‘მე მხოლოდ ერთი ვარ, მე არ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ შემიძლია გავაკეთო რაღაც.. და იმის გამო რომ არ შემიძლია ყველაფრის გაკეთება არ დავუშვებ რომ არ გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია.’
– ედუარდ ევერეტ ჰეილი
ჩვენ ალბათ ყველას ძალიან გვინდა რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს, გვინდა ვიცხოვროთ უფრო ნათელ, ჯანმრთელ და მშვიდ გარემოში მაგრამ რატომღაც გვგონია რომ ამას ჩვენს მაგივრად სხვები უნდა აგვარებდნენ.
ჩვენ საცოდავათ შევყურებთ პოლიტიკოსებს, ცნობილ სახეებს, ‘აქტივისტებს’ და ვთვლით რომ თითოეულ ჩვენთაგანს არ შეგვწევს უნარი რაიმე შევცვალოთ, მუდმივ უკმაყოფილების რეჟიმში ვართ და ვერ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას რომ ამ გარემოს ჩვენ ვქნით და ეს საშინელი ცრურწმენა უფრო გვაყენებს იმ ადამიანების მხარეს ვინც ამ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ადამიანების ვინც პრობლემის გამოსავლის მხარეს დგანან.
ის ცვლილება, რაზეც ასე სერიოზულად განვიხილავთ მეგობრებთან თუ სოციალური გვერდებზე ჩვენი მოსახდენია და აუცილებელია გავიაზროთ ის ფაქტი რომ ჩვენ როგორც ინიდივიდებს უდიდესი ძალა შეგვწევს და თუკი გვინდა რაიმე შევცვალოთ ჩვენს გარშემო საიდანღაც უნდა დავიწყოთ ქმედება.
” რაც არ უნდა ამაღელვებელი იყოს ცხოვრებისეული გამოწვევები და პრობლემები,არასოდეს დაივიწყო რომ ერთ ადამიანს შესწევს უნარი შეცვალოს სამყარო. რეალურად ყოველთვის ერთი ადამიანის გამო ხდებოდა ყველა ის ცვლილება, რაც კი მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი იყო, ხოდა იყავი ის ერთი ადამიანი. ”
– ბაკმინსტერ ფულერი
თავიდან ალბათ ძალიან ამაღელვებელია ამხელა რაღაცაზე დაფიქრება.. “საიდან შეიძლება დავიწყოთ?” მაგრამ ყველაფერი დიდი ხომ მარტივი პატარა ნაწილაკებისგან შედგება და ჩვენ უბრალოდ უნდა ავირჩიოთ ის პატარ პატარა ცვლილებები რასაც ყოველდღიურობაში განცახორციელებთ.
ერთერთი მთავარი რამ რაც ამ ეგოცენტრულ გარემოში გვავიწყდება სხვა ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვის მნიშვნელობაა. ცხოვრება ისედაც საშიში დამაბნეველი და ამაღელვებელი გამოცდილებაა, მიუხედავად ასაკის, სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თუ შემოსავლის, ყველანი თანაბრად ვიხარშებით გაურკვევლობის ქვაბში და ეს გაურკვევლობა ხშირად ძალიან გვაშინებს.. რომელიც ავტომატურად თავდაცვის რეჟიმში გვაგდებს და როდესაც ყველანი შიშს განვიცდით, კოლექტიურად ვქნით დაძაბულობის, უნდობლობის და ძლადობის ციკლს.
