ ესმით, რა ხდება, ამიტომ, თავიდან, ადამიანთა უმეტესობა თავისი ძველი სამყაროს ნაცნობი გამოსახულებების რეპროდუცირებას დაიწყებს – ისეთი რამეების, რაც შეუძლიათ, იცნონ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ საზრისი შესძინონ იმას, რაც ამჟამად ხდება მათ თავს. ასე არა გაცნობიერებულად, არამედ გადარჩენის ინსტინქტის გამო იქცევიან. იწყებენ ძველი რეპრეზენტაციებისა და ემოციური სტრუქტურების შექმნას. მაგრამ ეს ახალი სამყარო იმდენად უცნაურია, რომ ყველა მათი შიში იღვიძებს. იტყვიან, ,,რა ჯანდაბა ხდება? ეს სიგიჟეა, სრული სიგიჟე!” ხედავენ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხნის წინ გარდაიცვალნენ. შესაძლოა, წარსულის, მათ შორის, ბავშვობის, სცენების დანახვაც კი დაიწყონ. არაფერია გასაგები. გონება რაღაც გზებს ეძებს, წესრიგი რომ შემოიტანოს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჰალუცინაცია აქვთ, ეს კი შიშს ამძაფრებს. დედამიწისთვის ჩვეული ფიქრებით აზროვნებენ და, ამიტომ, შესაძლოა, ჩათვალონ, რომ ამას მათ ვიღაც უკეთებს და, შესაბამისად, მათ თავის დაცვა სჭირდებათ. ეგოს ჰგონია, რომ იარაღი სჭირდება. აზრს თავისი გამოხატულება მოჰყვება, ასე რომ, ქვემოთ რომ იყურებიან, თოფს ხედავენ ოპტიკური სამიზნით – ზუსტად იმას, როც უნდოდათ. თოფს იღებენ და ფიქრობენ, რომ ტყვია–წამალი სჭირდებათ. მარცხნივ გაიხედავენ და ტყვია–წამლით სავსე უშველებულ ყუთებს ხედავენ. თოფს დატენიან და ,,ცუდი ბიჭების” ძებნას იწყებენ, რომლებიც, მათი აზრით, მათ მოკვლას ლამობენ. აბა, გამოიცანით, ვის დაინახავენ ახლა? ვის და საფუძვლიანად შეიარაღებულ ,,ცუდ ბიჭებს.” ახლა ყველაზე ცუდი შიშების გამოვლენა იწყება… და იწყებენ სროლას. სადაც არ უნდა გაიხედონ, სხვა ხალხი მათ მოკვლას ცდილობს. და ბოლოს, სულ ყველაზე დიდი შიში იჩენს თავს და მათ სასიკვდილოდ ესვრიან.
რაღაც ამდაგვარი სცენარი მართლაც გათამაშდება, რის გამოც ისინი ამ მაღალი დონის სამყაროდან კვლავ იმ სამყაროში დაბრუნდებიან, საიდანაც მოვიდნენ. სწორედ ამას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, ,,რადგან ყველა მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპება.” მაგრამ იესოს შემდეგი სიტყვებიც აქვს ნათქვამი: ,,ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას,” რაც ნიშნავს, რომ თუ ამ ახალ სამყაროში ფიქრობ სიყვარულზე, ჰარმონიასა და მშვიდობაზე, ენდობი ღმერთს და საკუთარ თავს, მაშინ სწორედ ეს გამოვლინდება შენს სამყაროში. შენ ჰარმონიულ, ლამაზ სამყაროს გამომხატველად იქცევი. თუ ხარ ,,თვინიერი,” საკუთარი აზრებით, გრძნობებითა და ქმედებებით, საკუთარ თავს ამ მაღალი დონის სამყაროში დარჩენის საშუალებას აძლევ. შენ გადარჩები. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასაწყისია. მაშ, დაიბადე ამ ახალ სამყაროში და გადარჩი. ამ მომენტიდან, სხვადასხვა შესაძლებლობა არსებობს. ერთი, რაც აუცილებლად მოხდება, ისაა, რომ რაღაც დროის შემდეგ, ამ რეალობის კვლევას დაიწყებ და, რაღაც მომენტში, გააცნობიერებ, რომ რაც უნდა იფიქრო, ის ხდება. ამ ეტაპზე, ადამიანები ხშირად თავის სხეულს დახედავენ და აღტაცებას გამოთქვამენ, ხოლო ამ თავისი ფიქრებით, სხეულის სრულყოფას მოახდენენ და ფიზიკურად ისეთები გახდებიან, როგორებიც სულ უნდოდათ, რომ ყოფილიყვნენ. ისინი ყველაფრის განკურნებას შეძლებენ, გამოიზრდიან კვლავ ხელებსა და ფეხებს. რატომაც არა? ეს, როგორც ბავშვისთვის სათამაშო, ისეა. რამდენადაც ეგო ამ ეტაპზე კვლავ ცოტათი მაინც ფუნქციონირებს, შესაძლოა, საკუთარი თავები გაცილებით უფრო ლამაზებად, მომხიბლავებად ან მაღლებად იქციოთ. მაგრამ სხეულის სრულქმნა მალე მოგწყინდებათ. და ახალი რეალობის დანარჩენი ასპექტების კვლევას დაიწყებთ.
