11 Jun სულის ასტროლოგიის საფუძვლები
Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
Deprecated: urlencode(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /home/shencomg/public_html/wp-content/plugins/bridge-core/modules/shortcodes/shortcode-elements/_social-share/templates/social-share.php on line 118
ტიბეტური ტრადიციის მიხედვით, ფორმების მანიფესტაცია უფორმო სივრციდან ხდება, ეს კი ელემენტთა კონკრეტული თანმიმდევრობით მიიღწევა: ცნობიერება წმინდა სიბრძნის სივრციდან აღმოცენდება და ამ პროცესში ქმნის მოძრაობას ან ქარს (ჰაერს), რომელიც მხურვალებას (ცეცხლი) აღმოაცენებს, რაც წყლად კონდესირდება და, საბოლოოდ, ქმნის მიწას.
ამრიგად, ამ სულიერი პერსპექტივიდან, ვხედავთ, რომ პლანეტები საკუთრივ ცნობიერებიდან ფორმირდებიან და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივად უნდა მოიცავდნენ იმ ცნობიერებას, საიდანაც აღმოცენდებიან. შესაბამისად, ყოველი პლანეტა იმ ენერგიის ფორმაციას წარმოადგენს, რომელიც ცნობიერების უნიკალურ სფეროს მოიცავს. პლანეტები განსხეულებული ცნობიერებაა, კონკრეტული ვიბრაციის და სიხშირის შემცველნი.
რა, როგორ, სად
როცა ამა თუ იმ პლანეტასთან ასტროლოგიური კავშირები გვაქვს, მით უფრო შეგვიძლია მათთან ცნობიერი კავშირი დავამყაროთ, შესაბამისად ისინი მნიშვნელოვან კოსმიურ მატარებლებს წარმოადგენენ ჩვენი გამოღვიძების გზაზე, ეს კი მათი უნარის დამსახურებაა, მოიცვან კონკრეტული ვიბრაცია, გამცდილება და ცნობიერების სფერო, რომელთაც მათი ემანაციით ჩვენ განვიცდით.
სწორედ ამიტომაა, რომ როცა ასტროლოგიასთან გაცნობას ვიწყებთ, ვამბობთ, რომ პლანეტები წარმოადგენენ „რა“-ს. მაგალითად, მთვარე წარმოადგენს ემოციებს; ამდენად, როცა თქვენს ასტროლოგიურ რუკაში მთვარეს ვუყურებთ და მასზე ვსმჯელობთ, თქვენი ემოციური ენერგიის გარკვეული ასპექტი გვაქვს მხედველობაში. ზოდიაქოს არქეტიპი იმას ასახავს, თუ „როგორ” გამოხატავს საკუთარ თავს ეს ენერგია, ხოლო სახლი „სად”-ს განასახიერებს (იმ თვალსაზრისით, თუ თქვენი ცხოვრების რომელი სფეროა ჩართული).
მაგალითად, ავიღოთ მთვარე ლომში, მეორე სახლში: მთვარე არის „რა,”- ლომი „როგორ,“- მეორე სახლი კი „სად.“ ლომი შემოქმედებითობის ნიშანია, ხოლო მეორე სახლი თქვენი შინაგანი რესურსებისა და ფინანსების სფეროს წარმოადგენს; ასე რომ, მთვარე ლომში, მეორე სახლში ნიშნავს, რომ თქვენ, ემოციური უსაფრთხოებისა და კმაყოფილებისათვის, კრეატიულად უნდა გამოიყენოთ შინაგანი რესურსები, რითიც შეძლებთ შემოსავლების მოზიდვას.
ამბობენ, რომ პითაგორას „ციურ სხეულთა მუსიკის გაგონება“ შეეძლო. ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდა უნარი, თითოეული პლანეტის სიხშირესთან დაემყარებინა კავშირი. ამ უნარის განვითარება უბრალოდ პლანეტებზე კითხვით არ გამოგვივა, რადგანაც მენტალური ცნებებისა და იდეების გონებაში ფლობა ინტელექტის სიხშირესთან ჰარმონიას იწვევს და ბლოკავს ჩვენს უნარს, უფრო მაღალი სიხშირეები აღიქვათ.
