– დეინ რედიარი
მეცნიერებამ სულ ცოტა ხნის წინ დაადასტურა ის, რაც მისტიკოსებმა საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ. კვანტურმა ფიზიკამ გვიჩვენა,რომ ჩვენ ვცხოვრობთ ენერგიის უნივერსალურ სფეროში, უწყვეტ გარემოში, რომელიც წარმოდგენილია ყველგან სივრცეში და ვლინდება ნაწილაკის ან ტალღის სახით, როგორც მატერიალური ნივთიერება ან მისი მიმდებარე ველი. მატერიის ნაწილაკები არსებობენ იქ, სადაც ხდება ადგილობრივი კონდენსაცია, ან ამ უნივერსალური ველის მკვრივი კონცენტრაცია.ჩვენ არსებითად ვართ მოცულნი ენერგიის ოკეანით, რომელიც გარს აკრავს, აკავშირებს და ქმნის ყველა მატერიას. ჩვენი სხეულები, ისევე როგორც პლანეტარული სხეულები და ყველაფერი დანარჩენი ამ ნივთიერებისგან შედგება და ჩვენი ცნობიერება მუდმივად ურთიერთქმედებს მასთან.
ენერგიის ეს უნივერსალური ველი ფიზიკურ სხეულს აკრავს ენერგიის საფარველის სახით. ამ ენერგეტიკულ საფარებს ან სხეულებს თითოეულს აქვთ სპეციფიკური ფუნქცია, რომლებიც დაკავშირებულია ყოფის სულიერ, გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ ასპექტებთან. თითოეულ თანმიმდევრულ ფენას ასევე აქვს უფრო მდიდარი, ნაკლებად მკვრივი ხასიათის და უფრო მაღალი ჰარმონიული სიხშირე და ვიბრაცია. ამ ენერგეტიკულ სხეულებს აკავშირებს ჩაკრები, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ერთმანეთს შორის გადამსვლელი არხები. ხერხემლის გასწვრივ მდებარე ეს დინამიური ცენტრები ენერგიას ავრცელებენ ჩვენს მთელ სხეულში. თუ ენერგია არის ჩვენი ეთერული საწვავი, მაშინ ჩაკრები შეიძლება ჩაითვალოს კოსმოსური ბენზინგასამართი სადგურის ერთგვარი სახეობა.
ჩაკრები კოსმიურ ენერგიას უნივერსალური ველიდან იღებენ და გარდაქმნიან, ისე რომ ფიზიკურმა სხეულმა შეძლოს მისი გამოყენება. ეს შესაძლებელია, რადგან თითოეული ჩაკრა ასოცირდება და გავლენას ახდენს ძირითად ნერვულ პლექსუსზე და ენდოკრინულ ჯირკვალზე. როდესაც პირველადი უნივერსალური ენერგია შედის თავის გვირგვინში, იგი მკვრივდება რაც უფრო ქვევით ჩადის ხერხემლის გასწვრივ მდებარე ჩაკრებში. მეორე ენერგია, სიცოცხლის მომცემი მიწიერი ნივთიერება, ადამიანის სხეულში შედის ფუძის ჩკრის მეშვეობით. ეს ენერგია იწევს მაღლა ხერხემლის გავლით, რომელსაც ხვდება ზემოდან ჩამომავალი კოსმიური ენერგია. როდესაც ეს ორი ძალა ხვდება ერთმანეთს, ისინი წარმოქმნიან მბრუნავ ცენტრებს.სწორედ აქედან გამომდინარეობს სახელი ჩაკრა და სანსკრიტიდან ითარგმნება როგორც ‘ბორბალი’. ჩაკრის აქტივობა ჩვენში ორი ძირითადი ძალის მუშაობის მიმანიშნებელია: სული, რომელიც ცდილობს გამოიხატოს, როგორც ფიზიკური მატერია და იყოს განსახიერებული და ფიზიკური მატერია, რომელიც ცდილობს სულიერთან შერწყმისკენ, მაღალ ვიბრაციაში ასვლას. ორივე ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია ჩვენს ევოლუციაში და ცნობიერების გაფართოების პროცესში.
მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ჩვენ მუდმივად ვაგზავნით და ვიღებთ ენერგიას ჩვენი ენერგეტიკული ცენტრების საშუალებით. ჰომეოსტაზის შესანარჩუნებლად, ადამიანის ენერგიის სისტემა მუდმივად რეაგირებს სხვა ენერგიის სიხშირეებზე. მაგალითად, ადამიანებზე ზემოქმედება ხდება ენერგიის სხვა სიხშირეებით, ელექტრული ველების მიერ წარმოქმნილი ენერგიებით.ნერვული სისტემის აქსონები (შეტყობინებების გადამცემი) სტიმულირდება არა მხოლოდ ნეირონის შიგნით წარმოქმნილი ელექტრული მოქმედებით, არამედ გარე სტიმულებითაც. ელექტრო წყაროებიდან მუდმივად ‘იბომბება’ ჩვენი ნერვული სისტემა და ენერგეტიკული ცენტრები. ეს ქმნის სტრესს სისტემაზე, რადგან ელექტრული წყაროების მიერ გამოსხივებული ვიბრაციული სიხშირე არ შეესაბამება ადამიანის ენერგეტიკულ ველს. ეს დისონანსი ქმნის მდგომარეობას, როდესაც ეთერული სხეული მუდმივად ხარჯავს ენერგიას, რათა შეცვალოს და წონასწორობა შეინარჩუნოს, რითაც ამცირებს ადამიანის საერთო სიცოცხლისუნარიანობას.
პლანეტურ სხეულებს ასევე აქვთ ენერგიის გამოსხივების ველები, რომლებიც ასხივებენ კოსმოსში. ეს პლანეტარული მაგნიტური ველები გავლენას ახდენენ როგორც დედამიწის მაგნიტურ ველზე, ასევე ჩვენს ენერგეტიკულ სხეულებზე.როგორც დოქტორი სეიმური, ინგლისის პლიმუთის უნივერსიტეტის ასტრონომიის მთავარი ლექტორი აღწერს, პლანეტების პოზიცია და მოძრაობა არღვევს მზის მაგნიტურ ველს. ეს პლანეტარული მაგნიტური სტრუქტურები, დედამიწაზე ტრანსმიციას ახდენენ მზის ქარის საშუალებით, რაც ქმნის რხევებს დედამიწის გეომაგნიტურ ველში. გარდა ამისა, პლანეტები თავად ქმნიან გრავიტაციულ მიმოქცევის ტალღებს, ცხელ გაზებზე დედამიწის გარემომცველ მაგნიტოსფეროში, რის შედეგადაც დედამიწის ველის ვიბრაცია რეზონირდება პლანეტარული მოძრაობებით. დოქტორ სეიმურის თქმით, დედამიწის მაგნიტური ველის რხევები ადამიანის ნერვულ სისტემას ელექტრულად ასტიმურილებს. საშვილოსნოში ნაყოფის ნერვული სისტემა მუდმივად რეზონირებს დედამიწის ცვალებადი მაგნიტური ველზე. პლანეტარული კონფიგურაციები სინქრონიზდება ნაყოფის შიდა ბიოლოგიურ საათთან, რომელიც აკონტროლებს დაბადების მომენტს. სწორედ ასე მოვდივართ ამ სამყაროში, ჩვენს ნერვულ სისტემაში უკვე დაშიფრული საკუთარი უნიკალური პლანეტარული ანაბეჭდით.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტარული ემანაციები გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში,მთავარი ანაბეჭდი წარმოიქმნება დაბადების ზუსტ დროს. ამ მომენტამდე სული გარე გავლენისგან დაცულია ეთერულ საშვილოსნოთი, რომელიც ყალიბდება ჩასახვის დროს. როდესაც სული განსხეულდება და დამცავი ეთერული საშვილოსნო გაიხსნება, არსება უკვე ხდება პლანეტარული ემანაცების და დედამიწის მაგნიტური ველის მიმღები. დაბადების მომენტში, პლანეტარული გამოსხივება ვრცელდება და ასახავს სპეციფიკურ ანაბეჭდს ნერვულ სისტემაზე და აურაზე. ეს პლანეტარული ანაბეჭდი კოდირდება სხეულის ნერვულ სისტემაში და ენერგეტიკულ ცენტრებში (ჩაკრებში).