ერთი რამ თითქმის უდავოდ მოხდება. თქვენ უცებ დიდ მოძრავ სინათლეებს შეამჩნევთ თქვენ გარშემო. მათ დედა და მამა ჰქვიათ. დიახ, მეოთხე განზომილებაში თქვენ მშობლები გეყოლებათ. მაგრამ ეს ბოლოჯერ ხდება, რადგან მომდევნო, კიდევ უფრო მაღალი დონის სამყაროში აღარ გეყოლებათ. მეოთხე განზომილებაში, სადაც აღმოჩნდებით, დედამიწაზე განცდილი ოჯახური პრობლემები აღარ იარსებებს. იქ, დედას და მამას ისე ეყვარებით, როგორც ალბათ ამის შესახებ დედამიწაზე მხოლოდ გიოცნებიათ. მათ ბოლომდე ეყვარებით და ბოლომდე იზრუნებენ თქვენზე. რაღაკი გადარჩით, არ დაუშვებენ, რომ რაიმე ცუდი მოგივიდეთ. თქვენ აბსოლუტურად არაფერზე გაქვთ სანერვიულო. ეს უდიდესი სიხარულის დროა. საჭიროა მხოლოდ, რომ დანებდეთ და მისცეთ ამ სიყვარულს საშუალება, გზა გაგიკვალოთ. შესაძლოა, თქვენ გააცნობიეროთ, რომ ის–ისაა, ცხოვრების დიდ თამაშში გაიარეთ. ყველა ტკივილი და ტანჯვა, რაც კი ცხოვრებაში გამოგიცდიათ, წარსულსაა ჩაბარებული და ცხოვრების ახალი, ლამაზი და წმინდა დონე იწყებს აღმოცენებას. ახლა ცხოვრების მიზანი და საზრისი კვლავ უბრუნდება ცნობიერებას. თქვენ იწყებთ ყოფიერების ანტიკური და, ამავე დროს, ახალი ფორმის განცდას, და ეს თქვენი ყოფიერებაა. ყოველთვის თქვენი იყო, მაგრამ თქვენ მასზე უარი თქვით. ასე რომ, ახლა ცნობიერების მდგომარეობას უბრუნდებით, სადაც ღმერთი ცხოვრების ყველა გამოვლინებაში ცხადადაა წარმოდგენილი. ის ცხადადაა წარმოდგენილი ყოველ სუნთქვაში, რომელიც თქვენს სინათლით სავსე, კაშკაშა სხეულში იჭრება.
