ყოფიერების დასაწყისამდე არაფერი არი იყო გარდა ღვთაებრივი ცნობიერების ნათებისა.ნათების ცენტრი გარდაიქმნა არსებობად, ნათებიდან წარმოიქმნა ყველა არსება, იგი გარდაიქმნა დროდ, გარდაიქმნა სიცოცხლის წრედ. უზარმაზარი სპირალური გალაქტიკიდან ათასობით სინათლის წლის განმავლობაში იქნმებოდა ტრილიონობით ატომი, რომელიც ბრუნავდნენ კოსმოსური ქვიშის მორევში. სამყარო შეიქმნა წრეზე მბრუნავი ენერგიისგან. წრეზე მოძრავი ვარსკვლავების მტვერი რომლებიც ბადებენ სიცოცხლეს, წრიდან წრემდე იძენდნენ ფორმას და დროთა განმავლობაში ფორმირდებოდნენ და ბრუნავდნენ მზის გარშემო. ერთიდან მრავლამდე იბადებოდა სიცოცხლე.
თეთრ მთვარესთან ერთად ჩვენი უსაყვარლესი ლურჯი პლანეტა ბრუნავს კოსმოსში – პლანეტა, შექმნილი მიწის, წყლის, ცეცხლისა და ჰაერისგან. პლანეტა ხმით, სინათლით, სილამაზით და ცნობიერებით, განშტოებული ქსელი, რომელიც მოქსოვილია აბსოლუტური ბალანსით.ეს საოცარი მიწა ჩვენი სახლია, დიდებული ბორბალი, რომელშიც იბადება ჩვენი სიცოცხლე. წარმოქმნილი ღვთიური სულიდან გარდაიქნმენება მანიფესტაციად ერთიდან მრავალში.
მამა- ცა და დედა-მიწა – ხოლო მათ შორის შვიდი გამოვლინების შრე, რომელიც წარმოქმნის ცისარტყელის ხიდს და აერთებს დედამიწას ცასთან – საფეხურები მატერიიდან სულამდე. იგი აკავშირებს ჩვენს სხეულს, რითიც ჩვენ ვუკავშირდებით ერთმანეთს და უსაზღვრო სიცოხლის ქსელს და მივისწრაფით უნივერსალური ცნობიერებისკენ.
ცენტრალური არხის – შუშუმნას გასწვრივ განლაგებულია შვიდი ენერგეტიკული ცენტრი ფუძიდან გვირგვინამდე, რომლებიც წარმოშობენ აურის სფეროს, მათი მოძრაობა ნვითარდება ორი ძირითადი ენერგეტიკული ნაკადის გადაკვეთით. როდესაც ნაკადი მოძრაობს ჩაკრებს შორის მათი ცენტრი ბრუნავს ძრავასავით, რომლებსაც მივყავართ ჩვენი ცხოვრების მოგზაურობაში.
შვიდი ენერგეტიკული ცენტრი ასახავს გამთლიანების ძირითად ფორმულას და ტრანსოფმაციის მოდელს. სხეულში ჩაკრის მდებარეობა განსაზღვრავს შესაბამის ცნობიერების დონეს, რომლებსაც ჩვენ შევისწავლით თითოეულ ლოტუსში მოგზაურობისას დაწყებული ოთხი ფურცლიანი წითელი ლოტუსით რომელიც მდებარეობს ხერხემლის ძირში.
პირველი ჩაკრა წარმოადგენს მატერიალურ სამყაროს, ყოფიერების სიმკვრივეს, ძალას, რომელიც ენერგიას აძლევს ფორმას და ქმნის მატერიას, რომელსაც ჩევნ აღვიქვავთ როგორც ფიზიკურ სამყაროს. მისი ელემენტია მიწა. ეს ჩაკრა წარმოადგენს გადარჩენის ინსტიქტს და ჩევნს ძირითად მატერიალურ კავშირს დედამიწისთან. სპირალური ენერგია – კუნდალინი შაქტი 3,5-ჯერ შემოხვეულია ფუძის ჩაკრას და იჭერს მატერიას ერთიანობაში.
