ჭეშმარიტებას, ნამდვილ პასუხებს ყველა ჩვენთაგანი ატარებს, მის მისაგნებად კი, უფრო სწორად გასახსენებლად, უამრავი გზა არსებობს.
ის რასაც ჩვენი თვალსაწიერი წვდება, თუნდაც უახლესი ტელესკოპებით, მხოლოდ უმნიშვნელო ერთი ციდა ნაწილია იმ ფიზიკური სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ, თვითონ ეს ფიზიკური სამყარო კი, მთლიანი, რეალური სამყაროს მხოლოდ ერთი განზომილება, მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. და თუ შეძლებთ წარმოიდგინოთ ეს უსაბამო და დაუმთავრებელი უსასრულობა, მასში გამუდმებით, შეუჩერებლად მიმდინარე პროცესებით, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი – თქვენ შეძლებთ ღმერთის წარმოდგენას.
ამ სამყაროში, რომელიც ერთი შეხედვით ქაოტურია, ყველაფერი კანონზომიერებით მიმდინარეობს და ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება, ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლესს ასევე უმდაბლეს განზომილებებს, განსხვავება ამ ენერგიის ინტენსიურობაში, მის ვიბრაციაშია. ეს არის სამყაროში ერთადერთი რეალურად არსებული შემოქმედი ენერგია – სინათლის და სიყვარულის ღვთიური ენერგია. და თუ რეალური მხოლოდ ნათელი ენერგიაა, საიდან ვხვდებით ამდენ ბოროტებას, ამდენ სიბნელეს?!
ჩვენ უსასრულოდ დიდი ხანია ვარსებობთ, და ერთი საერთო საწყისიდან მოვდივართ, საწყისიდან პირველ სამყარომდე სულის მოგზაურობა ძალიან ძნელი აღსაქმელია და ადექვატური სიტყვები არ არსებობს (დანარჩენიც ასევე ძნელია , ოღონდ უკვე ანალოგიების გაკეთება შეიძლება), სული მის ინდივიდუალობას, მხოლოდ მონადის ბოლო ეტაპზე, ფრაგმენტაციის შემდგომ ახერხებს, ამ დროს ის ჯერ კიდევ სრული მონადაა, გაწონასწორებული ქალური და მამაკაცური ენერგიებით, მაგრამ აქედან თავისი სრულყოფილების გამო, ვერ შეძლებს დაბლა დაშვებას და შესაბამისად ვერანაირ გამოცდილებას ვერ მიიღებს გარდა სრულყოფილებისა. ამიტომ იგი ყოფს მის დაბალანსებულ ენერგიას ქალურ და მამაკაცურ საწყისად და იწყებს პირველ და ერთადერთ რეალურ დაბადებას სამყაროში, მის მენტალურ პლანზე იშენებს მენტალურ სხეულს. სულის ცნობიერება ერთდროულად იბადება ქალის და მამაკაცის სხეულში, სხვადსხვა ადგილას (მინუს-პლიუსის პრინციპით ერთმანეთი რომ არ მიიზიდონ), მაგრამ ეს ხდება არა ჩვენთან, არამედ გაცილებით ზედა განზომილებაში.
ეს არის ფორმების სამყარო, ანუ პირველი მატერიალური სამყარო, სადაც სული პირველად იწყებს ფორმების ჩამოყალიბებას, მის ზემოთ მხოლოდ სუფთა ენერგია, აბსოლუტური ინტელექტი, ვიბრაციაა რომელთა აღქმაც შეუძლებელია და არანაირი ფორმები, ჩვენი გაგებით არ არსებობს.
