ინტერნეტმა შეცვალა მსოფლიო გეოგრაფია. ადამიანი, რომელიც სიღარიბის გამო მოკლებულია წვდომას ინტერნეტთან ცხოვრობს არა მხოლოდ გაჭირვებაში, არამედ ცხოვრობს სხვა გეოგრაფიაში, მისი დრო შენელებულია, მანძილები გაზრდილი, საზღვრები გადაულახავი… რაც მთავარია, სურვილი და იმედი ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის სრულიად დაქვეითებული აქვს. ინტერნეტის მიწოდებით ბავშვს უჩნდება, არა მხოლოდ ინფორმაციის წყარო განთლების მისაღებად, არამედ ინტერნეტი ცვლის ადამიანის წარმოდგენაში სამყაროს სურათს, ზრდის შესაძლებლობათა ველს.

ერთია ბავშვს მისცე განათლების საშუალება და მეორეა გაუჩინო სურვილი ისწავლოს, გამოვიდეს მძიმე დამთრგუნველი გარემოს მიერ დადგენილი ჩარჩოებიდან. თამანედროვე სამყაროს დანახვით, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების გადაფასებით ჩნდება სურვილი ცოდნის მიღების, ჩნდება შეძენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების იმედი. ძნელია აიძულო მოზარდი ისწავლოს, თუ მისი თვალსაწიერი არ სცილდება იმ საქმიანობას, იმ ადგილს, იმ წარმოდგენებს, რომელშიც ჩაძირულია მისი გარემო. შესაბამისად, ინტერნეტს ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ მამოტივირებელი როლი ეკისრება.