კოსმოსი შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც ყოფიერების მთლიანობა. იგი მხოლოდ ნაწილობრივ და შეზღუდულად აღიქმება სხვადასხვა არსებების მიერ, რომელთა სასიცოცხლო ენერგია და ცნობიერების დონეც მათი შინაგანი ორგანიზაციით განისაზღვრება. ყოველი არსება, იქნება ეს ადამიანი, ცხოველი, ფრინველი, თევზი თუ მწერი, ფლობს თავის უნიკალურ აღქმას, რომელიც შეზღუდულია მათი ყოფიერების განმსაზღვრელი ბუნებრივი კანონებით. მისი ‘სამყარო’ — ესაა მისი აქტიურობისა და ზეგავლენის სფერო. ამგვარად, თუმცა კოსმოსი მხოლოდ ერთია, მასში უამრავი ‘სამყარო’ არსებობს.
კოსმოსი წარმოადგენს ერთ მთლიანობას, სტრუქტურირებულს სხვადასხვა შრეებად, დონეებად, ანუ ყოფიერების პლანებად. ეს ‘განზომილებები’ არა მხოლოდ ერევიან ერთმანეთს და აღწევენ ერთმანეთში, არამედ გამუდმებით ვითარდებიან კიდეც. ჭეშმარიტად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსმოსი არა მხოლოდ მოიცავს საკუთარ თავში დროსა და სივრცეს, იგი აღემატება კიდეც მათ!
ჩრდილოეთის ხალხის უძველესი ბრძენები ამ მრავალგანზომილებიან კოსმოსს ხის სახით წარმოგვიდგენდნენ. კოსმიური ხის ცნება სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციაში სხვადასხვა სახეს იღებდა. იუდეველების მისტიურ ტრადიციაში – კაბალაში – მისი სახელია ‘სიცოცხლის ხე’ ან ‘შემეცნების ხე’. სკანდინავიაში იგი ცნობილია სახელით – ‘იგდრასილი’, რომელიც ნიშნავს ‘იგის მხედარს’ (скакун Игга), მაგრამ ალბათ უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა: ‘ჩემი ‘მე’-ს მხედარს’. ამგვარად, კოსმიური ხე — ესაა მრავალგანზომილებიანი სამყარო, რომელშიც ჩვენი სულის უმაღლესი ‘მე’ სრულყოფილებისკენ გზაზე მიემართება მრავალი ცხოვრების განმავლობაში.
სხვადასხვა ხალხთა მითები, ლეგენდები და პოეტური საგები წარმოადგენდნენ ყოფიერების პირველმიზეზთა და კოსმოსის მოწყობის გაგების საშუალებებს. ეს ისტორიები სიტყვიერად გადაეცემოდნენ თაობიდან თაობას მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ წერილობით სახეს მიიღებდნენ. ისინი წვრილმანთა და დეტალთა მასებად იზრდებოდნენ; შედეგად ისინი შეგვიძლია შევადაროთ დღევანდელ რომანებს, პიესებს, ფილმებს და სატელევიზიო დრამებს, სადაც გასართობი ან შემეცნებითი სიუჟეტის უკან ჩვენი საზოგადოების ამა თუ იმ პრობლემის გააზრების მცდელობა დგას. სხვა სიტყვებით, მითის ფუნქციაა დაფარული შეტყობინების გადმოცემა. თუმცაღა პრობლემა იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც მითი სიტყვა-სიტყვით აღიქმება ჭეშარიტება, ‘დაფარული შეტყობინების’ არსი კი არასწორედ იშიფრება ან საერთოდ ქრება. ეს სამართლიანია ზოგიერთი წმინდა წერილის მიმართაც, რომელიც ალეგორიებითა და მეტაფორებითაა სავსე. მათში ჩადებული სულიერი ჭეშმარიტებები ვერ აღიქმება მათ მიერ, ვინც შეცდომით თვლის მათ ისტორიულ მოვლენებად.
