ლოცვის 1 ნაწილი:
ღვთისშვილთა მანდალა
წარმოიდგინეთ ეს მანდალა. იგულისხმება რომ არის იისფერთან მიახლოებული ლურჯი. ეს არის ღვთისშვილების გაერთიანება ლოცვითი ენერგიის კონცენტრაციისთვის. ლოცვის დროს უნდა წარმოიდგინო რომ ერთ-ერთი ასეთი ექვსკუთხა ვარსკვლავი ხარ, რომელიც თვითონ შეიცავს 12 ვარსკვლავს, რომლებიც ასევე თავის თავში შეიცავენ 12-ს და ასე მინუს უსასრულობამდე. ხოლო თავად ერთ-ერთი ნაწილი ხარ ასევე უფრო დიდი ვარსკვლავის, რომელიც თვითონ უფრო დიდი ვარსკვლავის ნაწილია და ასე პლუს უსასრულობამდე. ეს არის საკუთარი ცნობიერების მოთავსება უსასრულო ფრაქტალის სტრუქტურაში, რომელიც გაანაწილებს სულიერ ენერგიას დავითის ვარსკვლავის ალგორითმის პრინციპით სადაც სამკუთხედების, ანუ სამების სულიერი იმპულსები მაქსიმალურადაა გამოვლენილი. იგრძენით რომ ლოცვის დროს ივსებით მიქაელის ლურჯი ენერგიით და მისი გამტარი ხდებით. და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ იმის წარმოდგენა, რომ ეს ლურჯი „ფიჭა“ ვართ ჩვენ ყველანი, რომლებიც ერთმანეთთან ვართ გადაბმულები, როგორც ფიჭის უჯრედები და ჩვენ გვაძლიერებს ფრაქტალობის განზომილებაც.
შემდეგ ვაკვირდებით ამ მანდალაში დავითის ვარსკვლავის მოხაზულობას და ვამბობთ ლოცვას შემდეგი თანმიმდევრობით და ქვემოთმოყვანილი სქემის მიხედვით:
ლოცვის მე-2 ნაწილი:
დავითის ვარსკვლავი საქართველოსთვის
1. მამა, ღმერთო დიდებულო, სიყვარულით მოგმართავთ და გიხმობთ – დაგვინახე ჩვენ, შენი შვილები; დაინახე ჩვენი თვალებით, შეიგრძენი ჩვენი გულებით რადგან ჩვენ ერთნი ვართ სამყაროსეულ სულში…
2. უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, ჩვენო მასწავლებელო, მოგიხმობთ და მოვილტვით შენკენ. დაგვინახე ჩვენ, მოგვივლინე თანამყოფობა, იმოქმედე ჩვენით…
3. სულიწმიდა, სამყაროს სულო, მორჩილებითა და მოწიწებით ვუხმობთ შენი ლურჯი სხივის მეუფეს! პირველო წინამდგომელო ანგელოზთა შორის, ბოროტ ძალთა შემმუსვრელო, არქისტრატეგო ღვთისაო მთავარანგელოზო მიქაელ, სიყვარულით, რწმენით და ერთგულებით გევედრებით შენ: მიიღე შენდამი მიძღვნილი ღვთისშვილთა ლოცვა და მიმართე მისი ძალა იქ სადაც სიბნელეა, სადაც ჩვენს დებს და ძმებს მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, რათა ჩაგრულმა ჰპოვოს ნუგეში, ხოლო მჩაგვრელმა შეინანოს და მობრუნდეს ღვთაებრივი სინათლისკენ. ყველაფერს შევუნდობთ ჩვენს მტრებს და ვლოცავთ მათ, რადგან ოდესმე ისინიც დაბრუნდებიან ღმერთის წიაღში.
4. გამოვლენილო სამყაროვ, დედაო მიწავ, დედა- უფალო, მოგიხმობ შენ მარიამ ღვთისმშობლის სახელით, რათა ისევე იყოს მიწა შეთანხმებული ცის ნებასთან, ხოლო ადამიანი ღმერთის ნებასთან, როგორც მარიამმა შეძლო ეს და ისევე შობოს
დედა მიწამ თავისი წიაღიდან ღვთისშვილები როგორც მარიამმა შეძლო ეს.
