23 აგვ ახალმთვარეობა ქალწულში, სფინქსი და სირიუსი
ერთი წელი გავიდა, რაც ბლოგი აღარ დამიწერია, მთელი ფოკუსი ცენტრზე მქონდა გადატანილი და აი დღეს, როცა სამყაროსეული ენერგიები ისეთი სიძლიერით მეხებიან მივხვდი — დროა დავწერო. ეს პერიოდი ჩემთვის განსაკუთრებით გამორჩეულია რადგან ქალწულში ძალიან ბევრი პლანეტა მყავს და სწორედ ამიტომ ამ უნიკალური მოვლენის ძალას განსაკუთრებით მკაფიოდ ვგრძნობ. ხოდა გულით მომინდა ეს განცდა თქვენთანაც გამეზიარებინა და მომეყოლა თუ როგორ ვითარდება ეს კოსმოსური ამბავი.
20 აგვისტოს ცაზე ბალზამური მთვარე გვქონდა – ვენერასა და იუპიტერთან ერთად ისინი მაგიური სამკუთხედს ქმნიდნენ კირჩხიბის ნიშანში. ბალზამურო მთვარე (Balsamic Moon) არის მთვარის ციკლის ბოლო ფაზა, ეს პერიოდი მოიცავს ახალმთვარეობამდე რამდენიმე დღეს (დაახლოებით ბოლო 3–4 დღეს მთვარის ციკლში). ბალზამურ მთვარესთან ასოცირდება ძველი ენერგიების, ჩვევებისა და დაუმთავრებელი საქმეების დასრულება. ინტროსპექცია და მედიტაცია — ენერგია როცა ამიმართულია შიგნით, შინაგანი სამყაროსკენ. ხშირად ეს არის სიჩუმის, განმარტოების ან შიგნით შეტრიალების პერიოდია. კარმული წმენდა — ეზოთერულად ეს ფაზა მიიჩნევა როგორც კარმული გაკვეთილების დახურვის დრო, რათა მომდევნო ახალმთვარეობასთან ერთად დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან. ინტუიციის გაძლიერება — რადგან გარე აქტიურობა იკლებს, შინაგანი ხმები და ნიშნები უფრო მკაფიოდ ისმის.

23 აგვისტოს ახალი მთვარე ქალწულის ნულ გრადუსშია. სწორედ აქ ჩნდება სფინქსის სიმბოლო – ლომის სხეული და ქალწულის სახე. ამავე დროს, მთვარე ზუსტად ერთდება ვარსკვლავ რეგულუსთან, დიდებული ვარსკვლავი, რომელსაც „ლომის გულს“ უწოდებენ. სწორედ რეგულუსის მეშვეობით მოდის ჩვენსკენ სირიუსის ენერგიის სამმაგი ფოკუსი.
ლომი სირიუსის ენერგიის მთავარი გამტარია, ქალწული ერთერთი იმ ექვს ნიშანს შორის, რომლებიც სირიუსს სხვადასხვა სახით გამოხატავენ. ლომი და ქალწული – ერთად ქმნიან სფინქსის დიდ საიდუმლოს:
ჩვენი ეპოქისათვის სფინქსის ნიშანი ორ ნაწილადაა გაყოფილი (ლომად და ქალწულად, სული და ფორმა). ესაა ადამიანის ევოლუციის ეტაპი – ცნობიერად აღიარებული დუალობა… ქალწული და ლომი ერთად წარმოადგენენ გამთლიანებულ ადამიანს, ღმერთ-ადამიანს, სულსა და მატერიას ერთად.
სფინქსი და სირიუსი
ეგვიპტურ მითოლოგიაში, ისისი სირიუს A-თანაა გაიგივებული – ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთან, ხოლო მისი თანაზიარი ოსირისი – სირიუს B-თან, თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთან. სირიუსის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ კაცობრიობის დიდი ნაწილი, როდესაც გათავისუფლების გზას გაივლის, აირჩევს „მეოთხე კოსმიურ გზას“ სირიუსისკენ – ახალი ევოლუციური ციკლის დასაწყებად.
სფინქსის სახე – ქალწული, აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი. შესაძლოა სწორედ ისისი, ანუ სირიუსის სიმბოლო, იყოს მისი ნამდვილი სახე – ჩვენი მზის სისტემის უმაღლესი მე.
ბუვალისა და ჰენკოკის მიხედვით, სფინქსის ორიენტაცია ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობის მზის ამოსვლას ლომში – ძვ.წ. 10,500 წელს. თუმცა ეზოთერულად ეს გაცილებით უფრო ძველი, მრავალ 25,000-წლიან პრეცესიულ ციკლს უკავშირდება.
რეგულუსი, რომელიც ზუსტად ლომისა და ქალწულის საზღვარზეა, სფინქსის ცენტრში დგას. თქმულებით, სწორედ აქ არის დამალული „ჩანაწერების დარბაზის“(ამენტის დარბაზები) გასაღები.