ქრისტიანობამდელი ეპოქის რუნული შამანების დიად საქმედ ‘პოეტური თაფლის’ მოპოვება ითვლებოდა. ეს იყო ღმერთების ნექტარი, რომელიც საშუალებას იძლეოდა, განეცადათ ნეტარი შთაგონების მდგომარეობა, რომელიც ყველა ჩვეულებრივ გრძნობას აღემატებოდა, შეხებოდნენ უმაღლესი სიბრძნის წყაროს და გადმოეცათ ეს სიბრძნე სიტყვებით. ალკოჰოლის მსგავსად, იგი ამახვილებდა აღქმას და ხსნიდა წვდომას ცოდნისადმი, რომელიც თქმულებებში და მოგონებებში იყო დაფარული.
ჩრდილოურ მითებში ამ ნექტარს იცავდა ეტინი — უზარმაზარი ძალის მქონე გიგანტი. იგი შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც უცვლელი არსება, რომელიც ისეთად რჩება, როგორც ყოველთვის იყო. ეტინის ხატ-სახე გულისხმობს ერთგვარი უპიროვნო ძალის არსებობას, რომელიც ცოდნას ისე იცავს, რომ იგი არც იკარგება და არც მცირდება, ძალის, რომელიც სხვა დანარჩენი არსებების მსგავსად არ იცვლება. რჩება რა დაფარულად, ცოდნა არ იკარგება; იგი ყოფიერების სხვა პლანზე იმყოფება, და საჭიროა გარკვეული ბიძგი, რათა გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერება და მივწვდეთ მათ. უფროსი და უმცროსი ედდები — ქრისტიანობამდელი სკანდინავიის პოეტური ნაწარმოებებია, რომლებზეცაა აგებული რუნების თანამედროვე ინტერპრეტაცია, და ისინი წერილობითი სახით შედგენილ იქნენ X – XIII საუკუნეებში. ისინი შეიცავენ რუნულ პოემებს, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ მითიურ ისტორიებს და სწავლებებს ცხოვრების საიდუმლოებათა შესახებ, სამყაროს უჩინარ ძალთა და მათი ადამიანებთან ურთიერთკავშირთა შესახებ. მითების ისტორიული ცოდნა გადაეცემოდა ძირითადად უსახელო პოეტების მეშვეობით, რომელიც გაუნათლებელ ხალხს იმ დროში ართობდა. დღევანდელი მითები, რომლებიც შეგროვებულია და ხელახლა გადმოცემულია სხვადასხვა ისტორიკოსების მიერ, წარსულის დანატოვარის მხოლოდ ნარჩენებია.
განსხვავებით აღმოსავლური მითებისგან, ნორვეგიული მითები არ ამტკიცებენ, რომ სამყარო «არაფრისგან» წარმოიშვა, არამედ გულისხმობენ, რომ იგი გახდა რაღაც უკვე არსებულის ნივთიერი გამოვლინება. სხვა სიტყვებით, სამყაროს შემქმნელმა მხოლოდ სხვა ფორმა მისცა იმას, რაც მანამდე არსებობდა, მაგრამ იმყოფებოდა მდგომარეობაში, რომელიც არაა განპირობებული ფიზიკის კანონებითა და იმ განგრძნობადობით, რომელსაც ჩვენ ‘დროს’ ვუწოდებთ. მითიური ‘შეტყობინების’ აზრი იმაში მდგომარეობს რომ სამყარომ ყოფიერი ფორმა მიიღო არაორგანიზებული ქაოსური სუბსტანციიდან.
