‘A man who is unconscious of himself acts in a blind, instinctive way and is in addition fooled by all the illusions that arise when he sees everything that he is not conscious of in himself coming to meet him from outside as projections upon his neighbour ‘ – Carl Jung
რამდენად კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს? ალბათ უმეტესობა ჩვენთაგანმა იცის საკუთარი სურვილების, ღირსებების და მოსაზრებების შესახებ. თუკი ამ სამყაროში არსებობს ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვიცოდეთ რა თქმა უნდა არის ის – თუ ვინ ვართ ჩვენ.
მაგრამ როდესმე დაფიქრებულხართ იმაზე რომ შეიძლება ვცდებოდეთ? დაგიშვიათ ის ფაქტი რომ, რისიც აქამდე გჯეროდათ საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი ფასეულობების და მორალის შესახებ შესაძლებელია არ იყოს რეალური სურათი იმისა თუ ნამდვილად ვინც ხართ?
როდესმე გითქვამთ რაიმე ისეთი ან მოქცეულხართ იმპულსურად რაც მოგვიანებით გინანიათ? და მერე დაფიქრებულხართ ‘რატომ მოვიქეცი ესე? რატომ უთხარი ესა თუ ის, მე ხომ ესე არ ვფიქრობდი..’
აი სწორედ ეს “რატომ?” მიუთითებს იმ ბნელ მხარეეებზე რომლებზეც წარმოდგენაც არ გვაქვს. მიუხედავათ იმისა რომ, შეიძლება თქვენი რეაქციის მიზეზი ‘გამართლებული’ ყოფილიყო, კონტროლის დაკარგვა ნათელს ფენს იმ პირის არსებობას, რომელიც ჩვენი თავის შესახებ ჩამოყალიბებული იდეის უკან იმალება : )
თუ ამ პერსონის დაკვირვებას და გაცნობას შეძლებთ, გილოცავთ – თქვენ შეხვდით თვენს ჩრდილოვან მხარეს.
“ჩრდილი” არის კონცეფცია რომელიც პიველად შვეიცარელი ფსიქიატრის კარლ იუნგის მიერ იქნა წარმოჩენილი. ჩრდილი ფორმირდება იმ რეპრესირებული ასპექტებისგან რომლებიც ჩვენი პიროვნების ნაწილია ან მემკვიდრეობით გადმოგვეცა, მაგრამ საკუთრ თავში არ ვიღებთ. ყველაფერი, რაც არ მოგვწონს ამა თუ იმ მიზეზის გამო ან ვთვლით რომ საზოგადოებისთვის მიუღებელია და კეთილშობილობის ნიღბით ვფარავთ – ჩვენი ჩრდილის ფორმირებას ახდენს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ ცნობიერად ვერ ვიაზრებთ ჩვენი პიროვნების იმ ასპექტებს რომლებსაც ვუარყობთ. იმის ნაცვლად რომ დავუპირისპირდეთ იმას, რაც არ მოგვწონს ჩვენში, იუნგის თეორიის თანახმად ჩვენ ქვეცნობიერად ვდევნით იმ ქცევებს ემოციებს აზრებს რომლებსაც მიუღებლად მივიჩნევთ. ესენია:აგრესიული იმპულსები, ტაბუდადებული მენატლური გამოსახულებები, მოგონებები რომელიც სირცხვილის გრძნობას გვიჩენს, ამორალური, ირაციონალური სურვილები, მიუღებელი სექსუალური მისწრაფებები და ა.შ
ეს მცირე ჩამონათვალია იმ ჩრდილოვანი ასპექტების გამოხატულების რომილს არსებობასაც საკუთარ თავთანაც არ ვაღიარებთ –
- სხვა ადამიანების ‘ჩაცინვა’ (ჩაცმულობაზე, ფიზიკურ მონაცემებზე, მუსიკალურ გემოვნებაზე და აშ)
