ტოლტეკური გზა თავისუფლებისკენ
ძველი შეთანხმებების უარყოფა
ყველა თავისუფლებაზე საუბრობს. სხვადასხვა რასები, სხვადასხვა ქვეყნები იბრძვიან თავისუფლებისთვის, მაგრამ რა არის თავისუფლება? ამერიკელები ვამბობთ, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ვართ თავისუფლები? თავისუფალი ვართ და შეგვიძლია თუ არა წარმოვადგენდეთ საკუთარ თავს? პასუხი – არა, არ ვართ თავისუფლები. ნამდვილი თავისუფლება ადამიანის სულს ეხება. თავისუფლება ნიშნავს – წარმოვადგენდეთ საკუთარ თავს. ვინ გვიზღუდავს ამ შესაძლებლობას? ჩვენ ბრალს ვდებთ მთავრობას, ამინდს, მშობლებს, რელიგიას, ღმერთს. სინამდვილეში კი საკუთარი თავი არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ თავისუფალი. ვქორწინდებით და ვამბობთ, რომ თავისუფლება დავკარგეთ; არც განქორწინებისას ვხდებით თავისუფალი. რა გვიშლის ხელს ვიყოთ საკუთარი თავი? გვახსოვს, რომ ოდესღაც დამოუკიდებლად ვცხოვრობდით, რაც მოგვწონდა, მაგრამ დაგვავიწყდა რა არის სინამდვილეში თავისუფლება.
დააკვირდით ორი, სამი, ოთხი წლის ბავშვს – აი თავისუფალი არსება. რატომ? რადგან ის აკეთებს ყველაფერს, რაც მას სურს. ადამიანი ველური არსებაა. ზუსტად ისეთივე, როგორიც ველური ყვავილი, ხე ან ცხოველი! ორი წლის ადამიანის სახეზე მხიარულების ღიმილია, რადგან ის სამყაროს შეიცნობს და არ ეშინია თამაშის. ამ ასაკში ბავშვებს ტკივილის, შიმშილის და სურვილების არასრულების ეშინიათ, მაგრამ მათ არ ადარდებთ წარსული და არ დარდობენ მომავალზე. მხოლოდ ახლანდელი დროით ცხოვრობენ.პატარა ბავშვებს არ ეშინიათ გრძნობების გამოხატვის და როგორც კი სიყვარულს იგრძნობენ, მაშინვე საპასუხო რეაქციას ავლენენ. მათ არ ეშინიათ სიყვარულის. ეს არის ნორმალური ადამიანის აღწერა. ბავშვობაში არ გვეშინია მომავლის და არ გვრცხვენია წარსულის, არამედ მივისწრაფვით სიცოცხლით ტკბობისკენ, თამაშისკენ, შეცნობის და სიყვარულისკენ.
რა ემართებათ უფროსებს? რატომ არ ვართ ასეთები? რატომ არ ვართ თავისუფლები? მსხვერპლის თვალთახედვიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც საწყენი შეგვემთხვა, ხოლო მეომრის თვალთახედვით, ის რაც ჩვენ თავს ხდება, სავდებით ნორმალურია. მოხდა ისე, რომ გვაქვს კანონების ერთობლიობა, ჩენში ცხოვრობს მსაჯული და მსხვერპლი, რომლებიც ჩვენ სიცოცხლეს განაგებენ. არ ვართ თავისუფლები, რადგან მსაჯულის და მსხვერპლის სახით შექმნილი რწმენების სისტემა, არ გვაძლევს საშუალებას ვიყოთ საკუთარი თავი. როგორც კი ჩვენი გონებრივი პროგრამა ამ ნაგვით გაივსო, მაშინვე დავკარგეთ ბედნიერება. ნუ უსაყვედურებთ მშობლებს თუ მათ თავისებური მეთოდით აგღზარდეს. ისინი ხომ მხოლოდ იმას გასწავლიდნენ, რაც ოდესღაც თვითონ გაითავისეს. ყველანაირად ცდილობდნენ, მაგრამ თუ რაიმე გვავნეს, ეს ყველაფერი ისევ მათი შიშების და რწმენების შედეგია. მათ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ დაპროგრამებას და ასევე ვერ შეძლეს შემდგომში სხვანაირად მოქცეულიყვნენ. ნუ დავადანაშაულებთ მშობლებს ან მათ ვინც თქვენ ცხოვრებაში ერეოდა, მაგრამ მოვიდა დრო აღმოვფხვრათ დაზიანებები და გავთავისუფლდეთ მსაჯულის ტირანიისგან. გადავაწყოთ შეთანხმებების ერთობლიობა და მოვიშოროთ მსხვერპლის როლი.