გაღვიძებულ მდგომარეობაში კუნდალინის ენერგია მიიწევს ხერხემლის გასწვრივ, იგი გამსჭვალავს და აღვიძებს თითოეულ ჩაკრას საკუთარი ღვთიური პარტნიორის – შივას მოსაძებნად, რომელიც იმყოფება გვირგვინის ჩაკრაში აბსოლიტურ ცნობიერებაში. ჩაკრა, სახელად ‘მულადჰარა’ ნიშნავს ფესვებს, საყრდენს. იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი საფუძველი გრძელი გზის გასავლელად, რომელიც ზედა ენერგეტიკულ ცენტრებისკენ მიიწევს, ადამიანს სჭირდება ღრმა ფესვები მიწაში. ეს არის ადგილი სადაც თავს ვგრძნობთ სახლში, სადაც ვტკბებით სიმშვიდით, უძრაობით და სიმყარით, რომელიც ბუნებაშია, სადაც ვმედიტირებთ და შევიგრძნობთ მიწაში ღრმად გადგმულ ფესვებს, რომელიც გავკავშირებს ჩევნი სხეულის ტაძართან.
მურადჰარა ახლა გამოღვიძებულ მდგომარეობაშია, რომელსაც ვტოვებთ ხერხემლის ძირში და მივემართებით მეორე ჩაკრის ექვსფურცლიან ფორთოხლისფერ ლოტუსში, სახელად – სვადჰისტანა, რომელიც ნიშნავს „საკუთარ სივრცეს“.
ამ ჩაკრის ელემენტი წყალია და წარმოადგენს ჩვენი არსებობის ორმაგ ბუნებას. ეს არის მუდმივი ნაკადი პოლარობისა და წინააღმდეგობისა, ისინი მოძრაობენ ერთმანეთის მიმართულებით, თავდაპირველი ლტოლვით რათა გახდნენ ერთი მთლიანობა. აქ ჩვენ ვხვდებით სიცოცხლის ენერგიის პირველად მოძრაობას, გამოწვეული ჩვენი სულისკვეთებითა და ლტოლვით. მეორე ჩაკრის დონეზე კუნდალინი როგრც ყოფს ასევე აერთიანებს მას და ქმნის სამარადისო ინ იანს არსებობას, რომელიც ბრუნავს უკიდურეს ბალანსში. ეს ჩაკრა სხეულზე მდებარეობს ხერხემლისა და მენჯის ცენტრალური ნაწილის დონეზე. ეს არის ადგილი მოძრაობის, შეგრძნების, სიამოვნების, სურვილის და ემოციის, როდესაც ორი სხეული უკავშირდება ერთმანეთს მიმზიდველი შეერთებით, ისინი ხდებიან ერთი მთლიანი და ვნება გადადის ბედნიერების ოკეანეში.
მეორე ჩაკრის წყლის ელემენტიდან გადავდივართ მესამე ჩაკრაში, რომელიც მდებარეობს მზის წნულში. ყვითელი ლოტუსი – მანიპურა, რომელიც ნიშნავს ‘დაკარგულ მარგალიტს’
მიწიდან წყალში და წყლიდან ცეცხლში.
აქ ღვთაებრივი ცნობიერების ნაპერწკალი აღანთებს ჩვენი ნებელობის ცეცხლს რათა დაწვას ყველანაირი წინააღმდეგობა და გამოაცოცხლოს მთლიანი სისტემა. ანთებული პულსაცია ჰბადებს სიცოცხლეს და ენერგიას, აღვიძებს ჩვენს ძალას, რათა ააგიზგიზოს და გააძლიეროს ჩვენი მიზანი. რათა შევძლოთ და გადავლახოთ ყველანაირი სირთულე, ყოველი დაბრკოლების დაწვით გზა გვეხსნება უდიდესი თავისუფლებისა და სიძლიერისკენ. როდესაც ყველა ბლოკი გამოიწყვება ეს ძალა უნდა მოთვინიერდეს ყოველდღიური პრაქტიკით რათა ბალანსში შევინარჩუნოთ ენერგიები. ეს არ არის მარტივი ამოცანა რადგან ჩვენ ვცდილობთ დავიმორჩილოდ ქაოტური და ცეცხლოვანი კუნდალინი და დავაბინავოთ მუცელში რათა გავიფურჩქნოთ მისი უძლიერესი ენერგიით. ეს ცეცხლი ზრუნავს და გვამხნევებს ჩვენი ეგოს წვის პროცესში და ჩევნ ვიხსნებით ბრწყინვალე მარგალიტში – ჩაკრაში რომელიც ნამდვილი ძალის წყაროა სახელად მანიპურა
ვტოვებთ მეასმე ჩაკრას ანთებულს და მივიწევთ გულისკენ რათა მოვძებნოთ მწვანე თორმეტ ფურცლიანი ლოტუსი სახელად ‘ანაჰატა’რომელიც ნიშნავს „ხელშეუხებელს, დაუზიანებელს“.