5. ქართველო ხალხო, გიხმობთ ეროვნული სიყვარულისკენ; გიხმობთ დაივიწყოთ შიში, შური, სიძულვილი, ღვარძლი, პირადი ანგარება და ყოველი ბოროტი; დაე, განვამტკიცოთ ჩვენში მიქაელის მებრძოლი სული სიმართლისა და თავისუფლებისთვის, რადგან სადაც სიმართლეა, იქ დგანან სინათლის ძალნი. მივიღოთ ერთმანეთი ღია სულებად – ღმერთის წინაშე მოარულ დებად და ძმებად, რომელთაც ერთი და საერთო სამშობლო აქვთ.
6. კაცობრიობის სულო, ქრისტესეულო ცნობიერებავ, მოგმართავთ შენ, როგორც უმაღლეს გონს, დედამიწელთა ერთიან სულს, რომელიც შეკრავს ადამიანთა მოდგმას ერთიან საღმრთო ფრესკაში ჩვენი დიადი მეუფის იესო ქრისტეს შუამდგომლობით. უფალო ქრისტე, გააერთიანე საქართველო ჭეშმარიტი და ამაღლებული ეროვნული სულით, გაგვინათე გონება და არ დაუშვა ჩვენი შვილების სისხლი!
7. ჩვენ, ღვთისშვილები, გამოვხატავთ ნებას იმაზე, რომ სული ჩაებას მატერიას ჰარმონიულ, სრულყოფილ სტრუქტურაში, რომ განცხადებული სამყარო მოვიდეს შესაბამისობაში განუცხადებელის უზენაეს ნებასთან. დაე, სინათლე გავრცელდეს უბნელეს დროზე, როგორც ნათელი, რომელიც „ბნელსა შინა ჩანს, მაგრამ ბნელი ვერ ეწევა მას“.
დაე, აღსრულდეს ჩვენი ვედრება და ღმერთის ნება დედამიწაზე! ომმმ…
ლოცვის მე-3 ნაწილი.
დაუჯდომელი გალობა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა
ზესთა აღრჩეულო, ზეცისა ძალთა ერის მთავარო და კაცთა ნათესავისა თანამდგომელო, აჰა, ესერა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან გალობასა სამადლობელსა შევსწირავთ შენდა – წინაშე მდგომარესა დიდებულისა მიერ მეუფისა საყდრისა, ყოველთა ჭირთაგან განმათავისუფლენ ჩვენ, რათა სარწმუნოებითა და სიყვარულით გაქებდეთ შენი მხილველნი: გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო!
გაქებთ შენ ვითარცა ცეცხლოვან ანგელოსთა წინამდგომარესა, ანგელოსთა უკუე ხმითა ჯერ არს ქებად შენდა, მიქაელ, გარნა ვიდრე შენ მიერ შთაგონებულნი ვისწავებთ უსხეულოთა მეტყველებათა, ისმინე ბაგეთა ჩვენთაგან სამადლობელი ესრეთ:
გიხაროდენ, ვარსკვლავო სოფლისაო, პირველ სახოვანო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა და სიმართლისა სანთელო, ოქრო ცისკროვანო;
გიხაროდენ, შარავანდედო შეუქმნელისა ნათლისაო, ანგელოსთასა მდგომარეთა პირველ მემკვიდრეო;
გიხაროდენ, ანგელოსთა და მთავარანგელოსთა მთავარო;
გიხაროდენ, რომელსა შინა ფრიად უაღრეს ნათობს დიდებაი შემოქმედისა მარჯვენისაი;
გიხაროდენ, რომლისაგან განბრწყინდებიან კრებულნი ყოველთა უსხეულოთა არსებათანი;
გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.
წინათ მხილველნი სარწმუნოების თვალითა სულიერის სიმშვენიერისა და ძალისა ელვის მაწევნელისა მფარველობისა შენისა, მთავარანგელოზო ღვთისაო, ჩვენ ვითარცა მიწიერნი და სხეულმოსილნი, განკვირვებით სიხარულით აღვსებულნი ყოველთა შემოქმედისადმი ყოველთა ზეცისა ძალთა მადლობით ვხმობთ: ალილუია.