ნამდვილი შ ე ნ, ეს არის ბავშვი, რომელიც არასოდეს იზრდება. ზოგჯერ, როდესაც ერთობი, თამაშობ, ბედნიერი ხარ, წერ ლექსებს ან უკრავ ფორტეპიანოზე, ეს პატარა ბავშვი გარეთ გამოვლინდება. შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთებია მაშინ, როდესაც შენი არსი გარეთ გამოდის, არ ღელავ წარსულზე და მომავალზე და გავხარ პატარა ბავშვს.მაგრამ არსებობს რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის. ჩვენ ამას ვალდებულებებს ვეძახით. მსაჯული ამბობს: „შენ ხარ ადამიანი ვალდებულებებით. გაქვს ბევრი საქმე, უნდა იმუშაო, იარო სკოლაში, გამოიმუშაო ფული“. ეს ვალდებულებები მუდამ უნდა გვახსოვდეს. ჩვენ სახე კვლავ იცვლება და სერიოზული ხდება. თუ დააკვირდებით როგორ თამაშობენ ბავშვები უფროსების როლს, შეამჩნევთ როგორ იცვლება მათი მიმიკა. „მე ადვოკატი ვარ“ – და მაშინვე დიდის სახეს ღებულობენ. სწორედ ეს ვართ – ბავშვები, რომლებმაც თავისუფლება დაკარგეს.სასურველი თავისუფლება, ეს არის თვითგამოხატვის თავისუფლება – ვიყოთ ის, რაც ვართ. მაგრამ თუ საკუთარ ცხოვრებას გადავხედავთ, ადვილი შესამჩნევია, რომ უმეტესად ვცდილობთ სხვას ვარგოთ, რათა საზოგადოებამ მიგვიღოს. ჩვენ არ ვცხოვრობთ საკუთარი სიამოვნებისთვის. ჩვენ საზოგადოებაში, ათასი ადამიანიდან, ოთხმოცდაცხრამეტი „მოთვინიერებულია“.სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, რომ მათი თავისუფლება შეზღუდულია. შინაგანი ხმა მართალია ამბობს, რომ რაღაც ისე არ არის, მაგრამ სინამდვილეს მხოლოდ უმცირესი ნაწილი თუ აცნობიერებს.
ადამიანების უმეტესობა ვერ აცნობიერებს, რომ მსაჯული და მსხვერპლი მართავს მათ გონებას, რასაც თავისუფლების შანსი ნოლამდე დაჰყავს. ამ ყველაფრის გაცნობიერება, დამოუკიდებლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. იმისთვის რომ ვიყოთ თავისუფალი, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ არ ვართ თავისუფალი. ვიდრე პრობლემის მოგვარებას შევეცდებით, აუციებელია ვიცოდეთ თუ რაში მდგომარეობს მათი არსი.
გაცნობიერება ამ ყვალაფრის პირველი ნაბიჯია, რომლის შემდეგაც ერთხელაც იტყვით: „საკმარისია!“ და დაიწყებთ საკუთარი სიზმრის გარდაქმნას. პლანეტარული სიზმარი უბრალოდ ხედვაა, ის რეალურიც არ არის. თუ ეცდებით თქვენ სიზმარში არსებულ შეთანხმებებს და რწმენებს შეეწინააღმდეგოთ, დაინახავთ რამდენად შორს დგას ეს ყველაფერი ჭეშმარიტებისგან. დაინახავთ, რომ წლების ტანჯვამ ფუჭად ჩაიარა. რატომ? იმიტომ რომ, თქვენ თავში არსებული რწმენების სისტემა ტყუილზეა დაფუძნებული.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გავხდეთ საკუთარი სიზმრის მმართველი. სწორედ ამიტომ არიან ტოლტეკები სიზმრების ოსტატები.
თქვენი ცხოვრება, თქვენივე სიზმრის გამოვლინებაა; ეს ხელოვნებაა. თუ სიზმარი არ გაკმაყოფილებთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი შეცვლა. სიზმრების მბრძანებლები საკუთარი სიზმრისგან შედევრებს ქმნიან; მართავენ ხილვებს და აკეთებენ არჩევანს. ყველაფერს თავის შედეგი აქვს, სიზმრების ოსტატი ამ შედეგებს აცნობიერებს.
