“ადამიანის ონტოლოგიური მდგომარეობა, ჯიუტი სიბრმავის მდგომარეობაა”
– მერამ მამარდაშვილი
ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა – რომ შეგეძლოს კაცობრიობას რაიმე თვისება ან შემატო ან გაუქროო რა თვისება იქნებოდაო? ხოდა მე პირველი რაც გავიფიქრე იყო რომ სიჯიუტეს გავუქრობდი თქო. ჩვენ ხშირად გვერევა სიჯიუტე შეუპოვრობაში, შეუპოვრობა ღირსეული თვისებაა ხოლო სიჯიუტე უვიცობის, სიბეცის ანუ სიბრმავის მდგომარეობაა. როდესაც სამყარო ცდილობს რაღაც გასწავლოს შენ კი ვერ ხედავ და შენს მოძველებულ შეხედულებებს ებღაუჭები. ხოდა ამ თემაზე ხშირად მახსენდება ხოლმე ბებიაჩემის ნათქვამი – ნინო ყველაზე ცუდი წყევლაა როდესაც ადამიანს ეუბნები ‘შენი არ იცოდე და სხვისიც არ გესმოდესო’ : ))
ადამიანებს ხშირად გვგონია რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე უკვე ყველაფერი ვიცით. გვაქვს დიპლომები, ხარისხები, ვართ სხვადასხვა საკითხებში ‘ექსპერტები’, ერთმანეთს ხშირად ირონიულადაც კი გადავხედავთ, გამალებული ვამტკიცებთ საუთარ შეხედულებებს რომელიც რათმაუნდა ყველაზე მართალი გვეჩვენება. ჩვენ თითქოს გაგვაჩნია ‘პირციპები’არადა ეს უბრალოდ ხისტი გაუაზრებელი პოზიციებია რომელიც საკუთარ მწირ გამოცდილებაზეა დაყრდნობილი. ადამიანს უბრალოდ ერთი ცხოვრება არ ეყოფა რომ ინტელექტი ისე განავითაროს ან იმდენი გამოცდილება მიიღოს რომ გონიერი უწოდო. ეს სულ სხვა პროცესია, ამას შენ სულიერ საწყისთან ანუ უმაღლეს მესთან კავშირის გარეშე უბრალოდ ვერ შეძლებ. ამიტომ რაც მალე გააცნობიერებ რომ არაფერი იცი მით მალე დაიწყებ რეალურ შემეცნებას.
‘არსებობს სულელების სამი ტიპი:
პირველი ტიპი: სულელი, რომელმაც არაფერი იცის, და არ იცის, რომ არაფერი იცის, – მარტივი სულელი.
მეორე ტიპი: სულელი, რომელმაც არაფერი იცის, მაგრამ ფიქრობს, რომ იცის, – რთული სულელი, განათლებული სულელი.
და მესამე ტიპი: სულელი, რომელმაც იცის, რომ არაფერი იცის, – ნეტარი სულელი.
დასაწყისში ბავშვმა ცოდნა უნდა მოიპოვოს, ჯერ უნდა სცოდოს, და მხოლოდ ცოდვის, ცოდნის, დაუმორჩილებლობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც იგი ამ ქვეყნის უდაბნოში აღმოჩნდება, გზას გადაცდება, თავისი ეგოს ცხოვრებით იცხოვრებს, იგი შეძლებს ამ ყველაფრისგან განთავისუფლებას.
ყველას არ სჭირდება ამისგან განთავისუფლება. ყველა ბავშვი გადადის სულელის ერთი ტიპიდან მეორეზე, მაგრამ ცოტას ხვდება ბედნიერება, რომ მეორედან მესამეზე გადავიდეს, სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ ნეტარი სულელები.
ნეტარ სულელს გაგების უდიდესი უნარი გააჩნია, რამეთუ იგი დარწმუნდა, რომ ცოდნა უსარგებლოა. მან გაიგო, რომ ცოდნა ბარიერს წარმოდგენს შემეცნებისთვის. ცოდნა – ბარიერია შემეცნებისთვის, ამიტომ იგი აგდებს ცოდნას და სუფთა შემმეცნებელი ხდება. იგი ხედვის სიცხადეს მოიპოვებს. მისი თვალები თავისუფლდება თეორიებისგან და აზრებისგან. ნაგვისგან და ნასესხები ცოდნისგან განთავისუფლებული, მისი ჭკუა წყვეტს ჭკუად ყოფნას და გონი (Buddhi) ხდება, წმინდა გონი. იგი უბრალოდ აცნობიერებს, გაცნობიერების ალი ხდება.
ნეტარი სულელი – ეს ისაა, ვინც ყოველთვის ენდობა; ვინც აგრძელებს ნდობას მიუხედავად ყოველგვარი გამოცდილებისა. თქვენ ატყუებთ მას, ის კი გენდობათ; თქვენ კვლავ ატყუებთ, ის კი გენდობათ; კიდევ ატყუებთ, ის კი კვლავ გენდობათ. მაშინ თქვენ იტყვით, რომ სულელია, და ვერ სწავლობს. მისი ნდობა საოცარია. მისი ნდობა იმდენად სუფთაა, რომ ვერავის შეუძლია მისი დანგრევა. იყავით სულელი დაოს თვალსაზრისით, ძენის თვალსაზრისით. ნუ ეცდებით საკუთარი თავის გარშემო ცოდნის კედლის აღმართვას. რა გამოცდილებაც არ უნდა მოვიდეს თქვენთან, დაე იგი მოხდეს, შემდეგ კი განაგრძეთ მისი გადაგდება. განაგრძეთ თქვენი გონების მუდმივად გაწმენდა, განაგრძეთ წარსულისთვის გარდაცვალება ისე, რომ აწმყოში დარჩეთ, აქ და ახლა, თითქოს ახლახანს დაიბადეთ, თითქოს ახალშობილი ხართ. თავიდან ეს ძალიან ძნელია. ადამიანები თქვენს მოტყუებას დაიწყებენ… მიეცით ამის საშუალება, ისინი უბედურები არიან. მაშინაც კი, თუ გასულელებენ, გატყუებენ და გძარცვავენ, დაე, ეს მოხდეს, რადგან ვერავინ წაგართმევთ იმას, რაც მართლა თქვენია, ვერავინ წაგართმევთ იმას, რაც ნამდვილად თქვენ გეკუთვნით. და ყოველ ჯერზე, როცა არ აძლევთ სიტუაციას საშუალებას, რომ დაგეუფლოთ, ეს შესაძლებლობა შინაგან ინტეგრაციად იქცევა. თქვენი სული უფრო კრისტალიზებული გახდება.’
მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, განათლებას, ასაკს ყველასგან შეიძლება რაღაც ვისწავლოთ, სამყარო ყველა მხრიდან გველაპრაკება, ჩვენთვის საჭირო პასუხები შეიძლება ტაქსის მძღოლმა ან მათხოვარმა გვითხრას, სწორედ საიდანაც არ ველოდებით იქიდან მოდის პატარა სიბრძნეები, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ გახსნილები და მიმღებნი, შეიძლება ინტერნეტში ძაან ‘პაპსა’ პოსტიდან სწორედ ის ცოდნა მიიღო რომელიც იმ მომენტში გჭირდება. უნივერსალური გონი ყველგანაა და ყველა მხრიდან გასწავლის მთავარია არ იყო ჯიუტი და ზედმეტად სერიოზული. სამყარო ხშირად სერიოზულ ადამიანებს ყველაზე დიდი იუმორით ექცევა ; )
ავტორი: ნინო ტოგონიძე
გამოყენებული მასალა: მაგმა