საბედნიეროდ ამ ციკლის ანტიდოტი არსებობს: სიკეთის პრაქტიკა
უმნიშნელოვანესია რომ სხვა ადამიანებზე ზრუნვა ყოველდღიური ჩვევა გავხადოთ, უპირობოდ, უცნობ ადამიანებზე ზრუნვით, კოლექტიურ ცნობიერებაში ნდობის კოეფიციენტს ვზრდით. უანგარო ქმედებების შედეგად წარმოქმნილი ემოციები უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების გადარჩენისთვის. ჩვენ გვჭირდება ეს ნდობა რადგან გავხსნათ დიალოგი სხვადასხვა ფენის ადამიანებს შორის, რადგან ეს კომიუნიკაცია გვაახლოვებს რეალურ პრობლემებთან რომლის მოგვარების მონაწილენიც სხვაგვარად ვერ ვიქნებოდით. რაც მთავარია სიკეთე გადამდებ ეფექტს იწვევს და სამყაროს კანონებზეც თუ გაგვეგება რამე, ისიც გვეცოდინება რომ იქ სადაც დრო არსებობს გაცემა პირველადია და მას მოსდევს მიღება, მაგრამ დროის მიღმა ეს ერთდროული პროცესია. როდესაც ხვდები, რომ გაცემა და მიღება ერთიდაიგივეა, ხვდები რომ სხვისი დახმარებით საკუთარ თავს ეხმარები. ; )
სწორედ ამ იდეის მატარებელია პროექტი ‘ზრუნვა’ რომელიც 2 წლის განმავლობაში მწიფდებოდა და როგორც იქნა ჯადოსნური ადამიანების დახმარებით 25 დეკემბერს იბადება. ‘ზრუნვა’ არის სოციალური მაცივრის მხარდამჭერი ვებმაღაზია სადაც გაიყიდება პირველადი მოხმარების პროდუქტი, ქველმოქმედების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივად შეიძინონ სასურველი საკვები რომელიც ყოველ დილით დაიდება ზრუნვის მაცივარში (შარტავას 35/37)
‘თუ შენ არ შეგიძლია დააპურო ასი ადამიანი, დააპურე ერთი’
– დედა ტერეზა
პროექტის მიზანია შევქმნათ გამარტივებული სისტემა რათა გადატვირთული სამუშაო პირობებში ადამიანებმა იოლად შეძლონ ჩაერთონ ყოველდღიურ ქველმოქმედებაში. ‘ზრუნვის’ მხარდასაჭერად ‘შენ’ გაერთიანდა ნაკანი-მამასახლისის ფოტოსკლასთან. შობას 25 დეკემბერს ხიდის საგამოფენო სივრცეში მოეწყობა ფოტოსკოლის კურსდამთავრებულთა გამოფენა-გაყიდვა საიდანაც შემოსული თანხა მოხმარდება პროექტის განვითარებას.
ფოტოსკოლის პროექტში ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლია თიოეულ ჩვენთაგანს მიუხედავად ჩვენი პროფესიისა საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებში.
გამოფენაში მონაწილეობას 50მდე კურსდამთავრებული მიიღებს. ექსპოზიცია გაგრძელდება KHIDI – ს მომდევნო ივენტების პარალელურად 28,31 დეკემბერი / 1,3 იანვარი.
‘არ არსებობს უმნიშვნელო სიკეთე, ყოველი კეთილი ქმედება იწვევს ჯაჭვურ რეაქციას რომელიც არ გააჩნია ლოგიკური სასრული’
– სკოტ ადამსი
აქ არ დავიწყებ იმის ახსნას თუ თითოეული ჩვენგანი რამდენად ახდენს გავლენას კოლექტიურ ცნობიერებაზე ეს კარლ იუნგს გენიალურად გამოუვიდა და ვთვლი რომ დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში აუცილებელიც კია ვინცობდეთ მის მეცნიერულ ნაშრომებს.
უბრალოდ დავამატებ რომ თუკი ჩვენ შევძლებთ და გადავწყვეტთ რომ სიკეთის პრაქტიკა ყოველდღიური გავხადოთ, ჩათვალეთ რომ ის პირველი აგური დავდეთ რასაც ახალი სამყაროს შენება ჰქვია… პირველ აგურს კი ყოველთვის მეორე მოჰყვება..
აქვე მინდა მადლობა გადაუხადო იმ ჯადოსნურ ადამიანებს ვის გარეშეც ეს პროექტი ვერ შედგებოდა – მარი ნაკანს, გიორგი მამასახლისს, ნინჩო ეგაძეს, ირინა კეიდიას, ირაკლი შუშანიას, Windfor’s -ის და KHIDI -ის გუნდს.
ავტორი: ნინო ტოგონიძე