- წინასწარ განწყობებით და ცრურწმენებით ადამიანების შეფასება და განსჯა
- სიბრაზის გადმონთხევა, ძალაუფლებით ჩვენზე ‘დაბლა’ მდგომ პოზიციაში მყოფი ადამიანების მიმართ (აქ ბავშვებიც იგულისხმება)
- ყველა სიტუაციაში ‘მსხვერპლის’ როლის მორგება
- სხვა ადამიანების შეცდომების ხაზგასმა და ამით კმაყოფილება
ჩრდილის საკუთარ თავში დანახვა ძალიან ძნელია და იშვიათად თუ ვინმეს შეუძლია მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გამოგვდის სხვისი შეცდომების და ნაკლის აღმოჩენა. სწორედ ჩვენი ბნელი მხარეების სხვა ადამიანებში დანახვას უწოდებდა იუნგი – ‘პროექციას’
‘If you hate a person, you hate something in him that is part of yourself. What isn’t part of ourselves doesn’t disturb us.’ – Herman hesse
მიუხედავათ იმისა რომ ჩვენი ცნობიერი გონება ჩვენ რეპრესირებულ ასპექტებს გვაცილებს, ჩვენს ქვეცნობიერს სირღმისეულ დონეზე ამ ყველაფრის მოგვარება უნდა და ჩრდილი იწყებს პროექცირებას გარშემომყოფ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილი პიროვნების ბნელ ასპექტს წარმოადგენს, მისი მიზნები სრულიად კონსტრუქციულია. თავისი ჩარევით ცნობიერ ცხოვრებაში იგი ადამიანს მიმართავს დათრგუნული სურვილების დაკმაყოფილებისკენ და შეკავებული ემოციების გამონთავისუფლებისკენ. საბოლოო ჯამში, ჩრდილის ჩარევამ ადამიანი თავისი ჩრდილოვანი მხარის გაცნობიერებამდე და მიღებამდე უნდა მიიყვანოს.
ჩვენი იმპულსი იმდენად ძლიერია რათა თავიდან ავიცილოთ სიმართლის უსიამოვნო დაპირისპირება, რომ რეალობის ობიექტურად აღქმას ვწყვეტთ, გონება იგნორირებას უკეთებს და ქვეცნობიერში გადაისვრის ჩვენს ყველა ‘ნაკლს’ და შეცდომას რათა ტკივილისგან დაგვიცვას. ამ მოქმედებით ჩვენი ფიქრები, განცდები და ემოციები არსად არ ქრება უბრალოდ ‘ხალიჩის ქვეშ ვმალავთ რომ თვალში აღარ გვხვდებოდეს’.
ჩვენი ცნობიერი გონება აღიქვავს მხოლოდ ეგოს ანუ ‘მე’-ს რომელსაც კონკრეტული სახელი ქვია მუშაობს ან სწავლობს აქ და აქ ჰყავს შვილები ან ძაღლი… თუმცა ეს – ‘მე’ არის უმცირესი ნაწილი იმ მთლიანისა რასაც წარმოვადგენთ, ჩვენ ცნობიერ მხარეს მხოლოდ იმ ნაწილის აღქმა და დაკვირვება შეუძლია რაც ჩვენ გონებაში ხდება.
ამ ‘ნათელი’ (ცნობიერი) მხარის ქვეშ იმალება ‘ბნელეთის სამყარო’ : ) რომელსაც ქვეცნობიერს ვუწოდებთ. ამ სამყაროში იმალება ჩვენი რეპრესირებული აზრები, მოგონებები, ემოციები, იმპულსები და თვისებები. იუნგი თვლიდა რომ სწორედ ამ უარყოფილი თვისებების ერთიანობა ქმნიდა იმ უხილავ პერსონას რომელიც საიდუმლოდ გვმართავს და აკონტროლებს იმას თუ რას ვფიქრობთ რისი გვჯერა და რას მოვიმოქმედებთ.
“Until you make the unconscious conscious, it will direct your life and you will call it fate.”