ტოლტეკებთან არ არსებობს ლიდერი და ქვეშევრდომი. მათ საკუთარი სიმართლე აქვთ, რომელშიც თქვენ არ ცხოვრობთ. ტოლტეკი ხდება ბრძენი, ველური და კვლავ თავისუფალი.არსებობს სამი სახის ხელოვნება, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გახდეს ტოლტეკი. პირველი – გაცნობიერების ხელოვნება. ეს ნიშნავს, გავაცნობიეროთ თუ ვინ ვართ სინამდვილეში. მეორე – ტრანსფორმაციის, საკუთარი თავის გარდაქმნის ხელოვნება. ეს არის შესაძლებლობა მოვიშოროთ მიჯაჭვულობა და გავთავისუფლდეთ. მესამე – ჩანაფიქრის (განზრახვა) ხელოვნება. ტოლტეკური თვალთახედვით, ჩანაფიქრი სიცოცხლის ის ნაწილია, რომელიც ენერგიის ტრანსფორმაციას ხდის შესაძლებელს. ეს ცოცხალი არსებაა, რომელიც იმ ენერგიას მოიცავს, რასაც „ღმერთს“ ვეძახით. ჩანაფიქრი, თვით ცხოვრება და უპირობო სიყვარულია. განზრახვის ხელოვნება, სიყვარულის ხელოვნებაა. ტოლტეკები, მსაჯულს, მსხვერპლს და რწმენათა სისტემას, ადამიანის გონებაში ჩაბუდებულ პარაზიტს ადარებენ. მათი აზრით, ყველა მოთვინიერებული ადამიანი ავად არის, რადგან მსგავსი ადამიანების გონებას პარაზიტი მართავს და შიშის შედეგად წარმოქმნილი უარყოფითი ემოციებით იკვებება. თუ ამ პარაზიტის აღწერას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის სხვა არსებების ხარჯზე ცხოვრობს, წოვს ენერგიას და სამაგიეროდ არაფერს აძლევს, რითაც ნელ ნელა ანადგურებს მათ. ხსენებულ აღწერაში იდეალურად ჯდება მსაჯული, მსხვერპლი და რწმენათა სისტემა. ერთად ისინი, ემოციონალურ და სულიერი ენერგიისგან შემდგარ არსებას ქმნიან, რომლის ენერგიაც ცოცხალია. მართალია ის არამატერიალურია, მაგრამ ემოცია ხომ არამატერიალური ენერგიაა. ასევე ჩვენი სიზმრებიც წარმოადგენენ არამატერიალურ ენერგიას, მაგრამ ვიცით რომ ისინი არსებობენ.ტვინის ერთ ერთი ფუნქცია, მატერიალური ენერგიის ემოციონალურად გარდაქმნაა. ჩვენი გონება ემოციების ქარხანაა. სიზმარხილვა ტვინის უმთავრესი ფუნქციაა.
ტოლტეკების აზრით, პარაზიტმა – მსაჯული, მსხვერპლი, რწმენათა სისტემა – მოახერხა თქვენ გონებაში შემოღწევა და მართავს სიზმრებს. პარაზიტი, თქვენი ცნობიერების და სხეულის მეშვეობით ხედავს სიზმარს. ის შიშით გამოწვეული ემოციებით იკვებება და მათ ხარჯზე ცხოვრობს. თავისუფლება იმაში გამოიხატება, რომ თავად გამოვიყენოთ გონება და სხეული, ვიცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით და არა რწმენების სისტემის მიხედვით. როდესაც აღმოვაჩენთ, რომ გონებას მსაჯული და მსხვერპლი მართავს, ხოლო ჩვენი „მე“ კუთხეშია მიმწყვდეული, მხოლოდ ორი არჩევანი გვაქვს: პირველი – გავაგრძელოთ მსაჯულის და მსხვერპლის მოწოდებების მიხედვით ცხოვრება და ვიცხოვროთ პლანეტარულ სიზმარში. მეორე – მოვიქცეთ როგორც ბავშვები, როდესაც მშობლებს აქვთ მათი მოშინაურების მცდელობა. ჩვენ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ყველაფერს, პარაზიტს გამოვუცხადოთ ომი და საკუთარი გონების და ტვინის გამოყენებით, დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ. სწორედ ამიტომ უწოდებენ შამანები თავს მეომრებს. ისინი გამუდმებით ებრძვიან ცნობიერებაში არსებულ პარაზიტს. მეომარია ის, ვინც აღუდგება პარაზიტის შემოჭრას და მათ ომს უცხადებს. იყო მეომარი, არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალ, მაგრამ სჯობს ეცადოთ, გაიღოთ მაქსიმუმი და თავისუფლების თუნდაც მინიმალური შანსი გამოიყენოთ. ეს გზა იძლევა აჯანყების ღირსეულ გრძნობას და მიუხედავად იმისა, დამარცხდებით თუ გაიმარჯვებთ, გაქვთ გარანტია, რომ არ ხართ უმოქმედო მდგომარეობის მსხვერპლი. საუკეთესო ვარიანტში, მეომარი პლანეტარულ სიზმარს, სამოთხის სიზმრად აქცევს.
