ძველ ეგვიპტეში, სამყაროს წარმოშობას ხედავდნენ არა როგორც ცალკეული ერთეულების გაერთიანებას, არამედ როგორც დანაწევრების პროცესს ერთი მთლიანისა, უდიდესი და უდიადესი არსების დიფერენციაციას, რომელიც ჰუმანოიდის მაშტაბამდე იკუმშება.
ამ უდიდესი არსებობის საზომი ერთეულიც ყველანაირ სიდიდეს აღემატებოდა და შეუძლებელი იყო მის ერთ სახელში მოქცევა. როგორც ჩვენს თანამედროვე რეალობაში QR კოდს ვიყენებთ სადაც დიდი მოცულობის ინფორმაციას ვანთავსებთ, ეგვიპტელები მის აღსანიშნავად 𓍶 ‘შენ’ სიმბოლოს იყენებდნენ.
გრაფიკულად 𓍶 ‘შენ’ გამოიხატება როგორც წრე, რომელიც ორწვერა თოკით სწორ ჯოხზეა მიმაგრებული. იეროგლიფის პირდაპირი თარგმანი ძველი ეგვიპტურიდან აღნიშნავს გარშემორტყმას. წრე, დასაწყისის და დასასრულის გარეშე გამოხატავს სამყაროს წრებრუნვას და როგორც ურობოროსი, ავლენს უსასრულობის კონცეფციას.
ეგვიპტელი ღმერთები ‘შენ’ სიმბოლოს იყენებდნენ როგორც ამულეტს რომელიც მარადიულ მფარველობას აღნიშნავდა. ‘ჰორუსი’ – ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, უძველეს დროს ღმერთკაცი რომელიც ნათელი ციდან მფარველობდა დედამიწას, ხშირად გამოსახულია როგორც შევარდენი რომელსაც კლანჭებით უჭირავს ‘შენ’-ის სიმბოლოები.

ჰელიოპოლური მითოლოგიის თანახმად, უპირველესი ღმერთი იყო ‘ატუმი’, ცხრა ჰელიოპოლისელი ღმერთის მბრძანებელი, რომელმაც საკუთარი თავი გაანაყოფიერა და შვა დასაბამი ელემენტები. იგი ‘ნუ’-დან (პირველადი წყლის ქაოსის კოსმოსური გამოვლინება) აღიმართა როგორც გველი. ‘ატუმი’ იყო ტოტალურობა, პირველადი ერთიანობა. ‘ატუმი’ როგორც ‘შენ’ იეროგლიფი შეიცავს მომავალი დანაწევრების პოტენციალს, ორწვერა თოკი რომლითაც ერთიანდება ‘შენ’ სიმბოლო წარმოადგენს დნმ-ის გამოვლინებას, რომელიც ჩვენი არსებობის საფუძველია. მითის თანახმად ‘შენ’ სიმბოლო ასევე გამოხატავდა დროის ორსახოვან ცნებას, სწორხაზოვან და ციკლურ აღქმას, იეროგლიფში წრე და ჯოხი აღნიშნავს ამ ორ ელემენტს, ისინი ეხებიან ერთმანეთს რადგან სამყარო ერთდროულად დროის ორივე განზომილებაში იმყოფება.
‘შენ’ სიმბოლო როგორც დროის გველი შეგვიძლია დავაკავშიროთ პირამიდის წარწერებს სადაც სამყაროს შემქმნელი ‘ატუმი’ აღწერს თავის თავს როგორც დახვეული გველი რომელიც აკონტროლებს დროს. მრავლისმომცველი იეროგლიფი ასევე აღიქმება როგორც კოსმიური კვერცხის სიმბოლო, წრე – როგორც მზე ‘ატუმი’ და ჰორიზონტალური ხაზი – როგორც ‘ნუ’ პირველადი წყალი.

‘სეშატი’ – იყო სიბრძნის და მეცნიერების ქალღმერთი, ‘ტოტ ჰერმესის’ ფემინური ასპექტი და ცოლი, მან შექმნა დამწერლობა და გამოიგონა იეროგლიფები. იგი ასევე იყო მათემატიკის, გეომეტრიის, ასტრონომიის და არქიტექტურის ღმერთი. ‘ტოტის’ ბიბლიოთეკის მმართველი. სწორედ მან შექმნა ‘შენ’ იეროგლიფი, რომელიც ასევე ასახავს ჩვენი სამყაროს გეომეტრიულ და მათემატიკურ საფუძვლებს.
და ბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ‘შენ’-ის სოლარული ასპექტი, რომლის სიმბოლური გამოხატულებაა მზის დისკო წრის შუაგულში, როგორც ყოვლისმომცველი მარადიული სინათლის გამოვლინება.
ავტორი: ნინო ტოგონიძე