18 Jan შეშლილი გეიმერი თუ მომავლის ადამიანი
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
მთარგმნელი: ლიკა მარღანია
წყარო: MAGMA
ყველაფრის თეორია ათენესგან
თავი 1 – ღმერთი ნეირონებში
ადამიანის ტვინი, დაახლოებით, ასი მილიარდი ნეირონისგან შედგება. სხვადასხვა შეგრძნებები ქმნიან ნერვულ კავშირებს/ბმებს, რომლებიც, შესაბამისად, სხვადასხვა ემოციებს წარმოშობენ ნეირონების სტიმულაციის (დონის) მიხედვით, გარკვეული ბმები უფრო მტკიცე და ეფექტურები ხდებიან, სხვები კი სუსტდებიან.ამ მოვლენას ნეიროპლასტიკურობა ეწოდება. ის, ვინც მუსიკას სწავლობს, ბევრად ძლიერ ნერვულ ბმებს ქმნის თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის, რათა მუსიკალური შემოქმედება და უნარები განავითაროს.
სწავლის მეშვეობით პრაქტიკულად ნებისმიერი ნიჭის და უნარის განვითარებაა შესაძლებელი. რუდიგერ გამი თავს უიმედო სტუდენტად თვლიდა, რომელიც ელემენტარულ მათემატიკასაც კი ვერ უგებდა თავს და ბოლოს. მან გადაწყვიტა დაეწყო საკუთარი უნარების განვითარება და იქცა ადამიან-კალკულატორად, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ურთულესი გამოთვლების განხორციელება.
რაციონალურობა და ემოციური მდგრადობა სწორედ ამ პრინციპით მუშაობს. სავსებით შესაძლებელია ნერვული ბმების გამყარება. როდესაც რაღაცით ხართ დაკავებული, ანუ, აკეთებთ რამეს, თქვენ ფიზიკურად ცვლით თქვენს ტვინს, რათა საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ. რამდენადაც ეს არის ტვინის მთავარი და ძირითადი მექანიზმი, თვითშემეცნებას ძალუძს მნიშვნელოვნად გაამდიდროს ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.
ნაწილი 1 – სოციალური ნევროლოგია
განსაკუთრებით გამორჩეული ნეირონები და ნეირომედიატორები, როგორიცაა ნორეპინეფრინი,ისინი დაცვით მექანიზმს ააქტიურებენ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენს აზრებს/ფიქრებს აუცილებლად ესაჭიროება ‘გარე’ ზემოქმედებისგან დაცვა. თუკი ვინმეს აზრი განსხვავდება ჩვენი საკუთარი შეხედულებისგან, ტვინისკენ მიემართება იგივე ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხოლმე ჩვენს გადარჩენას საშიშ სიტუაციებში. ამ თავდაცვით მდგომარეობაში ტვინის შედარებით პრიმიტიული ნაწილი ერთვება რაციონალურ აზროვნებაში, ხოლო ლიმბურ სისტემას შეუძლია დაბლოკოს ჩვენი მუშა მეხსიერება და ფიზიკურად გამოიწვიოს „აზროვნების შეზღუდვა“.
ამაზე დაკვირვება შეიძლება, მაგალითად, დაშინების, ან პოკერის თამაშის დროს, ან როდესაც ვინმე ჯიუტად იცავს თავის პოზიციას კამათის დროს.
როგორც არ უნდა ღირებული იყოს იდეა, ამგვარ მდგომარეობაში ტვინი უძლურია დაამუშავოს იგი. ნეირონულ დონეზე, იგი მას საფრთხედ აღიქვამს, თუნდაც საქმე სრულიად უწყინარ შეხედულებებს, ან ფაქტებს ეხებოდეს, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, დავეთანხმებოდით კიდეც.
მაგრამ, როდესაც ჩვენ ვავლენთ საკუთარ თავს და ჩვენს აზრებს და შეხედულებებს ჯეროვნად აფასებენ, დამცავი ნივთიერებების დონე ტვინში მცირდება, დოფამინის გადაცემა ააქტიურებს მოწონების, წახალისების ნეირონებს და ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ ძალას და გვემატება თავდაჯერება. ჩვენი შეხედულებები არსებით გავლენას ახდენენ ჩვენი სხეულის ქიმიაზე. სწორედ ამას ეფუძნება პლაცებოს ეფექტი.
თვითშეფასება და საკუთარ თავში დაჯერებულობა კავშირშია ნეირომედიატორ სეროტონინთან. აღნიშნულის ძლიერ დეფიციტს, ხშირ შემთხვევაში, დეპრესიასთან, თვითგამანადგურებელ ქმედებებთან, და, თვითმკვლელობამდეც კი მივყავართ.
როდესაც საზოგადოება გვაფასებს, ტვინში დოფამინის და სეროტონინის დონე მატულობს და გვეხმარება ემოციური ფიქსირებულობისგან გათავისუფლებასა და თვითშეგნების ამაღლებაში
ნაწილი 2- სარკისებრი ნეირონები და ცნობიერება
სოციალური ფსიქოლოგია ხშირად მიმართავს ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებას „იპოვოს თავისი ადგილი“ და უწოდებს ამას „ნორმატიულ სოციალურ გავლენას“. ადამიანის ზრდა-განვითარებასთან ერთად, ჩვენი მორალური და ეთიკური კომპასი თითქმის მთლიანად გარემოს გავლენით ყალიბდება. ამგვარად, ჩვენი ქცევები ხშირად იქიდან მომდინარეობს, თუ როგორ გვაფასებს საზოგადოება.
თუმცა, ახალი მონაცემები ნევროლოგიის სფეროში კულტურისა და ინდივიდუალობის ბევრად უფრო მკაფიო გაგებას გვთავაზობს.
ახალმა ნევროლოგიურმა კვლევებმა დაადასტურეს ემპათიური სარკისებრი ნეირონების არსებობა. როდესაც განვიცდით გარკვეულ ემოციებს, ან გარკვეულ ქმედებებს ვახორციელებთ, კონკრეტული ნეირონები იწყებენ მუშაობას. მაგრამ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ აკეთებს ამას ვიღაც სხვა, ან წარმოვიდგენთ ამას, ამოქმედდება იმავე ნეირონების დიდი ნაწილი, იმგვარად, თითქოს ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდეთ.
აღნიშნული ემპათიური ნეირონები გვაკავშირებენ სხვა ადამიანებთან და გვაძლევენ საშუალებას შევიგრძნოთ ის, რასაც სხვები განიცდიან. იმდენად, რამდენადაც იგივე ნეირონები რეაგირებენ ჩვენს წარმოსახვაზე, მათგან ისევე ვიღებთ ემოციურ უკუკავშირს, როგორც სხვა ადამიანისგან. ეს სისტემა გვაძლევს სწორედ თვითანალიზის შესაძლებლობას.