— Carl Jung
ჩვენი საზოგადოება ბავშვობიდან გვასწავლის რომ გარკვეული ქცევები, სურვილები, სექსუალური მისწრაფებები და ესა თუ ის ცხოვრების წესი მიუღებელია. სწორედ ეს ‘მიუღებელი’ თვისებები უშლის ხელს საზოგადოებას ნორმალურად ფუნქციონირებაში.
საზოგადოებრივი ნორმები ავალდებულებს ადამინებს რომ მიიღონ ის წესები, მიუხედავათ იმისა შინაგანად ეთანხმებიან ამ წესებს თუ არა. ყველა ვინც წესებს არ ემორჩილება საზოგადოებისგან გარიყულია.
ზოგადათ ადამიანები უაღრესად სოციალური არსებები ვართ და არავის გვსურს გარემოცვასთან კონფლიქტიში ყოფნა. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ‘აუთქასტის’ სტატუსი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ გარემოს მოვერგოთ. ადრეული ასაკიდან ვწავლობთ თუ სად გადის ზღვარი საზოგადოებისთვის ‘მიღებული’ და ‘მიუღებელი’ ნორმებს შორის და მთელი ცხოვრება ვცდილობთ დავიცვათ იგი.
როდესაც ამ ზღვარს ვცდებით (რაც ბუნებრივია, ხშირად გვემართება) ადამინები იწყებენ ჩვენს განკითხვას, იწყება ჩვენი ცხოვრების გარჩევა, ირევა ათას ჭორში და ეს ემოციების გროვა საშინელ ტკივილს გვაყენებს. უმრავლესობა ისედაც ვიტანჯებით თუკი თავს ვაჯერებთ რომ ზღვარს გადავცდით ხოლო საზოგადოებიდან წამოსული წნეხი აორმაგებს ჩვენს უბედურებას.
ერთადერთი გზა ამ ყველაფრის თავიდან აცილებისა, ნიღაბის მორგებაა. ჩვენ ნელნელა ვაყალიბებთ შეხედულებებს ჩვენს თავზე, ვაკონტროლებთ ჩვენს ქცევებს და ვსწავლობთ თუ როგორ უნდა ვითამაშოთ წესებით რათა თავი დავიცვათ საზოგადოებრივი წნეხით მოყენებული ტკივილისაგან. ხვადასხვა გარემოში ვირგებთ შესაბამის როლს და იმდენად ვიჯერებთ ამ შეთითხნილი პერსონის არსებობას რომ ქვეცნობიერად ყველანაირ აზრს ვბლოკავთ თუკი რაიმე წინაარდეგობაში მოდის მასთან.
პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ აბსოლიტურად ყველა ადამიანშია რაღაც თვისება რაც საზოგადოებისთვის ‘მიუღებელია’. როდესაც შედარებით დაბალი განვითარების ეტაპზე ვიყავით, საზოგადოებას გააჩნდა უფრო ცხოველური ტენდენციები (მკვლელობა, გაუპატიურება, ომი და ა.შ) რაც შიშს და ზიზღს უფრო აღვივებდა მათში, შესაბამისად განვითარდა საზოგადოებრივი მორალი, რომელიც ძირითადად რელიგიური მრწამსის საფუძველზე იყო წარმოქმნილი.
მიუხედავად იმისა რომ ამ იდეების მიზანი იყო ადამიანები შთაეგონებინა და შეეთავაზებინა გზა სულიერი განვითარებისათვის, ძალზედ რთული აღმოჩნდა მათი დაცვა რადგან ადამიანის ფუნდამენტურ ბუნებასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ასე თუ ისე ამ ყველაფერმა მაინც დადებითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე. რაც არ უნდა იმ იყოს იქ სადაც ყველაფერი ‘მოსულა’ არავის მოუნდებოდა ცხოვრება.