იმისათვის, რომ იმგვარად დავუკავშირდეთ პლანეტარულ სიხშირეებს, როგორც ეს პითაგორას შეეძლო, საჭიროა, შევიმუშავოთ ყოველდღიური პრაქტიკა, რითაც ყოველდღიური ფიქრებისა და დარდებისგან გონებას გავინთავისუფლებთ და საკუთარ თავს საშუალებას მივცემთ, განიცადოს ის, რასაც ტიბეტელები სუფთა სინათლის გონებას უწოდებენენ: წმინდა, სუფთა სინათლეს ცნობიერებისა, რომელიც აზროვნებისა თუ ფიქრის მიღმაა. ამიტომაა, რომ სულიერი გამოღვიძების გზაზე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მედიტაციის ყოველდღიურ პრაქტიკას, რომელიც თვით–შეცნობაში გვიწყობს ხელს.
ორი ჭეშმარიტება
ტიბეტურ ბუდიზმში ორი ჭეშმარიტების კონცეფცია გვხვდება: საყოველთაო ჭეშმარიტება, რომელსაც ყველა ვხედავთ, რომელიც ყველას გვესმის და რომელზეც ყველა ვთანხმდებით… ეს ჭეშმარიტება შეთანხმების და იარლიყების მეშვეობით იქცევა სიმართლედ. მაგალითად, მე ვიზვარ სკამზე. თუ თქვენ მხედავთ, დამეთანხმებით, რომ ეს ჭეშმარიტებაა.
უზენაესი ჭეშმარიტება კი ჩვენი უზენაესი რეალობის ჭეშმარიტებას გულისხმობს. ამდენად, მართალია, ჩვეულებრივი გაგებით მე სკამზე ვზივარ, კვანტური ფიზიკის წარმომადგენელი კი, შესაძლოა, საკითხს უფრო ღრმად ჩაეძიოს და განაცხადოს, რომ არავითარი სკამი არ არსებობს, მხოლოდ ცარიელი სივრცე და ატომები, ხოლო მაჰაიანას ბუდისტები თვით–შეცნობის ღრმა შრეებში ჩავლენ და, შესაძლოა, განაცხადონ, რომ არც არავითარი „მე“ არ არსებობს. მისი კვალიც კი არსადაა! ასე რომ, მართალია, ჩვეულებრივ მე სკამზე ვზივარ, უზენაესი სიმართლით არავინ არაფერზე ზის! ☺️
რათა ისე გავიგოთ პლანეტარული ენერგიები, როგორც ეს პითაგორას ესმოდა, პირველ რიგში, უნდა გავუშინაურდეთ როგორც პლანეტათა საყოველთაოდ მიღებულ ცოდნას, ისე უზენაეს ცოდნას, რისთვისაც უკვე ჩვენი განცდისმიერი ცოდნა (საკუთარი გამოცდილებით მიღებული ცოდნა და წვდომის უნარი) უნდა გამოვიყენეთ. გამოღვიძების გზაზე ჩვენ ყოველი პლანეტა გვეხმარება და ჩვენი ბუნების ჩვეულებრივ გამოხატულებიდან უფრო მაღალ სულიერ დონეზე გადასვლაში გვიწყობს ხელს, რომელიც უფრო მეტადაა უზენაეს სიმართლესთან თანხვედრაში.
პლანეტათა კონვენციური და უზენაესი მახასიათებლების სპექტრი:
მზე – ეგოდან > ბრწყინვალებამდე
მთვარე – ემოციური მიჯაჭვულობიდან > მიმღებლობამდე
მერკური – მენტალური ცნებებიდან > წმინდა ინტელექტამდე
ვენერა – რომანტიკული მიჯაჭვულობიდან > ღვთაებრივ სიყვარულამდე
მარსი – აგრესიიდან > ღვთაებრივ ნებამდე
იუპიტერი – სიხარბიდან > ხელგაშლილობამდე
სატურნი – შეზღუდულობიდან > აუთენტურობამდე
ურანი – დესტუქციიდან > გამოღვიძებამდე
ნეპტუნი – დამოკიდებულობებიდან > თანაგრძნობამდე
პლუტონი – განადგურბიდან > სიცარიელემდე
ადამიანის ცნობიერების ევოლუცია
ეზოთერული ასტროლოგია გვასწავლის, რომ კაცობრიობა, როგორც კოლექტივი, ინსტინქტიდან ინტელექტამდე გადის ევოლუციას, ინტელექტიდან – ინტუიციამდე და ინტუიციიდან – გასხივოსნებამდე. ეს არა მხოლოდ ადამიანის ცნობიერების ევოლუციას ასახავს, არამედ ასახავს ჩვენს ინდივიდუალურ გზას სულიერი გამოღვიძებისა, რადგანაც როცა ინდვიდიუალურ გამოღვიძებას აქვს ადგილი, ყოველი ჩვენგანი ცნობიერების ამ „ეტაპთა“ მონაცვლეობის მოწმე ხდება. მართლაც, სწორედ ინდივიდების გამოღვიძება დგას ფრონტის წინა ხაზზე, რომელიც ცნობიერების კოლექტიურ ევოლუციას წარმართავს.