ამ სამყაროს შეგვიძლია ვუწოდოთ მეთორმეტე განზომილება, ესეც პირობითია, და აღებულია შვიდი ძირითადი განზომილების და მისი ხუთი ობერტონის მიხედვით, რეალურად კი თითოეულ განზომილებას გააჩნია შვიდი ძირითადი ქვეგანზომილება თავისი ხუთი ობერტონით, რასაც ისევ მაგიურ 144-მდე მივყავართ (საწყისს, ღმერთს გამოყოფილი სული თორმეტად ფრაგმენტირდება და თითოეული ისევ თორმეტად, ასე რომ საბოლოოდ 144 სრულყოფილი მონადაა), მაგრამ ქვეგანზომილებებს შორის დროის ბარიერი არ არსებობს და მათი საზღრების გადალახვა ადვილად ხდება ფიზიკურ პლანზე, როგორც პლანეტარულ ასევე ადამიანებისათვის, ეს თითქმის შეუმჩნეველია, მაგალითად ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი განზომილების ყველა ქვეგანზომილება, და დიდი კვალი არ დაუტოვებია, თუმცა ძნელი არ არის ამ ზღვრების პოვნა ჩვენს ისტორიაში, ნამდვილი ბარიერი ძირითად განზომილებებს შორის იმყოფება, მათ შორის დროის ბარიერი, და ახლა ჩვენ – როგორც კაცობრიობა, ისე მთლიანად მზის სისტემა, ასეთ ზღვართან ვიმყოფებით. მეთორმეტე განზომილება არის ის რეალური სამყარო, სადაც ნამდვილი სიცოცხლე მიმდინარეობს, სადაც ნამდვილად რეალურად ვარსებობთ და საიდანაც იწყება ქვედა განზომილებების სამყაროების შექმნა, იქაური ცხოვრების წესის და “ტექნოლოგიების” აღწერის ყოველგვარი მცდელობა უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს არის ღმერთების თუ ნახევრადღმერთების, მეტატრონის, მთავარანგელოზების, სრულყოფილი არსებების ისეთების, როგორადაც ისინი წარმოგვიდგენია, სამყარო. იქ ჯერ კიდევ არ არის ასტრალური სხეული, ამის საჭიროება უბრალოდ არ არის. ენერგია უწყვეტი და ინტენსიურია, შესაძლებლობები ამოუწურავი.
ასეთი სამყაროები უამრავია, კოსმოსში, ჩვენთვის ნაცნობ თანავარსკვლავებზე ჩვენივე გალაქტიკაშიც, მაგრამ არა ჩვენთვის ნაცნობ და ხილულ სამგანზომილებიან სივრცეში.
მას შემდეგ, რაც სული სხეულით შეიმოსება ამ სამყაროში, იწყებს თავისი შესაძლებლობების გამოცდას, მისი შესაძლებლობები, როგორც ავღნიშნე შეუზღუდავია, მაგრამ სანამ შექმნას დაიწყებდეს, გამოცდილება უნდა მიიღოს, ანუ გაიაროს ქმნილების ყველა ის ასპექტი, რისი შექმნაც მას შეუძლია, ამიტომაც იწყებს დაბლა დაშვებას. ამისათვის სული, უფრო სწორად სულის ცნობიერება (სული ყუველთვის იმყოფება მონადაში, რომელიც მატერიალურ სამყაროს ზემოთაა), ტოვებს სხეულს, მთელი ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ერთ ფიზიკურ ატომში, რომელიც უცვლელია ყველა განზომილებაში და სულს ყველა ტრანსფორმაციისას უცვლელად მიყვება.
რომ დავინახოთ როგორ მოგზაურობს სული, უფრო შორიდან დავიწყოთ, მივყვეთ იმ სულების გზას, რომელთაც გაირეს ყველა შესაძლო განზომილება ჯერ ზემოდან ქვემოთ, მერე ქვემოდან ზემოთ და უკან თავიანთ სამყაროში, თავიანთ სხეულებში დაბრუნდნენ, ასეთი გამოცდილება მიღებულ სულებს, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ღვთიურ საწყისს ან იწყებენ “მსახურებას”, რომელიც მრავალგვარია. უმეტესობის ალბათ ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ ერთერთი და ჩვენთვის