ოშოს აქტიური მედიტაციები

Category
პრაქტიკები

ოშოს აქტიური მედიტაციები არის მეცნიერულად შექმნილი მედიტაციური ტექნიკების სერია, რომელიც აერთიანებს მოძრაობას, სუნთქვას და ხმას იმისთვის, რომ სხეულში დაგროვებული, დათრგუნული, რეპრესირებული ენერგია გამონთავისუფლდეს.

ტრადიციული, ჯდომითი მედიტაციებისგან განსხვავებით, აქტიური მედიტაციები აღიარებს, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილი და მისი ყოველდღიურობა საკმაოდ კომპლექსურია და სხეულს, მანამ სანამ გონება მყისიერ სიმშვიდეში გადავა და მედიტაცია დადგება, ესაჭიროება თვითგამოხატვა და დაცლა: ფიზიკური აქტივობების—ქაოტური სუნთქვის, ცახცახის, ცეკვის, ჰარმონიული მოძრაობების თუ კათარზისული გამოხატვის მეშვეობით, აქტიური მედიტაციები ააქტიურებენ სხეულს და ნერვულ სისტემას, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს ბუნებრივად გადავიდეს ღრმა სიმშვიდესა და გახსნილ ცნობიერებაში, გაანთავისუფლოს სხეული ბლოკებისგან და გამონთავისუფლებული ენერგია გარდაქმნას მოქმედ, ჰარმონიულ, ინტეგრირებად წყაროდ.

 

ოშოს აქტიური მედიტაციები ხელს უწყობენ ენერგიის ბალანსირებას, ემოციური ბლოკების გაწმენდას, ნერვული სისტემის რეგულაციას და შინაგანი სიჩუმისთვის სივრცის შექმნას. ოშოს თქმით, აქტიური მედიტაციები მოსამზადებელ პროცესს გავს: შენ ამზადებ, აფხიზლებ, ცლი შენს სხეულს ცეკვით, სუნთქვით, ხტუნაობით, ყვირილით თუ ჩურჩულით, შემდეგ კი მოდის სიჩუმე. “ლოდინიც მედიტაციიაა – ლოდინი გახსნილი, მომართული ცნობიერებით.

 

და როდესაც მედიტაცია მოვა, ის ჩამოეშვება შენში, მთლიანად მოგიცავს, ითამაშებს და იცეკვებს შენს გარშემო, განგწმენდს, აგავსებს, შეგცვლის” აქტიური მედიტაციების შესრულება შეუძლია როგორც გამოცდილ, ასევე მედიტაციაში სრულიად გამოუცდელ ადამიანსაც.

 

აქტიური მედიტაციის სარგებელი: * სტრესის შემცირება * ემოციური ბლოკებისგან განთავისუფლება * კათარზისი * ცნობიერების გაფართოვება * ენერგიის ნაკადის გაუმჯობესება/გაძლიერება * შინაგანი სიმშვიდე * ფიზიკური სხეულის რელაქცასია * მენტალული სიცხადე