მოდით სათითაოდ შევხედოთ ყოველ ამ ეტაპს და მათ პლანეტარულ ასოციაციებს, თუმცა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ადამიანის ცნობიერების ევოლუციაზე, ისევე ჩვენი სულიერი გამოღვიძების ინდივიდუალურ გზაზე, რამდენადაც ეს ორი ერთსა და იმავეს წარმოადგენს. მინდა, კიდევ ერთი, სულ ბოლო ეტაპი დავამატო: სიცარიელე. ამრიგად, ჩვენი გზა სრულყოფილი სახით ასე გამოიყურება:
ინსტინტქტი > ინტელექტი > ინტუიცია > გასხივოსნება > სიცარიელე
რას ვგულისხმობ „სიცარიელეში“? სიცარიელე სუფთა სახის „აქ და ახლა“ ყოფნაა, გამოღვიძებული ცნობიერება, მენტალური ცნებების გარეშე. გასხივოსნებასა და სიცარიელეს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს. გასხივოსნებისას ჩვენ სინათლით ვივსებით, დიდი დოზით განვიცდით ნეტარებას და ნირვანას მსგავსი გამოცდილება გვაქვს. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება, დუალობის მდგომარეობაში ვიყოთ. „სიცარიელის“ ეტაპზე კი წმინდა, არა–დუალური ცნობიერება გვაქვს. ტიბეტური ტრადიციის თანახმად, უმაღლესი სიბრძნე სიცარიელის გაცნობიერების სიბრძნეა.
მოდით, ახლა პლანეტებს, როგორც კოსმიურ მატარებლებს, შევხედოთ და ვნახოთ, როგორ უკავშირდებიან ისინი ზემოთ აღწერილ თითოეულ ევოლუციურ ეტაპს. პირველ რიგში მინდა აგიხსნათ, რას იგულისხმება ასტროლოგიური თვალსაზრისით ტერმინში „მმართველი“. მართვა ძალიან ძველი ტერმინია – იმ დროიდან მოყოლებული, როცა მეფე ან „მმართველი“ საკუთარი მიწისა და ხალხის ზედამხედველი იყო. თანამედროვე ეპოქაში, მართვა დადებით ასოციაციებს ნამდვილად არ იწვევს, ვინაიდან ავისმყოფელი „მართვის,“ დიქტატორების, ომისა და ძალაუფლების თამაშთა არაერთი მავნე ეფექტის მომსწრენი ვართ ყოველდღიურ ახალ ამბებში, მაგრამ ასტროლოგიური გაგებით, „მართვაში” სხვა რამ იგულისხმება.
მართვა ის კი არაა, რომ რაღაცას ან ვიღაცას ჩვენზე ძალაუფლება აქვს, არამედ რაღაც ისეთი, რასაც წვლილი შეაქვს ჩვენი ზრდის ხელშემწყობ პირობებში. აი, კეთილი მებაღე წარმოიდგინეთ, რომელმაც ზუსტად იცის, რა პირობებია საჭირო არა მხოლოდ იმისთვის, რომ მცენარეები გადარჩნენ, არამედ იმისთვისაც, რომ აყვავდნენ და მაქსიმალურ პოტენციალს მიაღწიონ. ამდენად, ამ თვალსაზრისით, პლანეტარული „მმართველი“ უფრო მცველს ჰგავს ან მეურვეს, რომელიც ჩვენი სულის ზრდის ხელშემწყობ პირობებს ქმნის.