როგორ მოვემზადოთ: ყოველდღიური ცხოვრების საიდუმლო
იკითხავთ, რა შეიძლება, აქ, დედამიწაზე გავაკეთოთ, რომ უფრო მაღალი დონის სამყაროთა გამოცდილებისთვის მოვემზადოთო. პასუხი საკვების მოგროვებასა და მიწურის ამოთხრაში ან რაიმე მსგავში ნამდვილად არ მდგომარეობას. არ იფიქროთ, რომ ეს ცალსახად მცდარი ქმედებაა, უბრალოდ ამგვარ ფიზიკურ მომზადებას თავისი შეზღუდვები ახლავს. ზეცაში, უფრო მაღალ სამყაროებში, თქვენ იმას წარმოადგენთ, რასაც ქმნით. მართალია, რომ ეს აქაურობაზეც ვრცელდება, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა ეს არ იცის. მეოთხე განზომილებიდან, ეს უკვე ცხადი ხდება. რადგანაც ჩვენ ის ვართ, რასაც ვქმნით, მნიშვნელოვანი და საჭირო ხდება, რომ ჩვენი ,,პროდუქცია” ჰარმონიაში მოვიდეს ყოველგვარ სიცოცხლესთან ყველგან. ჩვენ ნელ–ნელა ვიაზრებთ, რომ ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ, ქმნის იმ სამყაროს, რომელშიც ჩვენვე უნდა ვიცხოვროვოთ. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი ცხოვრება აქ, დედამიწაზე შეგვიძლია, სკოლად ჩავთვალოთ – ადგილად, სადაც ცხოვრების თითოეული წამი გაკვეთილია, რომელიც პირდაპირ შეიძლება, იქნას გადატანილი მომდევნო სამყაროში. არაა გასაკვირი, სიკვდილს ამხელა მოწიწებით რომ ეპყრობოდნენ ეგვიპტესა და უმეტეს ანტიკურ ცივილიზაციებში. სიკვდილი, რა ფორმითაც არ უნდა გვეწვიოს ის, წყვდიადის კორიდორია სიცარიელემდე, რომელსაც ცხოვრების უფრო მაღალ სამყაროთა ბრწყინვალე სინათლეში მივყავართ. თუ სწორად დავეუფლებით, ის პირდაპირ ცნობიერ კავშირამდე მიგვიყვანს ყოველგვარ სიცოცხლესთან ყველგან… მარადიულ სიცოცხლეასთან!
მაშ, რა შეგვიძლია, ვთქვათ ამ მიწიერ გაკვეთილებზე? სიმართლე ისაა, რომ უნივერსალური გონის ნაპერწკალი ყოველ ადამიანშია. ასე რომ, დედამიწაზეც, ინტელექტი, სიბრძნე და სიყვარული ყოველ წამს ყოველ ადამიანში არსებობს. როცა ერთხელ ამას გავიაზრებთ, მერე ნათელი ხდება, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა თქვენს აზრებს, გრძნობებსა და მოქმედებებს აქვს. თქვენ უკვე ზუსტად იცით, რა უნდა გააკეთოთ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი ხასიათი უნდა სრულქმნათ. თქვენი ხასიათის კაშკაშა ალმასები აღზევებისთვის აუცილებელ გადასარჩენ იარაღებად იქცევა.
ბუდა, მარიამ ღვთისმშობელი, ლაო–ძი, იესო, აბრაამი, კრიშნა, ბაბაჯი, დედა ტერეზა და სადღაც 8000 მდე სხვა დიდი ოსტატი ამ მარადიული სინათლისა თქვენი ცხოვრების მასწავლებლებად და გმირებად უნდა იქციოთ. საკუთარი მაგალითებით, ისინი გვაჩვენებენ, როგორ უნდა გავიძლიეროთ ხასიათი. ყველა მათგანმა იცის, რომ მეზობლის სიყვარული უმთავრესია. ამას თქვენ მიერ შექმნილ სამყაროში წესრიგი შემოაქვს. ეს მარადიულ სიცოცხლეს გაძლევთ. ხვდებით ახლა? მელქისედეკის ტრანზიციაში, როცა გაივლით იმას, რასაც ვარსკვლავური კარიბჭეები ეწოდება, და არსებობის ერთი სფეროდან მეორეში გახახვალთ, ერთადერთი გზა, რითაც ამას შეძლებთ, არის ძალიან კონკრეტული ემოციური და მენტალური სტრუქტურების გააზრება, შეგრძნება და ასეთად ყოფნად. ეს სტრუქტურები, როგორც წესი, ხუთ ან ექვს წყებად არსებობს. სტრუქტურა, რომელიც მე ამ განზომილებაში შესასვლელად გამოვიყენე, იყო სიყვარული, სიმართლე და სილამაზე, ნდობა, ჰარმონია და მშვიდობა. ბევრი სხვაც არსებობს. ისინი ერთგვარი კოდები ან გასაღებებია, რომლებიც მცველებს მიღმა წასვლის საშუალებას გაძლევთ. თუ მცველები იგრძნობენ, რომ თქვენ მზად ხართ მათ მიერ დაცულ სამყაროში შესასვლელად, შეგიშვებენ. თუ ეს ვერ იგრძნეს, დაგაბრუნებენ იმ სამყაროში, საიდანაც მოხვედით. ეს უბრალოდ მათი საქმეა… და თქვენზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან.
