ათასწლეულების განმავლობაში ბრძოლა ‘კეთილსა’ და ‘ბოროტს’ შორის დაუსრულებლად გრძელდება. თუკი გადავხედავთ სხვადასხვა კულტურაში არაერთი სასულიერო ტექსტი განიხილავს ამ ომს და გვასწავლის რომ ავირჩიოთ სიკეთის მხარე და დავამარცხოთ ბოროტება. განვეშოროთ ყოველივე ‘ცუდს’ და მთელი ძალისხმევა მოვიკრიბოთ რომ გავხდეთ ‘კარგი’.
მსგავსი მიდგომა არასოდეს დაგვხმარებია გამთლიანებაში პირიქით, უფრო აუარესებდა არსებულ სიტუაციას, რადგან ჩვენ გვქონდა მიზეზი რათა ყველაფერი გაგვემართლებინა ‘სიკეთის’ სახელით. ჩვენ ვამართლებდით ომებს, გენოციდს, ვამართლებდით ქურდობას, ძალადობას, ჩვენ გვქონდა გამართლება ყველაფრისთვის, რაგდან ვიბრძოდით ‘ბოროტების’ წინააღმდეგ.
როდესაც არაერთი მასწავლებელი განსხეულდა, რათა ადამიანებს დაგვხმარებოდნენ, ისინი არ გვასწავლიდნენ ბრძოლას, ისინი გვასწავლიდნენ სიყვარულს, მაგრამ ჩვენ ვერ გავიგეთ რას ნიშნავდა სიყვარული.. სიყვარულს ერთიანობისკენ მივყავართ და არა განცალკევებისკენ, გვიყვარდეს ნიშნავს აღვიქვათ იგი როგორც ჩვენი საკუთარი ნაწილი, რაც ბუნებრივად აღძრავს ჩენში თანაგრძნობას მის მიმართ. ქრისტე არ გვასწავლიდა რომ გვყვარებოდა კონკრეტული პირობების შემთხვევაში რადგან სადაც სიყვარულია იქ არ არსებობს შერჩევითობა. ‘გიყვარდეთ მტერი თქვენი’ წორედ ამ გამოთქმით მოგვიწოდებდა იგი რომ განსაკუთრებით გვყვარებოდა ის, რასაც ჩვენგან ვდევნით.
ჩვენ რომ მხოლოდ განპირობებული სიყვარული შეგვიძლია ეს არის იმ საზოგადოების უდიდესი დანაშაული რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ხომ დაბადებიდან გვიტენიან თავში რომ ჩვენი ხასიათის კონკრეტული ასპექტები მიუღებელია და ესეთს არავინ შეგვიყვარებს და ეს ყველაფერი უნდა მოვიშოროთ. სწორედ აქედან იწყება ჩვენი არსების დანაწევრება, ჩვენ ვიწყებთ ჩვენი თვისებების უარყოფას და ეს არის პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის სიძულვილისკენ, ესე ვაგრძელებთ ცხოვრებას დაფრაგმენტებული არსებით და ვგავართ იმ აუწყობელ პაზელს რომლის ნაწილებიც ბავშვობაში გადაგვიყარეს.
სამყაროს უნივერსალური ჭეშმარიტება – ერთიანობის კანონია, თუკი რაიმე არსებობს ჩვენს გარშემო ყველაფერშია ღმერთი და ყველაფერი ამ ერთიანობის ნაწილია. გამთლიანება – ნიშნავს სიყვარულის მდგომარეობაში დაბრუნებას, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ‘სიკეთის’ სახელით ‘ბოროტებასთან’ ბრძოლა!
სანამ ინდივიდუალურად არ შევცვლით მიდგომას საკუთარი თავის მიმართ და არ გავაცნობიერებთ იმ მხარეებს რასაც ბავშვობიდან ვდევნით, შინაგანი ბრძოლა არ დასრულდება. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის დანაწევრება და მივიღოთ და დავაკვირდეთ იმ ასპექტებს რასაც ‘ცუდის’ და ‘მიუღებელის’ სახელით ვრაცხავთ.
ჩვენი შინაგანი ინტეგრაციით კოლექტიურ არაცნობიერში ვახდენთ ინტეგრაციას, ჩვენ უნივერსალური გონის ფრაქტალები ვართ და მაკროსამყაროში მიკროსამყაროს წარმოვადგენთ და თუ გვინდა რომ ჩვენი სამყარო გამთლიანდეს პირველ რიგში ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ინტეგრაციით მიიღწევა.
სწორედ ამიტომ ეძახიან ქრისტეს ცნობიერებას სიყვარულის მდგომარეობას, მხოლოდ და მხოლოდ გამთლიანებულ ადამიანს შეუძლია სიყვარული, მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია ამოიცნოს ‘სიკეთე’ ‘ბოროტებაში’.
ჩვენ კოსმიურ თამაშში ვართ, სადაც უმაღლესი ძალები გვასწავლიან საკუთრი თავის შეცნობას, ზოგი ინტერესით მივყვებით ამ პროცესს, ზოგსაც მიგვათრევენ. ამ თამაშში მთავარია მივხვდეთ რომ სამყარო კანონზომიერი და სამართლიანია და რაც ხდება ჩვენს გარშემო, ხდება ჩვენში და როცა შევძლებთ აღვიქვათ მოვლენები ‘სიკეთის’ და ‘ბოროტობის’ მიღმა სწორედ მაშინ მივაღწევთ ერთიანობას.