თუ გსურთ სამყაროს არს ჩაწვდეთ გაიაზრეთ რას ნიშნავს ენერგია, სიხშირე და ვიბრაცია.
– ნიკოლა ტესლა
ჩვენი სამყარო ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება, ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლეს ასევე უმდაბლეს განზომილებებს განსხვავება კი ამ ენერგიის ინტენსიურობაში და მის ვიბრაციაშია. მატერია, ენერგია და სული წარმოადგენს ვიბრაციულ ერთობლიობას. სული, ყველაზე სწრაფი ვიბრაციის უკიდურესი პოლუსია, რომლის სიხშირეც იმდენად მაღალია, რომ პოლუსი უმოძრაო ჩანს. საწინააღმდეგო პოლუსი მხოლოდ მკვრივი მატერიისგან შედგება. შუქი, სითბო, მაგნეტიზმი, ელექტროობა — ვიბრაციის სხვადასხვა ფორმებია. აზრები, გრძნობა, იმპულსი — მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ვიბრაციული მდგომარეობებია. ფიზიკური სხეული იმ სისტემების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც ერთ სიხშირეზე ვიბრირებს.
ეს ყველაფერი ალბათ არაერთხელ გვსმენია მაგრამ ცოტას თუ აქვს სიღრმისეულად გააზრებული თუ როგორ შეიძლება ჩვენს გარშემო ყველაფერი ვიბრირებდეს და ჩევნს რეალობას საკუთრი ცნობიერების სიხშირით ვქმნიდეთ.
ფიზიკოსები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიის უზარმაზარი ზღვა, რომელიც გამუდმებით ვიბრირებს. სიმყარე არ არსებობს, იგი ილუზიაა — ესაა კვანტური ფიზიკის საფუძველი .
და რა იჭერს ამ მუდმივად ცვლად ენერგიას გარკვეული ტიპის საგნებად თუ სხეულებად? საინტერესოა, რატომ ვხედავთ ადამიანს ნაცვლად ვიბრირებადი ენერგიისა?
მოდი დავიწყოთ მატერიით. მატერია შედგება უჯრედებისგან, უჯრედები შედგება მოლეკულებისგან მოლეკულა კი შედგება ატომისგან, ატომი შედგება სუბატომური ნაწილაკებისგან, პროტონებისა და ნეიტრონებისგან რომლების ბირთვის გარშემო ბრუნავენ. მატერიაში არსებულ ყველა ატომს აქვს ვიბრაციული მოძრაობა. თითოეულ პერიოდულ მოძრაობას აქვს ‘სიხშირე’ (წამში რხევების რაოდენობა), რომელიც იზომება ჰერცებში.
1 ჰერცი (Hz) = 1 ერთი რხევა წამში (ops)
1 კილო ჰერცი (KHz) = 1,000 ops
1 მეგა ჰერცი (MHz) = 1,000,000 ops or 1 მილიონი
1 გიგა ჰერცი (GHz) = 1,000,000,000 ops or 1 მილიარდი
1 ტერა ჰერცი (THz) = 1,000,000,000,000 ops or 1 ტრილიონი
ყველაფერს ჩვენს გარშემო გააჩნია სიხშირე. პირდაპირი გაგებით. ყველაფერი და ყველა ფერი. ფერებს აქვთ ძალიან მაღალი სიხშირე, წარმოიდგინეთ იმდენად მაღალი, რომ ჩვენ რეალურ ფერებად აღვიქვამთ. (რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სამყარო სინამდვილეში უფერულია, ეს ფერები უბრალოდ ილუზიაა. სამყაროში ფერი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიხშირე, და ჩვენი თვალები ამ სიხშირეს აკონვერტირებს და ტვინში აღვიქვამთ, როგორც ფერს). რადგან ფერი და ბგერა ორივე სიხშირეა, შეიძლება მოხდეს ტვინში მათი არასწორი აღქმა. მართალია ფერებსა და ბგერებს შორის ტრილიონი სიხშირეა განსხვავება, შეიძლება გაყოს შუაზე, მერე კიდევ შუაზე, მერე კიდევ და კიდევ, სანამ არ ჩამოვა ძალიან დაბალ სიხშირეებში, სადაც უკვე ყური იწყებს რეალურად ამ სიხშირეების აღქმას. უცბად აღმოაჩენ, რომ ფერს, რომელსაც უყურებ… გესმის!
