ჩვენ შესახებ

შენ წარმოადგენს შემეცნებით პლათფორმას რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მოდალობებს და გვეხმარება საკუთარი თავის ძიების გზაზე.

შენ – კონცეფცია უძველესი სწავლებებიდან მრავალ კულტურაში იკვეთება, ჩინურ, ეგვიპტურ თუ ებრაულ დამწერლობაში – შენ დაკავშირებულია ცეცხლის სტიქიასთან რომელიც წარმოადგენს სულის სიბოლოს.

შენ

კონცეფცია

შენ’ – კონცეფცია უძველესი ფილოსოფიური სწავლებებიდან მრავალ კულტურაში იკვეთება. SHEN (神) პირდაპირი თარგმანი სულს, უმაღლეს ცნობიერებას ნიშნავს.
შენ კონცეფცია მოიცავს პიროვნების ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ ასპექტებს. გზა შენამდე.. ანუ გონების გულის და სხეულის გამთლიანებამდე – თვითობამდე
თვითობა გულისხმობს არა მარტო ცნობიერ, არამედ არაცნობიერ ფსიქიკურ არსებობასაც. თვითობა არის მთელი პიროვნების ცენტრი და მისი ასპექტების კომბინაციის სრულყოფილი გამოხატულება, რასაც ინდივიდუალობას ვუწოდებთ.
ეს სივრცე კი არის მცდელობა გავაცნობიეროთ ეს გზა და გავიაზროთ თუ როგორ მოვაწესრიგოთ, დავხვეწოთ და შევინარჩუნოთ ამ ასპექტების ჰარმონია..