მოძრაობამ გამოიწვია პოლარიზაცია, რომელმაც ყველაფერი არსებული ორ ურთიერთწინააღმდეგობად დაყო: კოსმიური ცეცხლი და კოსმიური ყინული, იანის და ინის ექვივალენტი დაოსურ ტრადიციაში. შემკუმშავი და გამაფართოვებელი ძალები ერთმანეთს შეერწყა და უზარმაზარი ენერგია, ანუ ‘მესამე ძალა’ გამოანთავისუფლა. ამ მესამე ძალამ მოახდინა გამოუვლენელის ენერგეტიკული სუბსტანციის ფორმირება, რომელიც, თავის მხრივ, გამოვლენილი გახდა შესაძლებლობათა და ფორმათა უსასრულო რაოდენობაში. ასეთია შემქმნელ, შემკვრელ და გარდამქმნელ ძალათა პირველი ტრიადა.
ჩრდილოური მითის თანახმად, პირველადი ქაოსური სუბსტანციისგან, ანუ ჰიგუნჰაგაპისგან შეიქმნა ანდროგინული არსება. ამ გიგანტს ‘უმრი’ ერქვა, რაც თარგმანში ნიშნავს ‘ბგერის მოღრიალეს’ (ревущий звук) და შეესატყვისება სხვა რელიგიების სწავლებას, სადაც ნათქვამია, რომ თავდაპირველად იყო პირველადი მოძრაობა და პირველადი ბგერა. ამგვარად, ქმნილება ბუნებრივი და ორგანული პროცესი გახლდათ. პირველადი სუბსტანციისგან წარმოქმნილი, იგი ორ ძირითად ფორმად არსებობდა: ენერგეტიკულად და მატერიალურად. ენერგია ნივთიერება ურთიერთჩანაცვლებადია; ერთიც და მეორეც პირველად სუბსტანციას უბრუნდება. მატერიალისტურმა მეცნიერებამ მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ‘აღმოაჩინა’ ის, რაც უკვე ღრმა წარსულში იყო ცნობილი.
გიგანტ უმრის მოკვლა და მისი სხეულისგან სამყაროს ფორმირება – ესაა ალეგორია, რომელიც გულისხმობს, რომ მთელი ყოფიერება შექმნილ იქნა ‘ცოცხალი’ სუბსტანციისგან და ფორმირებულ იქნა მოწესრიგებულ, განვითარებად სტრუქტურად. ამ სტრუქტურას საფუძლად ფიფქის ფორმა უდევს, ხოლო ორგანიზაციით ხეს ჰგავს — თუმცა ძველად ვერავის ეცოდინებოდა, რომ გაყინული წყლის მოლეკულებისთვის ჰექსაგონალური ფორმა ერთადერთ შესაძლებელს წარმოადგენს. მაგრამ ორი ერთნაირი ფიფქი არ არსებობს. რუნული შამანები კარგად აცნობიერებდნენ ფიფქის ჰექსაგონალური ფორმის მნიშვნელობას კოსმოსის სტრუქტურის გასაგებად.
მითის თანახმად უმრის თავის ქალის მცველებად ოთხი მცველი გნომი დადგა. რისი სიმბოლოა ეს? წარმართულ ხალხში თავის ქალა არ ითვლებოდა საშიშ საგნად, სიკვდილის იმ სიმბოლოდ, რომელსაც ახლა წარმოადგენს ჩვენი უმრავლესობისთვის. თავის ქალა წარმოადგენდა გაცნობიერებული აღქმის სათავსოს, სულის დროებით სამყოფელს. იგი გვახსენებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი არსების ხორცი ქრება, მისი ინდივიდუალობა დარჩება ‘გადაიტანს’ სიკვდილს. ამგვარად, თავის ქალა მოწმობდა, რომ მოვლენათა გარესამყაროს საზღვრებს მიღმა არსებობენ ყოფიერების სხვა დონეები, რომელთა აღქმაც მხოლოდ შიგნიდან შეგვიძლია.