სამოთხე, ისევე როგორც ჯოჯოხეთი, ჩვენს ცნობიერებაში არსებული მდგომარეობაა და ადამიანს მისი მიღწევა ჯერ კიდევ სიცოცხლეში შეუძლია, რადგან ღვთიური სასუფეველი ყველგან არის, ისევე როგორც ღმერთი. ამ ჭეშმარიტების შესაცნობად თავდაპირველად თვალები და ყურებია საჭირო.
საჭიროა პარაზიტისგან გათავისუფლება
პარაზიტი შეიძლება ათასთავიან ურჩხულს შევადაროთ. მისი ყოველი თავი, ჩვენ რომელიმე შიშს შეესაბამება. თავისუფლების მისაღწევად, აუცილებელია გაანადგუროთ ის. შესაძლებელია შიშის ყველა სახეობას სათითაოდ შევებრძოლოთ, რაც ნელ, მაგრამ რეალურ გზას წარმოადგენს. ყოველ გამარჯვებასთან ერთად, უფრო თავისუფლები ვხდებით.ასევე არსებობს მეორე მიდგომაც, რომლის მიხედვითაც, წყვეტთ პარაზიტისთვის საკვების მიწოდებას. თუ პარაზიტს აღარ გამოკვებავთ, ის საბოლოოდ განადგურდება. ამისთვის, შიშების მიერ გამოწვეული ნეგატიური ემოციების მართვაა საჭირო. მესამე გზას, სიკვდილით ინიციაცია ეწოდება, რომელსაც ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებში და ეზოთერიულ სწავლებებში.ეს რიტუალი არსებობდა ეგვიპტეში, ინდოეთში, საბერძნეთში, ამერიკაში. ეს არის სიმბოლური სიკვდილი, რომელიც კლავს პარაზიტს და არ აზიანებს სხეულს. სიმბოლური სიკვდილის მეთოდს, წინამორბედ ორზე ბევრად სწრაფი ეფექტი გააჩნია, მაგრამ მისი შესრულება ბევრად რთულია და დიდი გამბედაობაა საჭირო. ამივე მეთოდი დეტალურად განვიხილოთ.
ტრანსფორმაციის ხელოვნება: მეორადი ყურადღების სიზმარი
უკვე იცით, რომ სიზმარხილვა, რომელშიც ამ მომენტში იმყოფებით, თქვენი სიზმრის შედეგია, რომელმაც თქვენი ყურადღება სრულად დაიპყრო და რწმენების სისტემით გზღუდავთ. მოთვინიერების პროცესს, შეიძლება პირველადი ყურადღების სიზმარი ვუწოდოთ, რადგან სწორედ ამ გზით მოხდა თქვენი პირველი სიზმრის შექმნისას, თქვენი ყურადღების გამოყენება. საკუთარი თავის შეცვლის ერთ ერთი მეთოდი მდგომარეობს შემდეგში – ყურადღების კონცენტრირება რწმენებზე და შეთანხმებებზე მოვახდინოთ და შევცვალოთ ისინი. ამის კეთებისას, იყენებთ ყურადღებას და ქმნით მეორადი ყურადღების სიზმარს, იგივე ახალ სიზმარს. სხვაობა ის არის, რომ ამ ჯერად უკვე არ ხართ უდანაშაულო. ბავშვობაში არ გქონდათ არჩევანი, მაგრამ რადგან ბავშვი აღარ ხართ, თქვენი არჩევანია რის გჯეროდეთ და რის არა. იგულისხმება საკუთარი თავის რწმენაც.დასაწყისისთვის, ყურადღება თქვენს გონებაში არსებულ ბურუსს მიაქციეთ. გააცნობიერეთ, რომ უწყვეტად ხედავთ სიზმარს, მხოლოდ ამ შემთხვევაშია მისი გარდაქმნა შესაძლებელი. როდესაც მიხვდებით, რომ ცხოვრებისეული უბედურებების მიზეზი ის არარეალური რწმენებია, რომლისაც გჯერათ, შეგიძლიათ დაიწყოთ მათი შეცვლა.მაგრამ ვიდრე რაიმეს შეცვლიდეთ, გააკეთეთ კონცენტრაცია იმაზე, რის ტრანსფორმაციაც გნებავთ და უმჯობესია იცოდეთ, რომელი შეთანხმებების გარდაქმნა გსურთ.