სარკისებრი ნეირონები ვერ ხედავენ განსხვავებას საკუთარ თავსა და სხვებს შორის. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ასერიგად ვართ დამოკიდებული გარშემომყოფთა შეფასებაზე და გვიჩნდება სურვილი შევესაბამებოდეთ მას. ჩვენ მუდმივად ვექვემდებარებით გაორებას: იმას, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს თავს და იმას შორის, თუ როგორ აღგვიქვამენ სხვები. ამას შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენს ინდივიდუალურობას და თვითშეფასებას. თავის ტვინის ფოტოები გვიჩვენებს, რომ ჩვენ ამ უარყოფით ემოციებს განვიცდით იქამდეც კი, ვიდრე მათ გავაცნობიერებდეთ. მაგრამ, ჩვენი თვითშეგნებით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ უარყოფითი ემოციები, რადგან შეგვწევს უნარი ვაკონტროლოთ მათი გამომწვევი აზრები ჩვენში. აღნიშნული გახლავთ ნეიროქიმიური შედეგი იმისა, თუ როგორ სუსტდებიან მოგონებები და როგორ ხდება მათი აღდგენა ცილის სინთეზით.
თვითანალიზი ძლიერ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. ის ააქტიურებს თვითრეგულაციის ნეოკორტიკულ უბნებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მკაფიოდ ვაკონტროლოთ საკუთარი გრძნობები. ყოველ ჯერზე, როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენი რაციონალურობა და ემოციური მდგრადობა მყარდება. თვითკონტროლის გარეშე, ჩვენი ფიქრებისა და ქმედებების უმეტესობა იმპულსურია, და ის ფაქტი, რომ შემთხვევით ვრეაგირებთ და არ ვაკეთებთ ცნობიერ არჩევანს, ინსტიქტურად გვაღიზიანებს. ამის თავიდან ასაცილებლად, ტვინი მიისწრაფის გაამართლოს ჩვენი საქციელი და ფიზიკურად ახდენს მოგონებების ‘გადაწერას’ მეხსიერების რეკონსოლიდაციის გზით, გვაიძულებს რა, დავიჯეროთ, რომ ჩვენ ‘ვაკონტროლებდით’ ჩვენს ქმედებებს.
ამას ეწოდება რეტროსპექტული რაციონალიზაცია, რომელიც ჩვენი უარყოფითი ემოციების უმეტესობას გადაუჭრელად (უპასუხოდ) ტოვებს და მათ შეუძლიათ თავი ნებისმიერ დროს წამოყონ. ისინი კვებავენ შინაგან დისკომფორტს მაშინ, როდესაც ტვინი განაგრძობს ჩვენი ირაციონალური ქცევების გამართლებას. ეს ყოველივე, ქვეცნობიერის რთული და თითქმის შიზოფრენიული ქმედება ჩვენს ტვინში ფართო, პარალელურად განაწილებული სისტემების მუშაობის შედეგია. ცნობიერებას არ გააჩნია კონკრეტული ცენტრი. მოჩვენებითი ერთიანობა განპირობებულია იმით, რომ ყოველი ცალკეული ჯაჭვი აქტიურდება და თავს ავლენს დროის კონკრეტულ მომენტში.
ჩვენი გამოცდილება მუდმივად ცვლის ნერვულ ბმებს, იმავდროულად, ფიზიკურად ცვლის რა ჩვენი ცნობიერების პარალელურ სისტემას. ამაში პირდაპირმა ჩარევამ, შესაძლოა სიურეალისტური ეფექტები გამოიწვიოს, რაც აღძრავს კითხვას, თუ რა არის ცნობიერება და სად მდებარეობს იგი.
თუკი მარცხენა ნახევარსფეროს განვაცალკევებთ მარჯვენა ნახევარსფეროსგან, როგორც იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებმაც გადაიტანეს ტვინის განცალკევების პროცესი, თქვენ მარცხენა ნახევარსფეროს მეშვეობით შეინარჩუნებთ ლაპარაკის და ფიქრის უნარს, მაშინ, როდესაც მარჯვენა ნახევარსფეროს შემეცნებითი უნარები ძლიერ შეზღუდვებს დაექვემდებარება. მარცხენა ნახევარსფერო ვერც იგრძნობს მარჯვენა ნახევარსფეროს არარსებობას, თუმცა ეს მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს აღქმას.
მაგალითად, თქვენ ვერ შეძლებთ აღწეროთ სხვა ადამიანის სახის მარჯვენა ნაწილი, მაგრამ თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ. თუმცა, პრობლემას ამაში ვერ დაინახავთ და ვერც მიხვდებით, რომ რაღაც შეიცვალა. ეს ხდება, რადგან აღნიშნული პროცესი მხოლოდ თქვენს მიერ რეალური სამყაროს აღქმას კი არ შეეხება, არამედ თქვენს აზრობრივ ხატსახეებსაც, და ეს არამხოლოდ აღქმის პრობლემაა, არამედ ცნობიერების ფუნდამენტური ცვლილება.
ნაწილი 3 – ღმერთი ნეირონებში
თითოეულ ნეირონს გააჩნია ელექტრული ძაბვა, რომელიც იცვლება, როდესაც იონები შედიან მასში, ან ტოვებენ მას.როდესაც ძაბვა გარკვეულ დონეს აღწევს, ნეირონი უშვებს ელექტროსიგნალს სხვა უჯრედებისკენ, სადაც პროცესი მეორდება. როდესაც ბევრი ნეირონი ერთდროულად უშვებს სიგნალებს, ჩვენ ამის გაზომვა ტალღის სახით შეგვიძლია.
ტვინისმიერი ტალღები პასუხს აგებენ თითქმის ყველაფერზე, რაც ჩვენს ტვინში ხდება, მეხსიერების, ყურადღებისა და თვით ინტელექტის ჩათვლით. სხვადასხვა სიხშირის რხევები კლასიფიცირდება, როგორც ალფა, ბეტა და გამა ტალღები. ტალღების ყოველი ტიპი კავშირშია სხვადასხვა ამოცანებთან. ტალღები საშუალებას აძლევენ ტვინის უჯრედებს მოიმართონ/გადაეწყონ ამოცანის შესატყვის სიხშირეზე, და უგულებელყონ სხვა უცხო სიგნალები. ისევე, როგორც რადიომიმღები მოიმართება ხოლმე რადიოსადგურის ტალღაზე. ნეირონებს შორის ინფორმაციის გადაცემა ოპტიმალური ხდება მაშინ, როდესაც მათი ქმედებები სინქრონიზებულია. აი, რატომ განვიცდით კოგნიტურ დისონანსს, გაღიზიანებას, რაც ორი არათავსებადი იდეითაა ხოლმე გამოწვეული. ნება, ეს არის სწრაფვა ცალკეულ აქტიურ ნეირონულ ჯაჭვებს შორის დისონანსის შემცირებისკენ.
ევოლუციაც მსგავს პროცესად შეიძლება განვიხილოთ, სადაც ბუნება ცდილობს ადაპტირდეს, ანუ „რეზონირდეს“ გარემოსთან. მან განვითარების გზა განვლო, ვიდრე მიაღწევდა იმ დონეს, სადაც დაიწყო თვითშემეცნება და ფიქრი საკუთარი არსებობის რაობაზე. როდესაც ადამიანი შეეჯახება მიზნისაკენ სწრაფვის პარადოქსს და ფიქრს იმაზე, რომ არსებობას აზრი არ აქვს, ხდება კოგნიტური დისონანსი. ამიტომ მიაშურებენ ხოლმე ადამიანები სულიერებას და განუდგებიან ხოლმე მეცნიერებას, რომელსაც არ აქვს პასუხები ამ ეგზისტენციალურ კითხვებზე: ვინ ვარ? და რისთვის ვარსებობ?