ოთხი მცველი ჩრდილოურ მითოლოგიაში და ოთხი სული-მცველი ძირძველი ამერიკელების კოსმოლოგიაში განასახიერებდნენ ძალებს, რომლებიც ‘ცას’ (გამოუვლენელ რეალობას) და ‘მიწას’ (ფიზიკურ რეალობას) ერთმანეთთან აკავშირებდნენ.
კიდევ ერთ საინტერესო განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის, რომ ადამიანის თავის ქალა შედგება რვა ძვლოვანი ფირფიტისგან, რომელიც გარს არტყავს და იცავს თავის ტვინს. ეს მნიშვნელოვანი დაკვირვებაა, რადგანაც თავის ქალის აგებულება ოქტავების ჰარმონიულ კანონს შეესატყვისება. ნუმეროლოგიაში ციფრი რვა განასახიერებს კავშირს ხილულსა და უხილავს, შეხებადსა და შეუხებელს შორის. ორი წრე ერთიანდება წერტილში, სადაც მოძრაობის მიმართულება (საათის ისრის მიმართულებით) საწინააღმდეგოთი იცვლება. წონასწორობის ეს წერტილი განასახიერებს იმ მომენტს ენერგიის მოძრაობაში, როცა ხდება მისი ტრანსფორმაცია, დაოსურ ტრადიციაში რვიანი წარმოადგენს ინის და იანის დაბალანსებული ერთიანობის სიმბოლოს.
იგდრასილის ხე ზოგჯერ გამოისახებოდა ფიფქის სიმბოლოს სახით, რომელიც კოსმოსის მსგავსი იყო: ხე ვერტიკალური ღერძით, გადაკვეთილი ორი ენერგეტიკული ხაზით. ეს სტრუქტურა განასახიერებს სასიცოცხლო ძალის დინამიკას, რომელიც ზემოთ, ცენტრალური ღერძით მიემართება და წყაროსგან ვრცელდება, როგორც წვენი, რომელიც ხის ფესვებისგან ადის, ტოტებსა და ფოთლებში ცირკულირებს, შემდეგ კი თავის წყაროს უბრუნდება განახლებისთვის და აღორძინებისთვის. ამგვარად, კოსმოსი გამოისახება ნივთიერებისა და ენერგიის დინამიური, ურთიერთმოქმედი უსასრულობის სახით.
ცენტრალური წერტილი ფიფქის სიმბოლოში, სადაც ყოფიერების პლანები «შუაში» იკვეთება, წარმოადგენს ტრანსფორმაციისა და განვითარების წერტილს. ეს ცენტრალური პლანი ანალოგიაა ყოველდღიური მიწიერი ცხოვრებისა, რადგანაც მიწა — ესაა აქტიურობის სამეფო, რომელიც ჩვენს ერთადერთ რეალობად გვეჩვენება. მაგრამ ვერტიკალური ღერძი გულისხმობს მაღლა, უფრო ნატიფ დონეებამდე ასვლის, ან დაბლა, «ცოცხალი სიკვდილის» მდგომარეობამდე დაშვების შესაძლებლობას.
დიადი «არაფრისგან», ფორმისა და განგრძობადობის გარეშე, წარმოიქმნა ერთადერთი წერტილი. ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც აღქმის გაჩენა ათვლის წერტილის გარეშე — სულის უსასრულო პოტენციალი მისი თვისებების ფორმირებამდე. ყოფიერება-არაფერში გამოისახებოდა წერტილით ან წრით.
სინგულარული «მე»-ს აღქმა ახდენს რიტმული პულსაციის გენერირებას, რომელიც თვით-არეკვლას წარმოშობს. თვით-არეკვლის შედეგად «მე» გარდაიქმნება «მე ვარ»-ად. ამგვარად სივრცეში ჩნდება განზომილება, რომელსაც განგრძნობადობა გააჩნია, მაგრამ არ აქვს სიგანე და სიმაღლე. ეს პირველი განზომილება ხაზით გამოისახება.
