შენი ლაბორატორია
ხილული და ჩვენი შინაგანი სამყარო 4 სტიქიის ნაირგვაროვანიკომბინაციებისგან შედგება. მათზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ცხოვრების მიზეზ- შედეგობრივი მოვლენები ვლინდება სტიქიათა აქტიური ზემოქმედებით. კარმულ მოვლენათა მიზეზების პროექცია შეიძლება მოძიებულ იქნას ჩვენს ფსიქო-ფიზიოლოგიურ სივრცეში, რომლის ყველაზე თვალნათელ მოდელირებას ასტროლოგიის თეორია გვთავაზობს.
ამ ხედვის თანახმად, ადამიანი წარმოდგენილია 12 თვისობრივ სივრცედ, საცად 4 სტიქია 3-ჯერ მეორდება(სამოთხე). ერთგვაროვან სტიქიათა ერთობლიობას ტრიგონი ეწოდება. არაცნობიერ ადამიანში ისინი მოკლებული არიან ჯანსაღ და ჰარმონიულ კავშირების შესაძლებლობას… „შენი ლაბორატორიის“ პრაქტიკის დახმარებით შეგვიძლია ჩვენში აღვადგინოთ და გავაძლიეროთ სტიქიათა თვისობრივი სტრუქტურები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს სამკუთხედი..

ცეცხლის ტრიგონი
ცეცხლის ელემენტის მოხმობაა – სინათლის, სითბოსა და შინაგანი ძალის გასააქტიურებლად. ტრიგონის მოსმენა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვის პირად ასტროლოგიურ ნათალურ რუკაში ცეცხლის სტიქია ჭარბობს ან, პირიქით, დეფიციტურად აქვს წარმოდგენილი — როგორც ბალანსის აღსადგენი პრაქტიკა.

წყლის ტრიგონი
წყლის ელემენტთან შერწყმაა – ნაკადის, მიმღებლობისა და ემოციური განწმენდის პრაქტიკა. ტრიგონის მოსმენა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვის პირად ასტროლოგიურ ნათალურ რუკაში წყლის სტიქია ჭარბობს ან, პირიქით, ნაკლებად არის წარმოდგენილი — ემოციური ბალანსის აღსადგენი პრაქტიკა.

მიწის ტრიგონი
მიწასთან დაბრუნებაა – სტაბილურობის, სიმტკიცისა და საფუძვლიანობის გააქტიურების პრაქტიკა. ტრიგონის მოსმენა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვის პირად ასტროლოგიურ ნათალურ რუკაში მიწის სტიქია ჭარბობს ან, პირიქით, ნაკლებად აქვს წარმოდგენილი — როგორც დამიწების, სტაბილურობისა და ფიზიკური არსებობის გაცნობიერების პრაქტიკა.

ჰაერის ტრიგონი
ჰაერის ელემენტში გადაშვებაა – თავისუფლების, კავშირის და ფაქიზი ცნობიერების გახსნის პრაქტიკა. ტრიგონის მოსმენა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვის პირად ასტროლოგიურ ნათალურ რუკაში ჰაერის სტიქია ჭარბობს ან, პირიქით, დეფიციტურად აქვს წარმოდგენილი — როგორც აზრების დასამშვიდებელი და მსუბუქი ყურადღების გასაძლიერებელი პრაქტიკა.