მეორე შეთანხმება
ნურაფერს მიიღებ საკუთარ თავზე
შემდეგი სამი შეთანხმება, პირველიდან გამომდინარეობს.
რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენს გარშემო, ნურაფერს მიიღებთ საკუთარ თავზე. გავიხსენოთ უკვე განხილული მაგალითი, როდესაც მე თქვენ არ გიცნობთ, გხვდებით ქუჩაში და გეუბნებით: „დიახ, საშინლად სულელი ხართ!“. სინამდვილეში, ეს ფაქტი მხოლოდ მე შემეხება. თქვენ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ საკუთარ თავზე, თუ ამის გჯერათ. შესაძლებელია იმ მომენტში უბრალოდ ფიქრობთ „საიდან იცის? ნათელმხილველია? თუ ჩემ სისულელეს უკვე ყველა ამჩნევს?“. თქვენ ჩემი მოსაზრება გულთან ახლოს მიგაქვთ, რადგან ეთანხმებით მას. ამ მომენტიდან, მიღებული საწამლავი ჯოჯოხეთური სიზმრის ხაფანგში გამწყვდევთ. თქვენ ხვდებით ამ სიზმარში, რადგან საკუთარი თავი ზედმეტად მნიშვნალოვნად მიგაჩნიათ, რაც უნდობლობასთან ერთად, ეგოიზმის ერთ ერთი ყველაზე უკიდურესი გამოვლინებაა –ყოველ ჩვენთანანს გონია, ყველაფერი მისი „მე“-ს გარშემო ტრიალებს. სწავლის ან მოთვინიერების პერიოდში, ყველაფრის საკუთარ თავზე მიღებას ვსწავლობთ და გვეჩვენება რომ ყველაფერზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. მე, მე მე – ყოველთვის მე!
მაგრამ გარშემომყოფები არ მოქმედებენ თქვენიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი შინაგანი კარნახით ხელმძღვანელობენ. ყოველი ადამიანი საკუთარ ცნობიერებაში არსებული ინდივიდუალური სიზმრით ცხოვრობს, ეს არის სამყარო, რომელიც არანაირად არ გავს ჩვენსას. რაიმეს საკუთარ თავზე მიღებისას, ჩვენ გვგონია, რომ ადამიანები ჩვენ რეალობაზე არიან ორიენტირებულნი და ვცდილობთ ჩვენი და მათი სამყაროების გაერთიანებას.
ყველაზე პირადულ სიტუაციაშიც კი, როდესაც თქვენ შეურაცხყოფას გაყენებენ, ეს თქვენ არ გეხებათ. ყველაფერი რასაც ადამიანები ამბობენ, აკეთებენ და განსჯიან, სრულად შეესაბამება მათივე შეთანხმებებს. მათი თვალთახედვა მოთვინიერების („მოშინაურების“) პროგრამით არის გამოწვეული.
თუ თქვენი მისამართით გამოთქმული იქნება არზი: „როგორი მსუქანი ხარ“ – ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რადგან სინამდვილეში ეს ადამიანი ინდივიდუალური შეგრძნებებით, რწმენებით და ხედვებით არის შეპყრობილი. ის ცდილობს მოგაწოდოთ შხამი და თუ თქვენ მას მიიღებთ, მოწამლვა არ აგცდებათ არც ერთ შემთხვევაში. თქვენ ყლაპავთ ემოციონალურ ნაგავს, რომელიც მომენტალურად თქვენი ნაწილი ხდება, მაგრამ საკმარისია არაფერი მივიღოთ საკუთარ თავზე, რომ ჯოჯოხეთსაც კი გავუძლებთ. მოცემული შეთანხმება გთავაზობთ მსგავსი შხამისგან მოწამვლის საწინააღმდეგო იმუნიტეტს.
საკუთარ თავზე მიღებისას, თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ და კონფლიქტების შექმნის ხარჯზე, საკუთარ რწმენებს იცავთ. ბუზისგან ქმნით სპილოს, რადგან გინდათ ყოველთვის თქვენ იყოთ მართალი და არა სხვა. უდანაშაულობას, სხვაზე საკუთარი აზრის თავს მოხვევით ამტკიცებთ. თქვენი ქმედებები და გრძნობები მხოლოდ პირადი სიზმრის პროექციაა. მასთან დაკავშირებულ სიტყვებს, ქმედებებს და აზრებს, ჩემთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. არ მაინტერესებს და არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ფიქრობთ ჩემზე. არ ვღებულობ საკუთარ თავზე როდესაც მეუბნებიან რომ საუკეთესო ვარ, ანალოგიურად ვიქცევი საპირისპიროს მოსმენისას.