როცა თვით-არეკვლა პერსპექტივაში განიხილება, ჩნდება «ზედაპირი» — მეორე განზომილება, რომელსაც სიგრძე და სიგანე აქვს, მაგრამ არ აქვს სიღრმე. ძველად მას სამკუთხედის სახით გამოსახავდნენ.
ცნობიერების ორგანზომილებიანი ზედაპირის მიღმა გასვლის შედეგად ჩნდება მესამე განზომილება. იგი გამოისახებოდა სამკუთხედის სახით, კვადრატულ ფუძეზე და გამოხატავდა ფორმას, რომელიც სინგულარული წერტილიდან წარმოიშობა.
ხანგრძლივობის ცნება განსაზღვრავს მეოთხე განზომილების არსებობას, რომელსაც ჩვენ დროს ვუწოდებთ. ფორმა, რომელსაც გააჩნია დროში ხანგრძლივობა, გადადის გამოვლენილის სფეროში. ფიზიკური რეალობა არსებობს ოთხი განზომილების საზღვრებში, რომლის სიმბოლოც პირამიდაა.
მეხუთე განზომილება — ესაა გონების განზომილება (измерение Разума), რომელიც ნივთიერების მიღმა იმყოფება და არ გააჩნია ხანგრძლივობა, მაგრამ მოქმედებს ნივთიერების მეშეობით და დროის ფარგლებში. გონების მეშეობით ხორციელდება არჩევანი.
მეექვსე განზომილება სამშვინველს (Душа) ეკუთვნის. ესაა შემოქმედების განზომილება. შემოქმედების წყარო სამშინველია, და არა გონება. გონება – ეს მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობის გაფორმება და სტრუქტურიზაციაა.
მეშვიდე განზომილება სულს (Дух) ეკუთვნის. მას ფორმა არ გააჩნია, მაგრამ ფორმის მეშვეობით გამოიხატება და მასში განიცდის სრულყოფას.
მერვე განზომილება — ესაა არაფერი, რომლისგანაც წარმოიშვა ინდივიდუალური სული. ძირძველი ამერიკელები მას ‘დიად საიდუმლოს’ უწოდებდნენ, ჩინელები კი – დაოს.
მეცხრე განზომილება — ესაა დედამიწა რომელშიც ყველა დანარჩენი ერთიანდება. ადგილი, სადაც შესაძლებელია ყველა დანარჩენი განზომილების აღქმა. სწორედ ამიტომ სულის სრულყოფა აქ, მიწაზე მიმდინარეობს, და არა რომელიმე ეთერულ სამეფოში, ყოველდღიური რეალობის მიღმა!
სიმბოლოთა უძველეს სისტემაში სული გამოისახებოდა ორი ერთმანეთზე დადებული თანაბარგვერდიანი სამკუთხედის სახით, მწვერვალებზე წერტილებით, რომლებიც საპირისპირო მხარეს იყურებიან, და შუაში თვალით.
დიდი ერთიანობის ეს გამოსახულება მრავალგანზომილებიანი სამყაროს სიმბოლოსაც წარმოადგენდა. იგივე კონცეფცია, მაგრამ უკვე სხვაგვარად, ასახულია ჩრდილოური ტრადიციის კოსმიურ ხეში, სადაც არსებობს ცხრა «სამყარო», ანუ ყოფიერების 9 პლანი.
მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სამყარო ცხრა სამყაროთაგან ცალკეა სხვებისგან და სხვაგვარად ფუნქციონირებს, მის არსებობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთელი ყოფიერის ჰარმონიაში (ნახ. 19). ეს სამართლიანია მთელ სამყაროსთან მიმართებაშიც, და რადგანაც ყოველი ადამიანი წარმოადგენს სამყაროს მინიატურაში, ჩვენს მსგავსად ვართ მოწყობილნი.
(კენეტ მედოუზის წიგნიდან – რუნების მაგია)
მთარგმნელი: მამუკა გურული
წყარო: magma.ge