ჩვენს რეალობაში კი საზოგადოებრივი მორალი უფრო და უფრო უფასურდება რადგან იგი მხოლოდ იდეალებს გვთავაზობს. გვითითებს როგორები უნდა ვიყოთ და არ გვასწავლის გზებს თუ როგორ გავხდეთ ასეთნი. რელიგიური ინსტიტუტები იმდენად აირივნენ თვითონ ვერ შეთანხმდნენ თავიანთ წესებზე. სხვადასხვა ეზოთერული პრაქტიკები კი უდიდეს შრომას და განათლებას მოითხოვს რისი უნარიც ყველას არ შესწევს.
შედეგად ადამიანები იტანჯებიან, რადგან ცდილობენ თავიანთი ცხოველური ინსტიქტები დათრგუნონ, მიუღებელი ემოციები ქვეცნობიერში შეტენონ და გაჭინთული ღიმილით მოაჩვენონ გარშემომყოფთ რომ ყველაფერი კარგად არის.
“Filling the conscious mind with ideal conceptions is a characteristic of Western theosophy, but not the confrontation with the shadow and the world of darkness. One does not become enlightened by imagining figures of light, but by making the darkness conscious.” – Carl Jung
იუნგი ამ ყველაფრისგან გამოსავალს, “ჩრდილთნ მუშაობის” პრაქტიკით გვთვაზობდა. ჩრდილთან მუშაობა არის პროცესი როდესაც ხდება ქვეცნობიერის გაცნობიერება. ამ პროცესში ჩვენ გვეძლევა უნარი აღვიქვათ ჩვენი გაუცნობიერებელი იმპულსები და შესაბამისად გავიაზროდ თუ როგორ ვიმოქმედოთ მათზე. ეს პროცესი იწყება მაშინ როდესაც გამოვდივართ ჩვენი ყოველდღიური ქცევის პატერნებიდან და პროგრამებიდან და ვიწყებთ ჩვენი სამყაროს დამკვირვებლის როლიდან ხედვას.
შემდეგი ნაბიჯია კითხვების დასმა. როდესაც შევამჩნევთ ჩვენს არაადეკვატურ რეაქციებს კონკრეტულ ემოციაზე თუ მოვლენაზე სწორედ ეს გადაჭარბებული ემოციაა ის ტრიგერი რომელსაც უნდა გავყვეთ მოგონებებში საიდანაც ეს ემოციური პროგრამა წარმოიშვა. ჩვენ უნდა ვიწავლოთ ამ მომენტის დაპაუზება და კითხის დასმა საკუთარი თავის მიმართ – ‘ რატო ვრეაგირებ ამ საკითზე ასე მწვავედ?’
ტრიგერების იდენტიფიცირება არ არის ადვილი პრეცესი რადგან ჩვენ უკვე ხასიათში ღრმად გამჯდარი გვაქვს ჩრდილის იგნორირება. იმის მაგივრად რომ თავიდანვე ავიცილოდ გაუცნოიერებელი და იმპულსური რეაქციები, ჩვენ მიჩვეული ვართ, ფაქტის მერე ვიმართლოთ თავი. ჩრდილოვანი ასპექტების გაცნობიერება პირველი ნაბიჯია ტრიგერების ამოცნობისთვის, მაგრამ ეს რომ შევძლოდ ჯერ უნდა გადავლახოთ ჩვენი ისტერიული შიში საკუთარი ბნელი მხარეების მიმართ.
ადამიანები ამ პროეცესში ყველაზე დიდ პრობლემას აწყდებიან მაშინ როდესაც ნათლად დაინახავენ საკუთარ ბნელ ასპექტს და უჩნდებათ მტკივნეული კითხვა: ‘ნუთუ ცუდი ადამიანი ვარ?’იუნგი აღნიშნავს რომ, არსებობს არაერთი გარემოებრივი წნეხი სადაც ადამიანების უმეტესობა საკუთარ სასტიკ ბუნებას ავლენს. შეიძლება პარადოქსულად მოგვეჩვენოს მაგრამ საკუთარი ბნელი ასპექტების გაცნობიერება და მიღება საუკეთესო გზაა იმის გარანტიისთვის რომ ისინი არასოდეს განხორციელდნენ. მაგრამ ეს პროცესი ურთულესია იმიტომ რომ ჩვენ საშინლად არ გვინდა იმ აზრის მიღება რომ ‘ცუდი’ ადამიანები ვართ.