თუ შეძლებთ, უბრალოდ იჯდეთ და იღიღინოთ სიყვარულის, სიმართლისა და სილამაზის, ნდობის, ჰარმონიისა და მშვიდობის ეს მელოდიები, არ მოგიწევთ არაფერზე დარდი. ეს ფემინური სტრუქტურაა. სხვა სტრუქტურებიც არსებობს. მასკულინური სტრუქტურაც არსებობს, რომელიც თანაგრძნობას, თავმდაბლობასა და სიბრძნეს, ერთიანობას, სიყვარულსა და სიმართლეს წარმოადგენს. სიყვარული და სიმართლე ვარსკვლავური კარიბჭის ყოველ სტრუქტურას ახლავს. სადაც არსებობს თანაგრძნობა და თავმდაბლობა, იქვეა სიბრძნეც; ეს მასკულინური ასპექტია და სადაც არსებობს სიყვარული და სიმართლე, იქ ერთიანობაა; ეს ფემინური ასპექტია. ვარსკვლავური კარიბჭის პირველი სტრუქტურის შემთხვევაში, რომელიც განსხვავებულადაა აგებული, სიყვარულსა და სიმართლეს მუდამ ახლავს სილამაზე, რაც მასკულინურ კომპონენტს წარმოადგენს. და სადაცაა ნდობა და ჰარმონია, იქაა მშვიდობა – ფემინური კომპონენტი. ამდენად, ეს მენტალური/ემოციური მდგომარეობები ან კი ვარსკვლავური კარიბჭის სტრუქტურები ყველაზე მნიშვნელოვან საკუთრებად იქცევა, რაც კი რამ შეიძლება, გქონდეთ, როცა უფრო მაღალი დონის სამყაროებში გადადიხართ. ყოველ ჯერზე, როცა მომდევნო დონის სამყაროში გადახვალთ, ისინი სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. სად მივყავართ ამ პროცესს? როცა მეოთხე განზომილებას მიაღწევთ და დაინახავთ და გაიზრებთ თქვენს სიტუაციას და დაიწყებთ მოვლენათა კონტროლის თქვენეული უნარის გამოვლენას, სასაცილო რამ მოხდება. გახსოვთ ნახატი ეგვიპტურ ჭერზე, სახელად ,,კვერცხის მეტამორფოზი” – წითელ–ფორთოხლისფერი ოვალი რომ ახლავს ეგვიპტელთა თავებს, როცა ეს უკანასკნელნი 90-გრადუსიან ბრუნს აკეთებდნენ მომდევნო სამყაროში? მათ მსგავსად, თქვენც დაიწყებთ მეტამორფოზის პროცესს. თქვენი სხეული პეპელასავით დაიწყებს სწრაფ გარდაქმნას რაღაც იგივედ, მაგრამ, ამავე დროს, უნიკალურად განსხვავებულად.
,,ფარაონი” ნიშნავს ,,მას, ვინც გახდები.” პირველი მეფე, რომელსაც ფარაონის სახელი ერგო, ეხნატონი იყო თავის არაჩვეულებრივ ცოლ ნეფერტიტისთან ერთად. თუ გაინტერესებთ, რად იქცევით, ამაში ისინი დაგეხმარებიან. რასა, რომლიდანაც ისინი მოდიან – სირიელები – ჩვენი მამაა და ჩვენ მათგან გადმოცემულ გენებს ვატარებთ. სწორ მომენტში, ჩვენ მათი რასისა გავხდებით. ეს რასა მეოთხე განზომილებისთვისაა შექმნილი. როცა ეს მოხდება, საკუთარ თავს ეტყვით, რომ ,,რა თქმა უნდა, მე მახსოვს.” თქვენს სხეულში მიმდინარე პროცესები იმდენად ბუნებრივად იქნება განცდილი, რომ მათზე არც კი იფიქრებთ. თქვენი ცხოვრება მომდევნო სამყაროში ნორმალურად და ჩვეულებრივად მოგეჩვენებათ, როცა კი ზრდა დაიწყება. თქვენ მეოთხე განზომილების სამიდან ერთ–ერთ უმაღლეს ობერტონში იქნებით შესული – მეათე, მეთერთმეტე ან მეთორმეტე ობერტონში. ამ სამი სამყაროდან ერთ–ერთში (ან მეტში) თქვენ შეიძენთ ცოდნასა და სიბრძნეს საიმისოდ, რომ მეხუთე განზომილებაში გადაინაცვლოთ, რაც უკანა გზის დასაწყისია პირდაპირ ღმერთამდე – მარად ცვალებადი სიმართლის გაცხადების კვალდაკვალ. სამყაროს თვალები ჩვენზეა მომართული, სამყაროს დიდი სულები ჩვენ გვაკვირდებიან. ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, რომელიც ახალი სიცოცხლით ცხოვრების შესაძლებლობას გვთავაზობს. უღრმესად მადლიერი, მადლობას გიხდი იმისთვის, რომ ცოცხალი ვარ.
