ხელოვნება ყოველთვის უდიდეს როლს თამაშობდა საზოგადოების ცნობიერების განვითარებაში. უძველესი დროიდან მოყოლებული მითოლოგია კაცობრიობას არქეტიპულ ხატსახეებს ზღპრების თუ პოემების სახით აცნობდა, რომლებიც ჩვენს თანამედროვე რეალობაში კინომატოგრაფიის, ლიტერატურის თუ მუსიკის მეშვეობით გადმოიცემა.
ხელოვნების ყველა ფორმას შორის მუსიკა უმაღლესია, რადგან ის იმ კანონის მინიატურულ ასლს წარმოადგენს, რომელიც მთელს სამყაროში მოქმედებს. გულის პულსირება, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ყველაფერი რიტმში მუშაობს. სიცოცხლე მთელი სხეულის მექანიზმის რიტმულ მუშაობაზეა დამოკიდებული. სუნთქვით მიიღება ხმა, სიტყვა, ბგერა და ეს ხმა მუდმივად გვესმის, მათ შორის, შინაგანი ხმაც – მუსიკაა. არქიტექტურა მუსიკაა, მხატვრობა მუსიკაა, პოეზია მუსიკაა. ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთებთ, სადაც შთაგონების წყარო მშვენიერებაა, არსებობს მუსიკა.
მუსიკას უდიდესი ძალა აქვს რადგან მას შეუძლია ერთი იდეის ქვეშ უმარავი ადამიანი გააერთიანოს, მნიშვნელოვანი პრობლემები წამოწიოს და მთვლემარე საზოგადოება გამოაფხიზლოს. ჩვენს თანამედროვეობაში სწორედაც რომ ეს იყო როკენროლის იდეა, დაენგრია სტერეოტიპები და ცრურწმენები, დაპირისპირებოდა კონფორმიზმს და ყოველგვარ სიყალბეს. ჯონ ლენონი და იოკო ონოთი დაწყებული ბობ დილანი, პატი სმიტი და კიდევ მრავალი მეოამბოხე მუსიკოსი თაობების შთაგონების წყარო გახდა. კურტ კობეინი მნიშვნელოვნად უპირისპირდებოდა საზოგადოებრივ დოგმებს, ბავშვობიდან გეებთან მეგობრობდა და პოპლულარობის მერე უდიდეს მხარდაჭერას უცხადებდა უმცირესობებს. როცა Nirvana ჟურნალ როლინგ სტოუნის ყდაზე დაბეჭდეს კობეინს ეცვა მაიკა წარწერით “Corporate Magazines Still Suck.” : )
ალბათ ცოტამ თუ იცის რომ 80-ანი წლების დასაწყიში დეტროიდში სწორედაც რომ მეამბოხე ადამიანების გაერთიანებამ წარმოშვა ტექნო მუსიკის პირველი სცენა. ისინი იყვნენ შავკანიანი უმცირესობა, რომლებიც ჩაგვრის და შევიწროვების წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ.
დღესაც უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ და KHIDI როგორც მედიატორი ხელოვნებასა და ხალხს შორის, ჩვენც ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას და ვთვლით, რომ თუკი გვინდა რაიმე შევცვალოთ ჩვენს გარშემო უკეთესობისკენ, უნდა ვიმოქმედოთ.
KHIDI REBELS (‘ხიდის მეამბოხენი’) არის KHIDI-ს ახალი მიმართულება – მოძრაობა, რომლის ქვეშ გაერთიანდება სხვადასხვა პროექტი, რომლებიც შეეხმიანებიან მნიშვნელოვან სოციალურ თუ ეკოლოგიურ პრობლემებს.
KHIDI REBEL-ის პირველ პროექტს წარმოადგენს: მეტალ კონცერტების სერია -‘უსმინე მარგრამ არ ისუნთქო მეტალი’ – რომლის მთავარი მიზანი ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციასთან ერთად, მძიმე მეტალების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელება და ამ პრობლემის გარშემო საკითხების წინ წამოწევა და გადაჭრის მეთოდებზე ზრუნვაა.
მძიმე მეტალები მაღალი ატომური მასის მქონე ქიმიური ელემენტების ჯგუფია. მრავალი მათგანი, მაგალითად, რკინა, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი, მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში და განსაზღვრული რაოდენობით აუცილებელია ადამიანის, ცხოველისა და მცენარის ცხოველმოქმედებისათვის. მეორე მხრივ, მძიმე მეტალები და მათი ნაერთები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება უჯრედებში და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. მძიმე მეტალებს 40-ზე მეტი ქიმიური ელემენტი მიეკუთვნება. მათ შორის განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა: ტყვია, ალუმინი, ვერცხლისწყალი, კადმიუმი.