საინტერესო არის ქვედა განზომილებების შექმნა, ასეთი სულები იწყებენ ახალი სამყაროების შექმნას ზემოდან ქვემოთ, შექმნა იწყება ზედა სამყაროს ანალოგიურად, მაგრამ თავისთავად ნაკლები ღვთიური ენერგიით, შემდეგ ამ შექმნილ სამყაროში “ჩამოდიან” აქედან ისევ იწყებენ ქვედა სამყაროების შექმნას… როგორც დაახლოებით წარმოიდგინოთ, კიბის ზედა საფეხურზე დგახარ, ქვედა კი შენ უნდა დააგო, რომ ჩამოხვიდე და ასე შემდეგ, სანამ ბოლო საფეხურამდე, ანუ ჩვენნაირ ფიზიკურ სამყაროში არ დაეშვები. და აქედან ისევ ზემოთ იწყებენ ასვლას უკვე მათი დაგებული საფეხურებით. ეს რაც შეიძლება ზოგადად, მერე ვეცდები, უფრო კონკრეტულად ავღწერო
ჩვენ ახლა ერთ-ერთ ასეთ აგებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს სამყარო ჩვენ არ აგვიგია, ჯერ მხოლოდ გამოცდილების ნახევარი, უფრო სწორად თითქმის მთელი გამოცდილება გავიარეთ, ოღონდ უკან ისევ იგივე საფეხურებით, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინტერვალებით უნდა დავბრუნდეთ. ის სულები ვინც გაიარეს მთელი გამოცდილება, ეს სამყარო “შექმნეს” და ჩვენი მეგზურები არიან ამ სამყაროში მელქისედეკები არიან. უფრო სწორად, მელქისედეკები ისინი არიან, ვინც განვითარების ორივე – დაღმავალი და აღმავალი გზა გაირა, შემდეგ სამყაროს შექმნაში მიიღო მონაწილეობა და საბოლოო “მსახურების” გზად ამ სამყაროში განზომილებათა შორის მოგზაურობა-მოძრაობის “მოწესრიგება” დაიკისრა. მოძრაობა, ჩვენი გაგებით, სხეულის სივრცეში, გარკვეულ მანძილზე, გარკვეულ დროის მონაკვეთში გადაადგილებაა, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ პროცესს, რაც ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას ხდება, რადიკალურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ჩვენ მოგზაურობას თუ საერთოდ მოძრაობას ვუწოდებთ. ცნობიერების ბოლომდე შენარჩუნებით განზომილებების გადაკვეთა მერკაბის საშუალებით ხდება, მერკაბა – ცოცხალი ენერგეტიკული ველია, რომელიც სხივური სხეულის ირგვლივაა აგებული. სხივური სხეულის პროეცირება ხდება ჯერ კიდევ პირველ სხეულში მყოფი სულის მიერ, სანამ სხეულს დატოვებდეს, და მას შემდეგ, სანამ მილიონობით წლების შემდეგ (ჩვენი გაგებით), კვლავ თავის სხეულში დაბრუნდება, სულს ყოველთვის, ყველა განზომილებაში და ცხოვრებაში შეუძლია ცნობიერება გადაიტანოს სხივურ სხეულში და გააცოცხლოს მისი მერკაბა.
დავუბრუნდეთ ისევ მეთორმეტე განზომილებას, ერთადერთ რეალურ სამყაროს, სადაც დრო, ისეთი როგორც ვიცით, არ არსებობს, სადაც მხოლოდ ღვთიური სიყვარული და სრულყოფილებაა, სადაც სულ სხვა, არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, სადაც ნამდვილი ცხოვრება და ნადვილი სახლია, ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი ოჯახია. და საიდანაც სული იწყებს დაბლა დაშვებას გამოცდილების შესაძენად და ყველა იმ შესაძლებლობების სანახავად რისი შექმნაც ან რაღაც მსგავსის, მერე შეეძლებათ. გარკვეული მომზადების შემდეგ, როდესაც უკვე მზადყოფნას გრძნობს, ქმნის სხივურ სხეულს და მერკაბის საშუალებით ეშვება ერთი განზომილებით დაბლა, მისი სხეული ამ დროს რაღაც ანაბიოზისმაგვარ მდგომარეობაშია მზრუნველი ყურადღების ქვეშ, სული კი (სულის ცნობიერება) – სხივურ სხეულში, რომელიც სხეულთან ენერგეტიკული არხით არის დაკავშირებული, ეს ენერგეტიკული არხი უწყვეტია სულის მთელი მოგზაურობის მანძილზე……