ვიცი, როდესაც ბედნიერი ხართ მეტყვით: „მიგელ, შენ უბრალოდ ანგელოზი ხარ!“, მაგრამ თუ გაბრაზდებით მეტყვით: „მიგელ, ეშმაკის განსხეულება ხარ! საშინელება ხარ. როგორ შეიძლება ამის თქმა?“. არც ერთი ჩემზე არ იმოქმედებს, რადგან ვიცნობ საკუთარ თავს. მე აღიარებას არ ვსაჭიროებ. არაფერს ვღებულობ საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა თუ რას ფიქრობთ ჩემზე, ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი. ასეთს ხედავთ სამყაროს და ჩემი ამაში არაფერია, რადგან საქმე თქვენშია და არა ჩემში.
ასევე შეგიძლიათ მითხრათ: „მიგელ ჩემთვის მტკივნეულია ამის მოსმენა.“ სინამდვილეში წუხხართ არა ჩემი ნათქვამის გამო, არამედ იმ ჭრილობების, რომლებიც ჩემმა სიტყვებმა მოგაყენათ. ამ დროს თქვენ საკუთარ თავს ვნებთ. ამ ყველაფრის საკუთარ თავზე მიღება არც ერთ შემთხვევაში არ შემიძლია. მაგრამ არა იმიტომ, რომ არ გენდობით და თქვენი არ მჯერა, არამედ თქვენ, სამყაროს სრულიად სხვა, თქვენი საკუთარი თვალებით უყურებთ. თქვენ თავში წარმოიქმნება ერთგვარი კინოფირი, სადაც რეჟისორი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ხართ. დანარჩენები უბრალოდ ეპიზოდურ როლებს ინაწილებენ, ეს ხომ თქვენი ფილმია.
საკუთარი შეხედულებები თქვენთვის ძალიან ძვირფასია და მათში არსებული სიმართლე, მხოლოდ თქვენი წარმოდგენაა. თუ ჩემზე ბრაზდებით, ამ დროს ვიცი, რომ მხოლოდ საკუთარ თავში გარკვევას ცდილობთ, ხოლო მე უბრალოდ განრისხების საბაბი ვარ. ბრაზდებით, რადგან, შიშის გრძნობასთან საქმის დაჭერის გეშინიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განრისხდებოდით ჩემზე. თუ არ გეშინიათ, არც სიძულვილის, არც ეჭვიანობის ან წუხილის გრძნობები წარმოიქმნება.
თუ მხოლოდ სიყვარულში, შიშის გარეშე ცხოვრობთ, უარყოფითი ემოციების ადგილი აღარ რჩება. როდესაც თავს კარგად გრძნობთ, გარშემო ყველაფერი მშვენიერია, ამ დროს კი ბედნიერი ხართ. თქვენ გიყვართ სამყარო ისევე, როგორც საკუთარი თავი გიყვართ. მოგწონთ იყოთ ის, რაც ხართ. კმაყოფილი ხართ, რადგან მოგწონთ თქვენი ცხოვრება. ამ მდგომარეობაში გიყვართ ყველაფერი, რაც თქვენი აღქმის ფარგლებშია.
იმისგან დამოუკიდებლად თუ რას აკეთებენ, გრძნობენ, ფიქრობენ და ამბობენ ადამიანები, ნურაფერს მიიტანთ გულთან ახლოს. როდესაც გეუბნებიან როგორი ლამაზი ხართ, არ აკეთებენ ამას თქვენ გამო. თქვენ ეს ისედაც იცით და არ არის საჭირო გულთან ახლოს მივიტანოთ ის რასაც სხვა ამბობს. ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი ნურაფერს მიიღებთ საკუთარ თავზე.
საკუთარ თავზე თქვენი წარმოდგენა არ არის აუცილებლად ჭეშმარიტება, გამომდინარე აქედან ნუ მიიღებთ იმას, რაც თქვენს აზრებში ჟღერს. გონებას აქვს საკუთარ თავთან საუბრის და ასევე ინფორმაციის სხვადასხვა სფეროებიდან მიღების თვისებები. ხშირად ზოგიერთს ესმის ხმები, რომლის წარმომავლობაც უცნობია. ხმები, სრულიად შესაძლოა სხვა რეალობიდან მოდის, სადაც ადამიანის მსგავსი არსებები ცხოვრობენ. ტოლტეკები მათ მოკავშირეებს ეძახდნენ, ხოლო ევროპაში აფრიკასა და ინდოეთში მათ ღმერთებად მოიხსენიებენ.