შემდეგი ნაბიჯია, გავიგოთ თუ რომელი შიშზე დაფუძნებული რწმენები გვზღუდავენ. გადახედეთ შეთანხმებების მთელ სისტემას და პარალელურად დაიწყეთ ამ პროცესში მათი შეცვლა. ეს ნამდვილი ოსტატობაა, რომელსაც ტოლტეკებმა ტრანსფორმაციის ხელოვნება უწოდეს. ამ დროს თქვენ ცვლით შიშზე აგებულ შეთანხმებებს და გონებას საკუთარი არჩევანით აპროგრამებთ. ტრანსფორმაცია მაშინ არის შესაძლებელი თუ ოთხი შეთანხმების მსგავს ალტერნატიულ სისტემას მიიღებთ. ოთხი შეთანხმების მიღება პარაზიტის მოცილების მიზნით გამოცხადებული ომის ტოლფასია. ეს საშუალებას მოგცემთ ბოლო მოეღოს ტანჯვას და ემოციურ ტკივილს, რაც სიცოცხლით ტკბობის საშუალებას მოგცემთ. ოთხი შეთანხმება ხელს შეგიწყობთ ტრანსფორმაციის პროცესში, დაგეხმარებათ გააფართოვოთ საკუთარი შესაძლებლობები და გახდეთ ბევრად ძლიერი. რაც უფრო ძლიერი ხართ, მით მეტ შეთანხმებაზე შეძლებთ უარის თქმას.საწყისისკენ მოძრაობას, უდაბნოში ყოფნასთან ვაიგივებ. იქ დემონებს ვხვდებით პირისპირ, რომლებიც უდაბნოდან დაბრუნების შემდეგ ანგელოზებად იქცევიან.ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგ ძველ შეთანხმებახზე უარს ამბობთ, უფრო მეტად ძლიერდებით. დაიწყეთ პატარა და ადვილი შეთანხმებებით, რომლებიც ნაკლებ ძალდატანებას საჭიროებენ. ამის შემდეგ შეგეძლებათ თქვენს გონებაში არსებული მთავარი დემონების დამარცხებაც. ტრანსფორმაცია, ჯოჯოხეთური სიზმრიდან გამოსვლის ერთ ერთი საშუალებაა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყოველი მტანჯველი შეთანხმების მოშორებისას, საჭიროა მისი ახლით ჩანაცვლება, რომელიც გაგაბედნიერებთ და ძველი შეთანხმების დაბრუნებისგან დაგიცავთ. თავში მრავალი შეთანხმება გვაქვს, რომელთა გამოც ეს პროცესი შეიძლება უშედეგოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მოიკრიბეთ მოთმინება და ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ცხოვრება წლების მანძილზე შესრულებული მოთვინიერების შედეგია და ერთ დღეში მისი დამსხვრევა ვერ მოხერხდება. შეთანხმებაზე უარის თქმა ურთულესი საქმეა, რადგან ყოველ მათგანში სიტყვის ძალაა ჩადებული (რომელიც ჩვენი ნების ძალას წარმოადგენს).შეთანხმებების შეცვლა დიდი ენერგიის ფასად დაგიჯდებათ. ყოველი ძველი შეთანხმება მრავალჯერადი გამეორების შედეგია, რის გამოც ტრანსფორმაციის პროცესშიც აუცილებელია გამეორების მექანიზმის გააქტიურება. ახალ შეთანხმებებთან სისტემატური მიბრუნება, თქვენ შესაძლებლობებს აფართოებს.