ასტროლოგიაში, პლანეტარულ „მმართველებს“ მრავალ დონეზე განვიხილავთ. გვყავს ნატალური რუკის მმართველი – პლანეტა, რომელსაც, როგორც წესი, ყველაზე დიდი ძალაუფლება და გავლენა აქვს ჩვენზე მთელი სიცოცხლის მანძილზე და ის ჩვენი სულის ზრდის პირობებს უზრუნველყოფს. რუკის მმართველთან ერთად, ასევე ყოველ სახლს ჰყავს თავისი პლანეტარული მმართველი: ჩვენ მხედველობაში ვიღებთ სახლის ბუნებრივ მმართველს (მაგალითად, პირველი სახლის ბუნებრივი მმართველი მარსია) და ასევე მხედველობაში ვიღებთ რეალურ მმართველსაც. მაგალითად, თუ მეხუთე სახლის დასაწყისში (ე.წ. cusp-ზე) სასწორი გყავთ, მაშინ ვენერა (როგორც სასწორის მმართველი) თქვენი მეხუთე სახლის პლანეტარული მმართველი იქნება. აქ არ მინდა, კონკრეტული სახლების მმართველებზე გადავიტანო თქვენი ყურადღება, უბრალოდ მინდა, ილუსტრაცია მოვახდინო იდეისა, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველა პლანეტა კოსმიურ მატარებელს წარმოადგენს და ამ როლში მხოლოდ თქვენი მმართველი პლანეტა არ მონაწილეობს.
ადამიანის ცნობიერების ევოლუციისა და თქვენი სულიერი გამოღვიძების ინდივიდუალური გზის თვალსაზრისით, პლანეტები თქვენთვის ქმნიან პირობებს, რომლებიც კონკრეტულ ეტაპებს უწყობენ ხელს:
ინსტინქტი: მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი
ინტელექტი: იუპიტერი, სატურნი
ინტუიცია: ურანი
გასხივოსნება: ნეპტუნი
სიცარიელე: პლუტონი
ეს ეტაპები სიხისტით არ გამოირჩევა, არამედ ზოგადი მეგზურის როლს ითავსებენ და ხშირად ერთმანეთშიც გადადიან, მაგალითად, როცა ნეპტუნის ტრანზიტს განიცდით, გექნებათ სხვადასხვა გამოცდილება, რომლებიც თქვენს ცნობიერებას გააფართოვებს, ამავე დროს, შესაძლოა, ასევე მარსის მძლავრ ტრანზიტს გადიოდეთ, რა შემთხვევაშიც ნეპტუნის „გასხივოსნება“ დაგეხმარებათ იმაში რომ მარსის ინსტინტქური აგრესიულობა ცნობიერ მიზანსწრაფულობად აქციოთ.
როგორც ქვემოთ გაეცნობით, პლანეტარულ ენერგიათა ურთიერთქმედებები იდეალურ პირობებს ქმნიან, რომლებიც სულიერი გამოღვიძების გზაზე გვეხმარებიან.
პლანეტარულ–კოსმიური მატარებლები
მზე საკუთრივ სიცოცხლისთვის ქმნის პირობებს, რათა არსებობა იყოს შესაძლებელი. ჩვენ მზის სისტემაში ვცხოვრობთ, ხოლო მზის ცნობიერება მთავარი „კოსმიური მატარებელია“ იდეალური პირობებისთვის, სიცოცხლემ რომ იარსებობს. ფსიქოლოგიურ დონეზე, მზე პრანაა – თავად სიცოცხლის ძალა, რომელიც სიცოცხლესა და სუნთქვას შთაბერავს „ცხოვრებას” და მას ფიზიკურ ფორმებს ანიჭებს.
მთვარე ქმნის პირობებს, რათა სიცოცხლემ მიიღოს ფორმა. მთვარეს „ყოველგვარი ფორმის დედას“ უწოდებენ, რომელიც ფიზიკურ მატერიაში ფორმის მიცემაზე ახდენს გავლენას. შეიძლება, ითქვას, რომ მთვარე მაგნიტურ მიჯაჭვულობებს უზრუნველყოფს (ემოციურსა და ა.შ), რომელიც ფორმებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენს მაგნიტურ იმპულსებს (ინსტინტქებს) რომლებსაც ერთი სიცოცხლიდან მეორეში გადავყავართ – რაც კარმასთან გვიქმნის მჭიდრო კავშირს.
მერკური ჩვენი შესაბამისი გონებრივი განვითარებისთვის, მენტალური გადამუშავებისა და კომუნიკაციისთვის ქმნის პირობებს. ფსიქოლოგიურ დონეზე, მერკური ნერვულ სისტემასა და უჯრედულ კომუნიკაციებს მართავს.