თვითონ პირველი სხეული იგივე ენერტგეტიკული არხით დაკავშირებულია სულთან – სრულყოფილ მონადასთან, რომელიც თავის მხვრივ აბსოლუტურ სრულყოფილებასთან, პირვესაწყისთან არის პირდაპირ კავშირში, რომელიც ასევე ამ ენერგიის ერთადერთი უშრეტი წყაროა და რომლის აღსაწერადაც ერთადერთი სიტყვა არსებობს ჩვენს ცნობიერებაში – ღმერთი. ეს არის ის ერთადერთი ენერგია, რომელიც რეალურად არსებობს სამყაროში, სუფთა სინათლის და უპირობო სიყვარულის ენერგია, და რომელიც იტოტება, იყოფა, სახეს იცვლის, ტრანსფორმირდება, აშენებს და ანგრევს სამყაროებს როცა დაბლა ეშვება, როცა დაბალ განზომილებებს ქმნის, მაგრამ მისი არსი უცვლელი რჩება. როდესაც სული განვითარების ყველა საფეხურს გაივლის, დაუბრუნდება სხეულს, მერე ისევ დაბლა დაეშვება ახალი სამყაროების შესაქმნელად, და თავისივე შექმნილი სამყაროების გზით ისევ უკან დაბრუნდება, და იპოვის თავისივე თავის ნაწილს, თავის წყვილს, არჩევანი აქვს დაბრუნდეს მონადაში, დაიწყოს ზემოთ ასვლა ენერგეტული გზით სათითაოდ შეუერთდეს ყველა მის ფრაგმენტს, ამგვარად გაერთიანებული სული უზარმაზარ ენერგიას აგროვებს და შეუძლია არა მარტო გამოეყოს პირველსაწყისს, არამედ უკვე თვითონ გახდეს იგივე ენერგიის ახალი უშრეტი წყარო და პირველსაწყისი, ახალი სამყაროს დასაბამი…..
ახლა დავეშვათ დაბლა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში.
მაგრამ მანამდე ორიოდე სიტყვით თვითონ შექმნაზე, ქმნილების პროცესზე. შექმნა ხდება ერთი საფეხურით მაღალ განზომილებაში სუფთა ღვთიური გონის, აზრის პროეცირებით სივრცეში, რომელიც იგივე სამყაროს მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. ყველაფერი იწყება ქაოსით, ან უფრო სწორად რაც ქაოსად ჩანს, მასში უდიდესი წესრიგი და კანონზომიერებაა, ყველა ატომს მისი ზუსტად განსაზღვრული ადგილი და სივრცე უჭირავს, ეს პროცესი მილიონჯერ თუ მილიარდჯერ აჩქარებული რომ დაინახოთ, იხილავდით საკრალური გეომეტრიის საოცრად ზუსტ და ულამაზეს ფორმებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული კანონზომიერებით და ერთი პროცესი მიმდინარეობს პლანეტების გაზობრივი ფორმებიდან მყარ სხეულებად ჩამოყალიბებისა თუ მზის სისტემის და გალაქტიკების შექმნაში, ასევე თუნდაც ერთუჯრედიანი ცოცხალი არსების განვითარებაში, და ყველა პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ნებით და ენერგიით მიმდინარეობს.