ამ ჩაკრის ელემენტი ჰაერია, ჩვენ ავდივართ მსუბუქად ზეციურ სივრცეში. ამჯერად კუნდალინის ავყავართ ზევით სიყვარულის ფრთებით რათა შეეგებოს ღვთიური სულის გამოღვიძებას. რომელიც ამზადებს გულს რომ გაიხსნას და იფრინოს თავისუფლად ჰაერის ელემენტთან ერთად. ყოველი ჩასუნთქვით ჩვენ მივისწრაფით უსასრულობისკენ და ვხდებით უფრო მსუბუქი და გაბრწყინებული შინაგანად. ჩვენ ვცეკვავთ კოსმიურ ცეკვას ჩვენს მეორე ნახევართან რასაც შევყავართ სიყვარულის საიდუმლო სამყაროში. ჩვენ ვცდებით ეგოს საზღვრებს და ერთად ვიწყებთ მოგზაურობას გულის ღვთიურ განზომილებაში, ვაერთიანებთ ცას და დედამიწას, მასკულინურ და ფემინურ ენერგიებს, გონებას და სხეულს – სრუყოფილ ბალანსში. ეს ჩაკრა არის მშვიდი, მგრძნობიარე და ღრმა, ადგილი თანაგრძნობის და ერთიანობის, როდესაც გული იღვიძებს იგი იწყებს პულსირებას სიყვარულით სამყაროსთან მიმართებაში, საკუთარი თავის, სხვა ადამიანების, პლანეტის, კაცობრიობის თუ ღვთიური ძალების მიმართ. როდესაც ჩვენი გული იხსნება ჩვენ ვუერთდებით გლობალურ გულს და სოციალურ ცნობიერების საზღვრებს.
დაბალანსებული გულის შემდეგ ჩვენ მივდივართ თექვსმეტფურცლიან ცისფერ ლოტუსთან, რომელიც მდებარეობს ყელის ცენტრში სახელად ‘ვიშუდჰა’, რაც – განწმენდას ნიშნავს.
ეთერულ პლანზე კუნდალინი ყელის ჩაკრაში აღვიძებს შინაგან ვიბრაციებს და ჩვენი ხმა მოძრავი ჰაერში სუნთქვასთან ერთად გვაძლევს უნარს გამოვხატოთ ვარკვლავების მუსიკა. უსმინეთ შინაგანი ხმის ვიბრაციას. უსმინეთ თქვენს გულში დაბადებულ მუსიკას. დასაბამიდან ‘ომ’ ხმის პირველადი ვიბრაცია პულსირებს მთელს ქმნილებაში – რეზონირებს, გამოხატავს, ჰარმორიულად, სინქრონულად. გვაძლევს უნარს რომ ვიმღეროთ საკუთარი სიმართლე სიცოცხლის პულსაციაში. არსიდან ვიბრაციაში, ხმაში მეტყველებაში კომუნიკაციაში, შემოქმედებაში, რომელსაც გადმოვცემთ მუსიკით, პოეზიით და უმაღლესი ცოდნით დროსა და სივრცეში.
როდესაც მეხუთე ჩაკრა ვიბრირებს ყელში ჩვენ ავდივართ შუბლისკენ იასამნისფერ ორფურცლიან ლოტუსში სახელად ‘აჯნა’ რომელიც ნიშნავს – აღქმას, ფლობას.