ვენერა გვიქმნის პირობებს რითიც ვხვდებით ჩვენს შინაგან საჭიროებებს, ვენერა სიყვარულთან, სილამაზესთან, ჩვენს ესთეტიკურ შეგრძნებებთან, ხელოვნებისა და პიროვნულ მაგნიტურ მიმზიდველობასთან ასოცირდება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ვენერა რუკაში გვაჩვენებს, სად გვხვდება (ან არ გვხვდება) მიზიდულობის კანონი ჩვენს ცხოვრებაში..
მარსის მიერ შექმნილი პირობები საშუალებას გვაძლევს, რომ, როგორც ინდივიდებმა, მტკიცედ გამოვხატოთ საკუთარი მოსაზრებები, გაბედულად ვიმოქმედოთ და სამყაროში ისე გავიკაფოთ გზა, რომ სასურველი და საჭირო მოვიპოვოთ. მარსი სისხლის, სქესობრივი აქტივობისა და ჩვენი სხეულის ანთებითი რეაქციების მმართველია. ინსტინქტურ დონეზე, მარსი დაცვასა და გადარჩენას უკავშირდება.
იუპიტერი გვიქმნის პირობებს, რომ მყისიერი ცნობიერის მიღმა გავიფართოვოთ გონება. იუპიტერის საშუალებით, ჩვენ სწავლის არეალს ვზრდით, გავცემთ და ვიღებთ განათლებას და ვავრცელებთ ცოდნას. იუპიტერის განმამტკიცებელი გავლენით გვეძლევა უნარი, მივწვდეთ ჩვენს კოსმიურ დებს და ძმებს და დავუკავშირდეთ მათ არა, როგორც მოქიშპეებს, არამედ, როგორც ერთი დიდი ოჯახის წევრებს.
სატურნი იმგვარ პირობებს ქმნის, რომლითაც საშუალება გვეძლევა, სტრუქტურათა აგება და სისტემათა ორგანიზება მოვახდინოთ. როცა უფრო დიდი ჯგუფების და საზოგადოების ნაწილი ვხდებით, წარმატების მისაღწვეად გარკვეული სახის სტრუქტურა და ორგანიზება ხდება საჭირო. სატურნის ფორმირებით და გავლენით ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სიცოცხლე განუწყვეტლივ არ ფართოვდება, არამედ ევოლუციის მანძილზე ჩვენ შეზღუდვებისა და სიკვდილის მიღებაც უნდა შეგვეძლოს.
ურანი რეფორმატორია რომელიც ჩაგვრისა თუ შევიწროებისაგან გვანთავისუფლებს, შემდეგ, ჩვენი ინდივიდუალობის კვლევის გზით, ჩვენ საკუთარ ინტუიციას აღმოვაჩენთ და სულიერი განვითარების შემდეგი ეტაპიზე გადავდივართ.
ნეპტუნი სამ–საფეხურიანი პროცესის მეშვეობით „გვასულიერებს.“ ეს სამი საფეხურია ილუზია, ილუზიის ნგრევა და, ბოლოს, გასხივოსნება. ვიდრე სულიერი გასხივოსნებისა და ნეტარების ეგზალტირებულ სტადიას მივაღწევდეთ, ილუზიისა და ილუზიების ნგრევის ხანგრძლივ, ურთიერთმონაცვლე პროცესში გვიწევს ნავიგაცია.
პლუტონი დიადი „მამხილებელია“. იგი ავლენს იმას რაც ზედაპირის მიღმა იმალება – ჩვენი საკუთარი ცნობიერების ბნელ მხარეში. ამ გზით, პლუტონი გვაჩვენებს, თუ რა უნდა შევცალოთ საკუთარ თავში, რათა სიბნელე სინათლედ გარდავქმნათ.