მეომრის დისციპლინა: ქცევის კონტროლი
წარმოიდგინეთ, რომ ერთ ერთი დილას შესანიშნავ განწყობაზე გაიღვიძეთ, ენერგიით სავსე და ბედნიერი ხართ, მაგრამ საუზმისას მეუღლესთან შეკამათების გამო ხასიათი გაგიფუჭდათ. შელეპარაკების შემდეგ სიცარიელეს გრძნობთ, საშინელ განწყობაზე ხართ და მხოლოდ ტირილი გინდათ. გრძნობთ საშინელ დაღლას, მიდიხართ თქვენს ოთახში, წვებით და ცდილობთ გრძნობები წესრიგში მოიყვანოთ. დღე ფუჭად გადის, რადგან არ შეგწევთ არაფრის კეთების ძალა და ყველაფრისგან დამალვას ცდილობთ.
ყოველ დილით ვიღვიძებთ გარკვეული სახის მუხტით, იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური ძალები, რომელთაც დღის მანძილზე ფუჭად ვხარჯავთ. თუ გრძნობებს ჩვენი ძალების გაფლანგვის საშუალებას მივცემთ, ისინი არც საკუთარი თავისთვის გვეყოფა და არც სხვისთვის. როდესაც გაბრაზებული ხართ, გარშემო ყველაფერი სხვაგვარად არის და არაფერი გაკმაყოფილებთ. ყველაფერთან ერთად, ამინდითაც უკმაყოფილო ხართ – წვიმაც და მზეც ერთნაირად ცუდია. როდესაც მოწყენილი ხართ, გარემოც კი მეტ მოწყენილობას იწვევს. ხეები, წვიმა და ყველაფერი დანარჩენი, ცუდ განწყობას ამძაფრებს და უიმედობის გრძნობას იწვევს. გიჩნდებათ დაუცველობის გრძნობა და რადგან არ იცით დარტყმას საიდან ელოდოთ, გიჩნდებათ თავდაცვის სურვილი. ყველაფერი ეს ხდება მაშინ, როდესაც სამყაროს შიშის თვალებით უყურებთ.
ადამიანის გონება შეიძლება კანს შევადაროთ. წარმოიდგინეთ შეხება ჯანმრთელ კანზე. სხეულის ზედაპირი აღქმისთვის არის შექმნილი და შეხების მომენტი შესანიშნავი გრძნობაა. ახლა კი წარმოიდგინეთ ტრავმირებული კანი, ინფიცირებული ჭრილობით. ყოველი შეხება მტკივნეულია და ცდილობთ ჭრილობა დაფაროთ. ყოველი შეხება მეტად უსიამოვნო გრძნობაა და ტანჯვას იწვევს. ახლა წარმოვიდგინოთ მთელი კაცობრიობა კანის დაავადებებით. ადამიანები ერთმანეთს ვერ ეხებიან, რადგან პროცესი მტკივნეულია. ჭრილობა ყველას აქვს, ასე რომ ინფექცია და ტანჯვა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება; სწორედ ეს გვჭირს დღეს.წარმოგიდგენიათ ურთიერთობები სამყაროში, სადაც ყოველ ჩვენგანს მსგავსი ჭრილობები აქვს? ერთმანეთთან ჩახუტებაც კი მტკივნეული პროცესი იქნებოდა. ადამიანის გონება ძლაიან გავს ინფიცირებულ კანს. ყველას აქვს ჭრილობები და ყოველი ჩვენგანი ინფიცირებულია ემოციონალური საწამლავით – შურით, სიბრაზით, ზიზღით და მოწყენილობით. უსამართლობა ხსნის ცნობიერების ჭრილობებს, რასაც ჩვენ ემოციონალური საწამლავით ვპასუხობთ. მოთვინიერების პროცესში, გონება იმდენად არის შხამით გაჟღენთილი, რომ ადამიანებისთვის ეს სავსებით ნორმალურია და ვერ ამჩნევენ. საქმე პლანეტის დისფუნქციონალურ სიზმართან გვაქვს, ხოლო ფსიქიურ დისფუნქციას შ ი შ ი ეწოდება. ავადმყოფობის სიმპტომები რთავენ ყველა ემოციას და ადამიანს ტანჯვას აიძულებენ, აქედან ჩნდება ბრაზი, ზიზღი, დარდი, შური, ეჭვიანობა და ღალატი. როდესაც შიშის ფაქტორი ძალიან დიდია, გონება იწყებს დანებებას, რასაც სულიერ აშლილობას უწოდებენ.
