‘we live in a disposable society its easier to throw things out than to fix them’ – Neil Labute
პლასტმასი იაფი და გამძლეა და გასაგებიცაა თუ რატომ მოახდინა ამხელა რევოლუცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თანამედროვე ადამიანი უკვე დამოკიდებული გახდა ამ მრავალმოხმარების სუბსტანციაზე, რომელიც თითქმის ყველაფერში გამოიყენება კომპიუტერებიდან დაწყებული, სამედიცინო ხელსაწყოებში თუ საკვები პროდუქტების შეფუთვა-მოხმარებაში. პრობლემას რომელსაც სერიოზულად ვერ ვიაზრებთ წარმოადგენს ის რომ დაახლოვებით 86 მილიარდი კილო პლასტმასის ნარჩენი ხვდება ყოვეწლიურად ოკიანეში. ამ ნარჩენების დიდი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების შეფუთვებია: გაზიანი სასმელების ბოთლები, პარკები, საწრუპები და სხვა.
მეცნიერები ვარაუდობენ რომ 2050 წლისთვის ოკიანეში ბევრად მეტი წონის პლასტმასი იქნება ვიდრე თევზი. პლასტმასით დაბინძურებას ჩვენ თითქმის ვერ აღვიქვათ, მაგრამ იგი მირდაპირ სასიკვდილოდ მოქმედებს ზღის ფაუნაზე.უამრავი ოკეანის მოიბინადრე ფიზიკურად იბლანდება პარკებში ან იხრჩობა ან შიმშილით კვდება. სხვები ჭამენ პლასტმასის ნარჩენებს, ზღვის კუებს ხშირად ერევათ პარკები მედუზებში და იგუდებიან. ზღვის ფრინველები, განსაკუთრებით ალბატროსები და ჩიტები რომლებიც ზღვიდან კენკავენ საკვებს, თავიათ ბუდეებში იხოცებიან პლასტმასით ამოვსებული მუცლებით : ((
‘water and air, the two essential fluids on which all life depends, have become global garbage cans.’ – Jacques Cousteau
კიდევ უფრო შემაშფოთებელია მიკროპლასტიკური დაბინძურება. პლასტმასის უმეტესობა არ არის ბიოდეგრადირებადი, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი იშლებიან მცირე ნაწილაკებად მაგრამ არასოდეს ტოვებენ სრულად გარემოს. 5 მილიმეტრზე მცირე ზომის ნაწილაკები კლასიფიცირებულია როგორც მიკროპლასტიკი და იგი წარმოადგენს ოკეანის პლასტმასის დაბინძურების მნიშვნელოვან ნაწილს. მიკროპლასტიკი ასევე გამოიყენება კოსმეტიკაში, სხეულის დასაბან საშუალებებში, კბილის პასტებში როგორც ექსფოლიატორები და გამაპრიალებელი საშუალებები. ასევე სინთეტიკური ტანსაცმელი რომლებიც ყოველ გარეცხვაზე უმცირეს მიკროპლასტიკის ნაწილაკებს გამოყოფენ. ეს ბოჩკოები იმდენად პატარაა რომ გაფილტვრა შეუძლებელია და შესაბამისად ოკეანეშიც პირდაპირ ჩაედინება. აღასნიშნავია რომ ეს მიკროპლასტიკი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს რომელიც არღვევს ენდოკრინულ სისტემას და ბიოაკუმულირებადია. მკვლევარებმა არა ერთი ზღვის მობინადრის ორგანიზმში აღმოაჩინეს მიკროპლასტიკი რომელიც არღვევს მათ რეპროდუქციის უნარს და ქმნის საშიშროებას მათი სრულად გადაშენების. ამ ყველაფრის შედეგად მანკიერი წრე კაცობრიობას უკან გვიბრუნდება რადგან მიკროპლასტიკი ზღვის მარილში და ზღვის პროდუქტში აკუმულირდება.
ასევე შემაძრწუნებელია ის ფაქტი რომ, პლასტმასის გლობალური წარმოება ყოველ 11 წელიწადში ორმაგდება. რაც იმას ნიშნავს რომ პლასტმასის დაბინძურების მაჩვენებელი უფრო და უფრო იზრდება.
რა მოვიმომედოთ. როგორ დავეხმაროთ პლანეტას ამ საშინელი პრობლემის დაძლევაში?? როგორც კი დაკვირვებას დავიწყებთ შოკში ჩაგვაგდებს ის ფაქტი რომ თითქმის ყველაფერი პლასტმასის შეფუთვაშია : /ამ მომაკვდინებელ ინდუსტრიასთან ბრძოლა უზარმაზარი გამოწვევაა, მაგრამ როგორც პლასტმასი ნელნელა აკუმულირდება ისე ჩვენი პატარპატარა ქმედებები აკუმულიდება, ასე რომ დავიწყოთ ყოველდღიური ჩვევების გადაპროგრამებით. შეძლებისდაგვარად უარი ვთვათ მის გამოყენებაზე – წალი ვიყიდოთ შუშის ბოთლებში, დილის ყავა ან ჩაი თერმოსებით მივირთვათ, პლასტმასის კონტეინერების მაგივრად შუშის კონტეინერები გამოვიყენოთ, მარკეტში ჩვენი ჩანთით ვიაროთ და ა.შ
ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ამ პრობლემის რეალური საშიშროება და არ გავექცეთ მას ტვინის დამაბუჟებელი საშუალებებით, რადგან გაცნობიერებულობა გვიბიძგებს რომ ვიმოქმედოთ და უკვე დიდი ხანია მოქმედების დროა!