მიზიდულობის კანონი
მიზიდულობის კანონი, ერთ–ერთი ყველაზე ფუნდამენტური ბუნებრივი კანონია, ვენერას მიზიდულობის ენერგია აქტიურ მაგნეტიზმს წარმოადგენს. იგი იზიდავს მას რაც სურს როგორც მაგნიტის ორი პოლუსი იზიდავს ერთმანეთს.ხოლო ამ ორი პოლუსის განცალკევებისთვის კი დიდი ძალაა საჭირო. სადაც არ უნდა იყოს ვენერა ჩვენს რუკაში, მას სარგებლის მოზიდვის ძალა აქვს – მეტანაკლებად, რაც, თავის მხრივ, ნიშნის, სახლისა და ასპექტის მიხედვით გამოკვეთილ პირობებზეა დამოკიდებული; ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ რუკის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მის მიზიდულობის ძალას, შესაძლოა, აძლიერებდნენ ან ასუსტებდნენ.
ითვლება, რომ ტრადიციულ ასტროლოგიაში ვენერა იმ სახის „ბენეფიტებს“ გასცემს რომელ ნიშანშიც იგი გვხვდება, ხოლო მისი გავლენის მატარებელ ცხოვრების სფეროზე მინიშნებას სახლის მდებაროება იძლევა, რომელშიც ის ბინადრობს. როცა ვენერაზე მიდგება საქმე, ყოველთვის რაღაცა სახის სარგებელზე შეიძლება, ვილაპარაკოთ, თუმცა როცა ის დაზიანებულია,* შესაძლოა, სარგებლის ერთგვარი „ზედოზირების,“ სიზარმაცის, ამაოების ან/და მოჭარბებული ჰედონიზმის რეჟიმში გადავიდეს.
(*პლანეტების დაზიანება მაშინ ხდება, როცა მათ ბევრი ან მთლიანად ნეგატიური ასპექტები აქვთ, მაგ., მხოლოდ კვადრატები, და მცირედი პოზიტიური ასპექტები, მაგ., ტრინები).
მერკურის გავლენით აღმოცენებული „მე“-ს საწყისი იდეის შემდეგ, ჩვენი განვითარების მოგზაურობის მომდევნო ეტაპი სულიერი მეგობრის, მეწყვილის პოვნაა. ჩვენ დროებით თავს ვანებებთ ჩვენი „მე”-თი გატაცებას და ვერთვებით „სხვა”-სთან დაკავშირებულ ცნობისმოყვარეობაში. სხვებიც ჩემნაირები არიან? როგორ ვუკავშირდები „მე” მათ და „ისინი“ – მე? – რაც მეწყვილის ძიებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – მიმზიდველი ვარ? ისინი მიმზდიველები არიან? ურთიერთობათა დამყარების, მოწონებისა და ამაოების მთელი ველი სწორედ ვენერას გავლენით აღებს კარს.
ვენერა ჩვენს შეგრძნებებს აღვიძებს. ის ჩვენი მუზაა. ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით, ის სიყვარულის გზაზე გვაცდუნებს. პიროვნულ დონეზე, ვენერა ჩვენი სურვილებისა თუ ჟინების ბუნებას ასტიმულირებს და ჩვენში სილამაზის, გემოვნების, ესთეტიკის შეგრძნებებს აღძრავს. ყველა ჩვენი შეგრძნება სწორედ მისი გავლენით იძღვიძებს და ჩვენც ვაცნობიერებთ ჩვენს მგრძნობიარე ბუნებას. მიუხედავად ამისა, მალევე აღმოვაჩენთ იმ ტკივილს და ტანჯვას, რაც გრძნობისმიერ სიამოვნებებზე მიჯაჭვულობისგან მოდის. როდესაც ვენერას ზღრუბლზე დაბალი დონის ცნობიერებიდან შევდივართ, ჩვენ მიდრეკილნი ვხდებით არაერთი პოტენციური დამოკიდებულებისადმი.
“A goddess on a mountain top
Was burning like a silver flame
The summit of beauty and love
And Venus was her name”
–“Venus,” Shocking Blue, 1969
მართალია, ბერძნულ მითოლოგიასა და პოპ კულტურაში ვენერა „სიყვარულის ქალღმერთად“ მიიჩნევა, მაგრამ ეზოთერული თვალსაზრისით, ის „სიყვარულს და სიბრძნეს“ – კი არ ეხმიანება, არამედ უფრო – კონკრეტულ ცოდნას.“ ამდენად, ეზოთერულად, ვენერა ცოდნის გზის კარს გვიხსნის და არა სიყვარული–სიბრძნისა (რაც მზისა და იუპიტერის სფეროს წარმოადგენს). აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმის გააზრებაში დაგვეხმარება, თუ რატომ განვიცდით რომანტიკულ სიყვარულში თავიდან ამაღლებულ, ეიფორიულ მდგომარეობას, რასაც შემდეგ ამ სიყვარულის თანხმლები ტკივილი და „გატეხილი“ გული მოჰყვება. სიყვარული, რომელზეც ვენერას კონტექსტში ვსაუბრობთ, ჯერ არ არის ღვთაებრივი სიყვარული. ის უფრო მიწიერი ტიპის რომანტიკული სიყვარულია.