გვაქცევს თუ არა ტაბუდადებული აზრები და ‘სასტიკი ქმედების’ ჩადენის პოტენციალი ცუდ ადამინად? რათქმაუნდა არა. დავიწყოთ იქიდან რომ ‘კარგის და ‘ცუდის’ ზნეობრივი დეფინიცია გარკვეულწილად სუბიექტურია, ჩვენ შეიძლება ‘კარგი’ ადამიანი გვერქვას და გაუცნობიერებლად ვიღაცას ‘ცუდს’ ვუკეთებდეთ. რაც უფრო ვიაზრებთ ადამიანის კომპლექსურ ბუნებას, ვხვდებით რომ ესე მარტივად შავთეთრად დაყოფა არაკორექტულია.
თვითშეცნობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია ჩვენ ჩრდილოვან მხარესთან მუშაობა. აღიარება და დაკორექტირება გაუცნობიერებული დესტრუქციული პროგრამების, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ადამიანის გამთლიანებისკენ. როდესაც ჩვენ შევძლებთ რომ ფსიქოლოგიური ტრიგერების (არაადეკვატური შიშები, ტკივილი, იმპულსური რეაქციები ა.შ) პირველწყაროს მივაკვლიოდ, მხოლოდ მაშინ გვექნება რეალური შანსი ვუმკურნალოდ ჩვენს მიერ რეპრესირებული ასპექტების იმ ჭრილობებს რომელსაც ჩვენს ნაწილადაც არ ვაღიარებდით.
ინტეგრაცია – უნგის დეფინიციით არის პროცესი, როდესაც ჩვენ ვწყვეტთ არასასურველი თვისებების უარყოფას და ვცდილობობთ ყოველდღიურობაში მივიღოდ და დავაკვირდეთ მათ რათა შევიცნოთ ის სიბრძნე რისი ჩვენებაც მათ სურთ. შიში ხდება შესაძლებლობა რომ უფრო გაბედული გავხდეთ, ტკივილი გვასწავლის ძალას და უფრო მოქნილს გვხდის, აგრესია კი გარდაიქმნება მგრძნებარე სულისკვეთებად. ეს სიბრძნე განაპირობებს ჩვენს სამომავლო ქცევებს, გადაწყვეტილებებს, ურთიერთობებს, ჩვენ უკვე სხვანაირად გვესმის სხვების რადგან ვხვდებით თუ რა ‘ატრიგერებთ’ მათ.
ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჩრდილოვანი მხარის იტეგრაციაში არის ბავშვობის დროინდელი ჭრილობების გაცნობიერება და განკურნება. როდესაც ვიწყებთ ამ ყველაფერზე მუშაობას ვხვდებით რომ ჩვენი ჩრდილის უდიდესი ნაწილი გულისტკენის და სუსტი გონების გამო ამ მოვლენების მოუნელებლობის შედეგია. ჩვენ კი გაუცნობიერებლად ამ პროგრამას ვატრიალებთ რათა თავი განმეორებად ტკივილისგან დავიცვათ.
იუნგი აღნიშნავს რომ ჩვენ ვერ შევძლებთ არასასურველი საქციელის გამოსწორებას სანამ მას არ გავიაზრებთ ბოლომდე. ჩრდილოვანი მხარე ურჩი ბავშვივით იქცევა სანამ ყველა ასპექტი გაცნობიერებული და ინტეგრირებული არ აიქნება. არაერთი სულიერი მასწავლებელი გვაწავლის რომ მოვერიოთ საკუთარ არასასურველ მხარეებს და გავიმარჯვოთ მათზე. იუნგი კი ხაზგასმით ამბობს რომ ჩვენი მთავარი მიზანი ჩრდილის დამარცხება კიარა მისი ინტეგრირებაა.