როგორც ვთქვი, ქვედა სამყაროები, ზედების ანალოგიურად, მაგრამ არა ზუსტად იქმნება. ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვან შედარებისთვის: წარმოიდგინეთ ხართ საოცრად ლამაზ ბუნებაში, უამრავი ულამაზესი ყვავილი, ჩიტების გალობა, გვერდით ჩანჩქერი, რომლიდანაც გრილი სიო უბერავს, გამჭვირვალე წყალში ნაირფერი თევზები დაცურავენ, ირგვივ ყვავილების არომატი იფრქვევა, შეგიძლია ყველა წუთში წამოდგე და ირგვლივ არანაკლები სილამაზით დატკბე. შემდეგ ეტაპზე იგივე სცენას ხედავ 3D-ში, ვიზუალურად კარგად აღიქვამ, მაგრამ არომატები, სიოს ქროლა.. იკარგება, თან შენი ნებით ვერც ერთ მხარეს ვერ დაათვალიერებ, მხოლოდ იმ ადგილს ხედავ რაც შემოთავაზებულია, ამის შემდეგ – ჩვეულებრივ ეკრანზე სადაც სცენა იგივეა, მაგრამ არც ისე რეალური, მერე კარგი დონის ფერად პანოზე ან ჰელიო სურათზე, სადაც ფერებსაც და სილამაზესაც ასე თუ ისე აღიქვამ, მაგრამ არც არომატებია, არც ჩიტების გალობა და რეალობის შეგრძნებაც – ძალიან მცირე, და ბოლოს წარმოიდგინეთ ამ სცენის ცუდი ხარისხის შავ-თეთრი ფოტო. – ეს არის ჩვენი სამგანზომილებიანი ფიზიკური სამყარო რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ჩვენი ნამდვილ სამყაროსთან შედარებით. და აქამდე ნელნელა ეტაპობრივად თუ არ დავეშვით, ვერაფრით ვერ შევძლებთ აქ გაჩერებას, მაგალითადად: თუ ერთბაშად დავლევთ ერთ კოვზ რომელიმე შხამს, აუცილებლად მოგვკლავს, მაგრამ თუ ამ შხამს, უკვე დიდი ხანია ორგანიზმს ვაჩვევთ მცირე დოზებით, ის რაც სხვისთვის სასიკვდილო დოზა იქნება, მიჩვეულ ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს…
ჩვენ ახლა ვიმყოფებით განვითარების დაღმავალი გზის ბოლო წერტილში, ანუ თუ წარმოვიდგენთ განითარების გზას, როგორც სწორკუთხა სამკუთხედს, წვერით ზემოთ, განზომილებები კი ამ სამკუთხედში გავლებული პარალელური ხაზებია, ჩვენ ამ სამკუთხედის ბოლოში ვართ და ერთი ქვედა წვეროდან მეორე ქვედა წვრომდე უკვე მივედით და ახლა ზემოთ ასვლა უნდა დავიწყოთ. ერთი საფეხურით ზემოთ რომ ავიწოით 90 გრადუსიანი კუთხით უნდა მოვბრუნდეთ ორ ნაბიჯად – 45 გრადუსი სამკუთხედის ფერდზე და 45 გრადუსით, პარალელზე შესასვლელად და ასე შემდგომ ზედა წვერომდე, იგივე Z მაგვარი სვლებით, რითაც ჩამოვედით, როგორც ვთქვი, ცნობიერების განზიმილებებს შორის გადასვლას არ შეეფარდება მოძრაობის აღმნიშვნელი არც ერთი ტერმინი, თუმცა მის შესახებ ეგვიპტელებმაც იცოდნენ, და მისტერიის სკოლებში 24 წლიანი წვრთნის შემდეგ, ახერხებდნენ ფიზიკური სხეულის შენარჩუნებით ზედა განზომილებებში მოგზაურობას, სხეული ამ დროს უმეტეს შემთხვევაში დიდი პირამიდის მეფეთა დარბაზში, სარკოფაგში იმყოფებოდა, როგორც ორი, 45 გრადუსიანი კუთხით, ასევე, ერთი 90 გრადუსიანი ნაბიჯით, მაგრამ ეს სხვა თემაა…
ახლა ნამდვილად დავეშვათ მიწაზე , ახლა ვეცადოთ გავიგოთ რა არის ამდენი ტკივილი, ამდენი სიბნელე, ამდენი ბოროტება, ეშმაკი, ჯანდაბა და დოზანა და საიდან მოვიდნენ, თუ კი ასეთი ღვთიური და სრულყოფილები ვართ და თუ ასე ღვთიურად და სრულყოფილად არის შექმნილი ეს სამყარო. ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ბოროტება მართლაც არსებობს, თითქმის ყოველდღე ვხვდებით ახალ ამბებში, ჩვენი ისტორია ხომ სავსეა სისხლიანი დაუნდობელი ომებით, მკველობებით, უდანასაულოთა დასჯით, უსამართლოებებით, ვისაც მაგიასთან შეხება ქონია, მათ იციან რომ, რომ ეს ძალაც არსებობს… თუ კი ვამბობთ, რომ რეალური მხოლოდ ღმერთი და სიყვარულის ენერგიაა რა ვუყოთ ამ რეალობას?!.