ჩვენ ცნობიერებასაც შეუძლია ღმერთების დონეზე არსებობა, მათ რეალობაში ცხოვრება და აღქმა. ცნობიერება თვალებით ხედავს და აღიქვამს ფხიზელ რეალობას. მაგრამ ამასთანავე მას თვალების გარეშე დანახვაც შეუძლია, მაშინ როდესაც გონება ამ მომენტს თითქმის ვერ აღიქვამს. გონება არ მუშაობს მხოლოდ ერთ განზომილებაში. არსებობს იდეები, რომლებიც არ წარმოქმნილა თქვენი გონების მიერ, მაგრამ მის მიერ იქნა აღქმული. თქვენ სრული უფლება გაქვთ დაუჯეროთ ან არ დაუჯეროთ ამ ხმებს და ასევე არ მიიღოთ ისინი საკუთარ თავზე. ადამიანს გააჩნია თავისუფალი არჩევანი, ენდოს თუ არა საკუთარ ცნობიერებაში არსებულ ხმებს ისევე, როგორც ირჩევს თუ რას დაეთანხმოს პლანეტარულ სიზმარში.
ამას გარდა, ცნობიერება სხეულის მსგავსად დაყოფილია და საკუთარ თავთან საუბრის და მისი მოსმენის შესაძლებლობას ფლობს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: „მე მაქვს ხელი, რომელსაც ჩამოვართმევ მეორეს და ვიგრძნობ მას.“ ცნობიერების ერთ ნაწილს, როგორც ავღნიშნეთ შეუძლია საკუთარ თავს ესაუბროს, ხოლო მეორე მოუსმენს. პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც ცნობიერების ათასობით ნაწილი ცდილობს ერთმანეთთან დიალოგის გამართვას. გახსოვთ? – ამას მიტოტე ეწოდება.
ეს სიტუაცია ერთ დიდ ბაზარს შეიძლება შეადაროთ, სადაც ათასობით ადამიანი ერთდროულად საუბრობს და ვაჭრობს. ყოველ მათგანს საკუთარი აზრი, გრძნობები და თვალთახედვა აქვს. ხშირად, ცბონიერების ალგორითმები – ჩვენი შეთანხმებები – არ შეესაბამებიან ერთმანეთს. ყოველი მოლაპარაკება, ცალკე არსებულ ცოცხალ არსებას წააგავს, საკუთარი ხმით, პიროვნებით და არსით. მრავალრიცხვოვანი შეთანხმებები, იმდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომ თავში ფართომასშტაბიანი ომი წარმოიქმნება. მიტოტეს არსებობა ხსნის იმ ფაქტს თუ რატომ ვერ აცნობიერებენ ადამიანები, რა უნდათ, როგორ უნდათ და როდის უნდათ ესა თუ ის რამ. ამ დროს ისინი იბნევიან, რადგან გონების ერთ ნაწილს უნდა სხვა, ხოლო მეორეს – სრულიად სხვა რამ.
ცნობიერების ერთი ნაწილი წინ აღუდგება გარკვეულ აზრებს და ქმედებს, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს. ეს პატარა არსებები შინაგან კონფლიქტს ქმნიან, თითქოს ცოცხლები იყვნენ და ყოველ მათგანს საკუთარი ხმა აქვს. მხოლოდ საკუთარ შეთანხმებებში გარკვევით შეიძლება მოვაგვაროთ ყველა შინაგანი კონფლიქტი და მოვაწესრიგოთ მიტოტეს ქაოსი.
ნურაფერს მიიღებთ საკუთარ თავზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გაურკვევლობაში მოყვებით არაფრის გამო. ადამიანები მიჯაჭვული არიან სხვადასხვა სახის განცდებს და ერთმანეთს უწყობენ ხელს ამ მიჯაჭვულობის შენარჩუნებაში. ისინი თანხმდებიან დაეხმარონ ერთიმეორეს განცდების ქონაში. თუ გსურთ რომ შეურაცხყოფა მოგაყენონ, ადვილად დარწმუნდებით რომ ეს ძალიან მარტივია. თუ თქვენ ადამიანების იმ კატეგორიასთან ურთიერთობთ, რომლებიც განცდებს და წუხილს საჭიროებს, რამე აუცილებლად გაიძულებთ მიაყენოთ მათ შეურაცხყოფა. თითქოს შუბლზე აწერიათ: „გთხოვთ, დამარტყით“. ისინი საკუთარი ტანჯვის გამართლებას საჭიროებენ. წუხილისკენ მათი მიდრეკილება, ყოველ დღიურ ცხოვრებაში გამჯდარ შეთანხმებას წარმოადგენს.
ყველგან იპოვნით ადამიანებს რომლებიც გატყუებენ და ასევე შეამჩნევთ რომ თქვენც საკუთარ თავს ატყუებთ. ნუ ელით, რომ ადამიანები სიმართლეს იტყვიან, უპირველეს ყოვლისა ისინი ხომ საკუთარ თავს ატყუებენ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და უბრალად ამოირჩიეთ, ენდოთ თუ არა იმას, რასაც გეუბნებიან.
