07 Apr შენთან #26- ცნობიერი პლანეტა – გადაარჩინე ნიადაგი
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
ამ ეპიზოდში საუბარია სადჰგურუს პროექტზე Conscious Planet (Save Soil) consciousplanet.org, რომლის მიზანი ნიადაგის გადარჩენაა. Გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის 52% არის დეგრადირებული. 2050 წლისთვის, ამ მაჩვენებელმა შესაძლოა მიაღწიოს 90%-ს, რაც გლობალურად გამოიწვევს საკვების საგანგაშო პრობლემას.
Ნიადაგის დეგრადაცია ასევე ხელს უწყობს საკვების კვებითი ღირებულების ვარდნას, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში გაცილებით ნაკლები ცილა, ვიტამინი და მინერალი იქნება. გარდა ამისა, Გამოფიტული ნიადაგი გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს, რაც უარყოფითად აისახება კლიმატის ცვლილების უკვე არსებულ პრობლემაზე.
Ამასთან დაკავშირებით სადჰგურუ (65 წლის ასაკში) აპირებს 100 დღის განმავლობაში მოტოციკლით დაფაროს 30,000 კილომეტრი ბრიტანეთიდან ინდოეთამდე და შეხვდეს ხალხს 36 ქვეყანაში, რათა პირადად მოუყვეს მათ ნიადაგის პრობლემის შესახებ.
Მიუხედავად მსოფლიოში არსებული სიტუაციიისა, მან მაინც არ გადადო ეს პროექტი, რადგან თვლის რომ ნიადაგის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია და თუ შესაბამასი ნაბიჯები ახლავე არ გადაიდგა, შემდგომში უკვე დაგვიანებული იქნება. სადჰგურუ მოგვიწოდებს, რომ გავერთიანდეთ ნიადაგის პრობლემის გარშემო, რადგან მიწა ყველას გვაერთიანებს განურჩევლად რასისა, რელიგიისა, ეთნიკური წარმომავლობისა და ნებისმიერი სხვა დაყოფისა.
Სადჰგურუმ თავისი მსვლელობა დაიწყო 21 მარტს ლონდონში და თბილისში 26 აპრილს გამოივლის, ამ ბმულზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თუ სურვილი გაქვთ დაეწროთ ღონისძიებას რომელიც ფილარმონიის დიდ დარბაზში გაიმართება
****************************
შემეცნებითი პლათფორმა SHEN.GE წარმოგიდგენთ, ექსპერიმენტალურ პროექტს – ვიდეობითების სერიას ”შენთან” .
‘შენ’ – კონცეფცია უძველესი ფილოსოფიური სწავლებებიდან მრავალ კულტურაში იკვეთება.
SHEN (神) პირდაპირი თარგმანი სულს, უმაღლეს ცნობიერებას ნიშნავს.
”შენ” კონცეფცია მოიცავს პიროვნების ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციოლოგიურ ასპექტებს. გზა შენამდე.. ანუ გონების გულის და სხეულის გამთლიანებამდე პროექტის
ავტორი და რეჟისორი: ნინო ტოგონიძე
პროექტის წამყვანი და თანაავტორი: ნიკოლოზ ნავინი (ასტროფსიქოლოგი)
https://shen.com.ge/
https://www.facebook.com/Nikoloz.astropsychology/
No Comments