თუ მარსი სექსთანაა ასოცირებული, ვენერა რომანტიკასა და ეროსს უკავშირდება, ანუ იმას, რაც ეროტიკულია. გაიხსენეთ, რომ ჩვენს ევოლუციურ მოგზაურობაში, ჩვენ კვლავაც „ინსინტქის“ დონეზე ვართ და, ეს-ესაა, რაც მერკურის მენტალურ სფეროში გავბედეთ ფეხის შედგმა. ასე რომ, როცა სიყვარული რომანტიკულ ან/და ეროტიკულ დონეზე განიცდება, აქ კონცეპტუალიზების, ფანტაზიისა და პროექციის მენტალური ელემენტია მნიშვნელოვნად ჩართული. მას სხვა ადამიანთან ნაკლები აქვს საერთო და მხოლოდ იმასთან აქვს საერთო, რაც ჩვენივე თავში ხდება.
რათა უკეთ გავიგოთ ვენერას „სიყვარული“ და თუ როგორ უკავშირდება ის ცოდნის გზას, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ რომანტიკული, ეროტიკული სიყვარული – ღვთაებრივი სიყვარულთან. საბოლოო ჯამში, რომანტიკული სიყვარულის ჩვენეულ გამოცდილებებს აქვთ პოტენციალი, უნივერსალური ღვთაებრივი სიყვარულისა და თანაგრძნობისადმი გახსნან ჩვენი გულები და გონება, სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ვენერა თევზებშია ეგზალტირებული, მაგრამ კვლავ რომანტიკისა და სექსუალური მიზიდულობის დონეზე, ღვთაებრივი სიყვარული, უმეტესწილად, აქ მხოლოდ პოტენციალის დონეზეა.
კონვენციურად, ვენერა სიყვარულთან, სილამაზესთან, ხელოვნებასა და ესთეტიკასთან ასოცირდება. მიიჩნევა, რომ ის აცოცხლებს და აღვიძებს ჩვენს შეგრძნებებს, ხოლო ის, თუ რამდენად მგრძნობიარენი ვართ (ან არ ვართ), ხშირად უშუალოდ ჩვენს რუკაში ვენერას მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ეს ლოგიკურია ამ წინდა პლანეტისათვის, ვინაიდან ჩვენი სულიერი გამოღვიძების მთელი პროცესი ძალიან პიროვნულად და უშუალოდ განიცდება, ჩვენი ხუთი შეგრძნების (მხედველობის, სმენის, შეხების, გემოსა და ყნოსვის) მეშვეობით.
ეზოთერულ ასტროლოგიაში, ვენერა წმინდა პლანეტად და დედამიწის “კომპანიონად” არის მიჩნეული. ტიბეტელების თანახმად, არა–წმინდა პლანეტები, პირველ ყოვლისა, ცხოვრებაზე ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე ახდენენ გავლენას მაშინ, როცა წმინდა პლანეტებს წვლილი შეაქვთ სულისა და სხეულის, ცნობიერებისა და ფორმის შერწყმაზე ზემოქმედ პროცესებში.
„წმინდა პლანეტის ლოგოსის* … ამოცანაა, ცნობიერი რეაქციისა და აქტივობის ერთ ერთეულში მოახდინოს უმაღლესი ღვთაებრივი ასპექტის სინთეზირება … ნების ასპექტისა.
როცა ეს მიიღწევა, ნება, სიყვარული და ინტელექტი ერთმანეთს ერწყმის,
ხოლო სული და სხეული ჰარმონიაში მოდიან.
შემდეგ კი ღვთაებრივი გამოვლინება ღვთაებრივ მიზნად იქცევა, რომლის ბიძგის მიმცემ იმპლუსს ნება წარმოადგენს,
რომელიც სიყვარულითაა მოტივირებული და ინტელექტის საშუალებით მიიწევს წინ.“
SHEN ©
No Comments