ტერმინები ‘სიხშირე’ და ‘ვიბრაცია’ ხშირად გამოიყენება ერთ კონტექსტში თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ სიხშირე არის რხევების ციკლი, რომელიც თანმიმდევრობით იზომება. ხოლო ვიბრაცია წარმოვიდგინოთ როგორც ენერგიის შეკუმშვა სიხშირის ფარგლებში. მაგალითად, ვიბრაცია ყოველ წამში ადგენს სიხშირის თანმიმდევრობას.
მოდით უფრო კარგად რომ გავიგოთ მოვიყავნ ბგერის მაგალითს. ბგერა არის ჰაერში წყალში ან მყარ სხეულში გავრცელებული მოლეკულების რხევა. რხევა შეიძლება იყოს სხვადასხვა სიხშირის მაგ: ნელი, საშუალო და სწრაფი. თუ სიხშირე ნელია, ე.ი. ბგერა არის დაბალი (ბოხი), თუ სიხშირე სწრაფია, შესაბამისად ბგერა არის მაღალი (წვრილი). როდესაც გიტარის სიმს თითს გამოკრავ, ის ვიბრირებს, ირხევა გარკვეული სიხშირით. ბასგიტარის სიმი უფრო სქელია და სიხშირეც დაბალია. ბუნებაში არსებულ ყველა ბგერას (იქნება ეს, ადამიანის მიერ აღქმადი თუ აღუქმელი ) აქვს კონკრეტული სიხშირე. რამდენჯერაც სიმი ირხევა წამში ტალღისებურად, იმდენია მისი სიხშირეც.
შესაბამისად ჩევნი სხეულიც შედგება ვიბრირებად ატომებისგან რომლებიც კონკრეტულ სიხშირეზე ირხევიან. როდესაც სიხშირე იზრდება მატერია უფრო და უფრო მსუბუქდება. ენერგიის ნიმუშები მოქმედებს ჩვენს ცნობიერებაზე და მის ზრდასა და შემცირებაზე.
ჯანმრთელი სხეული
ადამიანის ტვინი 72–90 MHz
სხეული ყელიდან ქვემოთ 62–78 MHz
ფარისებრი ჯირკვალი 62–68 MHz
თიმუსის ჯირკვალი 65–68 MHz
გული 67–70 MHz
ფილტვები 58–65 MHz
ღვიძლი 55–60 MHz
პანკრეასი 60–80 MHz
დასნეულებული სხეული
ავადმყოფობა იწყება 58 MHz
კიბოს უჯრედები 42 MHz
სიკვდილი იწყება 25 MHz
პროფესორ ვალერ ჰანტის მიხედვით, თითოეული ტოქსიკური სუბსტანცია ამრუდებს ნეგატიურ წონასწორობას, რომელიც არსებობს უჯრედულ დონეზე. ტოქსინები უჯრედის დეპოლარიზებას ახდენენ, რის შედეგად უჯრედი ხდება სამხრეთით პოლარიზებული და კარგავს ენერგიის მიზიდვის უნარს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და სულიერი დაავადებები. ადამიანური უჯრედები იწყებენ მუტაციას, როდესაც მათი სიხშირე მცირდება 62Hz-მდე.