პირველ ივენტზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ჩვენი ყოველდღიურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნივთზე – ელემენტებზე მის შემცველობაზე და თუ რაოდენ საშიშია მისი ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნაგავში გადაყრა. ელემენტის ქიმიკატების ზუსტი კომბინაცია განსხვავდება ელემენტის ტიპის მიხედვით, მათი ზოგადი შემცველობის ჩამონათვალში გვხვდება: კადმიუმი, ტყვია, მერკური, ნიკელი და ლითიუმი.
ოდესმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა მოსდის მძიმე მეტალების შემცველ ელემენტებს იმ წუთიდან, რა წუთიდანაც თქვენ მას სანაგვე ურნაში აგდებთ? სანამ ამ კითხვას პასუხი გაეცემა, მანამდე ნაგვის უარყოფითი მხარეები განვიხილოთ. ადამიანების ჭარბი რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება ნაგვის რაოდენობაც, რაც პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული გარემოს დაბინძურებასთან და ამ დაბინძურებით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებთან. მყარი ნარჩენები შეიცავს ყველანაირი სახის მომწამვლელ ნივთიერებას. თუ მას სწორად არ გავუმკლავდებით, ის გავრცელდება მიწაში, ჰაერსა და წყალში. შესაბამისად, ეს ყველაფერი არა მარტო ჩვენ გვაყენებს ზიანს, არამედ სხვა ცოცხალ ორგანიზმებსაც. იცოდით რომ ნაგავს შეუძლია ნიადაგის სტრუქტურა და შემადგენლობა შეცვალოს? ის ნიადაგის სტრუქტურას და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს არღვევს და ამცირებს მის ნაყოფიერებას. ლითიუმი იწვევს მიწისქვეშა ნაგავსაყრელებში ხანძარს, რომელიც წლობით გრძელდება და გამოყოფს საშიშ ტოქსინებს. სახიფათო ნარჩენები ასევე მოქმედებს კვებით ჯაჭვზეც.
განსაკუთრებით საშიშია მძიმე მეტალის შემცველი ნარჩენების გადაყრა, რადგან მასში შემცველი ქიმიკატები ნიადგაში იჟონება და წყლის ნაკადებს უერთდება და საბოლოოდ ზღვებში და ოკეანეში ჩაედინება.
სამრეწველო წარმოშობის ამ მეტალის ნახევარი (910 ათასი ტონა) ხვდება ოკეანეში. ზოგიერთი ბაქტერია ვერცხლისწყლის ტოქსიკურ მარილებს (ქლორიდები) გარდაქმნის კიდევ უფრო ტოქსიკურ მეთილვერცხლისწყლად. ვერცხლისწყლის ნაერთებს დიდი რაოდენობით აგროვებს ზღვისა და მტკნარი წყლის მრავალი ორგანიზმი. საკვებად თევზისა და ზღვის პროდუქტების გამოყენება არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის ვერცხლისწყლით მოწამვლის მიზეზი.
რადგან საქართველოში არ არსებობს მძიმე მეტალების შემცველი ნაგავის ჩამბარებელი პუნქტები. გვინდა ეს პრობლემა წამოვწიოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხის მოგვარებაში.
ივენტზე დაიდგმება ყუთი სადაც შეგეძლებათ დამჯდარი ელემენტები მოიტანოთ ჩვენ კი ვუზრუნველყობთ მათ უსაფრთხო გადამუშავებას.
ამ პრობლემის პრევენცია იწყება პირველ რიგში ამ საკითხის სერიოზულობის გააზრებით. შემდეგ კი ჩვენი რჩევა იქნება გამონახოთ ყუთი სადაც სამომავლოდ შეაგროვებთ დამჯდარ ელემენტებს და KHIDI REBELI-ის ივენტებზე წამოიღებთ ხოლმე ; ) ასევე ვისაც ფინანსურად მეტის გადახდა შეუძლია თბილიში უკვე ბევრგან იყიდება ეკო-ელემენტები, რომლებიც აბსოლუტურად ბიოდეგრადირებადია.
მოკლედ ყველას გელოდებით 8 დეკემბერს KHIDI REBELS -ის პირველ მეტალ კონცერტზე:
SCRATCH THE FLOOR
VASGORSHALRUD
I Killed The Devil
DETERAL
EVERY DOG HAS ITS DAY
KHIDI-ში დაშვებულია სლემი და მოშ პიტი
კარი გაიღება 19:00 საათზე
კონცერტი დაიწყება 20:00 საათზე.
ბილეთები შეგიძლიათ იყიდოთ მოცემულ ბმულზე: khidi.ge/product/rebels1
I Pre-Sale: 10 GEL
II Pre-Sale: 15 GEL
III Pre-Sale: 20 GEL
კარზე: 20 GEL