ცნობა – წმინდა და თავისუფალი ვნებათაგან – გვითხოვე ჩვენ, ყოვლად საკვირველო მიქაელ, მთავარო ზეცისა წესთაო, რათა ამაღლებულნი გონებით ქვეყანით ზეცად, გიგალობდეთ შენ ქებისა გალობასა:
გიხაროდენ, ღვთისა გამოუთქმელისა შვენიერებისა და სიკეთისა უმახლობელესო თვალით მხედველო;
გიხაროდენ, ყოვლადსახიერთა განზრახვათა ყოვლადწმინდისა სამებისათა ყოვლადუგულითადესო მესაიდუმლეო;
გიხაროდენ, პირველ საუკუნეთა სიმართლითა მსჯავრთა სამებისათა სარწმუნოდ აღმასრულებელო;
გიხაროდენ, რომლისა სიყვარულით განჰკვირდებიან ზეცისა მხედრობანი;
გიხაროდენ, რომელსა სარწმუნოებითა და ქებით გადიდებენ ქვეყანისა ნათესავნი;
გიხაროდენ, რომლისაგან უძლურებითა ძრწიან ჯოჯოხეთისა ძალნი;
გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.
ძალი უძლეველი მოშურნეობისა დიდებისათვის ღვთისა გამობრწყინდა შენში, წინამდგომარე ხარ წინაშე ანგელოსთა დასთა, მიქაელ, საბრძოლველად წინააღმდეგ ბოროტად მკსინვარისა ამპარტავნისა სატანისა, რომელი ბოროტთა ძალთა თანა სიმაღლითგან ზეცისა ქვესკნელსა დააკვეთე, ძალნი ცათანი, შენ მიერ დიდებულად ძღომილნი, სიხარულითა, ვითარცა ერთითა პირითა, წინაშე საყდრისა მეუფისასა აღიმსთობენ: ალილუია.
შემწე ხარ დიდი და საკვირველი, მთავარანგელოსო მიქაელ, ყოველთა ნათესავთა ქრისტიანეთა ბრძოლასა შინა წინაშე წინააღმდგომთა, ამისთვისცა, რათა ღირს ვიქმნეთ საფარველსა შენსა საკვირველსა, დღესა შინა ხსენებასა დღესასწაულისა შენისასა, ვხმობთ:
გიხაროდენ, სატანისა ვითარცა ელვისა გადმომგდებელო;
გიხაროდენ, რომლისა მიერ დაცულნი კაცთა ნათესავნი ზეცასა აღმავალ იქმნებიან;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალისა საყდრისა საკვირველო შემამკობელო;
გიხაროდენ, დაცემულისა ქვეყანისა დიდებულო შემწეო;
გიხაროდენ, ბოროტ ძალთაგან დაუმარცხებელო;
გიხაროდენ, ყოველთა უფლისა ანგელოსთა თანა ჭეშმარიტებასა და სიმართლესა შინა მადლითა ღვთისათა დამყარებულო;
გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.
ღელვათა, ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსენ ჩვენ, ანგელოსთა პირველ-მოსაყდრეო, სიყვარულითა და მხიარულებით ყოვლად ბრწყინვალისა დღესასწაულისა შენისა აღმასრულებელნი, რამეთუ შენ ხარ ჭირთა შინა შემწე დიდი და, ჟამსა სიკვდილისასა, სულთა ბოროტთაგან მფარველი და შენდამი, და ჩვენისა მეუფისა და ღვთისადმი მღაღადებელ ყრმათა მშველელი. ალილუია.