თუ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი გონებრივი მდგომარეობა არაჯანმრთელია, მივხვდებით, რომ არსებობს მკურნალობის მეთოდებიც. იმისთვის, რომ გავხსნათ ემოციონალური ჭრილობები და მოვაცილოთ შხამი, თავიდან დაგვჭირდება სიმართლე. გაინტერესებთ როგორ ხდება ეს? მიუტევეთ მათ, ვინც ოდესმე რაიმე გვაწყენინა. განა იმიტომ, რომ ისინი ამას იმსახურებენ, იმიტომ რომ ჩვენი თავი იმდენად გვიყვარს, აღარ გვსურს ვაგოთ პასუხი უსამართლობის გამო. მიტევება, განკურნების ერთადერთი საშუალებაა. ჩვენ მას მივმართავთ, რადგან საკუთარ თავს თანავუგრძნობთ. „საკმარისია! მე აღარ ვარ საკუთარი თავის მსაჯული. ვწყვეტ საკუთარი თავის წამებას. აღარ ვიქნები მსხვერპლი!“ თავდაპირველად მშობლებს, ძმებს, დებს, მეგობრებს და ღმერთს მოვუტევოთ. საბოლოოდ, აპატიეთ საკუთარ თავს და როგორც კი ამას გააკეთებთ, თქვენს გონებაში ბოლო მოეღება თვითრეფლექსიას. როგორც კი დაიწყებთ საკუთარი თავის მიღებას, გაგიჩნდებათ დიდი სიყვარული, რაც შეგაყვარებთ თავს ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხართ. ამგვარად იწყება თავისუფლება და მისი გასაღები პატიებაა.აპატიეთ თუ არა ვინმეს, გაიგებთ მაშინ, როდესაც ამ ადამიანთან შეხვედრისას არ გამოცდით არანაირ გრძნობას. თუ მის სახელზე არ გექნებათ არანაირი რეაქცია და ჭრილობაზე შეხებისას არ გამოცდით ტკივილს, მიხვდებით რომ ნამდვილად მიუტევეთ. სიმართლე სკალპელს გავს, რომელიც ტყუილის წყლულს ხსნის, რათა განკურნოს ჭრილობა. ტყუილი არის ის, რასაც უარყოფის სისტემას ვუწოდებთ. კარგია რომ ის გაგვაჩნია, რადგან ტყუილი ჭრილობის დაფარვაში გვეხმარება, მაგრამ როდესაც ქრება საწამლავი, აღარ ვსაჭიროებთ ტყუილს. ასევე აღარ არის საჭირო უარყოფის სისტემა, რადგან ჯანმრთელ გონებაზე, როგორს ჯანმრთელ კანზე შეხებისას, ტკივილი აღარ იგრძნობა. როდესაც ცნობიერება გაწმენდილია, შეხება სასიმოვნოა.ადამიანების პრობლემა იმაშია, რომ ისინი ემოციებს ვერ აკონტროლებენ. ადამიანის ქცევებს, გრძნობები აკონტროლებენ და ადამიანი არ აკონტროლებს თავიანთ გრძნობებს. როდესაც თავის კონტროლს ვკარგავთ, ვამბობთ იმას, რაც არ გვინდა რომ ვთქვათ და ვიქცევით საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ.ამიტომ არის აუცილებელი თქვენი სიტყვა იყოს უნაკლო და გახდეთ სულიერი მეომარი. ისწავლეთ ემოციების კონტროლი, რადგან შიშზე დაფუძნებული შეთანხმებების ახლებით ჩანაცვლება მოხდეს და შექმნათ თქვენი საკუთარი სამოთხე.
როგორ გავხდეთ მეომრები? მეომრებს გარკვეული დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. ისინი აცნობიერებენ, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ჩვენ გონებაში მიმდინარეობს ომი, რომელსაც დისციპლინა ესაჭიროება, მაგრამ არა ჯარისკაცის, არამედ მეომრის დისციპლინა. საუბარია არა ინსტრუქციაზე თუ როდის რა ვაკეთოთ, არამედ დისციპლინაზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სიტუაციაში ვიქნებით საკუთარი თავი.