პირველ რიგში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს (თუმცა, დამერწმუნებით ალბათ, ადვილი, ნამდვილი არ არის), რომ ყველა, უკლებლივ ყველა ადამიანი, რომელსაც ოდესმე უცოცხლია და რომელიც ახლა ცოცხალია და დედამიწაზე დადის, იგივე ღვთის შვილი, იგივე ღვთიური ნაპერწკალია, როგორც თვითოეული ჩვენთაგანი, იგივე საწყისიდან მოდის, იმდაგვარივე გზა გაუვლია: ჰიტლერსაც და სტალინსაც, ბინ ლადენსაც ობამასაც და აინშტაინსაც, სერიულ მკველსაც და მის მსხვერპლებსაც, გრიგოლ ხანძთელსაც და თემურ ლენგსაც, რომის პაპსაც და იმამსაც _ უკლებლივ ყველას!
განსხვავება ყოფიერების ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანშია…
იმის გასაგებად თუ რა არის დუალიზმი, სიკეთისა და ბოროტების, სიმათლისა და სიბნელის, ღმერთებისა და ეშმაკების ეს ჩვენი სამყარო, კიდევ ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინეთ ფართო ტრიალი მინდორი შუადღის კაშკაშა მზე, არსად არც ერთი ჩრდილის ნასახი არ არის, რადგან არც შენ ხარ ამ მინდორში არც ხე და ბალახი, როგორც კი შუა მინდორში დადგები და მზე ზუსტად ზენიტშია, ჩრდილს ვერსად ხედავ, იგი შენს ქვემოთაა, რახან შენ არსებობ, ჩრდილიც არსებობს პოტენციურად, უბრალოდ შენ იცი რაც არის ჩრდილი, და ამდენად არანაირად არ გაწუხებს. ეს ჩვენი პირველი და ერთადერთი რეალური სამყაროა, როცა დაბლა ვეშვებით ჩრდილი იზრდება (მზის ჩასვლასთანან ერთად), სანამ შენს სიმაღლეს გაუსწორდებოდეს, დიდად ყურადღებას არ აქცევ და თან ჯერ კიდევ გახსოვს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ჩრდილი შენს სიმაღლეს გაუსწორდება და აგრძელებს გადიდებას ეს უკვე გაშინებს, ეს უკვე ჩვენი სამყაროა, სადაც მეხსიერება უკვე დაკარგული გაქვს, გარკვევით ხედავ ჩრდილს, მაგრამ არა საკუთარ თავს და არ იცი რომ ამ ჩრდილს მხოლოდ შენ ქმნი მატერიალურ სამყაროში შენივე არსებობით, ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია. შეშინებული და დაბნეული გაურბიხარ საკუთარ ჩრდილს, უკან მიხედვის გეშინია, რადგან იცი რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვება, გზადაგზა ყველას აფრთხილებ (რელიგიური ფანატიზმი) ან უარესი, ჩრდილისკენ ბრუნდები აკვირდები და შეისწავლი, ხედავ ხელების მოძრაობას, რომელიც რაღაცნაირად დაგეხმარა (რა ვიცი, თავი მოიფხანე და გესიამოვნა, რაღაც ამდაგვარი , მაგრამ არ იცი რომ ეს შენ მოქმედებ, რომ ჩრდილი არაფერია უშენოდ, და ერთადერთი რეალური ძალა ჩრდილი გგონია, ამიტომაც ზურგს აქცევ სინათლეს და მხოლოდ ჩრდილის მხარეს ხარ მიბრუნებული, გეშინია, სხვასაც აშინებ და ეთაყვანები ( ოკულტიზმი, სატანიზმი, მაგია…).
ახლა ჩვენ, დაახლოებით საღამოსპირას ვიმყოფებით, როცა მზე უკვე ჩადის, და ჩრდილებიც ძალიან გრძელია, მაგრამ ღამის შემდეგ (სიბნელისა და სიცარიელის სამი დღე-ღამე), მზეს მეორე მხრიდან დავინახავთ, ჩრდილები ისევ ძალიან გრძელი იქნება და საშიშად მოგვეჩვენება, მაგრამ თუ გავუძლებთ და არ შევშინდებათ, დავინახავთ ჩვენს თვალწინვე როგორ დაპატარავდება, მეხსიერებაც ნელ-ნელა დაგვიბრუნდება, ხოლო როცა მზე კვლავ ზენიტში დადგება, სრული ციკლი დამთავრდება და უკვე სახლში ვიქნებით, თუმცა მანამდე მართლაც არსებობს რეალური საშიშროებები….