კოლექტიური ჩრდილი სოციუმის უმდაბლესი იმპულსებით იკვებება: გაუმაძღრობა, სიძულვილი, ძალადობა.. თუ ერთ ადამიანს ამ იმპულსებით სხვისთვის უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია, რა ხდება მაშინ როდესაც ამას კოლექტიურად ვაკეთებთ?
სწორედ ამ ყველაფრის პასუხია დღევანდელი თანამედროვე მსოფლიო. დაუმორჩილებელი სიხარბიე და კონსუმერიზმი ჩვენი უსაყვარლესი დედამიწის ხარჯზე გადადის. დავაზიანეთ ეკოსისტემა, შევარყიეთ კლიმატი რათა ბოლომდე გამოგვეწოვა ბუნებრივი რესურსები. უპასუხისმგებლო სამომხმარებლო პრაქტიკის შედეგად ათასობით არსება ზარალდება. ღარიბი უფრო ღარიბდება რადგან კორპორატიული ინტერესები საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებს რათა პოლიტიკის ფორმირება მოახდინოს, რომელსაც სარგებელი მხოლოდ მდიდრებისთვის მოაქვს.
ჩვენ გვეზიზღება და გვეშინია იმის რაც არ გვესმის, ჩვენ ჩვენი უსაშინლესი თვისებების პროექცირებას ვახდებთ ჩვენივე ‘მტრებზე’ რათა მათზე ძალადობა გავამართლოთ, სხვების ხარჯზე ჩვენი რესურსების მარაგს ვზრდით და ვზრდით, ვაიგნორებთ სხვა ადამიანების ტანჯვას და დაუფიქრებლად ვაგრძელებთ ჩვენი პლანეტის, ქვეყნის და ქალაქების დაბინძურებას. ეს პრობლემა მარტო დასავლეთის ან აღმოსავლეთის არ არის, ამ პრობლემაში ყველანი ვმონაწილეობთ ჩვენი უმოქმედობით!
The darkest places in hell are reserved for those who maintain their neutrality in times of moral crisis.
– Dante Alighieri
მიუხედავად იმისა რომ შეუძლებლად გვეჩვენება ერთი ადამიანის გვალენა ამ მაშტაბის პრობლემებზე არ დაგვავიწყდეს რომ თითეოული ჩვენთაგანი შეადგენს სოციუმის ნაწილს და პასუხისმგებელია მის განვითარებაზე ჩვენ როდესაც უბრალოდ უღიმით უცხო ადამიანებს ვთესავთ სიკეთეს და ნდობას. თუ ჩვენ თვალს ვარიდებთ და ცივად ვეპყრობით ადამიანებს, ვთესავთ ეჭვს და მტრულ დამოკიდებულებას. ჩვენი ქმედებები ჩვენს გარემოს სცდება რადგან მას გადამდები ეფექტი აქვს. სოციუმში სადაც თავიანთ გაუცნობიერებელ იმპულსებს ერთმანეთზე აპროექცირებენ აღმოცენდება ტოქსიური კულტურა. ესეთი საზოგადოება კი იხლიჩება და ადამიანები იზოლირებულები ხდებიან.
შენ ამის შეცვლა შეგიძლია!
როდესაც ვიწყებთ ჩვენი ჩრდილოვანი მხარის ინტეგრირებას, ვწყვეტთ იმპულსებით გაუცნობიერებელ რეაქციებს და შესაბამისად ნაკლებად ვტკენთ სხვა ადამიანებს. უფრო კარგად გვესმის სხვების და ურთიერთობებში მეტ ნდობას ვამყარებთ. უფრო მზრუნველები და ძლიერები ვხდებით და ვხვდებით რომ ჩვენ გაგვაჩნია ის გადამდები ძალა რომელიც დღეს საშინლად სჭირდება მსოფლიოს.
ავტორი: ნინო ტოგონიძე