შენი პოდკასტი #2 – ღმერთის 4 სახე – ტეტრამორფი

შენი პოდკასტი #2 – ღმერთის 4 სახე – ტეტრამორფი

ტეტრამორფი ძალიან ხშირად გვხვდება ქრისტიანულ ხატწერაში, ის ასევე ოთხი მოციქულის სიმბოლოდ იქცა, ხოლო მათ შესაბამისად გამოსახავდნენ:

მათეს ანგელოზის სახით,
მარკოზს ლომის სახით,
ლუკას ხარის (კუროს) სახით,
იოანეს არწივის სახით.

იოანეს გამოცხადებაში ტეტრამორფი აღწერილია, როგორც ცალცალკე მყოფი ოთხი აპოკალიფსური არსება – უფლის ტახტის ოთხი კუთხის და სამოთხის ოთხი საზღვრის მცველი.
რა არის ამ სახეხატის ოკულტური დახასიათება შენი პოდკასტის #2 ეპიზოდში – კიდევ ერთი კავშირი ასტროლოგიას და ქრისტიანულ იკონოგრაფიას შორის 👁

ამ ეპიზოდში საუბარია იმაზე თუ როგორ ვლინდება ღმერთი 4 სტიქიის და 12 არქეტიპული ემანაციის მეშვეობით ყოველ ჩვენთაგანში, რას ნიშნავს ტეტრამორფის სახეხატი და კოსმიური და ინდივიდუალური ბორბალი.

 

პროექტის ავტორი და წამყვანი – ევოლუციური ასტროლოგი: ნინო ტოგონიძე
ანიმაცია: TheCGBros
გამოყენებული მასალა – ელიზაბეტ ჰეიჩი – ინიციაცია
SHEN ©