კადნიერება შენი, წინააღმდეგ გუნდისა მის სატანასთა, ყოველნი ანგელოზთა წესნი სიხარულით შეიძრნეს შედგომად შენდა და ბრძოლად მათდა სახელისათვის და დიდებისა თვისთა მეუფისა, მღაღადებელნი: ვინ არს, ვინ ვითარცა ღმერთი, ჩვენ უკუე მხედველნი ფერხთა ქუეშე შენთა
დაცემულისა მის სატანისა, ვითარცა შენ მიერ ძლეულისა, ვხმობთ შენდამი ესრეთ:
გიხაროდენ, რომლისაგან სულნი ბოროტნი ვიდრე ჯოჯოხეთადმდე დაეცნეს;
გიხაროდენ, უხილავისა მის სოფლისა ანგელოზთა, მხედრობათა და ძალთა, ბოროტისა მის სატანისა მოსპოლვად მმართებელო;
გიხაროდენ, შფოთთა და აღმღვრევათა ხილულისა ამის სოფლისა სტიქიონთა უხილავად დამაცხრობელო;
გიხაროდენ, აღყვანებულისა ცისა ქვეშე მებრძოლთა მათ ბოროტთა საკვირველო წინამბრძოლო;
გიხაროდენ, წუთისოფლისა ამის ჭირითა და განსაცდელით მოუძლურებულთა ძლიერო შემწეო;
გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.
ღვთივ სისწორით მქცევი წყარო ყოვლადდიდებულითა სასწაულითა გამოსჩნდი შენ ხონას ტაძარსა შინა, არათუ ოდენ მას ადგილსა ზედა დამკვიდრებული დიდი, საშინელი გველი ძალითა შენითა შემუსრე, არამედ მღელვარებაც იგი წყალთა, და ყოველნი ხორციელნი უძლურებანი განჰკურნენ გამოცხადებითა, რათა ყოველნი მადიდებელნი შენნი, მეუფესა მის ანგელოზთასა, სარწმუნოებით ვხმობდეთ: ალილუია.
ენება მეუფესა ყოველთასა ჩვენებად, რამეთუ ხვედრნი ძეთა კაცთანი არა თავით თვისით შემთხვევით არიან, არამედ იპყრობს მარადის მარჯვენასა შინა მისსა, ვინაიცა მოგცა შენ ფლობა ქვეყნიერთა შემწედ და მფარველად, რათა ტომთა და ერთა საუკუნო სასუფეველისადმი ღვთისა განამზადებდე,
ამისათვის ყოველნი მცნობელნი დიდისა მსახურებისა შენისათვის ცხოვრებად კაცთა, მადლობით ღვთისადმი ვხმობთ: ალილუია.
ყოვლად პატივდებულ ხარ მაღალთა შინა, მიქაელ, წინაშე საყდართა მეუფისა დიდებისა მდგომარე და არა შორსა ხარ ქვეყანათაგან, ცხოვრებისათვის კაცთასა იბრძვი მარადის მტერთა თანა, ამისთვის ყოველნი ფრიად სატრფიალოსა სამშობლოსა მას ზეცისათა მიწევნად მსურველნი ერთხმობით ვღაღაღებთ შენდა:
გიხაროდენ, მთავარანგელოსო, სამწმიდა არსობისა მგალობელთაო;
გიხაროდენ, ქვეყნიერთა ნათესავთა მარადის შუამდგომელად და მფარველად განმზადებულო;
გიხაროდენ, ყოვლად ამპარტავანისა ფარაოსა და ურწმუნოთა მეგვიპტელთა სასწაულითა დამნთქმელო;
გიხაროდენ, ჰურიათა უდაბნოსა შინა დიდებულად წინამძღომელო;
გიხაროდენ, რომლისაგან დაივსო ალი იგი სახმილისა მის ბაბილოვნისა;
გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.
ცხოვრების მსურველთა გვექმნები შემწე მტკიცე მთავარანგელოსო ღვთისაო, გვიხსნი და გვიფარავ ჩვენთა ჭირთა და განსაცდელთაგან, უმეტეს ბოროტთა ჩვეულებათა და ცოდვათაგან ჩვენთა, რათა წარმატებულნი სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყვარულითა ქრისტესითა, გახარებულნი
საკვირველისა შეწევნისა შენისა მიერ, მეუფისა მიმართ ანგელოსთა და კაცთასა მადლობით ვხმობთ: ალილუია.