მაშინ როდესაც არაფერს ვღებულობთ საკუთარ თავზე, ამასთანავე ადამიანებს აღვიქვამთ ისეთებად, როგრებიც სინამდვილეში არიან, მათ არ შესწევთ ძალა რაიმე დაგვიშაონ. გატყუებენ? გატყუებენ რადგან ეშინიათ. ვაითუ აღმოაჩინოთ რომ არ არიან სრულყოფილები.
სოციალური ნიღბის მოხსნა მტკივნეულია. როდესაც ადამიანები ამბობენ ერთს, ხოლო აკეთებენ მეორეს, საკუთარ თავს ატყუებთ თუ მათ ქმედებებს ვერ ამჩნევთ. მაგრამ თუ თქვენ თავთან გულწრფელი ხართ, მაშინ შეძლებთ ემოციური ტკივილისგან მის დაცვას. შესაძლებელია სიმართლე მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი მიეჯაჭვოთ ამ ტკივილს. გამოჯანმრთელება ახლოა: ცოტაოდენი დრო და ყველაფერი დალაგდება.
თუ ვინმე უპატივცემულოდ გექცევათ და არანაირ სიყვარულს თქვენს მიმართ არ ამჟღავნებს, მადლობელი იყავით თუ ის თქვენი ცხოვრებიდან წავა. თუ არ წავა, ტანჯვა კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. ამ სახის წასვლა, გარკვეული პერიოდის მანძილზე ტკივილის სახით აისახება თქვენზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ჭრილობა მოშუშდება და შეგეძლებათ საუთარი სურვილის მიხედვით გააკეთოთ არჩევანი. იმისათვის რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, აუცილებელია ენდოთ საკუთარ თავს და არა სხვას.
თუ გამოიმუშავებთ ჩვევას, არაფერი მიიღოთ საკუთარ თავზე, შეძლებთ მრავალი იმედგაცრუების თავიდან აცილებას. ასევე გაქრება ბრაზი, ეჭვიანობა, შური და მწუხარებაც.
როდესაც მეორე შეთანხმება ძალაში შევა, მაშინვე დაინახავთ, რომ ვეღარაფერი გაგრძნობინებთ თავს ჯოჯოხეთში და უსაზღვრო თავისუფლებას იგრნობთ. ამ შეთანხმებით, შავი მაგიის წინააღმდეგ იმუნიტეტს გამოიმუშავებთ. იმუნიტეტი აღარ მისცემს ჭორებს თქვენზე ზემოქმედების საშუალებას. ვინც თქვენი მისამართით ემოციურ საწამლავს მომართავს, საწამლავი არა თქვენ, არამედ მას შეეხება.
ხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეთანხმება? ნურაფერს მიიღებთ საკუთარ თავზე და ბევრად გაგიადვილდებათ მრავალი ჩვევის და შეთანხმების უარყოფა, რომლის ზემოქმედებაც ჯოჯოხეთურ სიზმარში გამყოფებთ. პირველი ორი შეთანხმებით, თავისუფლდებით მრავალი სხვა მათგანისგან, რომლებიც სიზმარში გამყოფებთ.
დაწერეთ ეს შეთანხმება ფურცელზე და დაკიდეთ ადგილზე, სადაც ხშირად დაინახავთ მას, რადგან მუდამ გახსოვდეთ: ნურაფერს მიიღებთ საკუთარ თავზე.
როდესაც შეთანხმება ჩვევაში გადავა, თვენთვის აღარ ექნება მნიშვნელობა თუ რას ამბობენ ან აკეთებენ სხვები, არამედ საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად, მხოლოდ თქვენი სიმართლე დაგჭირდებათ. თქვენ მხოლოდ საკუთარ ქმედებებზე ხართ პასუხისმგებელი და არა სხვების.
თუ ამ შეთანხმებას გაითავისებთ, შეძლებთ იმოგზაუროთ მთელ დედამიწაზე და ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ. შეგეძლებათ თქვათ: „მე შენ მიყვარხარ“ და არ შეგეშინდეთ დაცინვის ან ზურგის შექცევის. შეძლებთ თამამად ითხოვოთ რაც გჭირდებათ. წარმოთქვით „კი“ ან „არა“ ისე, როგორც ამას საჭიროდ ჩათვლით – სინდისის ქენჯნის და საკუთარი თავის განსჯის გარეშე. ყოველთვის შეძლებთ მოიქცეთ ისე, როგორც გული გკარნახობთ. თვით ჯოჯოხეთის შუაგულშიც კი იქნებით მშვიდად და შეძლებთ სიხარულს. ამ გზით თქვენ მიაღწევთ სრული სიამოვნების მდგომარეობას, ხოლო ჯოჯოხეთი უძლური აღმოჩნდება თქვენს წინაშე.
გაგრძელება იქნება…
ავტორი: მიგელ რუისი
თრგმანი: მანგალა