ნაწილი 4 – მე – Athene
„სარკისებრი ნეირონები ვერ აღიქვამენ სხვაობას საკუთარ თავსა და სხვებს შორის“.
მარცხენა ნახევარსფერო მნიშვნელოვანწილად აგებს პასუხს შეხედულებების მწყობრი სისტემის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ცხოვრების უწყვეტობის განცდას. ახალი გამოცდილება ედარება შეხედულებათა არსებულ სისტემას და თუ ვერ ეწერება მასში, მას უბრალოდ უგულებელყოფენ.
ბალანსის როლში მარჯვენა ნახევარსფერო გვევლინება, რომელიც სრულიად საპირისპირო მისიას ასრულებს. მაშინ, როდესაც მარცხენა ნახევარსფერო ისწრაფვის მოდელის შენარჩუნებისკენ, მარჯვენა გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს სტატუს-ქვოს. თუკი განსხვავებები უკიდურესად დიდია, მარჯვენა ნახევარსფერო გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს მსოფლმხედველობას. მაგრამ, თუკი ჩვენი შეხედულებები ძალზედ მტკიცეა, მარჯვენა ნახევარსფერომ შესაძლოა ვერც დაძლიოს ჩვენი მხრიდან უარყოფა.
აღნიშნულმა, შესაძლოა, დიდი სირთულეები შექმნას სხვების არეკვლის პროცესში. როდესაც ნერვული ბმები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს შეხედულებებს, არ არიან (საკმარისად) განვითარებულნი, ან აქტიურნი, ჩვენი ცნობიერება, როგორც ყველა აქტიური ჯაჭვის ერთობლიობა, შეივსება სარკისებრი ნეირონების ქმედებით. ისევე, როგორც მაშინ, როდესაც გვშია, და ჩვენი ცნობიერება ჭამასთან დაკავშირებული ნეირონული პროცესებით იტვირთება.
ეს არ გახლავთ ცენტრალური „მე“-ს შედეგი, რომელიც გასცემს ბრძანებებს ტვინის ცალკეული უბნებისთვის. ტვინის ყველა ნაწილი შესაძლოა იყოს აქტიური ან არააქტიური და ურთიერთქმედებდეს ცენტრალური ბირთვის გარეშე. ისევე, როგორც პიქსელებმა ეკრანზე შეიძლება მიიღონ ნაცნობი ფორმა, ნეირონული ურთიერთქმედებების ჯგუფი შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც ცნობიერება.
ნებისმიერ მომენტში ჩვენ განსხვავებულ ხატ-სახეს წარმოვადგენთ. როდესაც ვირეკლავთ სხვებს, როდესაც გვშია, როდესაც ვუყურებთ ამ ფილმს. ყოველ წამს ჩვენ სხვა ადამიანი ვხდებით, გამომდინარე სხვადასხვა მდგომარეობებიდან, რომელსაც განვიცდით. როდესაც ჩვენს თავს ვუყურებთ სარკისებრი ნეირონების გავლით, ჩვენ ვქმნით ინდივიდუალობის იდეას. მაგრამ, როდესაც ამას მეცნიერული თვალთახედვით ვახორციელებთ, ჩვენ სრულიად სხვა რამეს ვხედავთ.
ნეირონული ურთიერთქმედებები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებას ქმნიან, ჩვენი ნეირონების ფარგლებს საკმაოდ სცდება.
ჩვენ წარმოვადგენთ ტვინის ნახევარსფეროებსა და ჩვენს გრძნობებს შორის ელექტროქიმიური ურთიერთქმედებებების შედეგს, რომლებიც ჩვენს ნეირონებს გარშემო მყოფ სხვა ნეირონებთან აკავშირებენ. არ არსებობს არავითარი ‘გარე’. ეს არ არის ჰიპოთეტური ფილოსოფია, ეს სარკისებრი ნეირონების ძირითადი თვისებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაცნობიეროთ საკუთარი თავი სხვების ‘გავლით’.
არასწორი იქნებოდა ამ ნეირონული ქმედების საკუთრად აღქმა, გარემოს გამორიცხვით. ევოლუციები ასევე ირეკლავენ ჩვენი ზეორგანიზმის მხარეებს, სადაც ჩვენი, როგორც პრიმატების თვითგადარჩენა კოლექტიურ უნარებზე იყო დამოკიდებული.
დროთა განმავლობაში განვითარდნენ ნეოკორტიკული უბნები, რომელიც ისნტინქტების შეცვლის და ჰედონისტური იმპულსების დათრგუნვის საშუალებას იძლეოდა ჯგუფის საკეთილდღეოდ.
ჩვენმა გენებმა იწყეს ორმხრივი სოციალური ქცევების განვითარება ზეორგანიზმის სტრუქტურებში, რომლითაც „უძლიერესის გადარჩენის“ იდეას უარყოფდნენ. ტვინი განსაკუთრებულად ეფექტურად მუშაობს, როდესაც არ არსებობს დისონანსი ტვინის მოწინავე უბნებსა და შედარებით ძველ, პრიმიტიულ უბნებს შორის. ის, რასაც ჩვენ ‘ეგოისტურ მიდრეკილებებს’ ვუწოდებთ, ეგოისტური ქცევის მხოლოდ დასაზღვრული განმარტებაა, როდესაც ადამიანის თვისებები აღიქმება ინდივიდუალობის არასწორი პარადიგმის გავლით… ნაცვლად მეცნიერული შეხედულებისა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ – ერთი მთლიანის წამიერი, მუდმივად ცვალებადი ხატსახე, რომელსაც არ გააჩნია ცენტრი.
ამ შეხედულებათა სისტემის ფსიქოლოგიურ შედეგად გვევლინება თვითაღქმა მოჩვენებით „მე“-სთან მიჯაჭვულობის გარეშე, რასაც მივყავართ უფრო ნათელ გონებასთან, საზოგადოებრივ შეგნებასთან, თვითკონტროლთან, და იმასთან, რასაც ხშირად უწოდებენ „ყოფნას აქ და ახლა“.
გავრცელებულია შეხედულება, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ისტორია, ჩვენი ცხოვრების ქრონოლოგიური ხედვა, იმისთვის, რომ შევქმნათ მორალური ფასეულობები. მაგრამ, ტვინის ემპათიური და სოციალური ბუნების ჩვენი თანამედროვე გაგება გვიჩვენებს, რომ წმინდა მეცნიერული შეხედულება, ინდივიდუალურობასა და „ისტორიასთან“ მიჯაჭვულობის გარეშე, თვითაღქმის ბევრად უფრო ზუსტ, კონსტრუქტიულ და ეთიკურ სისტემებს იძლევა, ვიდრე ჩვენივე გაბნეული ფასეულობები.
ეს ლოგიკურია, რადგან ჩვენი ჩვეული მიდრეკილება, განვსაზღვროთ საკუთარი თავი, როგორც წარმოსახვითი ინდივიდუალური კონსტანტა, ტვინს ისეთი კოგნიტური აშლილობებისკენ უბიძგებს, როგორიცაა აკვიატებული სტერეოტიპები და მოლოდინების შექმნის მოთხოვნილება.
კლასიფიცირებისკენ სწრაფვა ჩვენი ურთიერთქმედების ყველა ფორმის საფუძველშივე დევს. მაგრამ ამის, როგორც შინაგანის, ხოლო გარემოს, როგორც გარეგანის კლასიფიცირებისას, ჩვენ ვზღუდავთ საკუთარ ნეიროქიმიურ პროცესებს და გვიჩნდება გაუცხოების შეგრძნება.
პიროვნული ზრდა და მისი გვერდითი ეფექტები, მაგალითად, როგორიცაა ბედნიერება და კმაყოფილება, სტიმულირდება, როდესაც ჩვენს ურთიერთქმედებებში არ ვექვემდებარებით სტერეოტიპებს.
ჩვენ, შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებები გაგვაჩნდეს და არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთქმედებები, რომლებიც ჩვენ აღგვიქვამენ ისეთებად, როგორებიც ვართ, განსჯის გარეშე, ნეიროფსიქოლოგიურ კატალიზატორებად გვევლინებიან, რომლებიც ახდენენ ტვინის სტიმულირებას მიიღოს სხვები და მიიღოს შეხედულებების რაციონალურად დამტკიცებადი სისტემები კოგნიტური დისონანსის გარეშე.
ამ ნეირონული ქმედების სტიმულაცია და ურთიერთქმედება გვათავსუფლებს ყურადღების გადამტანი ფაქტორების და გართობის საჭიროებისგან და ქმნის კონსტრუქციული ქცევების ციკლს ჩვენს გარემოში. სოციოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა მოწევა და ჭარბი კვება, ემოციები და იდეები, ისევე ვრცელდება საზოგადოებაში, როგორც გადაეცემა ნეირონების ელექტროსიგნალები, როდესაც მათი ქმედებები სინქრონიზებულია.
ჩვენ წარმოვადგენთ ნეიროქიმიური რეაქციების გლობალურ ქსელს. შეფასებისა და აღიარების თვითგანვითარებად ციკლს, რომელიც მყარდება ყოველდღიური გადაწყვეტილებებით – ეს ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ჩვენს კოლექტიურ უნარს გადავლახოთ მოჩვენებითი უთანხმოებები და შევხედოთ ცხოვრებას სამყაროსეული სტრუქტურის პრიზმაში.
თავი მეორე – სამყაროს სტრუქტურა
ჩირენის კვლევების მიმდინარეობის პროცესში მე გავაკეთე ამ კვლევების მიმდინარე შედეგების გამარტივებული, მაგრამ ყოველმხრივი ანალიზი. ეს გახლავთ კვანტური ფიზიკისა და ფარდობითობის თეორიის გაერთიანებაზე მისი მუშაობის პირველი თვეების ჩემეული ინტერპრეტაცია. მოცემული თემა საკმაოდ რთულია და შესაძლოა, ძნელად გასაგებიც იყოს თქვენთვის. ასევე, ის მოიცავს გარკვეულ ფილოსოფიურ დასკვნებს, რომლებზეც საუბარი იქნება ეპილოგში.
უამრავმა გასაოცარმა მიღწევამ უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე მიგვიყვანა სამყაროს შეცნობის მეცნიერული სისტემის ცვლილებასთან. აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ გვიჩვენა, რომ დრო და სივრცე ერთიან ქსოვილს ქმნიან. ხოლო ნილს ბორმა კვანტური ფიზიკის მეშვეობით გამოავლინა ნივთიერების საბაზისო კომპონენტები – ის სფერო, რომელიც მხოლოდ „აბსტრაქტული ფიზიკური აღწერილობის“ სახით არსებობს. ამის შემდეგ, ლუი დე ბროილმა აღმოაჩინა, რომ ნივთიერებას მთლიანად, და არა მხოლოდ ფოტონებსა და ელექტრონებს, ახასიათებს კვანტური კორპუსკულურ-ტალღური დუალიზმი. ამან მიგვიყვანა რეალობის ბუნების შესახებ აზროვნების და, ასევე, პოპულარული მეტაფიზიკური და ფსევდომეცნიერული თეორიების ახალ სკოლებთან. მაგალითად, იმასთან, რომ ადამიანის გონებას ძალუძს სამყაროს მართვა პოზიტიური აზროვნების გზით. ეს თეორიები მიმზიდველია, მაგრამ ისინი არ ექვემდებარებიან გადამოწმებას და მათ შეუძლიათ მეცნიერების პროგრესის შეფერხება.
აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური და ზოგადი თეორიის კანონები გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მაგალითად GPS თანამგზავრებში, სადაც გათვლების სიზუსტე შესაძლოა დღეში 10 კილომეტრზე მეტად გადაიხაროს, თუ არ გავითვალისწინებთ ისეთ შედეგებს, როგორიც დროის შენელებაა. ესე იგი, მოძრავი საათებისთვის დრო უფრო შენელებულად გადის, ვიდრე უძრავისთვის. ფარდობითობის თეორიის სხვა ეფექტები მდგომარეობს მოძრავი ობიექტებისთვის მანძილის შემოკლებაში და ფარდობითობის ერთდროულობაში, რის გამოც შეუძლებელია დანამდვილებით ვამტკიცოთ, რომ ორი მოვლენა ერთსა და იმავე დროს ხდება, თუკი ისინი სივრცეში დაშორებულები არიან. არაფერი არ მოძრაობს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ეს ნიშნავს, რომ თუ 10 სინათლის წამის სიგრძის მილს წინ ვუბიძგებთ, 10 წამი გავა, ვიდრე მოქმედება მოხდება მეორე მხარეს. 10-წამიანი დროის ინტერვალის გარეშე მილი არ არსებობს თავისი მთლიანი მოცულობით. საქმე ჩვენი დაკვირვების დასაზღვრულობაში კი არ მდგომარეობს, არამედ ფარდობითობის თეორიის პირდაპირ შედეგში, სადაც დრო და სივრცე ურთიერთდაკავშირებულია და ერთს არ შეუძლია არსებობა მეორის გარეშე.
კვანტური ფიზიკა იძლევა კორპუსკულურ-ტალღური დუალიზმისა და ენერგიისა და მატერიის ურთიერთქმედების მთელი რიგი საკითხების მათემატიკურ აღწერას/ახსნას. ის განსხვავდება კლასიკური ფიზიკისგან, უპირველეს ყოვლისა, ატომურ და სუბატომურ დონეზე. აღნიშნული მათემატიკური ფორმულირებები აბსტრაქტული ხასიათისაა, ხოლო მათი დასკვნები ხშირად არაინტუიტიურია. კვანტი წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური არსის მინიმალურ ერთეულს, რომელიც მონაწილეობს ურთიერთქმედებაში. ელემენტარული ნაწილაკები – ეს სამყაროს კომპონენტებია. ეს ის ნაწილაკებია, რომელთაგანაც შედგებიან ყველა სხვა ნაწილაკები. კლასიკურ ფიზიკაში ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავყოთ ობიექტი უფრო პატარა ნაწილებად, კვანტურში – ეს შეუძლებელია. ამიტომ კვანტური სამყარო წარმოადგენს უნიკალურ მოვლენათა სიმრავლეს, რომელთა ახსნა კლასიკური კანონებით შეუძლებელია. მაგალითად, კვანტური ბმა, ფოტოეფექტი, კომპტონური განშლა (გაფანტვა) და სხვა მრავალი. კვანტურ სამყაროს უამრავი უჩვეულო ინტერპრეტაცია გააჩნია. შედარებით ფართოდ ცნობილებს შორისაა – კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია და მრავალსამყაროიანი ინტერპრეტაცია. დღევანდელობაში ძალას იკრებენ ისეთი ალტერნატიული ინტერპრეტაციები, როგორიცაა, მაგალითად, „ჰოლოგრაფული სამყარო“.
ნაწილი 1
დე ბროილის განტოლება
მიუხედავად იმისა, რომ კვანტური ფიზიკა და აინშტაინის ფარდობითობის კანონები ერთნაირად აუცილებელია სამყაროს მეცნიერული გაგებისთვის, არსებობს მთელი რიგი გადაუჭრელი სამეცნიერო პრობლემები და ჯერჯერობით არ ჩანს გამაერთიანებელი თეორია. რამდენიმე მიმდინარე საკითხს შორისაა შემდეგი: რატომაა დაკვირვებადი მატერია სამყაროში მეტი, ვიდრე ანტიმატერია? რა ბუნებისაა დროითი ღერძი? როგორია მასის წარმომავლობა?
მნიშვნელოვან გასაღებებს ამ პრობლემების ასახსნელად დე ბროილის განტოლებები წარმოადგენენ, რომელთა გამოც მას ფიზიკაში ნობელის პრემია მიენიჭა. ეს ფორმულა გვიჩვენებს, რომ მთელი მატერია კორპუსკულურ-ტალღური დუალიზმით ხასიათდება, ანუ, ზოგ შემთხვევაში, ის იქცევა, როგორც ტალღა, ხოლო ზოგან – როგორც ნაწილაკი. ფორმულა თავის თავში მოიცავს აინშტაინის განტოლებას E = mc^2 ენერგიის კვანტური ბუნებით. ექსპერიმენტული მტკიცებულებები თავის თავში აერთიანებენ ფულერენის C60 მოლეკულის ინტერფერენციას ორი ხვრელის ექსპერიმენტში. იმ ფაქტმა, რომ თვით ჩვენი ცნობიერება კვანტური ნაწილაკებისგან შედგება, სათავე დაუდო მრავალრიცხოვან მისტიკურ თეორიებს. და მიუხედავად იმისა, რომ კვანტური მექანიკისა და ცნობიერების ურთიერთობა არც ისე “ჯადოსნურია”, როგორც ამას ეზოთერული ფილმები და წიგნები ამტკიცებენ, აქედან გამომდინარე დასკვნები საკმაოდ სერიოზულია.
რამდენადაც დე ბროილის განტოლებები მთელ მატერიას მიემართება, ჩვენ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ C = hf, სადაც С – ცნობიერებაა, h – პლანკის მუდმივა, ხოლო f – სიხშირე.
„С“ – პასუხისმგებელია იმაზე, რასაც ჩვენ აღვიქვამთ, როგორც „ახლა“, ურთიერთქმედების კვანტური, ანუ მინიმალური ერთეული. „С“ -ს ყველა მომენტის ჯამი მიმდინარე მომენტის ჩათვლით – ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენს მიერ ცხოვრების აღქმას აყალიბებს. ეს ფილოსოფიური ან თეორიული მტკიცება კი არ გახლავთ, არამედ მთლიანად მატერიის და ენერგიის კვანტურობის პირდაპირი შედეგი.
ფორმულა გვიჩვენებს, რომ სიცოცხლე და სიკვდილი „С“-ს აბსტრაქტული ერთობლიობაა.
დე ბროილის განტოლების მეორე შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ მატერიის ან ენერგიის რხევის ტემპი და მისი, როგორც ტალღის ან ნაწილაკის ქმედება დამოკიდებულია ათვლის სისტემის სიხშირეზე.
სიჩქარის გამო სიხშირის მატება ეფარდება სხვას და მივყავართ ისეთ მოვლენებთან, როგორიცაა დროის შენელება. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ დროის აღქმა არ იცვლება ათვლის სისტემასთან თანაფარდობაში, სადაც სივრცე და დრო – კვანტების თვისებაა და არა პირიქით.
ნაწილი 2
ანტიმატერია და შეუვალი დრო
ანტინაწილაკები წარმოიქმნებიან მთელ სამყაროში, სადაც ხდება ნაწილაკების მაღალენერგეტიკული შეჯახებები. ეს პროცესი ხელოვნურად მოდელირდება ნაწილაკების ამაჩქარებლებში. მატერიის თანადროულად იქმნება ანტიმატერიაც. ამრიგად, ანტიმატერიის ნაკლებობა სამყაროში დღემდე რჩება ფიზიკის ყველაზე დიდ გადაუჭრელ საკითხად.
ელექტრომაგნიტური ველების მიერ ანტისხეულების მიტაცებით ჩვენ შეგვიძლია მათი თვისებების კვლევა. ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების კვანტური მდგომარეობები ორმხრივად ჩანაცვლებადია, თუკი მათ მიმართ გამოვიყენებთ დამუხტული წყვილის ოპერატორს (C) (რაც გულისხმობს, რომ ნაწილაკის ტალღური ფუნქცია ანტინაწილაკის ტალღური ფუნქციაა, ხოლო ოპერაცია მდგომარეობს ნაწილაკის ჩანაცვლებაში შესატყვისი ანტინაწილაკით, მაგალითად, ელექტრონის პოზიტრონით ჩანაცვლებაში) , ჯერადობის (P) და დროის უკუქცევას (T) (დროის უკუქცევის ოპერაცია გულისხმობს „t“-ს შეცვლას „-t“-ით ) . ესე იგი, თუ, ვთქვათ, ფიზიკოსი, რომელიც ანტიმატერიისგან შედგება, ჩაატარებს ექსპერიმენტებს ლაბორატორიაში, რომელიც ასევე ანტიმატერიისგან შედგება, გამოიყენებს ანტინაწილაკებისგან შედგენილ ქიმიურ ნაერთებს და ნივთიერებებს, იგი მიიღებს ისეთივე შედეგებს, როგორსაც მისი „ნივთიერ(ებით)ი“ კოლეგა. მაგრამ, თუკი ისინი გაერთიანდებიან, მოხდება მათი მასის პროპორციული ენერგიის უზარმაზარი გამოტყორცნა.
ცოტა ხნის წინ, ფერმის ლაბორატორიაში აღმოაჩინეს, რომ ისეთი კვანტები, როგორიცაა მეზონები სამი ტრილიონი/ წამი სიჩქარით გადადიან ნივთიერების მდგომარეობიდან ანტინივთიერების მდგომარეობაში და პირიქით. „C“-ს კვანტური ათვლის სისტემაში სამყაროს განხილვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ყველა ექსპერიმენტული შედეგი, რომელიც კვანტებს მიემართებოდა. იმის ჩათვლით, თუ როგორ წარმოიქმნება მატერია და ანტიმატერია ნაწილაკების ამაჩქარებლებში, და როგორ გადადიან მეზონები ერთი მდგომარეობიდან მეორეში. „C“-სთან მიმართებაში ამას სერიოზული შედეგები მოსდევს. კვანტური თვალსაზრისით „C“-ს ყოველ წამს გააჩნია ანტი-C.
აღნიშნულით აიხსნება სიმეტრიის, ანუ, ანტინივთიერებების არარსებობა სამყაროში, რაც ასევე კავშირშია გამომსხივებლის და შთანმთქმელის თავისუფალ არჩევანთან უილერ-ფეინმანის შთანთქმის თეორიაში. შეუვალი დრო T განუზღვრელობის პრინციპში წარმოადგენს დროს, ან ციკლს, რაც აუცილებელია კვანტების არსებობისთვის. ისევე, როგორც მეზონების შემთხვევაში, დროის ჩვენი პიროვნული აღქმის ზღვარი, ანუ მიმდინარე მომენტის დიაპაზონი წარმოადგენს „C“-ს გადასვლას „ანტი-C“-ში. თვითანიჰილაციის ეს მომენტი და მისი გამოხატვა „C“-ში მოქცეულია დროითი ღერძის აბსტრაქტულ ჩარჩოში. თუკი განვსაზღვრავთ ურთიერთქმედებას და განვიხილავთ კვანტის კორპუსკულურ-ტალღური დუალიზმის ძირითად თვისებებს, ყოველი ურთიერთქმედება შედგება ინტერფერენციისა და რეზონანსისგან. მაგრამ, რამდენადაც ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ავხსნათ ფუნდამენტური ძალები, აუცილებელია სხვადასხვა მოდელების გამოყენება. ეს მოიცავს სტანდარტულ მოდელსაც, რომელიც შუალედური რგოლია ძალის მატარებელი ცნობილი სუბატომური ნაწილაკების დინამიკასა და ფარდობითობის ზოგად თეორიას შორის, რომელიც აღწერს მაკროსკოპულ მოვლენებს, ისეთებს, როგორიცაა პლანეტების ორბიტები, რომლებიც ელიპსურად მოძრაობენ სივრცეში და და სივრცე-დროით სპირალში. მაგრამ აინშტაინის მოდელს ვერ გამოვიყენებთ კვანტურ დონეზე, ხოლო სტანდარტული მოდელი საჭიროებს ძალის დამატებით მატარებლებს, რათა ახსნას მასის წარმომავლობა. ამ ორი მოდელის გაერთიანება, ანუ, ყველაფრის თეორია წარმოადგენს მრავალი, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი კვლევის საგანს.
ნაწილი 3
ყველაფრის თეორია
კვანტური მექანიკა – ეს არის წმინდა მათემატიკური აღწერილობები, რომლის პრაქტიკული შედეგები, ხშირ შემთხვევაში, ინტუიციას ეწინააღმდეგება. კლასიკური ცნებები, როგორიცაა სიგრძე, დრო, მასა, და ენერგია შეიძლება მსგავსადვე აღიწეროს. დე ბროილის განტოლებებზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ეს ცნებები აბსტრაქტული ვექტორებით. აღნიშნული ალბათობითი მიდგომა ფიზიკაში არსებული ძირითადი კონცეფციებისადმი კვანტური მექანიკისა და აინშტაინის ფარდობითობის თეორიის გაერთიანების საშუალებას გვაძლევს. დე ბროილის განტოლებები ცხადყოფენ, რომ ათვლის ყველა სისტემა კვანტურია მთლიანად მატერიისა და ენერგიის ჩათვლით. ნაწილაკების ამაჩქარებლებმა გვაჩვენეს, რომ მატერია და ანტიმატერია ყოველთვის ერთდროულად წარმოიქმნება.
პარადოქსი, როცა რეალობა იქმნება აბსტრაქტული ურთიერთგანადგურებადი კომპონენტებისგან, შეიძლება აიხსნას ათვლის სისტემად კვანტების გამოყენებით. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მოვლენებს ფოტონების თვალით უნდა შევხედოთ. ათვლის სისტემა მუდამ კვანტურია და განსაზღვრავს, თუ როგორ კვანტურდება დრო-სივრცე. როდესაც სისტემა „იზრდება“ ან „მცირდება“, იგივე ემართება დრო-სივრცეს. კვანტურ მექანიკაში ეს მათემატიკურად აღიწერება, როგორც ტალღური ფუნქციის ალბათობის ამპლიტუდა, ხოლო აინშტაინის თეორიაში – როგორც დროის შენელება ან სიგრძის შემცირება.
კვანტური ათვლის სისტემისთვის მასის და ენერგიის განსაზღვრა შესაძლებელია, როგორც მხოლოდ აბსტრაქტული ალბათობების ან, თუ უფრო დავკონკრეტდებით და შევქმნით მათემატიკურ საფუძველს – როგორც ვექტორების, რომლებიც მხოლოდ მაშინ არსებობენ, თუკი დავუშვებთ დროით ღერძს. მათი განსაზღვრა შესაძლებელია, როგორც ინტერფერენციის, ან რეზონანსისა ათვლის სისტემასთან, რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ ერთეულს ან დროით-სივრცით კონსტანტას „c“, პლანკას მუდმივას ექვივალენტურს კვანტურ მექანიკაში.
ექსპერიმენტები აჩვენებენ, რომ მატერიის ენერგიად გარდაქმნა ანტიმატერიის გავლით წარმოშობს გამა-სხივებს საპირისპირო იმპულსით. ის, რაც გარდაქმნად გვეჩვენება, წარმოადგენს საპირისპირო ვექტორებს შორის თანაფარდობას, რომელთა ინტერპრეტაცია შეიძლება, როგორც მანძილისა და დროის, მატერიისა და ანტიმატერიის, მასისა და ენერგიის, ან ინტერფერენციისა და რეზონანსისა დროის აბსტრაქტული ღერძის „C“ ფარგლებში. საპირისპირო ვექტორების ჯამი ყოველთვის ნულის ტოლია. სწორედ ეს გახლავთ სიმეტრიის, ან შენახვის კანონების მიზეზი ფიზიკაში, ან იმის მიზეზი, რატომაც „c“ სიჩქარის დროს დრო და სივრცე ნულის ტოლია სიგრძის შემცირებისა და დროის შენელების გამო.
ამის შედეგად გვევლინება ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი, რომელიც ამტკიცებს, რომ ფიზიკური თვისებების ზოგიერთი წყვილი, მაგალითად მდებარეობა და იმპულსი, ვერ დადგინდება ერთდროულად დიდი სიზუსტით. გარკვეული თვალსაზრისით, ცალკეული ნაწილაკი საკუთარ ველს წარმოადგენს. ეს ვერ ახსნის ჩვენს უწყვეტობის განცდას, სადაც „C“ თავის თავს ანადგურებს საკუთარ საჭირო დიაპაზონის საზღვრებში. მაგრამ, როდესაც ეს ვექტორები ექსპონენციალურად ძლიერდება ან აჩქარდება დროით ღერძთან მიმართებაში და მის ფარგლებში, ფუნდამენტური ძალის აღმწერ ძირითად მათემატიკურ ალგორითმებს შეუძლიათ აბსტრაქტული კომპონენტებისგან უწყვეტი რეალობის შექმნა. ამიტომ გამოიყენება ჰარმონიული მოძრაობის განტოლებები ფიზიკის სხვადასხვა მიმართულებებში, რომლებიც პერიოდულ მოვლენებს შეეხება, მაგალითად კვანტურ მექანიკასა და ელექტროდინამიკაში. ამიტომაცაა, რომ აინშტაინის ექვივალენტურობის პრინციპი, საიდანაც გამომდინარეობს სივრცე-დროის მოდელი, ამტკიცებს, რომ არ არსებობს არავითარი განსხვავება გრავიტაციასა და აჩქარებას შორის. რადგან გრავიტაცია წარმოადგენს ძალას მხოლოდ მაშინ, როდესაც მას განვიხილავთ ათვლის რხევით სისტემაში. ეს არის ლოგარითმული სპირალის ილუსტრაცია, რომელიც ხრახნულ სპირალამდე დაიყვანება ათვლის სისტემაში, რომელიც აიძულებს ობიექტებს იბრუნონ და იმოძრაონ ორბიტებზე.
მაგალითისთვის მოვიყვანოთ შემდეგი: ორი მზარდი ვაშლი ათვლის მზარდ სისტემაში ისე გამოიყურებიან, თითქოს ერთმანეთს იზიდავდნენ, მაშინ, როდესაც მათი ზომა უცვლელად გვეჩვენება. სრულიად საპირისპირო ხდება ინტერფერენციის დროს. მარტივად რომ ვთქვათ, ობიექტების ზომის გადიდება ან შემცირება, ჩვენთან მოახლოების ან დაშორების შესაბამისად, განისაზღვრება ათვლის სისტემების ჩანაცვლებით, როგორც რადიო, რომელიც მოიმართება სხვადასხვა ტალღებზე, რათა „დაიჭიროს“ რადიოსადგური. იგივე შეიძლება მიესადაგოს სიმძიმის ძალას. არსებითად, ფუნდამენტური ძალები არ არსებობენ ნებისმიერი ათვლის სისტემისგან დამოუკიდებლად. ნებისმიერი ურთიერთქმედება ჩვენს აბსტრაქტულ უწყვეტობაში შეიძლება აღვწეროთ მათემატიკურად ინტერეფერენციისა და რეზონანსის მეშვეობით, თუკი გათვალისწინებული იქნება მუდმივად ცვალებადი და რხევადი მინიმალური ერთეული ან კვანტი. ექსპერიმენტული მტკიცებულება მოიცავს უხილავ ეფექტს სტანდარტულ მოდელში, როდესაც ჩვენ ვხედავთ ძალების ქმედებას, მაგრამ არა ამ ძალების მატარებლებს.
ა) კვანტური სუპერპოზიცია
რეალობის უწყვეტობა არ მოითხოვს კვანტების დროში თანმიმდევრულობას. კვანტი არ წარმოადგენს სივრცის და დროის ნებისმიერი ცნების სუბიექტს და შეუძლია ერთდროულად მიიღოს თავისი ყველა შესაძლო კვანტური მდგომარეობა. ამას ეწოდება კვანტური სუპერპოზიცია და დემონსტრირდება, მაგალითად, ორი ხვრელის, ან კვანტური ტელეპორტაციის ექსპერიმენტში, სადაც ყოველ ელექტრონს სამყაროში შეუძლია იყოს ერთი და იგივე ელექტრონი. ერთადერთი მოთხოვნა აბსტრაქტული დროითი ღერძისა და რეალობის თანმიმდევრული უწყვეტობის მიმართ – ეს არის მოდელის აღწერილობის ალგორითმი ან ვექტორების აბსტრაქტული თანმიმდევრულობა.
რამდენადაც ეს უწყვეტობა განსაზღვრავს ჩვენი თვითშეცნობის უნარს, ჩვენ ვექვემდებარებით მის მათემატიკურ შედეგებს – ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებს. ურთიერთქმედება – ეს უბრალოდ აბსტრაქტული მოდელის განმარტებაა. სწორედ ამიტომ, კვანტური მექანიკა იძლევა მხოლოდ მათემატიკურ აღწერილობებს – მას შეუძლია მხოლოდ აღწეროს მოდელები უსასრულო ალბათობების შიგნით.
როდესაც ალბათობა გამოხატულია „C“-ს სახით, ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მიმდინარე მომენტის აღსაწერად, ან სავარაუდო (დასაშვები) დიაპაზონი „C“, ასევე განასახიერებს თავის თავში დროით ღერძს. დროითი ღერძის ბუნება გვევლინება ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაუჭრელ საკითხად, რამაც მიგვიყვანა უამრავ ახალ პოპულარულ ინტერპრეტაციასთან. მაგალითად, ჰოლოგრაფული პრინციპი – კვანტური გრავიტაციის ნაწილი და სიმების თეორია – აკეთებს დაშვებას, რომ მთელი სამყარო შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხოლოდ ორგანზომილებიანი საინფორმაციო სტრუქტურა.
ბ) დრო
დროითი ღერძის ცნებას ჩვენ ტრადიციულად ვუკავშირებთ იმ მოვლენების თანმიმდევრობას, რომელსაც განვიცდით ხანმოკლე და ხანგრძლივი მოგონებების თანმიმდევრობის კვალად. ჩვენ შეიძლება გვქონდეს მოგონებები მხოლოდ წარსულზე, მაგრამ არა მომავალზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ეს ასახავს დროის დინებას. მეცნიერებმა ეჭვი შეიტანეს ამ ლოგიკაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც კვანტურ მექანიკაში გაკეთებულმა აღმოჩენებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ზოგიერთი მოვლენა არ იმყოფება კავშირში დროის ჩვენეულ გაგებასთან, და რომ ჩვენი წარმოდგენები დროის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ დაკვირვებადი პარამეტრების ცვლილებათა აღქმაა. აღნიშნული ასევე აისახება დროის შენელებასა და სიგრძის შემოკლებაში, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მიზეზს, რომლის საფუძველზეც აინშტაინმა დაადგინა, რომ დრო და სივრცე ერთიანი ქსოვილია.
აბსოლუტური გაგებით, დროის ცნება არაფრით განსხვავდება მანძილის ცნებისგან. წამები ტოლია სინათლისმიერი წამების, მაგრამ ორმხრივად გამორიცხავენ ურთიერთს. მარტივად რომ ვთქვათ: რამდენადაც მანძილი და დრო ურთიერთსაპირისპიროა, დროის დინება შეიძლება განვიხილოთ, როგორც საათის ისრებით განვლილი მანძილი, რამდენადაც ისინი მოძრაობენ დროის საპირისპირო მიმართულებით. წინ მანძილის გავლით, ისინი, ფაქტობრივად უკან მოძრაობენ ეგრეთ წოდებულ დროში. სწორედ ამიტომ, ყოველი გამოცდილების მინიმალური ერთეული მყისიერად შთაინთქმება მუდმივი „ახლა“-თი.
ასეთი მიდგომა აბათილებს უთანხმოებებს ტალღური ფუნქციის კოლაფსსა და კვანტურ დეკოჰერენციას შორის. ისეთი ცნებები, როგორიცაა „სიცოცხლე“ და „სიკვდილი“ – წმინდა ინტელექტუალურ კონსტრუქციებს წარმოადგენენ. და ნებისმიერი რელიგიური მსჯელობა იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, რასაც ადგილი აქვს სამყაროში, რომელიც არ ექვემდებარება ამ რეალობის მათემატიკურ კანონებს, ასევე გამოგონილია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ ‘დიდი აფეთქების’ თეორია, რომლის მიხედვითაც მთელი სამყარო ერთი წერტილიდან წარმოიშვა – რაღაც გაუგებრობაა. ტრადიციული წარმოდგენა დრო-სივრცეზე, სადაც სივრცე სამგანზომილებიანია, ხოლო დრო მეოთხე განზომილების როლშია – არასწორია.