საკვები
ცოცხალი, საღი საკვები (ხილი,ბოსტნეული) 20–27 Hz
მწვანილი 20–27 Hz
ჩირეული 15–22 Hz
სუნელები 15–22 Hz
გადამუშავებული/კონსერვირებული საკვები Zero Hz
სურნელის საშუალებით შეგვიძლია ავიმაღლოთ ან დავადაბლოთ ჩვენი ვიბრაცია. მეცნიერული კვლევები გვიჩვენებს, რომ ეთერზეთებს აქვთ უმაღლესი სიხშირე ადამიანისთვის ცნობილ ყველა სუბსტანციებთან შედარებით, ისნი ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ვერ ცოცხლობენ დაავადებები, ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და ა.შ
სუნს ხმის მსგავსად, საკუთარი სიხშირე გააჩნია. თუკი მათ არ ექნებოდათ უნიკალური ვიბრაციები, ჩვენ ვერ შევძლებდით მათ განსხვავებას . სურნელის აღქმა ხდება ცხვირში არსებული რეცეპტორების მიერ და მყისიერად გადაეცემა ზეთოვან ბოლქვს, რომელიც წარმოადგენს ლიმბური ტვინის ნაწილს.
სურნელი ტვინის პირდაპირი მაკავშირებელია გარემოსთან. ჩვენი ყნოსვის გრძნობა 10,000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა ნებისმიერი გრძნობა. სუნის ამოცნობა დაუყოვნებლივია (სხვა გრძნობები, მაგალითად შეხება, ტვინს მიეწოდება ზურგის ტვინის საშუალებით). სუნი ასევე უძლიერესი მაკავშირებელია ქვეცნობიერთან და და კოლექტიურ არაცნობიერთან, სადაც ინახება მოგონებები.
ბრუს ტაინიომ, „Tainio Technologies“-ის პერზიდენტმა და მფლობელმა, გამოიგონა კალიბრირებული სიხშირის მონიტორი, რომელიც გამოიყენება ეთერზეთების ბიო- ელექტრული სიხშირის გასაზომად. მას BT2 სიხშირის მრიცხველი ეწოდება. . ეთერზეთების სიხშირეები რამდენჯერმე აღემატება ბალახების, საკვების და ადამიანის სხეულის სიხშირესაც კი.
ეთერზეთები იზომება მეგაჰერცულ სიხშირეებში. ეთერზეთების სიხშირე იწყება 52 მჰც-დან და იზრდება 320 მჰც-მდე. ვარდის ეთერზეთს აქვს უმაღლესი სიხშირე ყველა ზეთებში – 320 მჰც. ეთერზეთები მოქმედებენ ჩვენი მოლეკულების სიხშირეებზე და ამგვარად აბალანსებენ და აჰარმონიზირებენ სხეულს.
აღსანიშნავია ასევე სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებში, სხვადასხვა სურნელოვანი საკმევლის გამოყენება მაგალითად სალბი და პალო სანტო წმენდს გარემოს დაბალვიბრაციული ენერგიებისგან. საპირისპირო მოქმედება აქვს სიგარეტს. უჯრედულ დონეზე თუკი განვიხილავთ თამბაქოს სურნელს მომენტალურად ჩაჰყავს ჩვენი მოლეკულები დაბალვიბრაციულ სიხშირეებზე. სწორედ ამიტომაა ადამიანი რომელიც რეგულარულად მოიხმარს თამბაქოს, გარდა იმისა რომ ორგანულად ვნებს საკუთარ სხეულს მისი ცნობერების სიხშირეც ეცემა.