უნიკალური ტრანზიცია
ჩვენ უკვე გიამბეთ, რა ხდება ტიპურად, როცა პლანეტა მეოთხე განზომილებაში განიცდის ტრანზიციას. ახლა კი ახალ თეორიას შემოგთავაზებთ, თუ რა შეიძლება, მოხდეს აქ, 21-ე საუკუნის დასაწყისში, დედამიწაზე ყოფნის მესამე ათასწლეულში. პერიოდულად, პლანეტა, შესაძლოა, ანომალიურ ფაზაში შევიდეს, რათა ტრანიზიციის პროცესი უფრო გააიოლოს. ის მომდევნო განზომილებაში გადადის, მაგრამ ძველ განზომილებას ხელახლა ქმნის ისე, რომ ძველი კარმა სისრულეში მოიყვანოს და უფრო იოლი ტრანზიცია განახორციელოს მომდევნო სამყაროში. პლანეტარულ დონეზე, ეს იშვიათობაა, თუმცა შესაძლებელი. როგორც წესი, ამ პროცესის ინიცირებისთვის ცნობიერების მაღალი დონეა საჭირო, რაც, თითქმის ყოველთვის, მწირადაა წარმოდგენილი. საიდან შეიძლება, მოდიოდეს ცნობიერების ეს უფრო მაღალი დონე, რაც ამგვარ ცვლილებაზეა პასუხისმგებელი. შესაძლოა, დედამიწის ახალი შვილები – ცნობიერების წამყვანი ძალები – აქ უმიზეზოდ არ არიან. ჩვენი ბავშვების მზარდი ოდენობა, დღეს, უაღრეად სპირიტუალური არსებები არიან, რომლებიც დედამიწას იმისთვის მოევლინნენ, რომ ახალ სამყაროში ტრანზიცია გაგვიადვილონ.
ამ ახალ ბავშებს, ექსტრაორდინალური საშუალებებით, აქვთ უნარი, მოახდინონ ამ სამყაროს ტრანზიციის ინიცირება ახალ სამყაროში. ჩვენ, შესაძლოა, ამ სასწაულის მომსწრენი ისტორიის სწორედ ამ ეტაპზე ვიყოთ. უნივერსალური წვდომის მაღალი დონით აღჭურვილებს, მათ შეუძლიათ ეს სამყარო ახლიდან შექმნან მომდევნო სამყაროდ ისე, რომ არც ერთი სულ არ დაკარგონ პროცესში… მჯერა, რომ ეს მათი სურვილიცაა. შესაძლოა, იესოს ,,მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი – რჩეულნი”-ს შეცვლა მოგვიხდეს. დარწმუნებული ვარ, მას ეს უკიდურესად გაახარებდა. ყოველი უკანასკნელი სულის ტრანზიცია სამყაროს ოცნებაა, მაგრამ ეს ჯერ არასდროს ყოფილა შესაძლებელი.
როგორ შეუძლიათ ბავშვებს პლანეტის გადარჩენა ამ ექსტრაორდინალური გზით? ბავშვის წმინდა უმანკოება და სიყვარული უფრო მაღალ სამყაროებში საკუთრივ არის წყარო ჰარმონიული დაბადებისა. თუ ეს ბავშვები რეალურები არიან (და ასე ჩანს), მაშინ დღეს ყველაფერი შესაძლებელია.
დრუნვალო მელქისედეკი
სიცოცხლის ყვავილის უძველესი საიდუმლო, ტომი II
SHEN ©