ცოტას გადავუხვევ თემიდან.
სანამ განვითარების დაღმავალ გზაზე დავეშვებოდეთ, ერთიანდება ამ “მოგზაურობაში” მონაწილე სულთა ცნობიერება, და იქმნება ერთი საერთო ცნობიერება, რომლის შიგნითაც თითოეული სული თავის ინდივიდუალობას აცნობიერებს, მაგრამ მთლიანობაში ეს ერთი ცნობიერებაა, ამის გაგება და აღქმა ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია ჩვენთვის ახლა. ძველ ხალხში – ინდიელებში, მაორებში ჯერ კიდევ არის დარჩენილი მოგონება საერთო ცნობიერებაზე, ინდიელებს აქვთ მისალმება “ინლეკეჩ”, რომელიც ასე ითარგმნება – “შენ მეორე მე ხარ”, ავსტრალიელ აბორიგენებს უნარი აქვთ, სიტყვების გარეშე გადასცენ ერთმანეთს შთაბეჭდილება, ახალ ზელანდიელი მაორები, საჭიროების შემთხვევაში, მთელი სოფელი საერთო სიზმარს ხედავს, რომელსაც წინ უძღვის “ერთად სუნთქვის” რიტუალი. ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაშთია საერთო ცნობიერების, რომლის ნაწილსაც თითოეული ჩვენთაგანი წარმოადგენს სინამდვილეში და ახლა კი ერთიანობის ნაცვლად ერთმანეთს მტრად ან მეგობრად, კეთილმოსურნედ ან ბოროტად, შავად და თეთრად….. აღვიქვამთ.
ეს საერთო ცნობიერება ე.წ. ქრისტეს ცნობიერებაა, ყველა დიდი მასწავლებელი კაცობრიობის ისტორიაში ამ საერთო ცნობიერების მატარებლები იყვნენ, მათი მიზანი ჩვენი გამოფხიზლება იყო, რომ ძალიან ღრმად არ ჩავძირულიყავით ამ დანაწევრებულ სამყაროში. არ გავმხდარიყავით მატერიალური სამყაროს, წუთიერი სიამოვნებების მონა, რადგან ეს არ არის ჩვენი აქ ყოფნის მიზანი. ჩვენი მთავარი მიზანი ამ მატერიალურ სამყაროში ნაკლებად საჭირო სულიერი ღირებულებების, პირველ რიგში სიყვარულის შენარჩუნებაა: როდესაც ვინმეზე იცი რომ შენი ძმაა, გიყვარს და ბევრსაც მიუტევებ, ამაში რაა გასაკვირი, მაგრამ როდესაც მოსისხლე მტერში ეცდები ძმა დაინახო, ისევე შეიყვარო და ისევე მიუტევო როგორც საკუთარ ძმას _ ეს არის ჩვენი გაკვეთილი.
ჩვენ რომ აქ ისევ საერთო ცნობიერება გვქონდეს, უმცირეს ტკივილსაც ვერ მივაყენებთ ვერავის, რადგან იმ ტკივილს პირველ რიგში ჩვენვე ვიგრძნობთ. ახლა კი შეგვიძლია ვინმეს საოცრად დიდი ტკივილი მივაყენოთ, ფიზიკური თუ სულიერი, და მერე მშვიდად დავიძინოთ, დაგვაგიწყდეს და ვერ ვხვდებით რომ იგივე ტკივილს ჩვენ თვითონაც ვგრძნობთ, ტკივილს ვეღარ ვგრძნობთ, რადგან ანესთეზია – დაბლოკილი მეხსიერება მოქმედებს. შედეგებს კი კარმა აწესრიგებს, რომელიც ჩვენი სასჯელი კი არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ჩვენს ქმედებათა დამბალანსებელია, მაგრამ ესეც სხვა თემაა….