ზღუდე ხარ მორწმუნეთა კაცთა, მთავარანგელოსო ღვთისაო და გოდოლ მტკიცე ბრძოლათა შინა ხილულთა და უხილავთა მტერთა თანა, ამისათვის შენ მიერ ხსნილნი საეშმაკოთა ბადეთაგან, მადლობასა გულითა და პირით ვხმობთ შენდამი ესრეთ:
გიხაროდენ, მტერთა სარწმუნოებისა და წინააღმდგომთა წმინდისა ეკლესიისათა პირისპირ მბრძოლო უძლეველო;
გიხაროდენ, მდაბალთა მქადაგებელთა სახარებისათა დაუცხრომელად წარმმართებელო;
გიბარიდენ მსხდომარეთა,
განმანათლებელო;
ბნელსა შინა ბოროტმორწმუნეობისა ნათლითა ქრისტეს სარწმუნოებისათა
ცრუ-სიბრძნით განცოფებულთა,
გიხაროდენ,
ჭეშმარიტებისა და სინანულისა გზასა ზედა წარმძღომელო;
გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.
ხელობა ყოველი ქებისა იძლევის სიმრავლითა სასწაულთა შენთათა, მთავარანგელოსო ღვთისაო, რომელნი აღსრულებულ არიან შენ მიერ არა ოდენ ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, არამედ ბნელსა შინა აჩრდილთა ქვესკნელისათა, სადაცა სიღრმესა გველი შეჰკარი საკვირველითა ძალითა უფლისათა, ხოლო სიბოროტეთაგან მისთასა ხსნილნი – ვაკურთხევთ მეუფესა ცათა და ქვეყნისასა, მხმობელნი ესრეთ: ალილუია.
მადლი გვითხოვე ჩვენ, ზეცით ღვთისაგან, მგალობელთა, სადიდებლად ყოვლად პატიოსნისა სახელისა შენისა, მიქაელ, რათა საგრილითა შეწევნისა შენისათა ყოვლითა კეთილმორწმუნეობითა და სიწმიდითა ვცხოვნდებოდეთ, ვიდრე განხსნამდე სიკვდილითა ხორციელთა საკრველთაგან, ღირსქმნილნი წარდგომად ცეცხლის სახედთა საყდართა მეუფისა დიდებისა და ანგელოსთა გუნდთა თანა ვუგალობდეთ და ვღაღადებდეთ: ალილუია.
მგალობელნი საცხოვნებელად ჩვენდა ქმნილთა მრავალსახეთა სასწაულთა შენთანი, მიქაელ, ვევედრებით უფალსა და მეუფესა ყოველთასა, რათა დიდებისათვის ღვთისა, რომელი არს შენს შორის, სული გულმოდგინებისა არაოდეს მოგვაკლოს ჩვენ მხმობელთა შენდამი ესრეთ:
გიხაროდენ, მორწმუნეთა მონათა ღვთისათა შესაბამ დროსა ყოვლად საკვირველის უფლების სიმაღლესა ზედა დამადგინებელო;
გიხაროდენ, ამპარტავანთა და უღირსთა მადლით, ძალითა და დიდებითა უხილავად დამცემელო;
გიხაროდენ, უკანასკნელსა დღესა რჩეულთა ოთხკიდით ქვეყანიდან შემკრებელო;
გიხაროდენ, რომლისაგან ცოდვილნი, ვითარცა ღვარძლნი, ბრძანებისაებრ ღვთისა, ცეცხლსა საუკუნესა მიცემულ იქმნებიან;
გიხაროდენ, რომლისაგან სატანა და ანგელოსნი მისნი ტბასა მას შინა ცეცხლისასა საუკუნოდ შთაგდებულ იქმნებიან;
გიხაროდენ, რომლისაგან მართალნი ყოვლად დიდებულსა საყოფელსა მამისა ზეცათასა დაიმკვიდრებენ;
გიხაროდენ, მიქაელ, დიდო მთავარო ყოველთა ზეცისა ძალთაო.
ჰოი, ყოვლად საკვირველო, მთავარანგელოსთა და ანგელოსთა მთავარო, ყოვლად განსაცვიფრებელისა მსახურებისა შენისა ცხოვნებისათვის კაცთა ნათესავისა, მიიღე ჩვენგან აწ შეწირული შენდა ხმა ქებისა და მადლიერებისა და ვითარცა ღვთისა ძალითა აღვსებულმან, დაგვიფარენ ჩვენ უნივთოითა ფრთითა შენითა ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რათა შენ მიერ დიდებულსა და განმადიდებელსა შენსა უფალსა მარადის ვუღაღაღებდეთ: ალილუია, ალილუია, ალილუია.