დღეს ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ძალიან რთულია იმის გააზრება რომ პლანეტა დედამიწა ჩვენი სახლია და როგორც საკუთრ სივრცეზე ვზრუნავთ ასევე უნდა ვიზრუნოთ მასზე. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ჩვენივე მოგონილი წესებით და კანონებით საზოგადოებაში სიხარბე, მომხვეჭელობა და მესაკუთრეობა დავბადეთ. ბუნებასთან კონტაქტის დაკარგვით ჩვენ დავკარგეთ უდიდესი სიბრძნე ჩავიკეტეთ ბეტონის ნაგებობებში და ტვინს ვირეცხავთ ტელევიზიით თუ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის ცხოვრების გარჩევით.
ჩვენ დიდი ხნის წინ დავივიწყეთ რომ დედამწა ჩვენი უნივერსალური დედაა და უძღები შვილებივით როგორც პარაზიტები ვწოვთ და უკან არაფერს ვუბრუნებთ. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ არა მარტო ჩევენი ქვეყანა არამედ პლანეტის ყოველი მიწის მტკაველი ყველასია და ამავდროულად არავის არ ეკუთვნის.
KHIDI REBEL-ის რიგით მეორე პროექტი ‘ხიდის ჭალები’ სწორედ ეკოლოგიურ პრობლემებს ეხმიანება. ჩვენი მიზანია ამ უნმიშვნელოვანესი იდეის გარშემო გავაერთიანოთ ადამიანები. პროექტი გულისხმობს ყოველწლიურად გარე ღონისძიების ორგანიზებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება ეკოლოგიურ გამოწვევებში ჩართვა მწვანე საფარის შექმნით და სამომავლოდ მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობის აღებით.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ნაცვლად გაიყიდება ხეები რომლის არჩევანი წარმოდგენილი იქნება ღონისძიების გვერდზე. თითოეული ხის მეპატრონეს საშუალება ექნება QR კოდის მეშვეობით საკუთარ ხეში ჩადოს მესიჯი, რომლის წაკითხვის საშუალება ექნებათ ხიდის ტყეპარკში მისულ ადამიანებს. ეს იქნება ტყე რომელიც QR დეკოდერის საშუალებით მოგვიყვება ისტორიებს.
ასევე უმნიშვნელოვანესია რომ ამ პროექტით მონაწილეებს მივაწოდოთ გზანვილი თუ რამდენად არსებითია ხეების შემდგომი მოვლა და მათზე პასუხისმგობლობის აღება. ჩვენ კონსულტანტებთან ერთად შევიმუშავებთ ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა დავგეგმოთ ღონიძიებები რათა ტყემ სრულფასოვნად გაიხაროს. სამომავლოდ შეიქმნება აპლიკაცია რომელის საშუალებით შეამოწმებ შენი ხის მდგომარეობას როდის უნდა მორწყა როდის იგეგმება შეკრებები და ა.შ. ასევე შესაძლებლობა გექნება გაიცნო სხვა ხეები და წაიკითხო მათი მესიჯები 🙂
ივენტისთვის მომზადდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომელის საშუალებითაც მონაწილეებს მივაწოდებთ რჩევებს თუ როგორ შეუძლიათ მოახდინოს ცვლილება ყოველდრიურ ჩვევებში რათა პლანეტაზე საკუთარი ნაკვალევი მინიმუმადე დავიყვანოთ. ჩვენი მცდელობაა საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება და დავანახოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჩართულობა გარემოს დაცვაში.
ბილეთის და შესაბამისად ხის შეძენის საშუალება შესაძლებელია 30 მაისამდე. ირჩევთ ხეს და კომენტარში წერთ ხის სახელს და თქვენს გზავნილს. ღონისძიების დღეს, ადგილზე მიიღებთ თქვენ კუთვნილი ხის ბარათს უნიკალური QR კოდით.
ხის სახეობები:
ჭალის მუხა
არყის ხე
ჰიმალაის კედარი
მაღალმთის ნეკერჩხალი
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა არტისტს რომლებიც უერთდებიან პროექტს, ასევე პლანტშოპის ჯადოსნურ ადამიანებს და მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
გელოდებით ყველას ასაკის განურჩევლად <3
ხის ყიდვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე