25 Jul შენი პოდკასტი #6 – კარმული კვანძების ცვლილება
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
2023 წლის 18 ივლისს მთვარის კვანძებმა გადაინაცვლა კურო- მორიელის პოლარობიდან ვერძი-სასწორის ღერძზე სადაც ისინი დარჩებიან 2025 წლის იანვრამდე. ზოგადად ასტროლოგიაში კარმული კვანძები წარმოადგენენ სულის მიზანს, ევოლუციის იმ გზას რომელსაც ინკარნაციიდან ინკარნაციამდე ვაგრძელებთ, ზოგი მას ბედისწერის ღერძსაც უწოდებს ალბათ იმიტომ რომ იგია კარმასთანაც არის კავშირში. მთვარის კვანძების ცვლილება წარმოგვიდგენს სწორედ იმ თემებს რაზეც კოლექტიურ ჭრილში გვაქვს სამუშაო, ცნობიერების ახალ ფოკუსს და ზრდის ახალ მიმართულებას.
ისევე როგორც ბედის ცნება, მთვარის კვანძებიც არ არიან ხელშესახები ობიექტები, ისინი წარმოადგენენ მათემატიკურ წერტილებს რომლებსაც ვითვლით მთვარის ეკლიპტიკასთან გადაკვეთით. ყოველ ჩვენთაგანს გვაქვს ინდივიდუალური სულის მიზანი რომელიც ნაჩვენებია ჩვენს პირად კოსმოგრამაში კარმული კვანძების მდებარეობით და ამავე დროს საერთო ევოლუციური გზა კოლექტიურ ცნობიერებასთან მიმართებაში რომელიც აღინიშნება მთვარის კვანძების მდებარეობით მოცემულ მომენტში. მთვარის კვანძების მდებარეობა ასევე გვკარნახობს თუ რომელ ზოდიაქალურ არქეტიპებში მოხდება მთვარის დაბნელებები წელიწადნახევრის პერიოდში, რომლებიც მოიტანენ საბედისწერო შესაძლებლობებს და გარდაუვალ გამოწვევებს.
ჩრდილოეთ კვანძი ასევე მას ვეძახით აღმავალ კვანძს, რომელიც წარმოადგენს თუ რა მიმართულებით ვითარდებით კოლექტიურად, ყოველთვის მდებარეობს სამხრეთ კვანძის საპირისპირო ზოდიაქოს ნიშანში რომელიც აღნიშნავს თუ რა კარმისგან უნდა განვთავისუფლდეთ. ყოველ ზოდიაქალურ არქეტიპს აქვს მაღალი და დაბალი გამოვლინებები. ამ კონკრეტულ კვანძების აქსისზე ჩვენ კოლექტიურად გვეძლევა შანსი რომ ვერძის არქეტიპი უფრო მაღალ ევოლუციურ საფეხურზე გამოვავლინოთ და ამავედროულად განვკურნოთ სასწორის აქეტიპის ჩრდილოვანი გამოვლინებები.
ვერძი არის ზოდიაქოს პირველი არქეტიპი, დაბადებული ყოვლისმომცველი ცნობიერებიდან, იგი წარმოადგენს პირველად კარიბჭეს ჩვენს ინდივიდუალურ მე-ში შესასვლელად. ის არის ცეცხლის ნიშანი, დამუხტული ინსპირაციით, მიმართულებით, გზნებით და სურვილებით. ვერძი არის ინიციატორი რომელიც ანთებულია რომ შექმნას და გამოწრთოს ახალი გზა, მისი ქმედებები დაფუძნებულია შინაგან ცოდნაზე, მას სჭირდება თავისუფლება და შინაგანი ძალა რომ იმოძრაოს მიზნისკენ და შექმნას ის რითიც ინსპირირებულია. ვერძის არქეტიპი ყოველ ჩვენთაგანში არსებებობს და როდესაც აღმავალი კვანძი გადადის და მოძრაობას იწყებს ამ ნიშანში გვეძლევა შანსი რომ ჩვენში გავხსნათ სიმამამცის ის რეზერვი რომელიც მანამდე მიუწვდომელი იყო. გამბედაობა რომ ვიყოთ ბოლომდე თავისუფალი – საკუთარი უნიკალრი გამოვლინება! გამბედაობა რომ მივყვეთ მგზნებარე სურვილებს და შეუპოვრად ვიმოქმედოთ ჩვენი მიზნებისკენ, გამბედაობა რომ უთხრათ კი საკუთრ თავს, მაშინაც კი თუ ეს სხვებისთვის უარის თქმას ნიშნავს!
თუკი ვერძი საკუთრი თავია სასწორი სხვაა, ის არის პარტნიორობა, კოლაბორაცია და სხვა ადამიანის პერსპექტივა. სასწორს გარემოში შემოაქვს ჰარმონიულობა ინტუიციური ადაპტაციის საშუალებით, იგი სამართლიანია და ყოველთვის კარგად გრძნობს რა ჭირდება სხვას სიმშვიდის მისაღწევად, მიუხედავად იმისა რომ სასწორი ფლობს დიპლომატიის უმშვენიერეს უნარს – გრაციას და ელეგანტურობას, როდესაც დაღმავალი კვანძი იწყებს ამ ნიშანში მოძრაობას ნათელი ეფინება მის ჩრდილოვან განზომილებას, სწორედ იმ ასპექტებს რაზეც კოლექტიურად ამ პეროდში უნდა ვიმუშაოდ და უფრო მაღალ გამოვლინებაში ავიყვანოთ.
წელიწადნახევრის განმავლობაში გვეძლევა საშუალება უფრო სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ თუ ვისთან და რასთან მიმართებაში ვკარგავთ საკუთრ თავს, ასევე რა გარემოებებში ვადაპტირდებით იმ წერტილამდე რომ ვეღარ ვხვდებით ჩვენს ადგილს, რატომ ან რის ხარჯზე მივდივართ ჩვენი სურვილების კომპრომისზე და იმ გზის კომპრომისზე საიდანაც გვეძახის სული? შიშები და ცრურწმენები, არასრულფასოვნების კომპლექსები ამოდის ზედაპირზე რათა განვკურნოთ, ყველაფერი რაც დავაიგნორეთ და გვერძე გადავდეთ სიმშვიდის ეგიდით ისევ ტივტივდება ჩვენს გონებაში რომ გადავიაზროთ რეალურად რა გვინდა და რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს პერიოდი გვთავაზობს ჩვენში იმ ნაწილის განკურნებას რომელიც უდიდეს ყურადღებას ანიჭებს იმას თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, ჩვენი ცნობიერების იმ ასპექტის რომლითაც ვაძლევთ საშუალებას სხვის აზრებს და წარმოდგენებს გვმართონ, გვაკონტროლონ და ხელი შეგვიშალონ ჩვენ გზაზე.
ეს დრო საუკეთესოა იმისთვის რომ საკუთრ თავში შევბრუნდეთ და სიყვარული მივიტანოთ ყველა იმ კუთხეში რომლებზეც უარი ვთქვით რამის ან ვინმეს გამო, დროა აღვადგინოთ ჩვენში ეს დაფრაგმენტებული ნაწილები რათა უფრო ტოტალურად შევიგრძნოთ ჩვენი ინდივიდუალობა. ეს ყველაფერი კი მოიტანს იმ თავისუფლებას რომელიც საკუთრი თავის დაბრუნების შედეგია, თვისუფლება გაგაჩნდეს უნიკალური სურვილები და საჭიროებები, თავისუფლება იარო შენი გზით! სწორედ ეს არის აღმავალი კვანძის გამოწვევა ვერძის არქეტიპში რომ უფრო მეტად ნამდვილი გავხდეთ და უფრო მეტად ჩამოიტანოთ ჩვენი სული ჩვენს არსებობაში!
როდესაც ვაღვივებთ იმ ნაპერწკალს რომელიც ჩვენში ცდილობს აენთოს იგი იზრდება და იწყებს ჩვენს დამუხტვას, ის გვაძლევს მოტივაციას, შთაგვაგონებს, ის ხდება ჩვენი მეგზური რომელიც გვიბიძგებს წინსვლისკენ. ამ ცეცხლის ბრწყინვალება და სილამაზე გვაძლევს მუხტს რომ ჩვენი ოცნებებისკენ ვიაროთ. მომდევნო 18 თვის განმავლობაში ფოკუსი ჩვენი თავისკენ უნდა გადავიტანოთ და განვკურნოთ ყველა ის ჭრილობა და გადავწეროთ ყველა ის ცრურწმენა რომელიც გვეუნება რომ ეს ყველაფერი ეგოიზმია. ყოველი ჩვენთაგანი უნიკალურ გზას გავდივართ, ყოველ ჩვენთგანს საკუთრი მისწრაფებები და საჭიროებები გვაქვს. ყოველ ჩვენთაგანს საკუთარი სამყარო გვაქვს და სულის მიზანი რომელიც იმ სპონტანურ სურვილებში გამოიხატება რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვარეპრესებსთ. ეს პერიოდი კი არის შეხსენება რომ ჩვენი სამყარო თავისი ყოველი ნიუანსით იმსახურებს ჩვენი დროის ენერგიის და ყურადღების ფოკუსირებას.
© SHEN
No Comments