მთლიანობაში, სული თვითონ განსაზღვრავს პირობებს, სიტუაციებსა და გამოცდილებას, რომელიც საჭიროა თითოეული ცხოვრების კონკრეტული ამოცანის შესრულებისთვის და ევოლუციური პროცესისთვის. ეს პირობები მოიცავს კონკრეტულ პლანეტურ კონფიგურაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სულის მოგზაურობას დედამიწაზე. ყოველი ადამიანის სული დაკავშირებულია გარკვეულ არქეტიპულ ნიმუშებთან. ადამიანი განსხეულებისას ცდილობს გამოხატოს წინაწარ განსაზღვრული არქეტიპული ენერგიები, რათა გააძლიეროს, დააბალანსოს ან განავითაროს კონკრეტული თვისებები, რაც ხელს შეუწყობს მის სულიერ ზრდას ყოველი ცხოვრების განმავლობაში. ამის გაშიფვრა შეგვიძლია ნატალურ რუკაში კარმული კვანძების მიხედვით (რაჰუ და კეტუ) მაგალითად, სულს თუ უნდა რომ პრაქტუკულობა და დისწიპლინა ისწავლოვს იგი ამ შემთხვევაში აირჩევს ქალწულის აქეტიპს ხოლო თუ წინა ცხოვრებაში ზედმეტად მატერიას და ფიზიკურს მიეჯაჭვა შემდეგ განსხეულებაში თევზების არქეტიპს აირჩევს, რათა უფრო სულიერებისკენ წავიდეს, თითოეული არსება განსხეულებას ირჩევს იმ დროს, როდესაც პლანეტარული დინამიკა ყველაზე მეტად ხელს უწყობს მისი სულიერი ამოცანის შესრულებას. ნატალური ცხრილი შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ჩვენი ამ სამყაროში მოგზაურობის გეგმა ან საგზაო რუკა.
ყოველი ადამიანისთვის, ციური სხეულების პოზიცია და მოძრაობა აგრძელებს ნატურალური პლანეტარული ანაბეჭდის გააქტიურებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. პლანეტარული ემანაციები რეზონირდება ჩვენი სულის მიერ არჩეული ნიმუშებით, რომლებიც გვიბიძგებენ გამოვხატოთ ჩვენი აუთენტური არსება და შევასრულოთ ჩვენი სულიერი დავალება. ეს შიდა ძვრები განსაკუთრებით აქტიურება ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებში რომლებსაც ასტროლოგები “კოსმიური გამოცდების” წლებს უწოდებენ, მაგალითდ სატურნის დაბრუნება, მთვარის კვანძების ან ქირონის დაბრუნება, “სადე სატი” და ა.შ.
ჩვენს რეალობაში თითქმის შეუძლებელია უდიდესი ძალისხმევის გარეშე საკუთრი უნიკალური ენერგიის აღმა და გამოხატვა, როდესაც ფიზიკურ ფორმაში გარდავიქმნებით და ვიწყებთ დედამიწაზე ცხოვრებას, ჩვენი სუფთა სულიერი არსება ხშირად ჩახშობილი და უარყოფილი ხდება, რადგან საზოგადოებრივი და კულტურული ქცევის ნორმები და სტერეოტიპები წინააღმდეგობაში მოდიან ადამიანის ნამდვილ ბუნებასთან, რაც ზღუდავს და აფერხებს მის სასიცოცხლო ენერგიას. სულის ‘დაფრაგმენტების’ და დაზიანებების გამო ჩნდება ენერგეტიკული ბლოკები რაც შემდგომში სერიოზული ფსიქოფიზიკური დაავადებებით შეიძლება გამოვლინდეს.ბიჭს, რომლის მამასაც სურს რომ სპორცმენი იყოს, მას კი შემოქმედებითი ვენერისეული ბუნება აქვს, იმის გამო რომ ის ვერ იგრძნობს მამისგან მხარდაჭერას, ეცდება ჩაახშოს საკუთარი სურვილები რათა მამისთვის მისაღები გახდეს. როდესაც ადამიანი უარყოფს იმ გამოცდილებას რაც მისი პიროვნების სულის ზრდის ნაწილი იყო, ეს მოვლენა ხდება სულიერი ტრამვის მიზეზი, რაც იწვევს დისბალანსს ენერგეტიკულ ცენტრებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდესაც პლანეტარული ენერგიები რეზონირებენ კონკრეტული არქეტიპული ნიმუშებით რომელიც აღბეჭდილია საკუთრ ჩაკრებზე და ნერვულ სისტემაზე, ეს ყველაფერი სტიმულს აძლევს ადამიანს გამოხატოს გარკვეული სულიერი თვისებები. თუკი, პიროვნების ენერგეტიკულ ცენტრებში დისბალანსი და ბლოკებია ეს იქნება სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორი სულის უნიკალური არსის სრულად გამოსახატად. მაგალითად, ზემოხსენებულ ბიჭს შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული დისბალანსი და დისფუნქცია ერთ ან მეტ ჩაკრაში, მამასთან ბავშვობის გამოცდილების გამო, როდესაც იგი უქმნიდა დაბრკოლებებს რაიმე სახის არტისტულ სურვილებისა თუ ნიჭის განვითარებაში. ასეთი ენერგეტიკული ბლოკების გამო, შესაძლოა შემდგომ ფსიქიკური, ემოციური ან ფიზიოლოგიური პრობლემები წარმოიშვას, როდესაც პლანეტარული ენერგიები ახდენენ ჩაკრების სტიმულაციას და აძლიერებენ რეზონანსს არქეტიპული ნიმუშების გამოსახატავად, ეს ენერგია ცდილობს გამოდევნოს ის რაც არ შეესაბამება ინდივიდუალური ჭეშმარიტი სულის განზრახვას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ტრანზიტული კონტაქტების დროს. რამდენადაც ენერგიის პლანეტარული ველი თავისი განსაკუთრებული ჰარმონიული სიხშირით ურთიერთქმედებს ინდივიდის ენერგიულ ველთან, როდესაც ადამიანში დარღვეულია სულიერი წონასწორობა, ეს მოვლენა იწვევს პიროვნების სხეულსა და ფსიქიკაში სირქრონიზებულ მოვლენებს.
შეიძლება რთულად წარმოსადგენია, რომ პლანეტებს ასეთი ზემოქმედება აქვთ ადამიანებზე, სანამ არ გავითვალისწინებთ რეზონანსული გაძლიერების პრინციპს. ისევე, როგორც რეზონანსის დინამიკა ზრდის ერთი მუსიკალური ნოტის გაძლიერებას, იმ დონემდე რომ მას შეუძლია გატეხოს თანაბარი სიხშირის ჭიქა – ასევე პლანეტარულმა რეზონანსმა შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის ენერგეტიკულ სისტემაზე.
თუ ადამიანი ბოლომდე ჰარმონიაშია საკუთარი სულის და პლანეტარული ენერგიების მიმართ, მაშინ ამ პიროვნებას ფსიქოფიზიკური პრობლემები არ ექნება. ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია სრულად გამოხატოს საკუთარი სულის უნიკალური მუსიკა. როდესაც, სულის ენერგიის გამოხატულება დამახინჯებულია, ჩაკრების დისბალანსის გამო პლანეტარული ემანაციებით სტიმულირებული ენერგით მოხდება გარკვეული მოვლენები. არქეტიპული პლანეტარული ენერგია შეიძლება შემდეგში გამოიხატოს სიზმრებით, მისტიკური გამოცდილებით, ფსიქიური აშლილობებით, ემოციური დინამიკით და ასევე ფიზიკური სიმპტომების სახით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ჩაკრაა ‘დაზიანებული’.
დაიმახსოვრეთ, ჩაკრები მოქმედებენ ცენტრებად, რომლის საშუალებითაც ენერგია მატერიად გარდაიქმნება. ანალოგიურად, ამ პროცესში, პლანეტარული ენერგია ასევე გარდაიქმნება და გამოვლინდება სულიერი,მენტალური, ემოციური ან ფიზიკური მოვლენებით. ამ გზით ის, რაც უხილავი და უცნობია შეგნებულ ცნობიერებადე შეგვიძლია დავიყვანოთ, რაც გვაძლევს საშუალებას გავიხსენოთ ვინ ვართ სინამდვილეში და გამოვავლინოთ ჩვენი ჭეშმარიტი სულის განზრახვა.
© ნინო ტოგონიძე