როგორც ფერებს, ბგერებს, სურნელს და ფიზიკურ ობიექტებს. ჩვენს ემოციებსაც გააჩნიათ სიხშირეები, მაღალი/დაბალი, ნელი/სწრაფი. როდესაც ბედნიერად ვგრძნობთ თავს, ჩვენი სხეულის ვიბრაციები უფრო მსუბუქია (მაღალი და სწრაფი). როდესაც დაღლილი ან ავად ვართ, ჩვენი ვიბრაციები უფრო მძიმეა (ნელი და დაბალი). სწორედ ამიტომაა როცა შეყვარებული ვართ თავს უფრო ენერგიულად და მსუბუქად ვგრძნობთ, თითქოს ღრუბლებზე დავდივართო : )
ცნობიერის მკვლევარმა დევიდ ჰოკინსმა, გამოყენებითი კინეზოლოგიის მეშვეობით შექმნა ცნობიერის რუქა. რუქის თანახმად, ადამიანის ცნობიერი დაყოფილია დონეებად. სადაც, სიცოცოხლის აღსაქმელად, ესა თუ ის, ემოცია წარმოადგენს დომინანტს. თითოეული დონისთვის დამახასაითებელია გარკვეული რაოდენობის ენერგია. რაც უფრო მაღლა ადიხართ შკალაზე, მით მეტი სასიცოცხლო ენერგია შეესაბამება და მით მეტად, სასიკეთოდ იცვლება სიცოცხლის აღქმა. რაც უფრო დაბალია, შესაბამისად დაბალია სასიცოცხლო ენერგიაც და ემოციებიც ნეგატიურია.
აზრები, ფიქრები და განცდები სწორედ ის მაგნიტია, რომელიც შესაბამის სიხშირეზე მომუშავე შეგძნებებს, აზრებს და ქმედებებს იზიდავს. ჩვენ ვგავართ რადიო მიმღებს, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს მიერ გამოსხივებულ ტალღებზე.
ენერგეტიკული ველი შეგვიძლია შევადაროთ, მანქანის საჰაერო ფილტრს. რაც უფრო მეტად დაბინძურებულია ფილტრი, მით მეტად ცუდად მუშაობს ძრავი. ზუსტად ასევეა, ჩვენი ენერგეტიკული ველიც. რაც მეტია ‘ენერგეტიკული ბლოკები’ წყენა, განკითხვა შური წუწუნი, შიში და მსგავსი ემოციები, მით მეტად ქვემოთაა მისი ვიბრაციები.
როცა, ადამიანის ვიბრაციები არის 200-ის ქვემოთ ის, უმეტესწილად ფიქრობს თვითგადარჩენაზე. ძირითადად ასეთი ადამიანები ‘იღებენ’ ცხოვრებიდან და სისტემიდან, ვიდრე ‘გასცემენ’. მათი ზეგავლენა ვრცელდება იმ ენერგეტიკული ველის ადამიანთა ჯგუფზე, რომლის ნაწილსაც თავად წარმოადგენს. ადამიანები დაბალი ვიბრაციებით ხშირად მიდრეკილნი არიან გამოავლინონ ისეთი ემოციები, როგორიცაა – ბრაზი, რისხვა, შიში, ეჭვიანობა, ცინიზმი, გულგრილობა, ცრუობენ და განიკითხავენ. გამოირჩევიან უარყოფითი, ნეგატიურო აზროვნებით.
ჰოკინსის კვლევების მიხედვით ადამიანთა 85% იმყოფება კრიტიკული 200 ერთეულის ქვემოთ.
იგი ამტკიცებდა რომ ინდივიდებს რომლებსაც მაღალვიბრაციული ცნობიერება გააჩნიათ აბალანსებენ კოლექტიურ ცნობიერს
- 1 ინდივიდს რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 300 ერთულზე აბალანსებს 90.000 ადამიანს 200 ის ქვემოთ
- 1 ინდივიდს რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 400 ერთულზე აბალანსებს 400.000 ადამიანს 200 ის ქვემოთ
- 1 ინდივიდს რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 500 ერთულზე აბალანსებს 750.000 ადამიანს 200 ის ქვემოთ
- 1 ინდივიდს რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 600 ერთულზე აბალანსებს 10 მილიონ ადამიანს 200 ის ქვემოთ
- 1 ინდივიდს რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 700 ერთულზე აბალანსებს 70 მილიონ ადამიანს 200 ის ქვემოთ
- 12 ინდივიდი რომელიც იმყოფება ცნობიერების დონის 700 ერთულზე უდრის ერთ ავატარს (ქრისტე,ბუდა, კრიშნა)
მათთვის, ვისაც მათემატიკა გიზიდავთ, ეს გამოთვლები ნიშნავს იმას, რომ როდესაც სიყვარულს ვგრძნობთ, ჩვენი ვვიბრირებთ მაღალი სიხშირით. როდესაც ნეგატიურ გრძნობებს ვგრძნობთ, ვვიბრირებთ დაბალი სიხშირით. გარდა მათი გაზომვისა, ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ ფოტოები ამ ემოციური ვიბრაციებისა. კირლიანის ფოტოგრაფია გვაჩვენებს ჩვენს ენერგეტიკულ ველს და ემოციების ეფექტს ჩვენს სხეულზე. ELM ენერგია ვიბრირებს ან პულსირებს. ყოველი პულსით, ჩენი ELM ენერგია ვრცელდება და მიიზიდება.