ახლა კუნდალინი მბრწყინავი სინათლეა რომელიც ამოდის მედიდაციისას რათა გახსნას მეექვსე ჩაკრა, ცენტრი ხედვის,აღქმის და სინათლის უსაზღვრო სამყარო. ამ ჩაკრის ორი ფოთოლი გვაძლევს უნარს დავინახოთ დუალობის გაერთიანება ერთ წერტილში. ეს ჩაკრა არის ხედვის, წარმოსახვის, ადგილი სადაც იღება შინაგანი ნათების უსაზღვრო წყარო. ცნობიერების კონცენტრაცია მოახდინეთ ამ ჩაკრაზე რათა გაიაზროთ და იპოვნოთ ხედვა, დატკბეთ შინაგანი სამყაროს არაამქვეყნიური სილამაზით და აიმაღლოთ შემეცნება რათა გაფანტოთ ილუზია და ნათალად აღიქვათ რეალობა. როდესაც ჩვენი 2 ფიზიკური თვალის შორის მესამე თვალი იხსნება ჩვენ შევდივართ ღრმა მედიტაციაში რომელიც გვაჩვენებს ჩვენს შინაგან სინათლეს, მრავალ აზრს შორის, მზერა მყარად შეინარჩუნეთ რათა იპოვნოთ პორტალი გასხივოსნების საიდუმლოებისა, სადაც გადაგეშლებათ თვალწარმტაცი ორნამენტები, შინაგანი ხედვით მიყევით ამ გამოსახულებებს რათა აღმოაჩინოთ და განახორციელოთ თქვენი ოცნებები. იპოვნეთ თქვენი წარმართველი ხედვა თქვენი შინაგანი საყაროს სიმშვიდეში და მდუმარებაში.
როდესაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი ჭეშმარიტი გზა, ახლა კუნდალინი მიიწევს ხერხემლის დაბოლოებაში რათა გამსჭვალოს გვირგვინოვანი ჩაკრა ‘საჰასრარა’ ათას ფურცლიან ლოტუსი.
როდესაც სრულად ვმთლიანდებით ფუძიდან გვირგვინამდე, მეშვიდე ჩაკრა იფურჩქნება როგორც ათასფურცლიანი ლოტუსი როგორც უსასრულო შემეცნება, რომელიც შინაგანად ასხივებს უზომო ცნობიერებას. შენ ხარ ეს ცნობიერება, გამოღვიძებული,ფხიზელი, გონიერი, ღვთაებრივი რომელიც უსასრულოდ ფართოვდება უსაზღვრო ცნობიერებისკენ
ცნობიერების ბუნებას არ აქვს საზრვრები, მიმართეთ თქვენი გონება თუ როგორ იხსნება ფურცლები თქვენში, დააკვიდით როგორ ინთება გასხივოსნების ნაპერწკლები როდესაც კუნდალინი ხვდება მის მეორე ნახევარს შივას, შივა რომელიც ჰბადებს ვარსკვლავებს, მივყავართ ქვედა სამყაროების მიღმა რათა გვამოგზაუროს კოსმოსის გულში, შემოქმედის ინტელექტში, ღვთიური გონის სამეფოში, უნივერსალური ცნობიერების, რომელიც წარმოადგენს ყველაფრის საწყისს*
ახლა კი გამოვლინების ნაკადით, ყველა ჩაკრის გავლით უკან ვბრუნდებით, ჩვენ გვაღვიძეთ კოსმიური ცნობიერების ათასფურცლიანი ლოტუსი, ცვენ ვიხილეთ შინაგანი სამყაროს არაამქვეყნიური სილამაზე, ჩვენ გავხსენით ჩევნი ხმა სიმღერაში, ჩვენ გავერთიანდით სიყვარულში, ჩვენ დავწვით ყველა ემოცია ცეცხლში, ჩვენ ვიცეკვეთ დუალობის წყალში და ვიპოვეთ ჩვენი გზა უკან სახლში.
ახლა ყველა ჩვენი ენერგეტიკული ცენტრი გამოღვიძებულია, გამოცოცხლებულია, გაერთიანებულია ფუძიდან გვირგვინამდე სავსე ენერგიით და გასხივოსნებულია ერთ მთლიანობაში.
ერთიდან მრავლამდე და მრავლიდან ერთი. ჩვენ ვართ ცისარტყელის ხიდი სამყაროთა შორის. 🌈💗