მოდა ყოველთვის იყო პოპ-კულტურის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს როდესაც 90იანი წლების სტილი კვლავ ტრენდული გახდა და ადამინები უამრავ ფულს ხარჯავენ თანამედროვე დიზაინერების მიერ შექმილ უძვირეს ტანსაცმელში, ამავდროულად არსებობს რეალობა სადაც ადამიანებს იგივე ხანდახან იდენტური ტანსაცმელი აცვიათ, მაგრამ შეიძლება საჭმელიც კი სანატრელი ჰქონდეთ ..
ესენი ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ადამიანები არიან რომლებსაც 90იანების რეპლიკა კი არა მართლაც რომ დეკადების წინ შექმნილი ტანისამოსი აცვიათ. მათი მატერიალური და სოციალური არსებობა სრულიად დამოკიდებულია საზოგადოებრივ დაფინანსებაზე და მათ კეთილ ნებაზე რათა შემოწირულობებს სისტემატიური სახე ჰქონდეს.

‘dze_ georgian project’ – ‘საქართველოს ამერიკელი მეგობრების’ და კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ერთობლივი პროექტია. მათ პოპკულტურა გენიალურად გამოიყენეს უმნიშვნელოვანიესი საკითხის წარმოსაჩენად.
მათ შექმნეს ტანსაცმლის ფსევდო ბრენდი ‘dze_’ რომელიც მიზნად ისახავს მოდის მეშვეობით ფილანთროპიის იდეის პროპაგანდას და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილ სოციალურ პრობლემებზე ფოკუსირებას.
როდესაც პროექტის პიარ კამპანია ჩაეშვა არავინ იცოდა რომ dze_ ძეგვის თავშესაფარია და რომ კამპანიის მოდელები – ძეგვის თავშესაფრის მაცხოვრებლები არიან რომლებსაც საკუთარი ტანსაცმელი აცვიათ. ეს ყველაფერი მოდის კვირეულზე გახდა ცნობილი. რამაც უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აბსოლიტურად სხვა რაკურსით დაანახათ რეალობა.
ეს არის ერთერთი უნიკალური მაგალითი იმისა თუ როგორ შეგვიძლია ურთულესი პრობლემების მოგვარებაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ, როგორც ინდივიდებმა ასევე კრეატიულ თუ კულტურულმა ორგანიზაციებმა.
პროექტ ‘dze_ ს ახალი წლიდან KHIDI-ც უერთდება. მთელი იანვრის განმავლობაში ხიდში ჩატარებულ ყველა ივენთზე, G2 -ის ბარიდან გაყიდული ყველა სასმელის შემოსული თანხიდან 1 ლარი გადაირიცხება ძეგვის თანშესაფარის მხარდამჭერ საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშზე. ასე რომ თუკი თუკი G2-ში სასმელს შეიძენ ავტომატურად ხდები ქველმოქმედების მონაწილე. ასევე გექნებათ შესაძლებლობა ხიდის მაღაზიაში dze_ს მაისურები და სამაჯურები შეიძინოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ პროექტის მხარდაჭერაში.

ჩაიცვი ჯინსის ქურთუკი, ჩაიცვი ბოტასები, ჩაიცვი ქუჩის მოდა – ჩაიცვი 90იანები. მაგრამ არასდროს დაივიწყო, რომ არიან სხვებიც – მსგავსი, ზოგჯერ იდენტური ჩაცმულობით, მათზე კი თითქმის არავინ ფიქრობს და ზრუნავს. მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანადა არის დამოკიდებული ჩვენზე და ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ფილანტროპიის კულტურაზე.