ქალწული და თევზები
ეზოთერულ ასტროლოგიაში, საპირისპირო ნიშნები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ – ისინი დუალობის გაწონასწორებას, ერთიანობის ძიებას წარმოადგენენ. ქალწული „სამმაგი ქალღმერთია“ – ევა, ისისი და მარიამი. მის საპირისპირო ნიშანს, თევზებს, „თევზი -ქალღმერთი“ ანუ ქალთევზა შეესაბამება.
ისისი – სირიუსის სახე – წყლის სტიქიის ნიშნებთანაც არის დაკავშირებული. ერთ ძველ ტექსტში ვკითხულობთ:
„სირიუსის ცენტრალურმა ნათელმა შვილმა გამოიარა; სიბრძნის შუქმა წყლებში შეაღწია და ცის ბრწყინვალება სიღრმეებში ჩაიტანა. ამ მზერაზე ქალღმერთი წყლიდან ამოიმართა – როგორც ქალთევზა – რათა ეს სინათლე მიეღო“
ერთ-ერთი გზაა, რომლითაც სირიუსის „დიდი თეთრი საძმო“ დედამიწაზე ენერგიას გადმოსცემს: სირიუსი → თევზები → ურანი → დედამიწის იერარქია → მოწაფის გული → მოწაფის მზის წნული.
ეს უცნაური ჯაჭვია, რადგან ურანი ტრადიციულად თევზებს არ უკავშირდება, თუმცა სწორედ აქ ჩანს გულის (თევზები) და გონების (ურანი) სინთეზი. სირიუსი კი ამ ორის ერთიანობის ნიშანია.
2025 წლის 23 აგვისტოს – ქალწულის ახალი მთვარე
ამ ახალმთვარეობისას, ურანს ძლიერი პოზიცია აქვს ტყუპებში,იგი კვადრატს ქმნის ახალ მთვარესთან – რევოლუციის, რადიკალური ცვლილებების და ახალი გამოცხადებების დროა.
ეს ახალი მთვარე უნიკალურია: ქალწულში წელს ორი ახალი მთვარეგვექნება – ჯერ ნულ, შემდეგ კი ბოლო გრადუსში. ეს ძალზე იშვიათი შემთხვევაა. ჩვეულებრივ, როცა ერთ ნიშნაში ორი სავსემთვარეობა ხდება, მას „ლურჯ მთვარეს“ ეძახიან. მაგრამ ორი ახალი მთვარე – წარმოუდგენლად იშვიათა
ასტრონომიულად, 23 აგვისტოს ახალი მთვარეს „შავ სეზონური მთვარეს“ – უწოდებენ, ესიშვიათი მოვლენა,როცა მთვარე სრულიად დაიმალება, ცა კი უფრო ბნელია და იდეალური დროა ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად.
შემდეგი სავსემთვარეობა ქალწულ-თევზებში 7 სექტემბერს ხდება, ხოლო მეორე ახალი მთვარე – 21 სექტემბერს, ქალწულის ბოლო გრადუსში, ზუსტად საწორის ბუნიობამდე.

ნულოვანი და ბოლო გრადუსის საიდუმლო
ასტროლოგიაში ნიშნის პირველი და ბოლო გრადუსები „კრიტიკულ“ წერტილებად ითვლება.
• 0° გრადუსი – ახალი დასაწყისი, სუფთა ფურცელი, ენერგიის ახალი ციკლი. ესაა ახალგაზრდული სული, ენთუზიაზმი, რისკის სიყვარული და ინოვაციის სურვილი. თითქოს ტაროს ნულოვანი არკანის“სულელის” გზაა – ახალი თავგადასავალი, სიხარულით სავსე, მაგრამ ასევე შეცდომების რისკით.
• 29° გრადუსი –კი, რომელიც ცნობილია როგორც ანარეტული გრადუსი ან „ბედის გრადუსი“, აღნიშნავს ციკლის კულმინაციას და დაკავშირებულია კარმულ დასრულებასთან, გარდაუვალობასთან და ფინალთან. ადამიანები, რომელთა რუკაში პლანეტები 29° გრადუსზე იმყოფებიან, ხშირად არიან „ძველი სულები“ – ნიშნის გამოწვევების ღრმა გაგებით, რომლებიც დიდ სიბრძნეს და გამოცდილებასა ატარებენ.
ეს გრადუსი ოსტატობას უკავშირდება – იმ მდგომარეობას, როცა ადამიანს უკვე ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ ნიშნის სირთულეებს გაუმკლავდეს. თუმცა, ამავდროულად, შეიძლება გახდეს დიდი ზეწოლის, კრიზისისა და „ბოლო შანსის“ დრო – საკითხების გადაწყვეტამდე, სანამ ახალი ციკლი დაიწყება.

ეს არის გარდამავალი მომენტის დაძაბულობა და მოლოდინი – როცა ხანგრძლივი პერიოდის ბოლო თავი იკეცება. იგი ხშირად ნეგატიურად აღიქმება, მაგრამ 29° გარადუსს აქვს პოტენციალი უდიდესი შრომის და ძალისხმევის წარმატებული დასასრული გახდეს.
ამ უნიკალური ციკლის გზავნილი კი ერთია — დასასრულისა და დასაწყისის ერთადქცევა, ანუ წრის შეკვრა, რაც გვახსენებს, რომ ყოველ დასასრულში უკვე ჩასახულია ახალი დასაწყისი. ნულოვანი გრადუსის სუფთა ენერგია და 29°-ის სიბრძნის ტვირთი ერთმანეთს ერწყმის, რათა გვასწავლოს: გზა არასდროს წყდება, ის მხოლოდ ფორმას იცვლის.
23 აგვისტო, 2025
SHEN ©