მეომარს გააჩნია კონტროლი. კონტროლი არა სხვა ადამიანზე, არამედ საკუთარი ემოციების და თავის კონტროლი. თქვენ კარგავთ კონტროლს, როდესაც ახშობთ ემოციებს, რადგან გგონიათ, რომ ემოციების ჩახშობა კონტროლს ნიშნავს. ძირითადი განსხვავება მეომარსა და მსხვერპლს შორის არის ის რომ ეს უკანასკნელი ახშობს ემოციებს, ხოლო პირველი იმორჩილებს მათ. მსხვერპლი ახშობს, რადგან ეშინია გრძნობების ჩვენება, ასევე ეშინია ილაპარაკოს ის, რასაც ფიქრობს. სრულიად სხვაა ემოციების დამორჩილება, როდესაც მათი გამოვლინება ზუსტად საჭირო მომენტში ხდება, არც ადრე და არც გვიან. სწორედ ამიტომ არიან მეომრები უნაკლო, აკონტროლებენ ემოციებს და საკუთარ ქმედებებს.
სიკვდილით ინიციაცია: სიკვდილის ანგელოზის ჩახუტება
პირადი თავისუფლების მოპოვების უკანასკნელი ხერხი სიკვდილით ინიციაციაა. ამ დროს თვით სიკვდილს ვხდით მასწავლებლად და სიკვდილის ანგელოზი გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ. როდესაც გააცნობიერებთ, რომ არსებობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყვიტოთ, ერთადერთ ცხოვრებისეულ მომენტად იქცევა აწმყო.
გამოიყენეთ ყოველი მომენტი რათა ცხოვრებით დატკბეთ და იყოთ ბედნიერი. მაშინაც კი თუ სიცოცხლის ერთი კვირა დაგრჩათ, მაქსიმალურად შეიგრძენით ცხოვრების სისავსე. სიკვდილის ანგელოზი გვასწავლის, თითქოს ყოველი დღე სიცოცხლის უკანასკნელი დღეა და ხვალინდელი დღე არ დადგება. ყოველი დილა შეიძლება შემდეგი სიტყვებით დაიწყოთ: „გავიღვიძე და ვხედავ მზეს. მადლობელი ვარ, რომ კიდევ ერთი დღე შემიძლია წარმოვადგენდე საკუთარ თავს“. მე ამგვარად ვხედავ ცხოვრებას.სიკვდილის ანგელოზმა მასწავლა ვიყო გახსნილი და არ მქონდეს არაფრის შიში. ახლობლებს ვექცევი დიდი სიყვარულით და ვერიდები მათთან კამათს, რადგან ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. თქვენ შეგიძლიათ ცხოვრების სწორედ ასეთი წესი აირჩიოთ და მოემზადოთ სიკვდილით ინიციაციისთვის. ამ პროცესში თქვენი ძველი სიზმარი სამუდამოდ გაქრება და მსაჯულზე, მსხვერპლზე და რწმენათა სისტემაზე მხოლოდ მოგონებები დარჩება, თვით პარაზიტი კი მოკვდება. პარაზიტის მოკვლა არ არის ადვილი, რადგან მსაჯული და მსხვერპლი ბოლომდე მედგრად იბრძოლებენ.
პლანეტარულ სიზმარში ცხოვრება სიკვდილს წააგავს. სიკვდილით ინიციაციაციისას ვღებულობთ მკვდრეთით აღდგომის განუმეორებელ შანსს. მკვდრეთით აღდგომა იგივე საკუთარი თავის პოვნაა – გავხდეთ მოუთვინიერებელი ბავშვივით თავისუფლები. ტოლტეკების აზრით, სწორედ ამას გვასწავლის სიკვდილის ანგელოზი. მოდის და ამბობს: „ყველაფერი მე მეკუთვნის! თქვენი მეუღლე, შვილები, მანქანა, კარიერა, ფული – ყველაფერი ჩემია. როდესაც მოვისურვებ უკან წავიღებ. ასე რომ გამოიყენეთ სანამ გაქვთ.“სიკვდილის ანგელოზს მიაქვს წარსული, ის რაც უკვე მკვდარია და აღარ არსებობს. ჩვენ კი აწმყოთი ვცხოვრობთ. პარაზიტს კი უნდა, რომ წარსული ვატაროთ ზურგით და ვიცხოვროთ იმით, რაც აღარ არსებობს. როგორც შეიძლება იცხოვროთ წარსულში და სიამოვნებაა აწმყოში მიიღოთ?სწორედ ამას გვასწავლის სიკვდილის ანგელოზი. დატოვეთ წარსული და იცხოვრეთ დღევანდელი დღით. ეცადეთ გააკეთოთ ყველაფერი, რომ შეასრულოთ ეს შეთანხმებები. ეცადეთ დღესვე დაიწყოთ.
დღეს ახალი სიზმარი იწყება.
ავტორი: მიგელ რუისი
თრგმანი: მანგალა