ჩვენი ენერგეტიკული ველი აგზავნის ვიბრაციებს და იზიდავს სხვა მსგავს ვიბრაციებს. ჩვენ ერთდროულად ვარცელებთ და ვიზიდავთ მსგავს ენერგიებს როგორც სატელიტური თეფში, ჩვენი მიმართულება განსაზღვრავს თუ რა მოხვდება ჩვენს ენერგეტიკულ ველში. რასაც მიიზიდავ ის არის შენი ველის ენერგეტიკული საკვები. როცა ამ ყველაფერს გავაცნობიერებთ, გამოთქმა – ‘რაც არის შიგნით არის გარეთ’ იღებს ახალ მნიშვნელობას. ამის გაგება ჩვენ ნათელ არჩევანს გვაძლევს. თუ გვსურს ჯანმრთელობა და ჰარმონია, პირველ რიგში ჩვენი აზრები და სურვილები უნდა იყვნენ ჰარმონიაში. ჩვენი აზრები ისეთივე გავლენას ახლდენს ჩვენზე როგორც საკვები რომლითაც ყოველდღიურად ვიკვებებით. ნეგატიური ემოციები აბინძურებენ ჩენს სხეულს, ისევე როგორც უსარგებლო საკვები. პოზიტიური ემოციები ისევე დადებითად მოქმედებს ჩვენზე, როგორც ჯანსაღი გურმე საკვები.
‘ყველაფერი ენერგიაა. შეუხამეთ თქვენი სასურველი რეალობის ვიბრაციის სიხშირე თქვენს საკუთარს და ძალაუნებურად თქვენ ამ რეალობას მიიღებთ. სხვაგვარად ეს ვერც იქნება. ეს არ არის ფილოსოფია. ეს ფიზიკაა.’ – ალბერტ აინშტაინი
დააკვირდით თქვენს ფიქრებს, განცდებს, შკალის რა დონეზე იმყოფება? ჰარმონიაში ხართ შინაგანად თუ გული ერთ მხარეს გარბის გონება კი მეორე? ხომ არ აბუჟებთ ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით შინაგან ტკივილს და მერე მუდმივ განცდაში ხართ თუ რატომ არ იცვლება თქვენს გარშემო არაფერი.. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას რისი თქმა სურს რა აწუხებს. რაც უფრო კარგად გაიცნობთ საკუთარ თავს და მიხვდებით თუ ვინ ხართ (ან არ ხართ) მით უფრო ძლიერდება ვიბრაციული გზავნილი. მატერია 99% ენერგიაა.. დახედეთ თქვენს ხელს და წარმოიდგინეთ რომ მისი უმეტესი ნაწილი შედგება სიცარიელისგან ვიდრე მატერიალური იერსახისგან, ატომები პროტონებისგან და ელექტორნებისგან შედგება, რომლებსაც ფიზიკური სტრუქტურა არ გააჩნიათ… 😳
სამყარო პირდაპირი გაგებით ჩვენი სარკეა, პირადი სიმართლე წარმოჩინდება ჩვენს წინაშე როგორც შემდგარი ფაქტი… ვიდრე არ შევცვლით მას, არაფერი არ შეიცვლება.
ავტორი: ნინო ტოგონიძე 🖖🏼🐉🙏