თუ საერთო ცნობიერებაზე სულ მცირე, ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც შეგვექმნა, მაშინ შესაძლებელი გახდება დაახლოებით მაინც გავიგოთ რა არის კარმა, როგორ და რატომ მოქმედებს. უმეტესობა თვლის, რომ კარმა განვლილ ცხოვრებაში ჩადენილ დანაშაულობებზე სასჯელია, რომელიც შემდგომ ცხოვრებაში უნდა გადავიხადოთ. გარკვეულწილად ეს ასეა, რადგან ჩვენს ყველა ქმედებას მოყვება უკუქმედება, რომელიც ახალ ცხოვრებაზე აისახება, არსებობს ერთგვარი აქცია-რეაქციის ჯაჭვი, რომელსაც კარმის სახელით ვიცნობთ. მაგრამ კარმა მხოლოდ ჩადენილ ნეგატიურ ქმედებას არ ეხება, ეხება ჩვენს მიერ ჩადენილ ყველა მოქმედებას, როგორც დადებითს, ასევე უარყოფითს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობიერება აქ და ახლა დანაწევრებულია, და ერთმანეთთან კავშირს ვეღარ ვგრძნობთ, ჩვენი საერთო ცნობიერება ისევ არსებობს, რადგან ფაქტიურად ჩვენ ერთდროულად ვარსებობთ ყველა განზომილებაში (ამის აღქმა ძალიან ძნელია, და არც არის საჭირო ვეცადოთ), ამდენად აქ და ახლა ჩვენს მიერ ნამოქმედარი გავლენას ახდენს საერთო ცნობიერებაზე, რომელიც დაბალანსებულია, ანუ ყველას ჩვენი თანაბარი ადგილი გვიჭირავს და რომლის ბალანსის დარღვევაც გამოიწვევს ამ საერთო ცნობიერების დაშლას, რაც შეუძლებელია, რადგან ჩვენ თვითონვე, როცა გავაერთიანეთ ცნობიერება, ჩავდეთ მისი მარეგულირებელი მექანიზმიც – რაც არ უნდა მოხდეს და სადაც არ უნდა მოხდეს ეს არ უნდა დაირღვას. ეს მარეგულირებელი მექანიზმია სწორედ – კარმა.
შედარებისთვის ისევ უხეშ მაგალითს მოვიყვან: წარმოვიდგინოთ უზარმაზარი სფერო, როგორც საერთო ცნობიერება, ახლა ჩვენი თავი, ჩვენი ცნობიერება წარმოვიდგინოთ სფეროს შიგნით უამრავი მისივე იდენტური ციცქნა სფეროებით სახით, რომლებიც ამ სფეროს ავსებს, ერთმანეთს შორის ძალიან მცირე, მაგრამ ზუსტი ინტერვალით არიან დაშორებული, ეს სფერო კი კაშკაშა სინათლით არის განათებული და ყველა სფერო ერთმანეთს გარკვევით ხედავს. მერე წარმოვიდგინოთ ეს სფეროები ერთმანეთთან დაკავშირებულია სიმით, ელასტიკით, თუ სიმი თანაბრად არის დაჭიმული ამ სფეროებს შორის და ეს ასეა სანამ დედამიწაზე დავიწყებდეთ ინკარნაციას, მაგრამ ამ მყარ ფიზიკურ სამყაროში მოხვედრისთანავე, სინათლე ქრება, გარეთა დიდი სფერო უცვლელი რჩება, პატარა სფეროები კი ქაოტურად ერთმანეთს ეჯახებიან, აზრზე არ არიან ვინ ვის ეჯახება, მაგრამ დარჩენილია სიმი, ასე რომ, თუ მარჯვნივ ძალიან გადაიხარე, მარცხენა მხრიდან სიმი ზედმეტად დაიჭიმება, მარჯვნივ კი ზედმეტად შეიკუმშება, თან შენი მოძრაობით არა მარტო მარჯვენა და მარცხენა მეზობლის ბალანსს ცვლი, არამედ შენს ირგვლივ მყოფი ყველა სფერო კარგავს თავის ადგილს. ამ სიმის დანიშნულებაა ისევ თავის ადგილზე დააბრუნოს ყველანი – ეს არის ჩვენი კარმა, რაც მეტად ეწინააღმდეგები (არ ასრულებ კარმულ ვალებს), მით უფრო მეტად იჭიმება სიმი, მით უფრო მეტ სფეროებს ითრევს თავის გზაზე და უფრო მეტად იმძიმებს თავის ადგილისკენ მიმავალ გზას.
წყარო: ეზოთერული ცოდნის ბლოგი