თუ გვსურს, რომ შევიცნოთ სამყაროს წარმომავლობა, წინ უნდა გავიხედოთ, რამდენადაც დროის ვექტორი „C“ მანძილის ვექტორის საპირისპიროა, რომლიდანაც გაფართოებად სამყაროს აღვიქვამთ. თუმცა, სამყაროს ეს დროითი რუკა მხოლოდ აბსტრაქტულ გაგებას მოგვცემს მისი კვანტური საფუძვლის გათვალისწინების გარეშე.
ექსპერიმენტული მტკიცებულებები მოიცავენ სამყაროს გაფართოების აჩქარებას, ასევე, შავი ხვრელების უკუქცევით ან რეგრესულ მეტრიკას და ‘დიდ აფეთქებასთან’ დაკავშირებულ უამრავ პრობლემას, მაგალითად, ჰორიზონტის პრობლემას.
გ) ნევროლოგიური შედეგები
აღნიშნულ დასკვნებს შეუძლია წამოწიოს საკითხები თავისუფალ ნებასთან დაკავშირებით, რამდენადაც გვეჩვენება, რომ დროის ჩვენეულ აღქმაში ჯერ ხდება ქმედება, ხოლო შემდგომ გაცნობიერება. კვლევების უმრავლესობა, რომელიც ნათელს ჰფენს ამ საკითხებს, გვიჩვენებს, რომ ქმედება ნამდვილად ხდება მის გაცნობიერებამდე. მაგრამ დეტერმინისტული თვალსაზრისი ეყრდნობა მცდარ წარმოდგენებს დროის შესახებ, რასაც გვიჩვენებს ალბათობების მათემატიკური აღწერა კვანტურ მექანიკაში.
აღნიშნული თვალსაზრისები მნიშვნელოვანი იქნება მომავალი ნევროლოგიური კვლევებისთვის, რამდენადაც ისინი გვიჩვენებენ, რომ ნებისმიერი ნეირონული ჯაჭვი – ეს არის ვექტორი, რომელიც განსაზღვრავს კოგნიტურ დისონანსს და ინტერფერენციას ან რეზონანსს „C“-ში.
ევოლუციის მილიარდობით წლის მანძილზე გამომუშავებული უნარი შევიცნოთ, ან ცნობიერად შევცვალოთ ეს ვექტორები, ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შეხედულებების სისტემა ჩვენი ცნობიერების გაფართოებისთვის, და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს მუშა მეხსიერებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს უნარზე, დავამყაროთ კავშირები, და ნერვულ პროცესებზე, რომლებიც ახდენენ აზრების/ფიქრების ფორმირებას. აღნიშნული ასევე განმარტავს, რომ ხელოვნური ცნობიერებისთვის საჭირო გახდება დამოუკიდებელი პროცესორების ქსელი, და არა რთული ალგორითმების ხაზოვანი თანმიმდევრულობა.
დ) დასაზღვრული მსჯელობა
Athene -ს ერთიანი თეორია გვევლინება გადაჭრის გზად, რომელიც აერთიანებს კვანტურ ფიზიკასა და ფარდობითობის თეორიას. თუმცა ის იძლევა პასუხებს ფიზიკის აქ ჩამოთვლილ უამრავ კითხვაზე, ეს გახლავთ მისი სამეცნიერო კვლევის პირველი თვეების შესახებ ჩემეული დასაზღვრული მსჯელობა. შედეგებისგან დამოუკიდებლად, ნათელი ხდება, რომ ჩვენ შევაბიჯეთ იმ ეპოქაში, რომელშიც მეცნიერება ღიაა ნებისმიერი ჩვენგანისთვის. და თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობას და ნეიტრალურობას, შევძლებთ გადავამოწმოთ ჩვენი იდეების სისწორე, განვავითაროთ ჩვენი წარმოსახვა ახალი ურთიერთკავშირების შექმნით, და შევძლებთ განვაგრძოთ სამყაროსა და გონების ჩვენეული გაგების შემდგომი განვითარება.
ეპილოგი
კვანტურ მექანიკაში ჩვენ გავეცანით რეალობასთან ახალ მიდგომას და ვისწავლეთ მისი, როგორც ალბათობის, და არა განსაზღვრულობის განხილვა. მათემატიკური თვალსაზრისით, ყველაფერი შესაძლებელია. როგორც მეცნიერებაში, ისევე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი უნარი გამოვთვალოთ, ან გამოვიცნოთ ალბათობები, განისაზღვრება კანონზომიერებების შეცნობის ინტელექტუალური შესაძლებლობით. რაც უფრო ღია ვიქნებით, მით უფრო ცხადად დავინახავთ ამ კანონზომიერებებს და ჩვენს ქმედებებს დავაფუძნებთ გონივრულ ალბათობებზე. რამდენადაც ჩვენი მარცხენა ნახევარსფეროს ბუნებაში ჩადებულია იმ იდეების უარყოფა, რომლებიც არ ეწერება ჩვენს არსებულ შეხედულებებში, რაც უფრო მიჯაჭვულები ვიქნებით ჩვენს შეხედულებებთან, მით ნაკლებად შევძლებთ გავაკეთოთ ცნობიერი არჩევანი საკუთარი თავისთვის. მაგრამ ამ პროცესის კონტროლირებით, ჩვენ გავიფართოვებთ საკუთარ თვითშეგნებას და გავზრდით თავისუფალ ნებას.
ამბობენ, რომ სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის. მაგრამ ღიაობითა და სკეპტიციზმით – ძირითადი მეცნიერული პრინციპებით – ჩვენ აღარ დაგვჭირდება მცდელობებისა და შეცდომების ათწლეულები იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რომელი შეხედულებები შეიძლება აღმოჩნდეს არასწორი. საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, მართებულია ჩვენი შეხედულებები, თუ არა, არამედ იმაში, გვარგებს თუ გვავნებს მათთან ჩვენი ემოციური მიჯაჭვულობა.
თავისუფალი არჩევანი არ არსებობს, ვიდრე ჩვენ ემოციურად მიჯაჭვული ვართ შეხედულებების სისტემასთან. როგორც კი ჩვენი თვითცნობიერება საკმარისი გახდება იმისთვის, რომ ეს გავითავისოთ, ჩვენ შევძლებთ ერთად ვიმუშაოთ, რომ გავიგოთ იმის ალბათობა, თუ, სინამდვილეში, რა მოგვიტანს ყველაზე მეტ სარგებელს.
„კვანტური მექანიკის განვითარებამ უპრეცენდენტო კრიტიკის საგნად აქცია ჩვენი კლასიკური მეცნიერული შეხედულებები. თვითცნობიერება და მზაობა გადავხედოთ საკუთარ ჰიპოთეზებს, რომლებიც მუდმივად ექვემდებარება მეცნიერების და კაცობრიობის მხრიდან გამოცდებს, განაპირობებენ იმ ხარისხს, სადაც ჩვენ მივაღწევთ გონებისა და სამყაროს უფრო ღრმა გაგებას“.
No Comments